Tuesday, January 19, 2010

ათწლეულის საუკეთეს ადამიანი 1960-70 წ.წ.

ათწლეულის (1960-70) საუკეთესო ადამიანებს შორის მოხვდა ჯონ ლენნონი. ათეულში მოხვდა ასევე ამერიკის პრეზიდენტი კენედი და სხვა ნაცნობი სახეები.


Lennon:`თქვენ იწყებთ როკენროლის ათვლას, როდესაც ბაშვები იყვნენ ჯეიმს დინზე და ელვისზე პარანოიულად გაგიჟებული. დანარჩენი კი თავისთავად მოდის. ეს არის რაც ემართებათ ხალხს. ნარკოტიკებისგან. მე არ ვიცი ამაზე ფიქრობ თუ მართლა ხედავ. ჰალუცინაციურ მდგომარეობაში (trip) შენ შეგიძლია დააკვირდე ხეებს სხვა საგნებს და ამასთან ერთად ხედავ რეალური ფაქტების სხვაგვარ განვითარებას. ფსიქოდელური ბიტი. იცი ეს? საბოლოოდ მთავრდება მოგზაურობა, თითქოს ირთვება და უბრუნდები ე.წ რეალობას.(გამონაკლისი შემთხვევების გარდა).
გამოხვიდე სცენაზე კაიფში ეს სხვა რამეა. ეს იგივეა როგორც ალკოჰოლი ან სხვა რამე მსგავსი. უნდა შეეგუო მას. და მერე ეს გავს ბევრი საკვების მიღებას ან სხვა რამე. შენ უნდა გამოხვიდე აქედან. შენ შენს თავთან ხარ ყოველთვის და ყველაფერი შეგიძლია- ნარკოტიკები, მედიტაცია., ყველაფერი. მაგრამ შენ უნდა დაუბრუნდე შენ ღმერთს შენივე თავში, როგორც დონოვანი
ამბობს და სხვები. და ეს ყვლაფერი იცი შენ...   
როდესაც ჩვენ- მე, პოლმა, ჯორჯმა და რინგომ აღმოვაჩინეთ ეს ვთქვით: ეს არის ახალი პროფესიონალური საქმიანობა და ამისთვის შენ არ გინდა არანაირი კვალიფიკაცია გარდა იმისა რომ უნდა დაკავდე მისით. და ამ ყველაფერს აკეთებ სამყაროს კანონების მიხედვით, როგორცაა მოწყობილი. ყოველგვარი გავლენის გარეშე. და ყველა ამას ეძებდა მაშინ. ვგულისხმობ იმას რომ მე ვუკრავდი გიტარაზე, მიკ ჯაგერი ლონდონში უკრავდა და ერიკ ბარდონი ნიუკასლში. და ჩვენ ერთდროულად გავდიოდით ერთნაირ საფეხურებს განვითარების. და ჩვენ მართლა აღმოვიაჩინეთ რომ ღირებულებები არ არის ნივთიერი და ამის აღმოჩენა არ იყო საჭირო კოლეჯის დამთავრება და განათლების მიღება.        ზოგიერთებმა აღმოაჩინეს ახალი რეალობა...ზოგნი კი კვლავაც არიან დარწმუნებული მომავალში. ყველა ლაპარაკობს დეკადანსის და ამ დანარჩენის შესახებ. მაგრამ სინამდვილეში არავინ საუბრობს... არც ისე ბევრი ხედავენ ყველა იმ დადებით მხარეს რაც ამ ბოლო ათწლეულში მოხდა. ვუდსტოკი იყო ოდესმე შეკრებილი ადამიანების მასა, რომელიც არ ომობდნენ. ბიტლსის კონცერტებიც იყო უხეში, მაგრამ ამისაგან წარმოიშვა დიდი სამშვიდობო მოძრაობა.
მათ კარგად იციან როგორ შეაშინონ, ცემონ ადამიანები. გააჩნიათ იარაღი და აღჭურვილობა. ისინი ამას საქმიანობენ ბოლო ორიათასი წლის განმავლობაში ან შეიძლება მილიონი წლის... ან... და არავინ მეუბნება რომ არის გამოსავალი. უნდა იყოს სხვა გზა მაგრამ ბევრი ადამიანია მასში მოყოლილი. და ხულიგანია თუ მშვიდობისმსურველი იქ რთული გასარკვევია:
           როცა ვურთიერთობდით ბერკლის ბავშვებთან, ნებისმიერ დროს ჩვენ მშვიდობიანად ვატარებდით ჩვენს დემონსტრაციას მონრეალის საწოლში. და უცბად ჩვენ ჩაგვრთეს ტელეფონის ხაზზე მათთან და ისინი გვეუბნებოდნენ: "დაგვეხმარეთ" ან "რას აპირებთ?" ეს ხალხი იყვნენ ვინც ორგანიზაცია გაუკეთეს აქციას. მაგრამ ჩვენ გვპასუხობდნენ, რომ მათ კონტროლს არ ექვემდებარებოდა ეს. და ვერაფერს ვერ ეტყოდნენ. ეს ყველაფერი გავს მშვიდობას ან სხვა რაიმეს. იოკოსთან ურთიერთობაზე მუშაობა რთულია. და ჩვენ მივიღეთ სიყვარული საჩუქრად. მაგრამ სიყვარული გავს ძვირფას ყვავილს. შენ არ შეგიძლია დაეთანხმო მას და შეინახო იგი კარადაში ან უბრალოდ იფიქრო რომ ის თავისით მოვა. შენ უნდა მორწყა ის. რეალურად იზრუნო მასზე და იყო ფრთხილი. და აღზარდო იგი. ეს დასაწყისია ორ ადამიანს შორის ურთიერთობის. და თუ ჩვენ ორს შეგვიძლია ეს შეიძლება ჩვენ შეგვიძლია შენთანაც დავიწყოთ. და ჩვენ ოთხიდან-- შენ და შენი წყვილი, შეიძლება გამოვიყვანოთ ოთხი შემდგომი წყვილი, რომელთაც შეეძელებათ ნამდვილი სიყვარული.
            მე სავსე ვარ ოპტიმიზმით რადგან მე ყველაფერი გავაკეთე მსოფლიოში... ვიცი რომ ჩემს გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც შემიძლია დავეთანხმო. მე არ ვარ გიჟი და არ ვარ მარტო. ეს მხოლოდ პირად დონეზე. და რა თქმა უნდა ვუდსტოკი, თეთრი კუნძულები, ყველა მიტინგი ახალგაზრდების, ყველაფერი პოზიტიურია ჩემთვის. ახლა ჩვენ ვიგებთ თუ როგორ მიაღწიო მას. ჩვენ ყველა ვაჩვენებთ ჩვენს დროშას. და როდესაც შენ აჩვენებ შენ დროშას მარტო არ ხარ. არ არის საჭიროება რამოდენიმე წამებული ქრისტიანი გვყავდეს, რადგან ჩვენ ბევრნი ვართ. და ნუ შეგეშIნდება რადგან ისინი შენზე ზრუნავენ. და მე განწყობილი ვარ დადებითად. და როცა ცუდად ვარ, მაშIნ მე მყავს იოკო, რომელიც ისეთივე ძლიერია, როგორც მე. და ეს მეხმარება. და ეს მხოლოდ დასაწყისია. სამოციანები ეს იყო მხოლოდ გამოღვიძება დილით, ჯერ საუზმის დროც კი არ მოსულა. და მოუთმენლად ველოდები მას.
მე ძალიან მიხარია რომ აქ ვარ და ეს იქნება ძალიან სასიხარულო, როცა ჩვენ უფროდაუფრო გავიზრდებით. როცა მე ან ჯონი და იოკო ცუდად არიან ყოველთვის არის ის ვინც კარგად არის და ინახავს ამ დროშას ან დრამზე უკრავს. ან რასაც შვება...ასე რომ ვინც არ უნდა იყვნენ ზევით, მათ არ შეუძლიათ სიყვარულის ცემა. რადგან ეს ყველა ძველი ბიტი რელიგიიდან სიყვარულის სიძლიერის შესახებ მართალია."




წყარო:http://www.john-lennon.com/manofthedecadeinterviewwithjohnlennon.htm

შენიშვნა: თარგმნისას შევიტანე უმნიშვნელო ცვლილება. მაგ. ჟარგონი, შორისდებული და ა.შ

No comments:

Post a Comment