Wednesday, February 17, 2010

Muzame.ge-ს ვებ-პოლემიკა

ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც ეხებათ ჩვენს შემოქმედებსა,  საკონცერტო დარბაზის მესვეურებს და რაღა თქმა უნდა თავად მსმენელებსაც .ეს კონკრეტული მაგალითი შეიძლება მთლიანად საქართველოზე განვაზოგადოთ. მოკლედ, თავად წაიკითხეთ სტატია და მისი კომენტარები.

                         28.01.2010 – ლადო ბურდული როკ კლუბში 

კონცერტი, რა თქმა უნდა, დაგვიანებით დაიწყო და რეკომენდირებულზე ხანმოკლე აღმოჩნდა.ვოკალი პრინციპულად არ ისმოდა და მსმენელს ქონდა სრული საშუალება,შემოქმედებითი განწყობა მოეხმო და თვითონ მოეფიქრებინა სიტყვები, რასაც მუსიკას დაადებდა. თუმცა ვერ ვიტყვი,რომ შემოქმედებითი განწყობის მოხმობა ადვილი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ კლუბში საშინლად ციოდა, დრამის ხმა ყველანაირ დასაშვებ სიძლიერეს ცილდებოდა და გარემო აბსოლუტურად საკმარისი იყო რამდენიმე წუთში ორივე ყურში დამოუკიდებელი რადიოსადგური აღმოგეჩინა არასწორად დაჭერილი სიგნალებით.
კონცერტის დაწყებამდე ისმოდა ლაპარაკი,რომ ქართულ როკს დიდი ისტორია აქვს და რომ როკ-ენ-როლი ცხოვრების წესია.ჩვენ ვფიქრობდით იმაზე,როგორ გახდეს მუზამე უფრო საინტერესო და ზუსტად ქართული როკის ისტორიის გახსენების გეგმებს ვაწყობდით.
მერე,როცა საშინელმა აკუსტიკამ და ყურებში გაურკვეველმა რადიოსადგურებმა შემაშფოთეს,ვიფიქრე,რომ მნიშვნელოვანი არა ისტორია და ფაქტებია,მნიშვნელოვანი შედეგია და ისიც ვიფიქრე,რომ კიდევ დავესწრები მსგავს კონცერტებს,თუ მეცოდინება რომ როდესმე ნორმალურ კონცერტზეც მოვხვდები თბილისში,რომ მუსიკალური ცხოვრება განვითარდება და წლიდან წლამდე ერთი და იგივე 20 კაცი არ ივლის კლუბებში და ერთი და იგივე ბენდები არ დაუკრავენ და თუ პროგრესისკენ მიდრეკილება გახდება ცხოვრების წესი.
ხომ შეიძლება არ იფიქრო,რომ ვინც გისმენს,ის ყველანაირ დაკრულზე და ყველანაირ აკუსტიკაში მოგისმენს და ვინც დადის,ის ისედაც მოდის,ხომ შეიძლება კლუბის გათბობაზე მაინც იზრუნო და ადამიანებს სასიამოვნო გარემო შეუქმნა.მაგრამ ალბათ ყველაფერი ასე ხდება ხოლმე,ჯერ ცივ დარბაზებში,ვოკალის ტექსტების გარეშე,მერე როგორც წესია…მაგრამ მგონი არც ისე ახლა იწყება ლადოს კარიერა,ასე იწყებაო,რომ ფიქრობდეს…ქართულ როკს ხომ ორწლიანი ისტორია არ აქვს…
                                                                                                                                ნასტასია არაბული
                                                                                                                                               

კომენტარები( შემოკლებული):

ლადო ბურდული:

სამწუხაროა რომ ასეთი მაგარი კონცერტი მე არ ჩამიტარებია ამ ქვეყანაში და თქვენი მოსაწონი რომ მაინც არ აგმოჩნდა ქალბატონო ნასტია.

ვიცი ენას ძვალი არა აქვს და ყველაფერზე შეიძლება პოზა დაიჭირო და თქვა რომ ” ყველაფერი სისულელეა ი.რ. მე უფრო ქოოლ ვარ” მაგრამ აბა რა მოგწონს შეგიძლიათ ის მაინც რომ დაწერო.
და მაშინ ყველა მიხვდება რა გოიმთან ააქვს საქმე.

იმაზე არ გიფიქრია რომ იქნებ პირიქით შენ არ გესმის?
ან თუნდაც ეგეთ ადგილებში შენი და შენისთანების ადგილი არ არის?
და ჯობია იარო იქ სადაც უფრო კონფორტულად იგძნობ თავს.. აი მაგალითად იუმორინაზე..

გოიმების და ქაჯების ქვეყანა!!!




ნასტასია:
როცა დარბაზში საშინელი აკუსტიკაა და მუსიკის ნაცვლად გაურკვეველი ხმაური ესმის მსმენელს და ისიც მაშინ,როცა მართლა მუსიკის მოსმენა უნდა და არა იუმორინაზე ყოფნა,მაგას მე მგონი ,,ყველაზე მაგარი კონცერტი” არ ქვია და თუ იმის თქმა ცუდი პოზაა,ყველაფერი სისულელეა,არც იმის თქმაა კარგი რომ გოიმების და ქაჯებისაა ეს ქვეყანა…

განტენბაინი:
 ეს სტატია რატომ დაიწერა, რომ არასწორ ინფორმაციას პოლემიკა გამოეწვია? ნასტია, შენ ეტყობა მხედველობის ან აღქმის დეფიციტს განიცდი. აფიშებზე გარკვევით წერია კარი იღება 19.00 საათზე და არა კონცერტი იწყებაო. და დაგვიანებული დრო ხომ არ იცი რომელია? რეკომენდებული საკონცერტო დროც მაინტერესებს რას ნიშნავს? იმას, შენ რომ ეძახი რადიოსადგურებმა შემაშფოთესო საუნდი ქვია, რომელიც დაახლოებით კილოვატი დევს კლუბში. ტექნიკაზე ქალაქში საუკეთესო რეჟისორი მუშაობს და სანამ საკუთარ მუსიკალურ გემოვნებას განსასჯელად გამოიტან, იქნებ საკუთარ ჟურნალისტურ იმიჯზეც გეირუნა, რომ კომპეტენტური ხალხის დასაცინი არ გამხდარიყავი. პირობას გაძლევ, შენ ვერასდროს მოხვდები ნორმალურ კონცერტზე, იმიტომ, რომ შენ არ იცი რას ნიშნავს ნორმალური კონცერტი.თუკი ვერ დაინახე ლადო ბურდული, სხვას ვერაფერს ნახავ 

 ნასტასია:
პირველ რიგში კონცერტი 9ის ნახევარზე დაიწყო.
ნორმალურ კონცერტებზე უკვე ვყოფილვარ და იქ არ მოხვედრის საფრთხე ვეღარ დამემუქრება.ბრალოდ მინდა რომ ნორმალური კონცერტბი თბილისისთვისაც რეალობა იყოს.
ეს სტატია იმიტომ დაიწერა,რომ იმედი მქონდა სამართლიანი კრიტიკის შემთხვევაში ქაჯის,გოიმის და არაკომპეტენტურის წოდებების მოწებების მაგივრად ხმის გაუმჯობესებაზე იზრუნებდით.
ლადო ბურდული დავინახე,უბრალოდ ვერ მოვისმინე,იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ ვოკალის ხმა იკარგებოდა.



 keti:
აი, ამით გამოირჩევა ქართველი შემოქმედი (უმეტესად და ხელოვნების ნებისმიერ დარგში) სხვისგან – მას კრიტიკის მოსმენა არ შეუძლია, მით უმეტეს, რომ ეს კრიტიკა მხოლოდ უკეთესის სურვილით არის გამოწვეული; გადადის პირად შეურაცხყოფაზე, ჩხუბობს და ა. შ.
მაგრამ როცას თვითკრიტიკაც დაბალია, სხვის კრიტიკას რა თქმა უნდა, ვერ მიიღებს ადამიანი.
მე პირადად, ამ შემთხვევაში, დავფიქრდებოდი ნებისმიერ შენიშვნაზე და მომავალში, თუნდაც თბილისში საუკეთესო ხმის რეჟისორს უკეთესად მუშაობას მოვთხოვდი, რადგან მსმენელი ვალდებულების გამო არ მოდის კონცერტზე, ის თავის დროს და ფულს უთმობს მუსიკოსს და სრული უფლება აქვს, კარგი ხარისხიც მოითხოვოს.
 

 Qilipa:
ნასტასია, მესმის რომ უუნამუსოდ და არაადეკვატურად შეაფასეს შენი სტატია, დაუმსახურებლად გიწოდეს ქაჯი და გოიმი, მაგრამ მე ვფიქრობ ეს იმიტო მოხდა, რომ ,,საუკეთესო თავდაცვა არის დავდასხმა”… როცა ვერ გასცემდნენ პასუხს შენს ნათქვამს სხვა გზა აღარ რჩებოდა…





მაგრამ სტატიის მთავარი ,,+” მინდა აღვნიშნო, ეს არის ის რომ ვისზეც იყო სტატია დაწერილი, იმან წაიკითხა, იმან გაგაკრიტიკა – რომ თავი დაეცვა… მაგრამ იმედია მომავალში გამოასწორებს იმ ხარვეზებს რაც შენ აღნიშნე და მეც დიდი სიამოვნებით დავესწრები ლადოს კონცერტს, სადაც მის ხმა გავიგებ და სადაც დუბლიონკით ჯდომა არ მომიწევს…



ლადო ბურდული:
 
ყველა ვერ წავიკითხე დროის უქონლობის გამო.

კრიტიკა ძვირფასო სხვაა და შეურაცყოფა კი სულ სხვა კრიტიკისთვის ხალხი ამთავრებს რაღაცას რომ იცოდეს რაღაცა და უფლება ქონდეს თავისი აზრის წერის.. განსხვავებით ამ დაბოღმილი შეუმდგარი უზრდელი გაუნათლებელი პრიშიკებიანი ქაჯებისა და გოიმებისა.. თავის თავზე ამხელა ამბიცია რომ ააქვთ და ცხოვრებაში არავინ რომ არ არიან 0~ბი და მხოლოდ სიწმინდეების შეურაცყოფით რომ იმკვიდრევბენ ამ ჩაჯმულ ქვეყანაში თავს..

ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის სიტყვებზე და საქცილეზე.
უნდა დამთვრდეს ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ეს დაუსჯელობის სინდრომი.

როცა მოვიცლი გავეცნობი სათითაოდ ყველა თქვენს ზემოთ თუ ქვემოთ გამონათქვამს და შევეცდები გაგცეთ პასუხი ყველას ინდივიდუალურად..

წარმატებები.

 

ლევან ბეიტრიშვილი:
ჩემო ნასტია და აქაურნო!
მე გახლავართ კომპანია “პრომო ინდასტრიზ”-ის დამფუძნებელი.
მიუხედავად იმისა, რომ საბედნიეროდ ძალიან ცოტანი ხართ, მაინც ვუღალატე გარკვეულ პრინციპებს და გადავწყვიტე ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა თქვენსავე საიტზე ყოველივე ზემოთ ნანახის მიმართ.
მე შევეცდები პუნქტებად ვუპასუხო აქ წამოსულ სიცრუესა თუ სამართლიან შენიშვნას:
1. ციტ.: “კონცერტი, რა თქმა უნდა, დაგვიანებით დაიწყო” – სიცრუეა!!!
– აფიშაზე გარკვევით წერია “კარი იღება 19:00″, რაც ნიშნავს, რომ ხალხის მოსვლა კლუბში შესაძლებელია საღამოს 7 საათიდან, ხოლო რადგანაც ეს არის კლუბი და არა სპექტაკლი ან ფეხბურთი, კონცერტი იწყება როგორც კი მოსასვლელი ხალხის უმეტესობა შეიკრიბება და სიტუაცია საკმარისად გახურდება. როგორც წესი, კონცერტი იწყება 8-დან 9-ის ნახევრამდე (თუმცა Defenders Of Tanelorn – ის კონცერტზე (31იანვარს შედგა) 19:40 -ზე დავიწყეთ, რადგან მაგ დროისთვის უკვე 100 კაცზე მეტი იყო შემოსული.
2. ციტ.: “რეკომენდირებულზე ხანმოკლე აღმოჩნდა” – კონცერტი გაგრძელდა თითქმის 2 საათი – რეკომენდ(ირ)ებული რამდენია? და რომელ კონვენციაშია მითითებული.
3. ციტ.:”ვოკალი პრინციპულად არ ისმოდა” – ავტორს ალბათ არ ესმოდა სიტყვები, რაც სავსებით ნორმალურია შეუჩვეველი ყურისთვის, რადგან ლადო ბურდული ამ პროექტში ვოკალურ პარტიებს ასრულებს სპეციფიურ მანერაში, რომელსაც ნათელ ქვეყნებში “გროულ”-საც კი უწოდებენ.
4. ციტ.: “მერე,როცა საშინელმა აკუსტიკამ და ყურებში გაურკვეველმა რადიოსადგურებმა შემაშფოთეს” – (აკუსტიკაში ავტორმა სავარაუდოდ საუნდი იგულისხმა)
… რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, საუნდი ჩვენი კლუბის ყველაზე ძლიერი მხარეა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კლუბში საუკეთესო საუნდი ყოფილიყო და ეს ძირითადად შევძელით, რასაც კლუბში გამოსული ყველა მუსიკოსი აღნიშნავს, – რომ სცენაზეც და დარბაზშიც,საკმაოდ კარგი საუნდი დგას (ცნობისთვის:!სცენაზე და დარბაზში საუნდი ცალცალკე სწორდება!)
…ანუ 4-ე პუნქტის მორალი: ის რომ “როკ კლუბში საუნდი არ ვარგა” უნამუსო სიცრუეა!!!
5. ციტ.: “კლუბში საშინლად ციოდა,” – კლუბში ნამდვილად ცოტა ცივა, მაგრამ აშკარად არა “საშინლად” და აშკარად არა ნულს ქვემოთ, და ისიც ვიდრე ხალხი შემოვა – იმიტომ, რომ ზამთარია – ეხლა, როდესაც ამ პოსტს ვწერ, გათბობის სისტემა მაქვს ჩართული, მაგრამ ცოტა მაინც ცივა – იმიტომ რომ უბრალოდ ზამთარია !
ხოლო კლუბში ხალხი დასაჯდომად პრაქტიკულად არ შემოდის, ისინი შემოდიან, რომ დრაივი, სიცოცხლის კიდევ ერთი მცირე დოზა მიიღონ და იმოძრავონ, “იძიგძიგონ” თუ “იდანსინგონ” თუ “ისლემავონ” – ამ დროს ხალხი მაისურების ამარა რჩება (შეგიძლიათ ფოტოები დაათვალიეროთ:http://www.facebook.com/profile.php?ref=profile&id=100000385939400#!/group.php?v=photos&gid=258392181176) და დამატებითი გათბობა ფრიად ზედმეტი რამაა დამერწმუნეთ

P.S. გულდასაწყვეტია, როდესაც ყველა აღიარებს, რომ ჩვენთან საუნდი ძალიან კარგია და ამ დროს ვიღაც სიტყვების ისეთ თანწყობას ალაგებს, რომ თითქოს კლუბში საუნდი (აკუსტიკა რომ ეგონა) არ ვარგა!
… ეს არც რეცენზიაა (ელემენტარული კომპეტენცია აკლია) და არც რეპორტაჟია, იმიტომ რომ ფაქტები დამახინჯებულად არის გადმოცემული – იმ სიცრუეებს რომ თავი დავანებოთ, რაზეც უკვე ვისაუბრე, რატომ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ხალხმა კარგი დრო გაატარა, ლადოსთან ერთად იმღერა და ა.შ.
… მაგრამ ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი მაინც ისაა, რომ ამ ყოველივეს ავტორი შენი პარტნიორია, რომლის ლოგოც შენს აფიშებზე დევს!
… გულდასაწყვეტია ისიც, რომ ისევ ნაცნობობით ხდება სხვადასხვა პოსტების დადება – არც ერთს არ უფიქრია, რომ გადასამოწმებელი ხომ არ არის ის რაც აქ წერიაო, პირდაპირ “ჩვენ კარგები ვართ და ისინი ცუდები”-ს პრინციპით წავიდა “გარჩევები”! – ამას ადრე “უსამართლობა”-ს ეძახდნენ, ეხლა ეტყობა ღირებულებათა ჩამონათვალში ეს ტერმინი ნამეტანი ქვევით ზის!
>>> ობიექტურობა ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის აუცილებელი კომპონენტია; სუბიექტური აზრიც კი კომპეტენტური უნდა იყოს,კონკრეტული კატეგორიებით ასახული; ტერმინების შინაარსი მაინც უნდა იცოდეთ ვიდრე მას გამოიყენებთ; ვიდრე მოვლენას შეფასებას მისცემთ, მაქსიმალურ ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მასზე; არსებობს ე.წ. ექსპერტის შეფასება და ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა ინტერვიუ. ხოლო ეს ყველაფერი თავს იყრის ერთ კარგ ტერმინში, რომელიც ასე ჟღერს: “ე თ ი კ ა”.

წარმატებებს გისურვებთ



ცოტა უფრო ვრცლადაც დავწერ
1.სტატიის ავტორი ძალიან მცივანა ყოფილა.ჩემი კეთილი რჩევა იქნება აწი სახლიდან გარეთ რომ გამოვა უფრო თბილად ჩაიცვას.
2.კონცერტის ოდნავ დაგვიანებით დაწყებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ვარსკვლავი რომ კონცერტის დაწყებას აგვიანებს დაახოლებით ისეთი პონტია სეყვარებულს რომ პირველ პაემანზე ელოდები და აგვიანდება რა არის ამაში სატრაგედიო არ მესმის
3. ვერ დავიკვეხნი რომ როკ კლუბში ძალიან ბევრ კონცერტზე ვარ ნამყოფი ( დაახოლებით 10-12 ზე) მაგრამ რაც მომისმენია აშკარად საუკეთესო საუნდი იდგა იმ დღეს. მგონი მაქსიმუმი იყო აღებული იქიდან რის საშუალებასაც ეგ ფართობი იძლევა, ასე რომ სტატიის ავტორს სმენასთანაც პრობლემები აქვს, ამას ვამბობ ადამიანი რომელიც უკვე 18 წელია ვუკრავ და მერწმუნეთ საუნდში რაღაცეები გამეგება.
4.ნუ თვითონ ის სტილი რომელშიც ლადო მოღვაწეობს პირადად მე რომ არ მევასება ეგ უკვე სხვა საკითხია. მაგრამ კაცია და გუნება. გემოვნებაზე არ დაობენო. მაგრამ ვისაც ეგ სტილი და დრაივი ევასება ძალიან კმაყოფილი დარჩებოდა კონცერტით ერთმნიშვნელოვნად

მადლობთ ყურედღებისათვის
  გიორგი კიკონიშვილი

პირველ რიგში ვულოცავ ნასტასიას, რომ მან შეძლო დაეწერა ის, რასაც ფიქრობდა, და არა ის, რაც ლადო ბურდულის ეგოს დააკმაყოფილებდა.საქართველოში რომ ფარისევლობის ზეიმია, ეს ყველამ კარგად ვიცით. დარწმუნებული ვარ, როგორი ცუდი საუნდიც არ უნდა ყოფილიყო კონცერტზე, ლადოს არცერთი “კეთილიმსურველი” არ ეტყოდა. ამის ნაცვლად დაუწყებდნენ უსაფუძვლო ქება-დიდებას, რითიც ლადოც დაკმაყოფილდებოდა და მისი “კეთილისმსურველებიც”.
საქართველოში რომ კრიტიკა არავის უყვარს, ეს ახალი ამბავი არაა, მაგრამ ვერაფრით ვერ წარმომიდგენია ვთქვათ რომელიმე მსოფლიო დონის როკ-სთარს რომ გაეკეთებინა კონცერტი, სადაც იქნებოდა ცუდი საუნდი, და მერე რევიუერს ეს ნაკლი აეღნიშნა, და ამის გამო შემსრულებელს “ქაჯი” და “გოიმი” ეძახა ჟურნალისტისთვის. რას ვიზამთ, უკულტურო ერი ვართ.
რაც შეეხება ლადო ბურდულის პერსონას, მისგან ასეთი კომენტარი არ გამკვირვებია. 1 კვირის წინ მქონდა სურვილი მასთან ინტერვიუს ჩაწერისა, რადგან ქართულ როკ-მუსიკაზე ვაკეთებ სტატიას. ინტერვიუზე უარი მივიღე, პასუხი ასეთი იყო “მე მხოლოდ VIP ჟურნალებს ვაძლევ ინტერვიუს”.
იდეაში, ჩემთვის არანაირი პრობლემა არ იქნებოდა მისი ინტერვიუზე დათანხმება. ვეტყოდი რომ ეს იქნება უმაღლესი ხარისხის ჟურნალი, სადაც მისი კოლეგებიც წერენ (მაგალითად ვახო ბაბუნაშვილი), ვეტყოდი რომ 1 წელზე მეტი ვმუშაობდი “ოზონში”, სადაც თვითონაც მოხვდა ყდაზე ერთხელ. ვეტყოდი რომ ჩემი რესპოდენტების სია იწყება რობი კუხიანიძეთი, და მთავრდება მსოფლიოს #1 როკ-ვოკალისტით, იან გილანით. რომ გილანის ინტერვიუ სწორედ იმ ჟურნალში დაიბეჭდება, რომლიდანაც ლადოს ვურეკავდი… მაგრამ რას ვიზამთ, საქართველოში უსაფუძვლო ამბიციები ყველაფერს წონის და არანაირი სურვილი აღარ მაქვს ჩავწერო ეგოცენტრიკი როკ-მომღერალი რომელმაც ისიც კი არ იცის ვის როგორ ელაპარაკოს.
რაც შეეხება კონცერტზე არსებულ საუნდს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ კონცერტს პირადად არ დავსწრებივარ, მაგრამ 100% დარწმუნებული ვარ რომ ნასტასია განზრახ არ მოინდომებდა ვინმეს გაკრიტიკებას უსაფუძვლოდ. თუ საუნდი არ ვარგა – ესეიგი არ ვარგა.
რაც შეეხება ლევან ბეიტრიშვილის კომენტარს, ბატონო ლევან, იქნებ დამისახელოთ ვინ მუშაობს როკ-კლუბში ხმის დაყენებაზე? იმიტომ გეკითხებით, რომ საქართველოში უბრალოდ არ არსებობს არცერთი (!) პროფესიონალი გამხმოვანებელი და სულ უმაღლესი დონის კონცერტიც რომ გააკეთოს ვინმემ, თუ ხმა აქაურმა გაახმოვანა – არ ვარგა. არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ეგ საქმე იცის, ოღონდ ის თვითნასწავლია გახმოვანების ამბავში, მაგრამ ფაქტიურად საუკეთესოდ გამოსდის ეგ საქმე (თუკი მის მიერ გახმოვანებულ კონცერტებს გადავხედავთ). თან ეჭვი მეპარება როკ-კლუბში გახმოვანება მისი გაკეთებული იყოს.
ასე რომ, ნასტასია, შეგიძლია მშვიდად იყო (დარწმუნებული ვარ არც აღელვებულხარ ამ არაკორექტული და არაფრისმომცემი ბოღმიანი კომენტარების გამო).
“ხინკლის მენტალიტეტი” გუგუნებს ქვეყანაში, ფარისევლობა და უცოდინრობა, აი ესაა ჩვენი მთავარი პრობლემა, და არა ის, რომ კონცერტზე ცუდი “ზვუკი” იდგა.
თუ ფარისევლობას შევეშვებით, განათლებას მივიღებთ და სამყაროს ხინკლის სუნით არ შევიყნოსავთ, ზვუკს ეშველება როგორმე…

”როკ კლუბი
ყველაზე გახურებული ადგილი თბილისში.საუკეთესო საუნდით.საუკეთესო გუნდით”
ამ კომენტარის დამწერს რა შეხება აქვს როკ-კლუბთან? მინიმუმ სტაფში იქნება, მაქსიმუმ სტაფის მეგობრების სიაში. სხვა შემთხვევაში უბრალოდ სირცხვილია რომ როკ-კლუბს საუკეთესო საუნდის მქონე ადგილი უწოდო.
საქართველოში კონცერტებზე არათუ საუკეთესო, არამედ კარგი საუნდის მოსმენაც კი შეუძლებელია და ჯერჯერობით უტოპიის დონეზეა.
იყო 1-2 გამონაკლისი კოცნერტი რომელზეც უმაგრესი ხმა იდგა… რათქმაუნდა ლ’ადოს კონცერტს არ ვგულისხმობ!


ის გილმორი:
დისკუსიისა და კრიტიკის მთავარი მიზანი და აზრი ისაა, რომ რაიმე გამოსწორდეს და რაღაცა გაკეთდეს უკეთესობისაკენ ნაბიჯების გადასადგმელად. მე რასაც აქ ვხედავ, არც ერთ ზემოხსენებულ გაუმჯობესებასთან კავშირშიც არ არის. ჯერ მარტო იქიდან გამომდინარე რომ ვარკსვლავმა ლადო ბურდულმა პოსტის შინაარსიც არ გაიაზრა, სადაც მის პერსონასთან არავის პრობლემა არ ჰქონდა და ძირითადად კლუბზე და მის პრობლემებზე იყო საუბარი, პირდაპირ მიაყენა შეურაცხყოფა ჟუნრალისტს სხვა და სხვა ტერმინებით(ქაჯი, გოიმი, ქართველი..) და სხვა – დისკუსიაში მონაწილეებსაც, რამაც გამოიწვია შემდგომი აგრესიული პოსტებიც. სამწუხაროა მისი მხარდამჭერების რეაქცია, რომლებმაც იგივე სახის პოსტებით შეამკეს სტატია. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა იმავე აზრზე დარჩა რომლითაც აქ შემოვიდა. არცერთი ნაბიჯი წინ და არცერთი ნაბიჯი უკან. ეს არის სამწუხარო.
ასევე სამწუხაროა რომ ლადო ასე თავგანწირვით აღნიშნავს ჩვენს ქაჯობას და გოიმობას და იმის მაგივრად რომ გაითვალისწინოს რამე და უკეთესობისაკენ შეიცვალოს, იგი უბრალოდ ისევ ამ უბედურ საქართველოს აბრალებს ყველაფერს და ისევ და ისევ აღნიშნავს რომ მისი კონცერტი ყველაზე მაგარი იყო სხვებთან შედარებით, რაც კი ამ ქვეყნად მას როდესმე რაიმე ჩაუტარებია.

სასაცილოა ვარსკვლავობაზე საუბარი როდესაც მოქმედება ხდება როკ, მაგრამ მაინც კლუბში თანაც იმ პირობით რომ პრობლემებზე და ხარვეზებზე კომენტარის გამკეთებელი ავტომატურად ქაჯი, უგემოვნებო, გოიმი და “ნინო ჩხეიძე” ხდება. ამბიციებზე ლაპარაკი აღარ მაქვს. მე არ მინახავს პინკ ფლოიდის, ფარფლების, ბითლზის, ვანდერის, ზეპელინის ან სხვა ნებისმიერი მსოფლიოს ვარსკვლავს ლადო ბურდულზე მეტი ამბიცია რომ ჰქონოდეს. პირიქით ისინი ყოველთვის ნაკლებზე საუბრობენ და არა იმაზე თუ რამაგარი კონცერტი გააკეთეს და ესეთი არახსოვს ისტორიას. ამ გადმოსახედიდან ლადო ბურდულის ამბიციები უსაფუძვლოა რბილად რომ ვთქვათ.

რაც შეეხება სიკვდილის შემდეგ ადამიანების დაფასებას, ლადო ბურდული ღმერთმა კარგად ამყოფოს არაფერს ვერჩი, მაგრამ დაფასებას დამსახურება უნდა. ეგრე ნახევარი ქართული ესტრადა დასახოცია იმ იმედით, რომ იქნებ ვინმემ დააფასოს.
 

კომენტარების სრული ვერსია წაიკიხეთ წყაროში:
http://muzame.ge/page/2/ 



 

4 comments:

  1. უიჰჰ,გამიხარდა ეს სტატია ჩვენს გარდა კიდევ სადმე რომ დაიდო და კიდევ უფრო გამეხარდება,თუ ნეიტრალური ადამიანები მოვლენ და თავიანთ აზრს დააფიქსირებენ...

    იმ დღეებში იმდენად შოკირებული ვიყავი კლუბის და თვითონ ბურდულის რეაქციით,მართლა ვფიქრობდი რომ ჯობია არასოდეს არავის არაფერი არ უთხრა და ყველას აცადო თავის ილუზიებში ცხოვრება...

    მერე პირველადი შოკის მერე ვფიქრობ ხოლმე,რომ მსგავს შემთხვევაში აბსოლუტურად მართალი არ არსებობს და რომ ჩვენი პრობლემაა არა მარტო ის,რომ კრიტიკის მოსმენის კულტურა არ გვაქვს და რომ კონსტრუქციული კომენტარის დაწერის მაგივრად საქმის გარჩევაზე იბარებ ადამიანს,ისიც,რომ მე იმის მერე არსად არ მითქვას,რომ გამეპარა შეცდომა დროსთან დაკავშირებით,რაზეც მართლა ვწუხვარ,თუმცა კლუბმა რაღაცატომ ეგ თავის თავზე მიიღო,არადა,ტრადიციულ დაგვიანებაში,ზოგად ქართულ პუნქტუალობას ვგულისხმობდი...

    მოკლედ,როდესმე ალბათ კიდევ უფრო მშვიდად ვიფიქრებ იმაზეც რომ საქართველოში თანამშრობლობა იშვიათად გამოდის და რომ არაკონკირენტული გარემო ყოველგვარი პროგრესის მტერია...

    მანამდე ეს კომენტარი იყოს აქ : )

    ReplyDelete
  2. ხო კრიტიკას ვერ ვიტანთ ვერანაირად.
    შენ მაგ სტატით სარისკო ნაბიჯი გადადგი და
    ძაან მნიშვნელოვანიც.
    ვაფასებ!

    ReplyDelete
  3. shokirebuli iqnebodi chemo nastasiaa..aset gmqaoxmaurebas batoni ladosgan arc me da albat arc aravin eloda..magram rasizam...dznelia iyo kompletenturi rodesac ar mogismenia tavad koncerti...ar vici ra xdeboda ik klubdshi magram batoni lados amxela ambiciebi saertod "aghmafrtovanebelia"! warmatebebi ubeduro saqartvelov!

    ReplyDelete
  4. ყველას უნდა ქონდეს ამბიცია ეს აუცილებელიცაა... :))
    კომპენტეციის ფარგლებშ რა თქმა უნდა.

    ReplyDelete