Friday, February 19, 2010

დავმარხოთ ლენინის გვამიც და საქმეც.



            ეს ელცინის დროინდელი ლოზუნგი გაისმა ზაფხულში. ძალიან ბევრი გვამის დამარხვა მოგვიხდა პუტინის ეპოქაში: ჩეჩნეთის ომის, “ნორდოსტის”, და ბესლანის მოვლენები. ჩვენ კი რატომღაც მიგვავიწყდა ჩვენი ნამოქმედარის წარუმატებლობის მიზეზი: საუბარია ლენინზე, რომელიც თავში უზის (როგორც ერს, ისევე მის ლიდერებს) და საუბარია ხელდახელ მომარჯვებულ ნაგანზე. მილიტარიზმის ნიშანზე. და თუნდაც ნაგანის მაგივრად რაკეტა “ბულავა” იყოს. ჩვენ მხოლოდ შეგვახსენეს, კრემლში არსებული მოსაწყენი ეკლექტიკის შესახებ: თუ მართლმადიდებლური ჯვარია, ე.ი. გვირგვინად წითელი ბოლშევიკური ვარსკვლავია. ამავდროულად კი მავზოლეუმში ლენინი. ეს იმ დროს შეგვახსენეს როცა ჯერ არ დაგვივიწყია საბჭოური ტანკები და “შავი ვაგონები”, რომლებიც უვლიდნენ პატარა ლატვიის, ესტონეთის და ლიტვის სიცოცხლეებს. ეს იყო შემოთავაზება   უკვე კარგახნის დაგვიანებული კომუნისტური იდეოლოგიისა და მისი პრაქტიკის ნიუნბერგის პროცესისა და ბოლოსდაბოლოს მისი ფაშიმზთან გათანაბრებისა . ეს  იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინს არ ჰქონოდა  ეჭვების და ტანჯვის საფუძველი,   ჰილტერთან შედარებით სტალინის უპირატესობების მტკიცების  დროს. აქ კი პრეზიდენტმა ბუშმა გადაწყვიტა ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება: კომუნიზმის მსვერპლთა ძეგლის დადგმით.  საერთოდაც არამხოლოდ 20 ან 40 მილიონი ადამიანი გაამგზავრა იმ ქვეყანას სამოქალაქო ომმა, გულაგმა და შიმშილმა. 120 მილიონი კაცის სიკვდილი – კომუნიზმის შედეგია მსოფლიოში. თუ ჩავთვლით დაუბადებელ და ომმის მსხვერპლს, რომელიც კომუნისტების ძალისხმევის გარეშე რეალურად არასოდეს მოხდებოდა, მხოლოდ რუსეთის და დსთ-ს დანაკარგი 110 მილიონ ადამიანს შეადგენს.
          მაგრამ განხორციელებადია კი ეს ნიუნბერგის პროცესი თუ მისი  თარიღის გადატანა მეორედ მოსვლამდე მოგვიწევს? ვშიშობ, რომ ამოგვიწევს. როგორც თქვა დიდმა ლაო შემ თავის ნაწარმოებში “ჩანაწერები კატების ქალაქზე” (“კულტურული რევოლუცის დროს ჰუნვეიბინების მიერ გაწამებული ჩინელი მწერალი) : “ მკვდრები მკვდრები არიან, ხოლო ცოცხლებმა უნდა ჭამონ გამაბრუებელი ფოთლები”. მკვდარი ნაცისტებისგან უკვე ვეღარაფერ სარგებელს ვერ ნახავ, მაგრამ აი კომუნისტური კუბისაკენ კი ინვესტორები უკვე დიდი ხანია იყურებიან, თანაც ისე თვითონ ევროკავშირიც ცდილობს სანქციების გაუმქებას. კომუნისტური ჩინეთი – სასურველი და პრესტიჟული სავაჭრო პარტნიორია, და მალე იქაც ჩატარდება ოლიმპიადა. რაც შეეხება რუსეთს - რუსეთიდან შეიძლება ბევრის აღება, აქ საუბარი არა რაიმენაირ ნავთობზე, გაზზე და ალმასზე, ტყეზე, ხიზილალაზე, საზღვაო პროდუქტებზე და სხვა მისთანაზე. ევროპას აძლევს ენერგომატარებლებს! დასავლეთი არ მოისურვებს რუსეთის წყენას.

ჩვენი ადგილობრივი ავტორიტეტული მმართველები თვლიან რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კომუნიზმის გასამართლება: ეს ჩვენ გაგვაუფასურებს (влетит в копеечку). აქვე წარმოადგენენ მტკიცებულებებს ჩვენი მსხვერპლნი: პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, იმავე ბალკანეთის ქვეყნები. ნებით იქნებოდა განცხადებული სსრკ-ს მართლმემკვიდრეებისაგან (აი, 40 მილიონი გაწამებულ, დახვრეტილ, დამარხულ ადამიანს კოლიმის მიწაში მტკიცებულებად უკვე ვეღარავის წარუდგენ). მაგრამ არ დაუჯეროთ პრეზიდენტის ექპერტებს: ჩვენ ვირტოუზულად შეგვიძლია გავექცეთ მტკიცებულებებს. ეტყოდნენ კრემლისტები ლატვიას და პოლონეთს, რომ ხელფასებს შემდეგ დაუბრუნებდნენ. ანდაც წვიმის შემდეგ ან იქნებ ოთხშაბათს. პროცესი დაწყებულია 20-იანი წლების ბოლოდან, ჯერ კიდევ საბჭოური ერთობიდან. მაგრამ საქმე ამაში კი არ არის. უბრალოდ დღევანდელი მეხუთე თაობის ჩეკისტებს (მათ შორის უმრავლესობა მათგანვეა გადმოცემული) არ სურთ აღიარება, რომ 1917 წლიდან 1991 წლამდე ჩვენ არ გვქონდა არაფერი. იყო ერთი წითელი უდაბნო. მათ არ სურთ ცნობა, რომ კარტი წაგებულია და თამაში თავიდან სამართლიანად არის დასაწყები. და აბა ის როგორღაა, რომ საფრანგეთი ცნობს კომუნიზმს დანაშაულად, ხოლო მის ნაციონალურ ანსამბლეაში სხედან კომუნისტები და პრეზიდენტად  ტროცკისტები მოიაზრებიან? ე.ი. ეს ასე იქნება: “ციმბირის ტაიგაში, მის მიწაზე და საფლავებთან არ დადებენ მოსაგონებელ ნიშანს, არამედ მხოლოდ ჩაუქროებლი სიტყვები მარადიული ცეცხლივით - штабеля! Штабеля! Штабеля лесосплава!” (მორები! მორები! მორები ხისმჭრელისათვის) (ა. გალიჩი).
და ეს კი ჩვენთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია: საბოლოოდ გამოვიდეთ სსრკ-დან, წარსულის მახიდან, გავანებოთ თავი ომის დასრულების აღნიშვნას, და აღვნიშნოთ მისი დაწყების თარიღი. ითვლება რომ ომი დამთავრებულია, მაშინ როდესაც დაიკრძალება უკანასკნელი მეომარი. ომი კომუნიზმთან დასრულდება მხოლოდ მაშინ, სანამ არ იქნება დასჯილი უკანასკნელი ჯალათი.



                                                                                                              ვალერია ნავადვორკსაია

წყარო:   http://newtimes.ru/articles/detail/15565/ 

No comments:

Post a Comment