Tuesday, February 2, 2010

ქართული ეკლესია დავითისა და თამარის ეპოქაში.

დავით აღმაშენებლის უცნობი მატიანესა და თამარ მეფის ‘ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის’ მიხედვით.

§1. ქართული ეკლესია დავით აღმაშენებლის ეპოქაში.

        დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გვიწერს ეკლესიის მდგომარეობას საკურთხეველნი ღმრთისანი ადგილად არაწმიდებისა მათისა. და მღდელნი რომელნიმე თვით შეწირვასავე შინა საღმრთოსა მსხუერპლისასა მუნვე მახვილტა შეწირულ იქნეს...” 
თუმცა ეკლესიის სისუსტე უფრო შიგნიდან ღვივდებოდა. როგორც ქართლის ცხოვრება გვაუწყებს დავით აღმაშენებლის მეფობისას ღვთის სახლი, წმინდა ეკლესია “ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს.” ვინაიდან მაღალ სასულიერო თანამდებობებზე ინიშნებოედნენ პირები არა ღირსების და პატიოსნების მიხედვით არამედ გვარის დიდებულებისა და წარმომავლობის მიხედვით. საეპისკოპოსო პოსტები მატიანეს თქმით “დაეპყრნეს ვითარცა ავაზაკთა”, თავისთავად ასეთივე მდგომარეობა იქნებოდა საქორეპიკოპოსო და რიგითი სამღვდელოების დონეზეც.შექმნილი სიტუაცია ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში მკვეთრ და საფუძვლიან რეფორმაცაის მოითხოვდა. ეკლესია უნდა ყოფილიყო თვითმმართველობითი, დამოუკიდებელი ორგანო. ამის მისაღწევად ჯერ საჭირო იყო ბაზისის შექმნა ღირებულებებისა და ფასეულობის დონეზე. სწორედ დავით მეფის ინიციატივით “ადგილსა ჯეროვანსა” (რუისსა და ურბნისში) გაიმართა სეკლესიო კრება რომლის მთავარი დანიშნულება წესრიგის აღდგენა, საეკლესიო ცხოვრების შინაგანაწესის დადგენა (ძეგლის წერა) და ღირსეული სასულიერო პირების სათანადო თანამდებობის მინიწება იყო. კრებას ესწრებოდნენ მეფეთ-მეფე გიორგი II, თავად დავით აღმაშენებელ, მეფის პოზიციის გაძლიერების მიზნით კრებას ასევე ესწრებოდა გიორგი მეფის და ბიზანტიის უავგუსტესი დედოფალი მართა (მარიამი) და მრავალი სასულიერო პირი. საბოლოოდ ამ კრებამ შეასრულა თავისი დანიშნულება და ძირი ჩაუყარა ახალ სასულირო ცხოვრებას.მაგარამ მეფისათვის მხოლოდ ეს რეფორმა არ იქნებოდა ეკლესიის ჯანსაღი ფუნქციონირების გარანტი. ამიტომ დავითმა საჭიროდ მიიჩნია საერო თანამდებობის მწიგნობართუხუცესის მმართველობის (თანამდროვე პრემიერ მინისტრის) გართიანება ჭყონდიდის ეპისკოპოსის თანამდებობასთან. მითუმეტეს რომ გიორგი ჭყონდიდელი იყო აღმზრდელი, ბრძენი და “თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლტა მისთა”.  
      ...ასე რომ მეფის საეკლესიო ცხოვრებაში ეყოლდებოდა თავისი კაცი, გააკონტროლებდა მაში მიმდინარე პროცესებს და მეფის პოლიტიკის მხარდამჭერი იქნებოდა.
რაც შეეხება აღმაშენებლის რელიგიურ შემწყნარებლობას - როგორც თვითმპყრობელ და უზენაეს მეფეს შეძლია მტრები სურვილისამებრ გაანადგუროს, მაგარმ დავით აღმაშენებელი ყოველტვის ასე როდი იქცევა. იგი უპირველესად ფიქრობს იმას ტუ როგორ გამოიყენოს თავის და ქვყნის სასარგებლოდ არამხოლო მოყვარე არამედ მტერიც. დავით მეფე ცდილობს დაიმოყვროს მტერი, ხოლო მოყვარე უფრო შემოიმტკიცოს! ვინაიდან მას დაძლეული აქვს სნობური დამოკიდებულება რელიგიურ დაპირისპირებათა შესახებ. ამის შესანიშნავი მაგალითია სომხურ_ქართული საეკლესიო კრება, რომელიც იმჟამად ხომეხთა მხარის ინიციატივით გაიმართა. კრებაზე დისკუსია უნდა გამართულიყო ორიდან ერთი საეკლესიო სწავლების ჭეშმარიტების დადგენაში. ქართვული მხარე გაიმარჯვებდა “სიტყვისგებაში” მაშინ ხომხები შეაჩვენებდნენ თავიანთ რჯულს, ხოლო თუ სომხები გაიმარჯვებდნენ ქართულ ეკლესიას მწვალებლებად არ უნდა შეერაცხათ სომხების სწავლება.
                 დავით მეფემ თავის მხრივ მოიწვია ყველა მეცნიერი და რჯულის მცოდნენი, სომხებმა კი თავიანთი. სიტყვისგებამ დიდხანს გასტანა და იგი იმდენად ჩაიხლართა, რომ უკვე “ცუდ სიტყვათა” პაექრობაში გადავიდა. ბოლოს თავის სიტყვა დავით აღმაშენებელმა აიღო. მან “უსწავლელთა და ლიტონთა და მარტივთა მიერ სიტყვათა” იწყო უბრობა. შემდგომი ეპიზოდიდან სჩანს რომ მემატიანე უშუალოდ იქ იმყოფებოდა მეფის სიტყვას ისმენდა, ვინაიდან იგი მთელი სიცხადით გადმოგვცემს საკუთარ განცდას მეფის გამოსვლის შესახებ: “...იწყო მასთდა მიმართ სიტყვითა თქმად, რომელსა ღმერთი მოსცემდა უეჭუელად პირსა მისსა. ესეოდენითა იგავთა და სახეთა წინადაუდებდა, ახნათა საკვირველთა იქნა ვითარცა..”. დარცხვენილმა და უღონოდ ქმნილმა სომეხმა სასულიერო პირებმა ერთხმად აღიარეს ქართველთა სწავლების ჭეშმარიტება. 
              აი ამ მცირე პასაჟში (ვინაიდან სხვა ცნობა ვერ ვნახე ტექსტში) კარგად იკვეთება მეფის დამოკიდებულება განსხვავებულად მორწმუნეთა მიმართ. იგი მოწოდებულია მათი სწავლების გონიერად, სიბრძნით განსჯისათვის. თუმცა მეფის ასეთი თვისება სრულიადაც არ ნიშნავს საყოველთაო შემწყნარებლობას და მტრის მახვილისათვის კისრის მიშვერას.დავითის სისასტიკე ცნობილი იყო მთელს აღმოსავლეთ მუსულმანურ სამყაროში. 
               თუნდაც გავიხსენოთ…ანისის აღების ეპიზოდი. 1124 წელს ანისელი სომხები თხოვნით (და არამხოლოდ ამის გამო) დავით მეფემ სელჩუკთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად აიღო ანისის ქალაქი და ციხე. ასევე ქრისტიან_მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც “მისგითად მოეკაზმათ” მუსლმანებს. ხოლო დავით მეფემ “იმუქფა ღმრთის მოყვარემან. დავით აღმაშენებელმან მოლათა და დარიშმანთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყო... “
      შეეძლო კი ღვთისმოყვარე დავით აღმაშენებელს შეეწყნარებინა მუსულმანი სასულიერო პირები?..

$2. ქართული ეკლესია თამარ მეფის ეპოქაში.

  მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მიქაელ კათალიკოსი შესაძლებელი გახდა, როგორც საეკლსიო ისე აღმასრულებელ ორგანოებში ჩარევა. ვინაიდან მიქაელ კათალიკოსი უდიდესი გავლენით სარგებლობდა სახელწმიფო პოლიტიკაში. თავის მხრივ ოპოზიციურად განწყობილი დიდებულებიც იყენებდნენ მის გავლენას საკუთარი მიზნების მისაღწევად. სწორედ ამ კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი, როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლების მოწესრიგება. თამარ მეფემ მოიწვია საკლესიო კრება, სადაც თანამდებობებზე ღირსეული პირები “განაჩინეს წესისაებრ სახლისა”. დიდი შესაწირავი შესწირა ტაძრებს მეფემ, ხარაჯისა და ბეგარის გადასახადი გაუუქმა_ “თავისუფალ ყვნა”
      სომხეთის ტერიტორიის უშუალო შემოერთების შემდეგ, ქართულ_სომხური ურთიერთობები მეტად გაღრმავდა და გაცხოველდა. ჩვენ ვიცით რომ სომხურმა ეკლესიამ ქრისტიანულ-მონოფიზიტური სწავლება მიიღო და ამით შეგნებულად თუ შეუგნებლად ქართულ მხარესთან სერიოზული კონფლიქტი გამოიწვია. შესაბამისად ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად ეს საკითხი ძალაუნებურად წამოიჭრა. როგორც შემდგომ დავინახავთ საქართველოს კათალიკოსს ეს საკითხი მეტად აღელვებდა.
       ყველაფერი კი ასე დაიწყო_სარგის მხარგრძელის ძენი _ ივანე და ზაქარია მსახურთუხუცესისა და ამირსპასალარის თანამდებობზე დაინიშნენ. გაიმართა სამეფო წვეულება, სადაც წარჩინებული სამღვდელობაც მონაწილეობდა. წესისაებრ კათალიკოსს უნდა შეესრულებინა უსისხლო მსხვერპლშეწირვის რიტუალი. წმინდა სეფისკვერი მიიღეს “ყოველთა წარჩინებულთა”, ხოლო ივანემ არ მიიღო იგი ვინაიდან მონონფიზიტი იყო, მაგრამ უეცრად “ზაქარია იკადრა აღტაცებად სეფისკვერისა და შეჭმად”. კათალიკოსისთვის ეს უკვე საკმარისი იყო_ “ცეცხლებრ აღტყინებული, ძლიერად ამხილებდა და ესრეთ ეტყოდა...” საბოლოოდ საქმე სწავლულთა მოწვევით დასრულდა და ვანში გაიმართა “სიტყვისგება”. ქართველთა მხრიდან კრებას ესწრებოდა დედოფალთ-დედოფალი(=მეფე), დავით მეფე (სოსლანი) და ყოველი წარჩინებულნი. თავის მხრივ სომხებს თავიანთი სწავლულები ჰყავდათ წარმოდგენილი. სიტყვისგება მიმწუხრამდე გაგრძელდა. ბოლოს სიტყვით გამოვიდა კათალიკოსი და “სახლით თარგამოსთ” მიმართა. თავის სიტყვაში მან პურის ქრისტეს ხორცად გარდაქცევის არგუმენტები მოიყვანა სახარებიდან და ამ დოგმატის საქმით დამტკიცება განიზრახა_ მათ უწმინდური ძაღლები, რომლიც არ ეკარება ნაღვთისმსახურევ მსხვერპლს, უნდა გაეცვალათ ერთმანეთს და სამი დღე უჭმელად ემყოფათ, ამ სამი დღის განმავლობაში კი ორივეს თავისი წესით შეეწირათ უსისხლო მსხვერპლი, ხოლო რომლის სეფიკვერსაც მიეკარებოდა ძაღლი, მისი სწავლება მტყუანი იქნებოდა ღვთის წინაშე. კათალიკოსის ნათქვამმა ძლიერ გააკვირვა და შეაშფოთა მეფე და იქ დამსწრე ქართული საზოგადოება. იოანე კათალიკოსმა კი მიუგო მეფეს: “მეფეო, შემეწიე შენ და ყოველნი ქართველნი, დიდი და მცირე.”
             მოახლოვდა დამოწმების დღე. კათალიკოსი იოანე მოლოცვით მოდიოდა... სომხებმა მიუგეს_შენივე წამოწყებულია და პირელი თქვენგან ვნახოთ ჭეშმარიტია თუ არა თქვენი მოწმობაო. პასუხი იყო: ”მე ვყო”. მემატიანის თქმით იგი “დგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, ტურფად აღშენებული...” მივიდა ძაღლი სეფისკვერთან და როდესაც მიეახლა შეჰყეფა ძაღლმა და ვერ შეეხო მას. ყველას გაუკვირდა ამ სასწაულის დანახივსას, სომხები კი შერცხვნენ. მათ იხილეს საკუთარი რწმენის სიმცდარე. ივანე და ზაქარიას გადაწყვეტილება სხვადასხვა იყო. ზაქარიასათვის “ქართველთა სჯული” მაინც მწვალებლობად დარჩა. ხოლო ივანემ “ნათელ-იღო” და “მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად”.

განხილვა, შენიშვნები:

No comments:

Post a Comment