Friday, January 15, 2010

ორიოდ სიტყვა ჰაუსის ფენომენის ფილოსოფიურ ასპექტებსა ზედა.





დოქტორი ჰაუსი ანუ “მე”

 


შენიშვნა: რუსულიდან გადმოვთარგმნე. მაინტერესებდა რამდენად გამომივიდოდა. დიდი მადლობა ჩემი სკოლის მასწავლებლებს იმისათვის, რომ   ისე ცუდად მასწავლეს  - გადავწყვიტე მეთვითონ მესწავლა იგი. 

                მე მთხოვეს დამეწრა შესავალი წიგნისათვის, რომელშიც განხილული იქნებოდა ჰაუსის პოპულარობის ფენომენი ფილოსაფიურ ასპექტში. დავწერე, მაგრამ გამომცემლობამ ჩათვალა, რომ იგი არ გამოდგებოდა. აი ისიც:
                წვერგაუპარსავი “ძაღლიშვილი”, უსინდისო და გენიალური ექიმ-დიაგნოსტიკი ხელჯოხით. ასე წარსდგა მაყურებლის წინაშე სერიალში დოქტორი ჰაუსი ხუთი წლის წინ. სიკვდილის პირას მყოფი პაციენტების ფონზე დოქტორ ჰაუსის იუმორი და ცინიზმი შოკისმომგვრელია. ასე დაიწყო ფილმის მოგზაურობა მთელს მსოფლიოში, სადაც გვერდი-გვერდ იყვენენ სიკვდილი და იუმორი.

        “ყველა იტყუება!” – გვეუბნება ჩვენ ტელეეკრანებიდან დოქტორი ჰაუსი. არათუ ცდება ან არ იცის არამედ ყველა იტყუება. მომაკვდინებელი სნეულებების მკურნალისაგან ეს ფრაზა უბრალოდ გასაოცარია. ექიმის პროფესიიდან გამომდინარე იგი უნდა იყოს კეთილი და სხვებს დაუნერგოს რწმენა. სხვანაირად ხომ ეს შეუძლებელია?! თურმე შესაძლოა! სწორედ ამაში არის “ექიმ ჰაუსის ფენომენი”. მაყურებელს მოსწონს გმირი რომელიც ჭრის და კერავს ტყუილსა და მართალს, არ სცდება რა “საოპერაციო მაგიდას”. რატომ? რატომ მოგვწონს ჩვენ ასეთი ასოციალური ტიპი, რომელიც ამავდროულად არის ნარკომანი. ზუსტად იმიტომ რომ ეს გმირი საკუთარ თავში მოიცავს ერთი შეხედვით შეუთავსებელ საგნებს. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ისტორია ეკრანზე, ჩვენ ეს მოგვწონს. მაგრამ ღმერთო შენ გვიშველე თუ ასეთი ადამიანი ცხოვრებაში მართლა შეგვხვდება. დადებითი წარმოდგენები მასზე მაშინვე ქრება.

        კინოს თეორეტიკი ზიგფრიდ კრაუზერი თავის წიგნში “ფილმის ბუნება. რეაბილიტაცია ფიზიკური რეალობისა” აღწერს მაყურებლის მდგომაროებას ასეთი ფილმის ყურებისას. “წარმოდგენა, რომელიც ანიჭებს ადამიანს სიამოვნებას, უძლიერესია. და ზუსტადაც სიმპტომურია დღევანდელ ჩვენს საზოგადოებაში ნივთების ასეთი მდგომარეობა. ჩვენი სამყარო იმდენად რთული გახდა პოლიტიკასა და სხვა სფეროებში რომ უკვე არ ურიგდება ერთფეროვან რეალობას. უეჭველია რომ ბევრი ჩვენგნი ქვეცნობიერად იტანჯებიან თავისი შეუძლოობით ამ ძალების მიმართ. ამიტომ ჩვენ ვეძებთ გარვეულ კომპენსაციას. და კინო როგორც ჩანს გვაძლევს ამის საშუალებას.
           სხვანაირად რომ ვთქვათ ჩვენ გვინდა ვიყოთ როგორც ჰაუსი, გვინდა განვიცადოთ იგივენაირი ემოციები. ვიყოთ ყველაფრის შემძლენი და გენიალურები. ფეხებზე გვეკიდოს კანონები და შეზღუდვები: “მინდა გავაკეთებ რასაც მინდა და ამის საწინააღმდეგო არ მქონდეს არაფერი”. ცხოვრებაში, როგორც წესი არასდროს მოვიქცევით ისე როგრც დოქტორი ჰაუსი. მაგრამ კინო გვაძლევს ამის შესაძლებლობას - ასოცორიებას საკუთარ თავის საყვარელ გმირთან. ე.ი. ყველა ჩვენგანში არის სადღაც შიგნით პატარა მეამბოხე, პატარა ჰაუსი.




ანდრეი კრავეცი



No comments:

Post a Comment