Saturday, February 5, 2011

მიხაკო წერეთელი ინტერნაციონალიზმის შესახებ.

      
       იდეალის სიყვარულის ქცევის შემთხვევაში იგი კრიტიკას გაურბის და სუბიექტური ხდება. ქართველი არ არის აღზრილი ეროვნულ ნიადაგზე, იგი შებოჭილია და უცხოეთში ამ შემთხვევაში რუსულ ან დასავლურ კულტურაში ეძებს თავისი რწმენის დაკმაყოფილების საშუალებას.

მაგრამ ამასაც მახინჯად და ზადით აკეთებს. სინამდვილეში იგი ვერ ეზიარება ამ კულტურას და გაურკვეველი ჰიბრიდის სახეს ღებულობს. ძალიან ტრაღიკულია როდესაც ქართველი ინტელიგენტი საკუთარ ენას ანაცვლებს უცხოურით და წყდება ქართული ენის სოციუმს. ის რიგიანად ვერც დასავლურ კულტურის მატარებელია ბოლომდე და ვერც ეროვნულ კულტურის. არ იცის მშობლიური ლიტერატურა, ხალხური შემოქმედება. იგივე მდგომარეობაშია უცხოეთშიც და არ იცნობს მის კულტურას საფუძვლიანად. უნდა ნახოთ რა უაზროდ იცქირება თუ ერთმანეთის ოპონენტებს ნახავს ხელჩამოერთმეულს, მაშინ როცა ქვეყნის ინტერესებმა ისინი შეაერთა, ქართველი კი მივა ვინმე უკიდურესი პარტიის მოძღვართან და მას დაეკითხება და თუთიუყუშივით იწყებს გამეორებას.

რამდენია ჩვენში ასეთი ადამიანი, რომელნიც რუსული აღზრდითა და იდეალებით არიან ნაკვებნი. განა როდისმე მათი რუსული ფსიხიკა ცდილობდა საქართველოში შეექმნა რწმენა სამშობლოსი და მისი ორგანიული ეროვნული ცხოვრება აღედგნა? ამ რუსულმა მიმართულებამ და ეროვნულ იდეალთა არ არსებობამ მოიტანა ეს შედეგებიც. ავტონომიის მოთხოვნის უარყოფაც ამის მიზეზია. ჩვენში რუსულმა კვალმა სწორედ ეს კვალი დატოვა და ახალი ფორმა შეიძინა სოციალიზმის სახით, წარმოიდგინა რა იგი საერთაშორისო დონის სიძლიერედ. სინამდილეში კი მოხდა ის რომ რუსის ინტერნაციონალიზმი საქართველოში ცენტრალიზმად გარდაიქმნა-უსოციალიზმოდ და უინტერნაციონალიზმოდ. არაერთს კი სჯერა კიდეც რომ რუსების გარეშე სოციალიზმი შეუძლებელია შეგდეს. ეს კი ურწმუნოებაა საკუთარი ეროვნული სიცოცხლისა და მეტი არაფერი.

  ვერც ინგლისის რევოლუციამ, ვერც საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ ვერ გადაწყვიტეს სოციალური პრობლემები. ამიტომ მეცნიერებმა მოიფიქრეს თეორეა, რომელიც იქნებოდა თანასწორობაზე დაფუძნებული. განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოში, როდესაც იგი გავრცელდა ევროპულ ქვეყნებში. შეიგნო რა პროლეტარიატმა საკუთარი თავის სიძლიერე, მასზე ააშენა თავისი ინტერნაციონალი. ეს ინტერნაციონალიზმი უფრო ღრმა და რეალური იყო, ვიდრე პლატონური და იდეალისტური საფრანგეთის რევოლუცია.

  თუ კარგად გადავხედავთ ისტორიას ვნახავთ, რომ ინტერნაციონალიზმი პოპულარული იყო იქ სადაც ნაციონალიზმის პრობლემა უკვე გადაჭრილი იყო. ის ქვეყნები კი რომლებიც დამონებული იყვნენ ინტერნაციონალიზმის მაგივრად ნაციონალისტური მოძრაობა იყო გაჩაღებული. სოციალიზმის მიმდევართ ის ვერ გაურკვევიათ საერთოდ რა არის ინტერნაციონალიზმი, მისი უფლებანი. იგი ხომ ერთა შორის ურთიერთმიმართებაა, უფლებათა და მოვალეობათა მიმართება. ისინი კი პირდაპირ კაპიტალისტების ექსპლუატატორული ბნელ მხარეებს ეკვეთნენ პროლეტარიატის განსათავისუფლებლად, თითქოსდა მხოლოდ კაპიტალიზმი ყოფილიყოს ადამიანის ერთადერთი ჩაგვრის ფორმა, და ეროვნული კი მასთან შედარებით არც არსებულიყო. იმ ერებმა რომელთაც ეროვნული დამოუკიდებლობა არ აწუხებდათ მოახდინეს საკუთარ ქვეყანაშI ეკონომიკის გაუმჯობესება-სოციალიზმი.ამავე დროს საკუთარ კოლონიებსაც მოსთხოვეს ინტერნაციონალიზმი. როცა კოლონიამ ეს ვერ აღასრულა მას შოვინისტი და სოციალიზმის მოღალატეობა დასწამეს. ნაციონალიზმს კაპიტალისტების მოგონილ ხრიკს და სატყუარას უწოდებდნენ. რომ შეიძლებოდეს მოგვესპო ინგლისელი ან ფრანგი სოციალისტებისათვის ეროვნულ დამოუკიდებლობა მერე კი ჩაუფიქრდებოდნენ თავიანთ შემცდარ თეორიებს და გამოეკრვიათ რა დამოკიდებულებაშია სოციალიზმი და ნაციონალიზმი ერთმანეთან


 მაშინ ისინი შეიმუშავებდნენ ერის თეორიასაც და კაცობრიობის გარდაქმნას მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენათა ანალიზზე არ დაამყარებდნენ. მაშინ ერი იქნებოდა ცოცხალი სოციალური ორგანიზმი, ხოლო სოციალიზმი ერის ეკონომიკური სტრუქტურა.. მაშინ ნაციონალიზმიც აღარ დაუპირისპირდებოდა სოციალიზმს. მაშინ ინტერნაციონალიზმიც განსხვავებულად იქნებოდა წარმოდგენილი- ფრანგი, ინგლისელი გერმანელი ყველა ვისაც აქვს თავისუფლება და არა აქვს უნდა განთავისუფლდნენ, შინაგანი და გარეგანი მონობისაგან და ერთად შექმნან თავისუფალ ერთა კავშირი. და არა მხოლოდ პროლეტარიატის კლასი ეროვნებას მოკლებული. მაშინ აგრეთვე კაცობრიობაც აღარ წარმოუდგებოდათ კაპიტიტალიზმი ასე მტრულად  არამედ ინდივიდთა ერთობად, რომლებიც განვითარების ერთ ეტაპზეა მდგარი. ადრე თუ გვიან ისინი მოითხოვენ თანასწორუფლებიანობას ევროპასთან და ინტერნაციონალიზმს შექმნიან. მაშინ აღარ შეაშინებდნენ კაცობრიობას კითხვით რა არის ერი და მითუმეტეს პატარა ერი მთელ კაცობრიობასთან მიმართებაში.
     ასეთი ზერელე და ყალბი ინტერნაციონალიზმით არიან სოციალისტები დაკავებულნი და პატარა ერებსაც ეს იდეები მოედო. სოციალისტებმა ისიც კი ვერ გამოითვალეს, რომ სანამ ინტერნაციონალიმი განხორციელდებოდა მანამდე ჩაგრული ერი გაქრებოდა და აღარ იარსებებდა. და აღარც იქნებოდა პროლეტარიატის სოლიდარობის მიზეზიც.
     მაგრამ საბედნიეროდ იმ ერებს რომლებიც ძლიერნი იყვნენ ამ ინტერნაციონალიზმმა გვერდზე ჩაუარა და დიდი ვერაფერი ავნო. ხოლო ჩვენსავით სუსტი ქვეყანა კი დასცა და გზას ააცდინა. მხოლოდ ქართველ სოციალისტებს არ გაუვლთ ფიქრი გაემიჯნონ რუსულ სახელმწიფოს და მის საზღვრებს. სწორედ ისე ფიქრობს როგორც ჩვენი თავად აზნაურობა რუსეთში. ამას ხომ არასდროს არ გააკეთებს ჩეხი, პოლონელი ან უკრაინელი სოციალისტი. მხოლოდ ჩვენ. აბა ერთი მთელი კავკასიის ერები გამოვიდნენ და თანასწორუფლებიანობა მოთხოვონ რუსეთს, როგორი რეაქცია ექნებათ სტოლიპინებსა და პლეხანოვებს და რა წყრომით დაგვემუქრებიან. გამოდის რომ ინტერნაციონალიზმი პირველ რიგში რუსულად სხვა არაფერია თუ არა იმპერიალისტური მიზნების დაფარვა და მეორე დაკანონება დამონებული ერის ჩაგვრისა. ამიტომ დიდი ქყვეყნების სოციალისტებმა დაიწყეს უკიდურესი ნაციონალისტური პოზიციის დაკავება და ნამდვილ შოვინისტებს დაემსგავსნენ. განსაკუთრებით ეს გერმანიასა და რუსეთს ეხება გერმანია არ აღიარებდა პოლონეთის დამოუკიდებლობას, რუსებმა კი საერთოდ ავტონომიიის იდეაც უარყვეს.

       ინტერნაციონალისტური პოლიტიკის გატარება მხოლოდ მრავალეროვვან ქვეყნებში მოხდა ისეთი როგორიც იყო ავსტრია. მაშინ დაიწყეს ფიქრი სოციალიზმისა და ნაციონალიზმის ერთად არსებობის იდეაზე და განხორციელებაზე. თორემ ისეთ ქვეყნებში, სადაც დომინანტი ერია ქვეყანაში, როგორც გერმანია და რუსეთია ინტერნაციონალიზმის წარმოდგენა შეუძLებელია. ამის განხორციელებას ან სოციალისტების მორჯულება იქნება საჭირო ან პოლონეთის, ჩეხხების და უკრაინელების გამოლაშქრება.

       არიან უკიდურესი ანარქისტებიც, რომელთა აზრები ვერავიათარ კრიტიკას ვერ უძლებს. ისინი მიიჩნევნ რომ პროლეტარებისთვის არ აქვს ნიშვნელობა თუ რა ენაზე ილაპარაკებს ადამიანი, რა ეროვნებისაა და რა სახელმწიფოში ცხოვრობს. მათი არგუმენტია რომ დღესდღეისობით წმინდა სისხლის ერი არ არსებობს. რაც თავისთავად მეცნიერული ბანკროტობაა.
        რუსი ანარქისტებზე დაკვირვებისას მივხვდი, რომ ისინი არც ისე გამოირჩეოდნენ ორიგინალური აზროვნებით და არსებითად ევროპულ იდეებს იმეორებდნენ. ჩემი ევროპაში ყოფნის დროს კი დავიწყე და აღმოვაჩინე რომ სოციალისტები არა მხოლოდ მარქსი და ენგელსი იყვნენ. გავეცანი პავლე მოციქულის, წმინდა ავგუსტინეს და სხვა ადრეულ ლიტერატურას. შემდეგ აღმოვაჩინე სოციალიზმის მიმართულება ანარაქიზმი რომელიც უფრო მოსაწონი აღმოჩნდა ჩემთვის. ყველაზე მეტად იმან დამაფიქრა, რომ ყველა სოციალისტი ევროპაში საკუთარ ეროვნულ ნიადაგზე მოქმედებს. განასკუთრებით პარლამენტი. ისინი კოლონიების მიმართ შოვინისტურ დამოკიდებულებას არც მალავდნენ და ინტერნაციონალიზმს კი უბრალოდ ყვირილი და ზედაპირული ლოზუნგების სახე ჰქონდა. ისინი იმდენად იყვნენ ინტერნაციონალისტები რამდენადაც საკუთარ ინტერესები გაწვდებოდა და არ ავნებდა მას. მაგალითისთვის ვიცნობდი შვეიცარიელ სოციალისტებს რომლებიც ბოლომდე იცავდნენ საკუთარ რესპუბლიკას, რომელშიც ინტერნაციონალიზმი უკვე განხორციელებული იყო სამი ერის სახით -გერმანიიის, საფრანგეთის და იტალიის სახით. და არ დათანმდებოდა არც ერთ ქვეყნის ქვეშ მმართველობას
თუ შვეიცარიელებმა შექმნეს თქო ასეთი ლამაზი ქვეყანა საქართველომ რაღა დააშავა. საქართველოდან ახალი ამბავი მოდიოდა რუსების გადმოსახლების შესახებ სოციალ-დემოკრატებს საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვსო. რუსის კოლონია თვალწინ მედგა პარიზში. ვუყურებდი პლეხანოვს ამ ნამდვილ ნაციონალისტ პოლიტიკოსს, რომელიც არაფრით არ იყო დაფარული. ვხედავიდ ლენინს ნამდვილ იმპერიალისტს და ძველი რუსეთის საზღვრების დამცველს ს-დ-ს პროგრამის მიღების დროს. ვხედავდი ებრაელებს როგორ უაყოფდნენ ნაციონალიზმს და ქვეყანას და გულის სიღრმეში სიონისტები იყვნენ და ხმაღლა ვერ ეთქვათ რუსების ხათრით.
       ანარქისტთა შორისაც ძალიან იშვიათად თუ ნახავდით ისეთ პიროვნებას, რომელიც ნაციონალიზმს არ უარყოფდა და თვალს არ დახუჭავდა. ასეთი იყო კროპოტკინი, რომელიც ლონდონში გავიცანი. იგი სამართლიანად მსჯელობდა და თანასწორუფლებიანობის პრინციპს იზიარებდა. ამის გამო მას საფრანგეთის პატრიოტი და ნამდვილი დემოკრატი უწოდეს. ხოლო ანარქისტებმა კი მოღალატედ შერაცხეს. მეორე იყო რეკლიუ, რომელიც აღიარებდა ინტერნაციონალიზმს და თავის გეოგრაფიაში ყველა რასის და ეთნოსის მცოდნე და პატივისმცემელი იყო. იგი ვარლამ ჩერქეზიშვილს რადიკალს, დემოკრატს და შოვინისტს უწოდებდა . რაზეც ცხარე კამათი ჰქონდა ვარლამს.
         ევროპაში დაბრუნების შემდეგ განვაგრძობდი ანარქიზმის იდეალების ქადაგებას. იმის იმედად რომ ერონულ სული გამოიღვიძებდა. თუმცა ის კი არ მქონდა გათვლილი რომ ბრძოლა შეიძლებოდა წაგვეგო. და ასეც მოხდა. უნდა მოგვეხდინა ეროვნული იდეალების გავრცელება, რათა ხალხს ჰქონოდა დასაყრდენი. ჩვენ უეცრად დაგვატყდა პრობლემები. ავიღოთ თუნდაც მიწის პრობლემა. ეს მხოლოდ აგრარული პრობლემა არ არის, არამედ პოლიტიკური. გლეხისთვის მტრად მხოლოდ თავადი და სახელმწიფო გამოვიყვანეთ ის კი ვეღარ გავითვალისწინეთ რომ გარე მტერი თავს გვატყდებოდა. თორემ ავიღოთ აქვე სომხების მაგალითი როგორ უვლიან საკუთარ მიწას, საკუთარ უფლებიანობას და ფასს. დღეს მათი დამცველები ევროპელი სოციალისტები და ანარქისტებიც არიან.
       ჩემი მიზანი იყო ამ წერილით მეთქვა რომ არ მიღალატია ჩემი ანარქისტული იდეალებისათვის. მაგრამ ამავე დროს ვერც ნაციონალიზმის პრობლემას ვხედავ მოგვარებულად. ურომლისოდაც კვდება შემოქმედებითობა და შესაბამისად ინტერნაციონალიზმიც და სოციალიზმიც.
ასე რომ მე ქართველი ანარქისტი ვარ!

3 comments:

  1. ქართული შრიფტით ვერ დადებთ? :/

    ReplyDelete
  2. ქართულად ჩანს ჩემთან.

    ReplyDelete
  3. ქალბატონებო და ბატონებო, თუ შეიძლება მიუთითეთ წყარო. გმადლობთ წინასწარ. მაკა

    ReplyDelete