Wednesday, June 4, 2014

თანამედროვე ხელოვნება და სივრცე

                                                                                                    Art as crime; crime as art.
                                                                                                                          Hakim Bey

ცნებების და მისი ღირებულებების "გაქრობამ" პოსტმოდერნიზმში გამოიწვია სივრცეების ერთმანეთში აღრევა, რაც თითქოს ერთი შეხედვით უარყოფითი მახასიათებელია, თუმცა გააჩნია რომელი დისპოზიციიდან შევხედავთ მას. პირად და საჯარო სივრცეს შორის ზღვარი წაიშალა- ყველაფერი რაც საჯარო იყო პირად ცხოვრებაში შეიჭრა, და პირიქით ყველაფერი პირადი საჯარო სივრცეში გაითქვიფა. ამიტომ ჩვენს რეალობაში აღარ არის კონკრეტულად ერთი გამოყოფილი სივრცე ან ადგილი, რომელიც იქნებოდა საჯარო ანდა პირადი. ყველაფერი ეკუთვნის ადამიანს უფრო სწორედ ყველა სივრცე, ყველა ადგილი თუ ტერიტორია (იქნება ეს კანონიერად დაშვებული თუ არა!). თანამედროვე ხელოვნებაც სწორედ ამ იდეის ავანგარდში დგას და ცდილობს მაქსიმალურად აითვისოს სივრცეების გეოგრაფიული/ტოპოგრაფიული არეალი. მაგალითად“undergo. the parallels” პროექტიც ამის გამოხატულება იყო. მიტოვებული მიწისქვეშა გადასასვლელების გამოცოცხლება - ადამიანების მოცემულ სივრცეში ბიოლოგიური მოთხოვნილებებიდან "ესთეტიურ" მოთხოვნილებებზე გადართვა.

როგორც ზემოთ ვთქვი, აღარ არის კონკრეტული ადგილი, რომელსაც საზოგადოებრივს დავარქმევდით ანდა პირადულს, თანამედროვე ხელოვნება ვირუსივით ვრცელდება ყველგან ანგრევს საზღვრებს, აშიშვლებს პიროვნებას, და მარტო ტოვებს მას მილიონობით ადამიანის წინაშე. ადამიანების უმრავლესობა სამწუხაროდ, საკუთარ “ანდერგრაუნდ” სივრცეებში ცხოვრობენ, რომელშიც ბნელა, ვიწროა. მაგრამ ყველა ანდერგრაუნდს თავის "მიწისზედა" სივრცე გააჩნია. საკმარისია შევიგრძნოთ ზედა სამყაროს არსებობა მაშინვე გამოჩნდება მისკენ გზა. ეს "ინფორმაციული გაჟონვაა". იგი საკმაოდ ღრმა და საინტერესო მოვლენაა, თუნდაც იმით რომ მას შეუძლია სრულიად მოულოდნელ სიტუაციებში გაჩენა და ზოგჯერ ფიზიკური რეალობის პარალიზებაც.

პარალელურად პოსტმოდერნისტული მეთოდები ტექნოლოგიურ ევოლუციასთან ერთად იხვეწება და ყოველწუთიერად ახალდაახალ საშუალებებს იძენენ. ეს თავისთავად აჩქარებს ამ "გაჟონვის" პროცესს.

ამ პროცესის მთავარი აგრეგატორი არტისტია, ის ერთმანეთს აშორებს ან აერთებს, ანადგურებს და ქმნის, ამცირებს თუ ადიდებს განსხვავებულ დისპოზიციებს სივრცეებში. იგი თვითონ ირჩევს რომელ ხერხს მიმართოს ამისთვის. რომელი იარაღი გამოიყენოს ან გამოიგონოს. რა პროგრამა დაწეროს და სად (რომელ სივრცეში) გაუშვას ის.

  ამავედროულად თანამედროვე ხელოვნებაში უკვე დგება არტისტის meTodologiur-funcqiuri საკითხიც. კრეატივში უკვე ტექნოლოგიები და კომპიუტერები ერთვებიან  საკმაოდ წარმატებულად. არსებობს მთელი მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც თითქმის სრულიად ეფუძნება კომპიუტერულ ალგორითმებს და ტექნოლოგიურ-საბუნებისმეტყველო ენებს. ზოგიერთებისაზრით ეს არტისტის ფუნქციას კითხვის ქვეშ სვამს ტრადიციული გაგებით. პრაქტიკულად კომპიუტერი და ადამიანი კოლაბორაციაში შედიან ერთმანეთთან. ქმნიან ახალ და უნიკალურ არტეფაქტებს, სივრცეებს.



ჩვენი რეალობისთვისგასაგები რომ იყოს რაზეა საუბარი მოვიყვან მიახლოებით მაგალითს: მაგალითად, ქუჩაში, სადაც სხვადასხვა ადამიანები ქაოტურად გადაადგილდებიან სხვადასხვა მიზნისკენ. არავინ არავის აქცევს ყურადღებას და ცნობიერებაც მოდუნებულია… უცბად ამ დროს ხდება ისეთი რამე რის გამოც ადამიანები ყოვნდებიან, თვალს ადევნებს მომხდარს. (მაგ, მოხდა ავარია ან ადამიანებმა დაიწყეს სიმღერა აივანზე ხმამაღლა…) ყველა გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას, ემოციას, უნებლიედ იქმნება ერთიანი სივრცე, სადაც ნებისმიერი შემთხვევითი გამვლელიც ერთვება ამ პროცესში.

როცა ვსაუბრობთ თანამედროვე ხელოვნებაზე, არტისტს შეუძლია სწორედ, მოულოდნელი, დამაბნეველი შემთხვევების სიმულირებით შექმნას საერთო საკონტაქტო სივრცე სრულიად შემთხვევითი გამვლელი ადამიანებისთვისაც. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საზოგადოებრივ სივრცეზე, როგორც საერთო ფენომენზე, ანუ მანამდე სანამ ცნობიერი აქტივაცია არ მოხდება ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებისა.

No comments:

Post a Comment