Wednesday, January 6, 2010

მაგალითი # 1- სადისკუსიო თემა

ახალგაზრდული უმუშევრობის პრობლემა საქართველოში


 

შენიშვნები:

      როგორც ეს სადისკუსიო გეგმა გვეჩვენებს, კითხვების ფორმულირება არ არის მკაცრი, არამედ შესაძლებელია გქოდნეს ერთი და იგივე შეკითხვის რამდენიმე ვერსია. გარდა ამისა, სადისკუსიო გეგმა შეიძლება შეიცავდეს პასუხის მოსალოდნელ ვარიანტებს – აქ ყველაზე ხშირად გვხვდება ვარიანტები, რომლებიც მნიშვნელოვანია კვლევითი ამოცანებიდან გამომდინარე.


      თუ ინტერვიუერი ამას საჭიროდ მიიჩნევს, მას შეუძლია შეიტანოს სადისკუსიო გეგმაში გარკვეული ცვლილებები, მონიშნოს, რა კითხვა მიაჩნია ყველაზე მიზანშეწონილად ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების მიზნით, როგორ გააგრძელოს დისკუსია ამა თუ იმ პასუხის მიღების შემთხევაში. სავსებით დასაშვებია და მოსალოდნელიც არის, რომ სადისკუსიო გეგმამ ცვლილებები განიცადოს ინტერვიუერის ჩატარების შედეგად, იმის მიხედვით, თუ რა დამატებით ცოდნას მიიღებს ინტერვიუერი შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით.



[შესავალში გააცანით რესპონდეტს ინტერვიუს მიზანი, ამოცანები, დაარმწუნეთ მისი პასუხების ანონიმურობაში.]



ვინ ბრძანდებით? გთხოვთ მოკლედ მომიყვეთ თქვენი თავის შესახებ. (ასაკი, ოჯახი, პირველადი იდენტიფიკაცია)


რას სამიანობდით სკოლის დამთავრების შედმეგ? (რაც შეიძლება დაწვრილებით; სკოლის დამთავრების შემდეგ გასული მთელი დროის მანძილზე)


რა განათლება გაქვთ მიღებული? სად სწავლობდით? როდის დაამთავრეთ სწავლა?


(თუ რესპონდენტი არ სწავლობს და არც უსწვლია სკოლის შემდეგჟ რატომ არ სწავლობთ? (აბარებდა, მაგრამ ვერ ჩააბარა; არც უცდია; სხვა)


რატომ აირჩიეთ ეს სპეციალობა (ნანობს?) რომელიმე სხვა სპეციალობაზეთუ ფიქრობდით?


დღეს რომ ირჩევდეთ სპეციალობას, რას აირჩევდით? იგივეს თუ სხვას? რატომ?


რამდენად კმაყოფილი ხართ მიღებული განათლებით? რატომ?


როგორ სწავლობდით? როგორ დაამთავრეთ უმაღლესი სასწავლებელი?


რას საქმიანობთ ამჟამად? (რაც შეიძლება დაწვრიელბით)


რამდენად გადგებათ მიღებული განათლება?


ვისთან ერთად ცხოვრობთ ამჟამად? ( ოჯახური მდგომარეობა)


ვინ მუშაობს ოჯახში? როგორ შეაფასებდით თქვენი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას? ვინ არჩენს ოჯახს ძირითადად?


პ.ს. ეს სადისკუსიო გეგმა შედგენილი იქნა თესაუ სოციოლოგიის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტების მიერ 2003 წელს და გამოყენებული ქინა სასწავლო სიღმრისეული ინტერვიუს ჩატარებისას.



No comments:

Post a Comment