Tuesday, February 16, 2010

“თავისუფლება – ეს მონობაა”?

  ჯანდაბას პოლიტკორეკტულობა. პატივს ვცემდი რა უცხოპლანეტელთა  ჩვეულებებსა და ვიკვლევდი რა საკუთარი სინდისის თავისუფლებას, დავასკვენი არ შეიძლება შეურიგდე ადამიანის უფლებების დარღვევას, მის დისკრიმინაციას და მისი თავმოყვარეობის შელახვას. საიდანაც არ უნდა იყოს ეს პიროვნება წამოსული: ლიონიდან, მაღრიბის ქვეყნებიდან, რუსეთიდან თუ მარსიდან... როგორც ჩანს ფრანგებიც ჩემსავით ფიქრობენ. დასაწყისისთვის აკრძალეს სასწავლებში პირსაფრებით და ხიჯაბებით  გამოჩენა, აღარაფერს ვამბობ ფარაჯებზე, მათ მიიღეს კანონი, და აკრძალეს საზოგადოებრივ ადგილებში ასეთ ფორმაში გამოჩენა, მათ შორის ტრანსპორტშიც. შემდეგი ეტაპისათვის ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად იქნება: ტომარა ჩამოცმული და პირზე ხელაფარებული სიარულის საერთოდ აკრძალვა, როგორც უთანასწორობის და მონობის გამომხატულება.
            და აქედან, რა, უბედური, მსვერპლად ყოფნად მიჩვეული ქალები ისე დამცირებულები გრძნობენ თავს რომ თავიანთ ჩადრებს უკან ითხოვენ? და იმაზე რაღას ვიტყვით, 10 წლის წინ ირანელი ფანატიკოსი მფრინავები, თვითონ რომ იტაცებდნენ თავიანთ დებს, რომლებსაც შავი პირსაფრიდან თმა მოუჩანდათ? ყველაზე ველურ და მიკარგულ ქვეყნებში შეიძლება იქნეს მოკლული გოგონა ან ცოცხლად დამწვარიც, თუ ის ქორწნებამდელ კონტაქტში შევიდა, ისე რომ მისი ოჯახის წევრები ამას ნორმად და ჩვეულ ამბად აღიქვამდნენ.
      ველურ ქვეყნებზე ვთქვათ, რომ საფრანგეთი არ არის პასუხისმგებელი. მაგრამ ის ვინც მის საზღვრებში შედის, იმყოფება მისი მფარველობის, ფრანგული კანონების, ევროპული ღირებულებების ქვეშ, ღირებულებების, რომელთა მიხედვითაც დისკრიმინაციის აკრძალვა, აქსიომაა.
      საქმე ხომ ხიჯაბით და ჩადრით არ მთავრდება. თეოდორ ვან გოგი, ჰოლანდიელი რეჟისორი მოკლულ იქნა მუსულმანი ქალზე ოჯახში მომხდარ ძალადობაზე გადაღებული ფილმის გამო. როგორ დავეხმაროთ მათ ვისაც მონობაში სურს ყოფნა? დაიწყოს ფა

ჯით. ფრანგების 75 პროცენტი – მის საერთო აკრძალვაზე, თანახმა საკუთარი ბინის გამოკლებით. მამაკაცებს ეს არგებთ, თუ ვეღარ გაუწყრებიან ქალებს. და მაინც ისლამის რომელ  მოდურ ჟურნალშია ამის შესახებ საუბარი? როცა ექვსი საუკუნის წინაც კი კორდობის და გრენადის მავრიტანელი პრინცესები არ იმოსებოდნენ ხიჯაბით. ხოლო ისინი კი ვინც “ალქაჯ” ქალებს წვავდნენ ცეცხლზე, შემდეგ კი ღმერთს უგზადნიდნენ მას, უმჯობესი იქნებოდა სატანისთვის მიემართათ.
      ვიმედოვნებ, რომ ევროპა მუდმივად მოახდენს კანონის ფორმულირებას: თავისუფლება არ გულისხმობს ამ თავისუფლებაზე უარის თქმის უფლებას. ანდაც: მონობისთვის ლიცენზია ვერანაირად ვერ დაუკავშირდება ადამიანთა უფლებათა დეკლარაციას, და ვერც ლისაბონის შეთანხმებას. სხვა შემთხვევაში კი ჩვენ მოგვიწევს გავიხსენოთ ორველის პლატფორმა “1984”-დან: “თავისუფლება – ეს მონობაა” და ის საშინელი ფაქტი, რომ საუდის არაბეთის მოსწავლეს მიესაჯა 40-ჯერ გაწკეპვლა მობილური ტელეფონის ხმარების გამო, მოგვიწევს ადგილობრივ ჩვეულებად ჩავთვალოთ. საერთოდაც, რისთვის არის საჭირო ხიჯაბი? რაში ჭირდებათ თალიბებს, საუდელებს და მის კოლეგებს ფარანჯა, როცა შარიათის არამემარჯვენე სახელმწიფო აქვთ? (რა უფლებები არსებობს საერთოდ იმ ქვეყანაში, სადაც ქალებისთვის არ შეიძლება მანქანის მართვა, საზღვრის დატოვება ქმრის ნებართვის გარეშე, მობილურის ქონა, თალიბ ქალებს – მუშაობის უფლება და კაცი ექიმის მიერ გასინჯვა, სასწრაფო ოპერაციის შემთხვევაში კი. ითვლება, რომ ქალის თმა ან ფეხის ფორმების გამოჩენა შარვალშიც, ქალის სხეული საცურაო კოსტუმში და ჯემპრში ქალის მხრების ფორმა – მაცდუნებელია მამაკაცისთვის  და ამიტომაც მამაკაცის კეთილდღეობისათვის  ქალი ვალდებულია ჩაიცვას ეს ტომარა და მისით იცხროვროს. იქნებ და ასეთი მამაკაცებს უბრალოდ მუქი სათვალეები გავუკეთოთ ან უბრალოდ თვალები დავახუჭინოთ. როგორც ჩანს, ალლაჰს მათთვის არაფერი უსწავლებია ცდუნების დაძლევაზე,  საცოდავ ქალებზე კი ჯოხი გადატეხა, ადამიანების დაპირებულ სამოთხეში შესაღწევად. შორს ხომ არ წაგვივიდა სიტყვა ამ ჩვენი რპც-თი (იგ. რუსეთის მთავრობა) და მისი პრაქტიკით? ჩვენთან უპატრონო ბავშთა სახლებიდან პატარა გოგონებიც კი დადიან თავსაფრებით, და არამხოლოდ ტაძარში... აპირებს კი რპც ჩვენთან შარიათის შემოღებას?
                                                                       
                                                                      ვალერია ი. ნავადვორსკაია

პ.ს. ცნობილი რუსი ჟურნალისტის ვალერია ი. ნავადვორსკაიას სტატია.
წყარო: http://newtimes.ru/articles/detail/14970/





No comments:

Post a Comment