Sunday, May 2, 2010

პუტინზე გათხოვილი – ვალერია ნავადვორსკაია

        ვდგები დილით და უცებ ვხვდები: მე ხომ უკვე 10 წელია ქმრად პუტინი მყავს და რაც კი ჩვენს შორის ხდება არის კლასიკური მაგალითი რუსული ოჯახური ცხოვრების. მას ჩემთვის ხელფასი არ მოაქვს, მე კი სადილს არ ვუმზადებ და თეთრეულს არ ვურეცხავ. ვცხორვობთ, როგორც სტივა ობლონსკი და დოლი- არ ვესალმებით და არ ველაპარაკებით ერთმანეთს. სახლი კი საერთო გვაქვს: 1/8 ნაწილი მსოფლიოსი ან ბნელეთის. როდესაც ის პირველად 1999 წელს დავინახე ტელე ეკრანზე, რაღაც უცნაურად შემომხედა და მე მივხვდი რომ მან თვალი დამადგა. მე მასზე დაქორწინებას საერთოდაც არ ვაპირებდი. მე ველოდი პრინცს საზღვარგარეთიდან ან თუნდაც ბორის ნემცოვს. მაგრამ ჩვენთან რუსეთში ხომ იცით, როგორც არის მიღებული: “დედიკო, დედიკო, მინდორზე ბუღი დგას?” დედა კი მპასუხობს: “ხო, ცხენები დარბიან. კიდევ კითხვა: ‘სახეს რომ მიცვლიან, ეს რა არის, მაკურთხებენ?” მან მიპასუხა: "ღმერთი შენთანაა..” მე რა თქმა უნდა არ დავთანხმებულვარ მას, მე საერთოდ იალტაში ე.ი. არჩევნებზე არც ვარ ნამყოფი, საარჩევნო ურნასთან. მაგრამ მე არც კი მეკითხებოდნენ. ჯვარი ეკლესიაში არ დაუწერიათ ჩვენთვის... ჩვენ ჯვარი დაგვწერა აგრესიულ-დამთმობმა უმრავლესობამ. მძღოლად  “ერთიანი რუსეთის” წევრები გახდნენ. მენდელსონის მარში ნაცვლად სასახლეში  საბჭოტა ჰიმნი დაუკრეს... შემდგომ  მოვლენები ანეკდოტზე უარესად განვითარდა: პუტინი არ მამცირებდა, მაგრამ მაცეკვებდა. ჩეჩნეთის ომი იყო ჩვენი პირველი ღამე. და ასე ვცხოვრობთ უკვე რამდენი ხანია. მას შემდეგ: მე მას ვერ ვიტან და ის კი მე. მე შემიძლია ჭურჭელი გაურეცხავი დავტოვო იმის ნიშნად, რომ მსურს განქორწონება და ის კი ყურადღებასაც არ აქცევს ამას. მე, როგორც ჩვეულებრივი რუსი ქალი შვებას ვპოულობ, როცა მას ვკიცხავ. მივდივარ რადიოში, მიტინგებზე, რედაქციებში და ვაკრიტიკებ. სასწრაფოდ წავიდეს იგი ან პირდაპირ ნიუნბერგში გაუშვან, მე კი წავალ კასიანოვთან ან ნემცოვთან.  ბუშთანაც მიჩივლია, ობამასთანაც და ევროკავშირთანაც. “არ მინდა,- ვეუბნები მათ,- პუტინთან ცხოვრება. განგვაქორწინეთ”. ისინი კი ამის მაგივრად მასთან ერთად შეთანხმებებს აწერენ ხელს. და მარტო მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში. ჩემს ქმარს კიდევ 300 ცოლი და 700 ტყვე ჰყავს, ყველა დემოკრატი სხვათა შორის. ჩვენ ერთად ვტირით და მოვთქვამთ, მაგრამ პუტინი მაინც ჩვენთან რჩება. სხვებს არ შეუძლიათ გაიგონ, რომ მე პუტინი არ მომწონს. ის არც სვამს, არც ეწევა. სპორტით არის დაკავებული. და აი, ასეთი ყოვლისშემძლეა! მარცხნივ გაიხედავს – “ნორდ-ოსტის” ტყვეები ეცემიან ძირს მოწამლულები, მარჯვნივ გაიხედავს- ბესლანის სკოლის ბავშვები იწვიან. არც ისე დიდი ხნის წინ თითქმის მთლიანად ზესახელმწიფოც კი დაიპყრო მან საქართველოს სახით, თუმცა ამერიკამ შეუშალა ამის ბოლომდე გაკეთება. მას არავისი ეშინია, განსაკუთრებით არც ღმერთის. თავის მტრებს, იუკოსელ ბოროტმოქმედებს პირდაპირ ასამართლებს. ამბობენ, რომ მე ჩუმად უნდა ვიყო. მე კი მათ ყველას ვპასუხობ: “დაე, თავისიანი გაჟლიტოს ვიდრე ჩეჩენი ახალშობილები, რომლებიც საკრალური რიტუალის სახით ეწირებიან იმპერიულ სიძლიერეს. რაც შემეხება მე - რაიმე მშვიდი, შესაფერი, ევროპული”. (იგ. გარდაცვალება.)  ცხოვრება გრძელდება.
          ალბათ საყვარელთან უნდა გავიქცე: შტატებთან, საფრანგეთთან ან ინგლისთან, სადაც ყველა კეთილი ხალხი გარბის. მაგრამ მაშინ ჩვენი შვილი და მთლიანად სახლი- მას ერგება. განქორწინება კი გადაუხედავია... მხოლოდ ცსკ-ს გავლით ხდება... რადგან ქორწინება ბიულეტინების მიხედვით ინიშნება.
          და კიდევ, ეს ჩემი ქმარი, რომელსაც მავნე ჩვევები არ გააჩნია - უბარაქოა. პირიქით, უკანასკნელ ნივთსაც სახლიდან ეზიდება თავის მეგობრებთან. ხან ლუკაშენკოო, ხან ჩავესიო, ხან კიდე ყირგიზეთის პაცინეტები. და მაინც- რაში ჭირდება ქალს ის ქმარი, რომელიც ვერ შეძლებს ფულის შოვნას და ამის ნაცვლად თავის ამხანაგებში ფიქრობდეს – არა არაყზე არამედ კოლინიების ნარჩენებზე?
       მე ვიცი, რომ მას ვეცოდები. ის ახალგაზრდაა, სპორტული მე კი მოხუცი და ავადმყოფი. და ხდება საშინელება: ჩვენი ღვთისშვილი ბავშვი, რომელიც ძიძამ სახლში დააგდო პირდაპირ თავით ცერემბრალური დამბლით და გონებრივი განვითარების შესაძლებლობის გარეშე დატოვა. ჩვენ ღვთისშვილ ბავშვს რუსეთი ჰქვია, რომელიც მალე დაობლდება და აღარავინ იქნება მისი შემფარებელი.


უკომენტაროდ


წყარო: http://newtimes.ru/articles/detail/13397/

No comments:

Post a Comment