Saturday, April 10, 2010

   დიმიტრი უზნაძის პატარა სტატია ვლადიმერ სოლოვიოვის  ფილოსოფიის   მეცნიერების შესახებ.

                                                    
                                                                  დიმიტრი უზნაძე

                                                          ორგანული მსოფლმხედველობა
                                                                   (ვლ. სალავიოვი)
                                                                          I
ჩვენი საზოგადოებრვი ყოფა ვითარდება ყოველმხივი დიფერენციაციის ხანაში და თავი საზღვებში ფართოვდება. ეს წინსვლა კი ადამიანის სულიერ და სოციალურ ასპექტებში წარმოჩინდება ისე რომ ადამიანის შეუზღდველი ფანტაზიისათვისაც წარმოუდგენელია. იგი ქმნის ზღუდედაუდებელ ველს მთელს ადამიანის ცხოვრებაში. შრომა გადანაწილებულია თავისი საქმიანობის უკიდურეს სიშორემდე, ამიტომ ადამიანი დღესდღეიობით იძულებულია თავისი საქმიანობა გარდაუვალი ფარგლებით შემოზღუდოს, იგი დროის წინსვლასთან ერთად მცირდება, მაგრამ მისი საქმიანობის ზრუდე და საზღვარი კი იზრდება. ამის ასახსნელად საკმარისია გავიხსენოთ რომ ცხორების იშვიატი სიმდიდრე ტავისი შინაარსის შესაფერის ორგანიზებას მოითხოვს და ამის საშუალებად მხოლოდ ერთადერტი რამ არის. ის რაც ოდესღაც შემოიღეს რამელებ:”დივიდე ეტ იმპერა”. (დაყავი და იბატონე).
ასე რომ ერთ-ერთი პირველი თვისება ჩვენი დღევანდელი ცხოვრებისა არის ზემოთ მოყვანილი ფაქტორი, მაგრამ არის მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარეც. სინამდვილეში ხომ ჩვენი ცოვრების ერთი მხრივ განვითარება მთლიანი ცხოვრების განვითარებაცაა. ამიტომ მის ერთ მხარზე გაბატონება მისი დანარჩენი ნაწილების გათვალისწინებასაც მოითხოვს.
ამნაირად ასკვნის დიმიტრი უზნაძე (1984) : “ ფაქტიცხოვრების დიფერენციაციისა, მისი ორგანული სინთეტიზაციისადმი საჭიროებას ბადებს” (გვ.312.) ამ წინააღმდეგობის შემცნევა რა თქმა უნდა არ გაუჭიდებოდა მეცნიერებას, გასაკუთრებით კი ფილოსოფიას და ამის მაგალითია პოზიტივიზმი. იგი წამორმოადგენს ხმლოდდამხოლოდ ამ წინააღმდეგობათა შესუსტებისადმი ლტოლვას შემეცნებით ველზე. სოციალიზმიც სწორედ იგივეს ქდაგებს, მაგრამ იგი სუკ სხვა სფეროში იჭრება:მისი მიზანია სოციალურ წინააღმდეგობათა შორის საკუტარი გზით ოძებნოს გამოსავალი.
მაგრამ აქ დიდ წინააღმდეგობას ვაწყდბით. უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენს ცხოვრებას სულ სხვა მიმდინარეობა გასდევს პარალელურად. მნიშვნელოვანია ისიც თუ რა სახის არის ჩვენი მისწრაფება ცხოვრების სინთეზისადმი. აქ საუბარია ერტი მხარის , ერთი ნაწილის მიერ მთლიანი ცხოვრებისეული შინაარსის გაერთიანებაზე. რა ნიშნით უნდა მოხდეს იგი. ცხოვრების რომელმა მხარემუნდა იკისროს გამაერთიანებლის როლი? ოსციალიზმი ამ როლს ხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობებს ანიწებს და მასზე აფუძნებს ყველა დანარჩენ ცხოვრების მხარეს: ამან შეიძLება გამოიწვიოს სრულიად უტანასწორო ამაღლება სხვა ცხოვრების მხარეებზე. ამ იდეის მომხრენი ცხოვრებისეული მთლიანობიდან ერთ ნაწილის განდიდებაში ხედავდნენ ცხორებისეული პრობლემის გადაჭრის გზას მატ შორის არაეკონომიკური პრობლემებისაც. ამ ნიადაგზე წარმოშვა ისეტი მეცნიეული მწვალებლობბი როგორიცაა: ესტზეტიზმი, ეთიციზმი, ინლექტუალიზმი და ბევრი სხვა “იზმ”ები, მაგრამ დღესდრეისობით ამ დისციპლინაებში ეჭვი შეგვაქვს და საბედნიეროდ მათი თითქმის აღარც გვჯერა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მათი გენეზისი და მათი როლი. საბოლოოდ დიმიტრი უზნაძე (1984) ასკვნის : “ადამიანის განვითარების ეთ_ერთ მხარეში ადამიანის ცხოვრება ვერ იპოვნის თავისთავის გვირგვინს”.

II

ფილოსოფიის განყენებულ მეცნიერებაა და სწორედ ეს თვისება განაპირობებს უპირატესობას სხვა მეცნიერებებს შOრის. რადგან იგი ამავე დროს ტავისი განყენებულობით სრულიად აკნკრეტებს ამათუიმ მეცნიერულ ცოდნებს. დიმიტრი უზნაძის თქმით (1984) მის ტანამედროვეობაში არსებული სულიერი გაორება ასახა პირველ რიგში ფილოსოფიმ. იგი შეეცადა ზოგად ცნებატა მეოხებით მეცნიერული ჭეშმარიტებები გააერთიანებინა პირველადი ჰარმოონიისატვის. ეს სინტეზური სტილი აზროვნებისსა გამოიხატა ინგლისელი ფისლოსოფოსის ჩარლზ სპენსერის იდეებში. მაგრამ უზნაძის თქმით მისი თეორია თავისსავე დასაწყისში იყო განწირული მარცხისთვის. იგი დაფუძნებულია შინაგან წინააღმდეგოებზბე,რაც გამოიხატება იმაში რომ დიფერენციაციის აჰრმონიულად დასრულებისთვის მეცნიერებას ანიჭებდა უპირატესობას. მაგრამ როგორ შეიძლება რომ მეცნიერებამ დასრულოს გი?_კიტხულობს დიმტრი უზნაძე და მოჰყავს შემდეგი არგუმენტი _ სინამდვილეში ხომ მეცნიერება შემეცნებით ცხოვრების დიფერენციაციის შედეგია, იგი მხოლოდ შესაძლო ელემენტია დაკარგული ჰარმონიისა და ზოგადად სინთეზური ფილოსოფიის. იგი სინამდვილეში არის პროდუქტი შემეცნებითი ცხოვრების დაქსასვის. როგორც ვხედავთ სპენსერის ცდამ უნაყოფოდ ჩაიარა, მაგრამ სინთეზურ ფილოსოფიას ახალი მიმდევრები გამოუჩნდა. ედუარდ ჰარტმანმა მისი მეორე მცდელობა განახორციელა, რაც შემდგომში მდგომარეობს_ რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება არის ის სამი მიმდინარეობა ადამიანის სულიერი ცხოვრებისა, რომელიც მთელს ტავის შინაარსში თავსდება. მაგრამ ამ ხანაში ეს სამი ელემენტი სინთ. ფილოსოფიისა ერთმანეთის საწინაღმდეგოდ არიან შებრუნებულნი და ვექტორულად საპირისპირო მიმართულებები აქვთ არებული. ჰარტმანი სწორედ ამას ცდილობს რომ შეურიგოს ერთმანეთს და სინტეზურად შეაზავოს ისინი. დიმიტრი უზნაძე არც ამ მცდელობას უყურებს ოპტიმისტურად. ამის მიზეზს იგი .ე.წ “კინემატოგრაფიუ აზროვნებაში” ხედავს. აქ დიმიტრი უზნაძე (1984) გადადის ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფიურ საკითხებზე და აღნიშნავს რომ სოლოვიოვი ჰარტმანის ზემოთ ნათქვამ ცდას ირჩევს სულიერი ცხოვრების ჰარმონიის სინთეზის პირველ საფეხურად. მაგრამ ამავე დროს იგი კარგად ხედავს ჰარტმანის სუსტ მხარეებსაც. ამიტომ სოლოვიოვი ჰარტმანის მოწაფედ ვერ ჩაითვლება. ვერც ჰარტმანის მოწაფედ ვერც მხოლოდ იდეალისტად, ვერ მხოლოდ მატერიალისტად და ვერც რომელიმე სხვ ფილოსოფიური მიმდინარეობის უპირობო მიმდევრად. დ. უზნაძე აქვე აღნიშნავს სოლოვიოვის აზროვნების შესახებ. იგი მას ამ მხრივ ადარებს ლაიბნიცს, რომელსაც გააჩნდა უნივერსალური ნიჭი და მისი მეშვეობით იგი ახალი ფილ. სისტემის ასაგებად იყენებდა ფილოსოფიის ისტორიაში არსებულ სააზროვნო სისტემბიდან ერტ მნიშვნელოვნ ელემენტს. სწორედ ასეთი თვისება გააჩნდა სოლოვიოვსაც.. მას შეეძლო რომელიმე ფილ. სისტემიდან ეთი სარი ელემენტის აღმოცენა და მასზე სხვა ახალი ფილოსოფიური სისტემის შექმნა. ბოლოს დიმიტრი უზნაძე მკითხველს უნმარტავს რომ ნაშრომის მიაზანი არ არის სოლოვიოვის ფილოსოფიის ყოველმხრივი დახასიატება არამედ ტუ როგორ უწევს ანგრიშს ტანამედოვე ცოდნაში და ყოფიერებაში დამკვიდრებულ დისოციაციურ პროცესს. მისი ფილოსოფიის ზოგადი ექკურს_უზნაძის ტქმით საუკეთსოდ არადგენს ფილოსოფიის აზროვნების მნნიშვნელოვან ხასიათს და მისფილოსოფიურ მნიშვნელობას.



III

დიმიტრი უნზაძე გადაიდს სოლოვიოვის ფილოსოფიისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე. კერძოდ, ცხოვრების აზრისა და მიზნის შესახებ. სოლოვიოვის ფილოსოფიის მტავარი საკითხი ირგვლივ, როგორც უზნაძე ასკვნის არის პრაქტიკული დამოკიდებულება, რომელსაც განიხილავს ეთიკის ასპექტში და მუდმივად ამ მოტივის გარშემო ტრიალებს.
თავად ამ საკითხის წარმოშობა იწყება იმით რომ ადამიანი არსებულით ვერ კმაყოფილდება და ამიტომ “თავის არსებობის ზღუდეთა იქით ლამობს საკუტარი სულის კმაყოფილების ცოდნას” (უზნაძე. 1984 გვ.316). ადამიანი ცდილობს გაიგოს თუ რა აზრი აქვს მის ცხოვრებას და ა.შ. ამიტომ დ. უზნაძე მოითხოვს ცხოვრების განვიტარების ფაქტად დაშვებას. შემდგომ იგი გადადის გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წარმომადგენელზე ჰეგელზე. ჰეგელმა ისტორიული განვიტარების პროცესი სამ ხანს დაუქვემდებარა. პირველი არის ხანა განუყოფელი არსებობის ხანა, მეორე ხანა წინააღმდეგობისა, ხოლო მესამე არის პირველსა და მეორეს შორის უგარდაუვალი უფსკრულის გამაერთიანებლი ხანა., ხანა ჰარმონიული სინთეზისა. ჰეგელმა ზუნაძის თქმით (1984) მას დიალექტიკა უწოდა და სამ მიმდინარეობად დაჰყო: თეზისი, ანტითეზისი და საბოლოოდ სინთეზი.
დაახლოებიტ იგივეს ამბობს განმვითარების თეორიის შესახებ ინგლისელი ფილოსოფოსი სპენსერი. პირველი არის კონცეტრაცია, დიფერენციაცია და დეტერმინაცია. რაც არსებითად იმეორებს ჰეგელის ზემოთთქმულ თეორიას.
დ. უზნაძე უბრუნდება სოლოვიოვს და ამბობს რომ ისიც ამ ორი თეორიის მომხრეა . იგი განვითარების მიზნად ხედავს სპენსერის დეტერმინაციაში. რაც ნიშნავს რომ საზოგადოებრივ ცხოვრების წიაღში წამოჭრილ დაქსასვას ადამიანის ცხოვრების ძალთა , შუღლსა და მტრობას ბოლო ჰარმონიული სინთეზის ზღუდეებში ერება. მაგრამ ჩნდება კითხვა _ სად უნდა ვეძიოთ ჩვენ ეს ცხოვრების ძალები. სოლოვიოვის თქმით ისინი ვლინდებიან ადამიანის ბუნების ნიშანდობლივ საფუძვლებზე, როგორიცაა: წარმოდგენა, გრძნობა და მოქმედი ნება. ხოლო ეს ორი სახე ადამიანთა ბუნებაში ორ ასპექტში ვლინდება: ინდივიდუალური და სოციალური. სოციალურ ასპექტს საფუძველი უდევს იმაში, რომ მასში გაშლილი მოქმედება ობიექტური რალობის სახეს იღებს. სწორედ ეს ობიექტური სახე არის საზოგადოებრივი ცხოვრების არსებობის ფორმა. ნება რომ საზოგადოებრივი ცხოვრების არსებობის ფორმა იმდენად არის შესაძლო წარმოსადგნი რამდენადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმებია. მისი მიზანია საერთო სოციალური მომენტის მიღწევა და გრძნობაც მხოლოდ მაშინ გასწევს ცხოვრების ფორმათა პრინციპობას თუ იგი ტავის შინაარსით ობიექტურ მშვენიერებად იქცევა. სოლოვიოვი უზნაძის ტქმით უპირატესობას ნებას ანიჭებს. და მას სამგვარად წარმოგვიდგენს:
1. ნების მიზანი უნდა წარმოაცენდესობიექტური სიკეთეს, როგორც სოციალურ ცხოვრების ფორმას. ეს ცნება კი სუბიექტთა არსებობას მოითხოვს. მათი არსებობა კი დამოკიდებულია გარეშე ბუნებაზე. ამ ურთიერთდამოკიდებულებას კი სჭირდება მოწესრიგებ, რაც ხდება ეკონომიკური საზოგადოების ფორმით. იგი პირველი ობიექტივაციაა ნებისა.
2. ადამიანის ცხოვრება გარდა ეკონომიკურისა შედგება სხვა ურთიერთობების ფორმებით. მათ ორგანიზაციას უბდა უწევდეს სახელმწიფო, პოლიტიკური საზოგაოდება.
3. დანარჩენნი ორის გარდა ადამიანს გააჩნია სხვა სურვულიც, რომელიც წარმოაგდენს როგორმე უნივერსუმტან გრძნობით იყოს დაკავშირებული. ეზიაროს ტრასნსცენდეტურობას, მისტიკას. ამ მოთხოვნილებათა დაკმაოფილებას კი რელიგიის მეშვეობით ხდება. კერძოდ ეკლესია.
სოლოვიოვი ამ სამ ფორმას აკავშირებს ერთმანეთთან ნების ფაქტორით. ხოლო უპირატესობას მათ შორის ეკლესიას ანიჭებს. მისი ტქმმით ეკონომიკური საზპგადოება სულიერი საზოგადოების მხოლოდ გარეგნული საფუძველია, სახელმწიფო მისი განხორციელების საშუალებაა. დიმიტრი უზნაძე ამ სამ საკითხს და მათ ურთიერთდამოკიდბულებას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს სოლოვიოვის მსოფლმხედველობის სურათის შესავსებად.
მიზანი რიკსენაც მთელი ეს განვიტარება მიისწრაფვის არის დაქასასული ძალტა სინტეზური შეერთება ანუ იგივე დეტერმინაცია. აქ უზნაძის ტქმით იჭრება სოციალური იდეალის საკIXტი. სოლოვიოვმა სინთეზური ორგანიზმის სათავეში ეკლესია დააყენა. სწორედ მას შეუძლია აბსოლუტური ფორმა მისცეს ყველა სხვა ფორმების ყოფნას. საბოლოო ჯამში უზნაძე ასკვნის, რომ სოლოვიოვი სოციალური იდეალის აღიარებამდე მიდის. ეს იდეალი არ არის უტოპიური არამედ კაცობრიობის ცხოვრებისეული მეცნიერების გამოცდილების ულმობელი, ლოგიკური კანონი. მისი რეალიზაცია ისევე მნიშვნელოვანია როგორც მესამე საფეხურის განხორციელება. ეს მესამე საფეხური კი კაცობრიობის განვიტარების ეტაპია_ “სულყოფილი საზოგადოებაანუ “თავისუფალი თეოკრატია”.
უზნაძე შემდგომ გადადის ადამიანის ფსიქიკური არსებობის მესამე ფაქტორზე_ გრძნობაებზე. ამ ცნბაში იგულისხმება არა ინდივიდუალურად განცდა, არამედ ზოგადად გრძნობა, როგორც ობიექტური მოვლენა. “გრძნობა, რომელიც მისულია ობიექტურობისკე” (უზნაძე 1984 გვ.20) . ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ პრინციპი ობიექტური შემოქმედებისა. მას სოლოვიოვი ჰყოფს სამ ნაწილად_ ტექნიკა, მხატვრული შემოქმედება და მისტიკა. ეს სამი საგანი იძლევა პროდუქტს_ ოქბიეტური მშვენიერების სახით. დღესდღეისობით ისინი ერთმანეთისგან გათიშულია სრულიად, რაც ავტორის თმით თავისი თნამედროვეობის უყურრადღებოდ შეიძLება ჩაითვალოს.
შემდგომ დიმიტრი უზნაძე უბრუნდება კაცობრიული განვითარების მესამე ხანას და ამბობს, რომ ჰარმონიულ სინთეზის იდეა უნდა ჩაენაცვლოს მის ტანამედოვეობაში გამეფებულ დისოციაციას და გათიშულობას. ჰარმონიულ სინთეზის იდეა კი გულისხმობს ჰარმონიულ და სისტემატიურ მთლანობას. მაგარამ აქვე იგი სვამს კითხავს თუ როელ ელემენტს უნდა მიენიჭოს უპირატესი როლი ამ სამი ნაწილიდან. და იქვე პასუხობს უზნაძე მისტიკის განმარტებით. მისტიკა არის შემოქმედებითი სახეობა, რომელიც პირდაპირ დმოკიდებულებაშია შემოქმედებასტან, რომელიც მიიისწრაფვის აბსოლუტური მშვენიერებისკენ. აქედან კი აშკარაა რომ უპირატესობას სოლოვიოვი მისტიკას ანიჭებს. უზნაძე (1984) წერს: “მხოლდ მას შეულია აზრი და მიზანი მისცეს მთელს შემოქმედებით სისტემას, ხმოლოდ მას შეუძლია სათვეში ჩაუდგეს განვითარების მესამე საფეხურზე განხორცილებულ სინთეზს, რომელზეც პირველად დამსხვრევია დაქსაქსვა შემოქმედებითი სახეებისა და მათ შორის უმღვრეველი ჰარმონიის განხორციელება”(გვ.321) მაგრამ ტექნიკის და მხატვრული ხელოვნების ავტონომიურობა ამით არ იკვეება. ამ იდეალს სოლოვიოვი “ტავისუფალ თეურგიას” უწოდებს.
ამის შემდგომ უზნაძე განიხილავს ადამიანის ფსიქიკის მესამე ფაქტორს. ეს არი აზროვნება. იგი შესაძლებელია სამი მიმართულებით წარიმართოს: 1.მისი მიზანი შესაძლოა იყო ფაქტიურ ცოდნის შეძენა, რაც გულისხმობს გარეშე და შონაგანი ბუნებაზე დაკვირვებით და განცდით. 2. სხვა მიმართულება აზროვნებისა შეიძლება იყოს მისი ფორმალური გზა,რ აც ლოგიკურ დასრულებაში გამოიხატება. 3. აზროვნების მესამე მიმართულება შესაძლოა იყოს მისი აბსოლუტური შინაარსისკენ სწრაფვა. პირველი გზით ადამიანის აზრონება დადებით მეცნიერებას ქმნის, მეორეს მიერ იქმნება განყენებული ფილოსოფია, მესამე კი თეოლოგიას. ამასთანავე პოზიტიური ფილოსოფია ფაქტს ანიჭებს უპირატესობას. ფილოსოფია ზოგად იდეას. თეოსოფია კი აბსოლუტურ არსს. სოლოვიოვის აზრით თეოლოგიის გარეშე ფილოსოფია და მეცნიერება უშინაარსო და ინდეფერენდტულია.
აქ ამთავრებ უზნაძე სოლოვიოვის ფილოსოფიის კრიტიკას და დასძენს რომ ჭეშმარიტების დადგენა მეტად ძნელია, რადგან ყველა ეს დარგები დაქსაქსულია და ერთმანეთისადმი მტრულ დამოკიდებულებაში არიან. მხოლოდ იმ შენთXვევაში იქნება ჭეშმარიტება ადამინის ხელში თუ ეს სამივე აზროვნების მოქმედება ერტად შეკავშირდებადა სოლიდარული დამოკიდებულება ექნებათ ერთმანეთში.

No comments:

Post a Comment