Saturday, May 21, 2022

ნატალია ზურაბევიჩი: ოთხი რუსეთის პროექტი უქმდება

 


Фото: РИА Новости

2008-09 წლების რყევების შემდგომ  ჯერ კიდევ ბოლომდე გაუმართავი რუსული ეკონომიკა, ოდნავ შეჩერდა „სტაგნაციის“ სახით. რის შემდეგაც სწრაფი სვლით განაგრძო სერიოზული და ხანრგძლივი კრიზისისკენ. ამ ყველაფერს დამატებული დიდი რაოდენობის ნავთობის ინექცია ეკონომიკაში, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებზე ვარდნა და რეფორმა შეუმდგარი მშობლიური ეკონომიკის არსებული რესურსების გამოფიტვა ასევე ყირიმში გეოპოლიტიკური ავანტიურა.

არსებულ კრიზისზე რუსეთის ფედერაციის რეგიონებში ჩვენ ვისაუბრებთ სოციალური გეოგრაფიის პროფესორთან ნატალია ზურაბევიჩთან, გამორჩეულ ექსპერტთან, ავტორთან რომელიც აღწერს 2011 წლის ბოლოს განხორციელებულ მოქმედებებს ე.წ ცენტრალურ-პერიფერიულ მოდელს თანამედროვე რუსეთში.ოთხი რუსეთი“ ერთ ტერიტორიაზემოსკოვს გარეთ არსებულ ცხოვრებაზე  რეგიონალურ სტრატეგიაზე  ხელისუფლების მეგალომანიაზე და სახელმწიფოსა და ხალხის დაშორებაზე.

შეგახსენებთ რომ ამ კონცეფციის მიხედვით რუსეთი ოთხ ტერიტორიულ ნაწილად იყოფა. ყოველი მათგანს გააჩნია თავისი სოციალური მოდერნიზაციის დონე და სიჩქარე. ეს არის ცენტრები, მეტ--ნაკლებად აქტიური, მოდერნიზებული მოსახლეობით  (მილიონიანი ქალაქები ასევე ქალაქები დასახლებული 500 ათას სულზე მეტი) რომლებიც ატარებენ პოსტ-ინდუსტრიული საზოგადეობის ღირებულებებს.  ნახევარპერიფერია (ნაკლებად მსხვილი და საშუალო ქალაქები) რომლებიც არიან „საბჭოური“ ღირებულებების მატარებლები; და მცირე ქალაქები - პერიფერიაში არსებული ტრადიციული, პასიური და პატერნალიზმისკენ მიდრეკილი და სამეურენო საქმიანობით დაკავებული მოსახლეობა. თითოეულ ამ სამ რუსეთში ცხოვრობს დაახლოებით მოსახლეობის მესამედი. მეოთხე რუსეთი წარმოადგენს ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკებს, ასევე ტუვას (ციმბირის ფედ. ოკრუგი) და ალტაის (ციმბირის ფედ. ოკრუგი) (6% მოსახლეობის) . მათთვის დამახასიათებელია მაღალი ხარისხის ტრადიციული ცხოვრების წესი და არქაიზმი, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ სახელმწიფოს მხარდაჭერას.

-       რა ხდება დღევანდელ ცენტრალურ-პერიფერიულ მოდელთან დაკავშირებით. თქვენ სამი წლის წინ საკმაოდ კარგად აღწერეთ? იგი კვლავ მუშაობს?

 

-       იგი დროებით აღარ არსებობს.

 

 

-       ხომ არ გაქვთ შეგრძნება რომ დღევანდელი „პატრიოტული“ ფსიხოზის პირობებში თქვენს მიერ აღწერილი „ოთხი რუსეთის“ მოდელი ჩაანაცვლა ერთმა რუსეთმა?

 

-       პრინციპში მე გეთანხმებით. მთავარია აქ გავიგოთ რა ხანგრძლივობაზე ვმსჯელობთ. ოთხი რუსეთი ეს არის რაციონალური და ხანგრძლივვადიანი მოდელი, მაგრამ სინამდვილეში არავის უარყოფია მკვეთრ აქტივაციაზე წარმოშობილი სხვადასხვა ფობიებისა და კომპლექსების შედეგად მიღებული  რეალობა განსაკუთრებული მობილიზაციის სახით. ქვეყანას აშკარად შეეყარა კლასიკური პოსტიმპერიული სინდრომი, რომელიც ბოლომდე ვერ გადაიტანა 90-იან წლებში. მისი უარყოფა შეუძლებელია, იგი უნდა გადაიტანო შენს თავზე. განათლების როლი და მოდერნიზირებული ღირებულებები და ცხოვრების წესი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ერთი სახით- ვიღაც შესაძლოა მისგან უფრო სწრაფად გამოვიდეს, ვიღაც კი ნაკლებად სწრაფად. სულ ეს არის. ჯერ-ჯერობით 2014 წლის თებერვალ-მარტიდან „ოთხი რუსეთის“ მოდელი შეჩერებულია. როდის შევძლებთ  კვლავ განვაახლოთ იგი. ჩემი აზრით 2015-16 წლებში.

 

-       და რა იქნება ამის გაკეთების საბაბი. რა მექანიზმების ამუშავებასთანაა ეს დაკავშირებული?

 

 

-       „რაციო-ს“ ჩართვასთან...

 

-       ანუ გაიმარჯვებს პარტია „სავსე მაცივრებისთვის“?

 

-       ეკონომიკას აქვს თვისება გამოაფხიზლოს ადამიანები. ასეა სამყარო მოწყობილი. მე ჯერ ჯერობით არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება ყველაფერი მტრებს მიაწერო. ჩვენ არაფერში არ ვართ დამნაშავე, ჩვენ შეუდარებლები ვართ. სწორედ ასეთი აზროვნების გამო ვართ ასეთ რთულ მდგომარეობაში. პრინციპში ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მაგრამ როდესაც გარშემო მტრებო არიან და შენ კი სულ უფროდაუფრო ნაკლები ფული გრჩება - დგება მომენტი როდესაც ეკითხები შენს თავს: „ აბა, ხელისუფლება რაღაცას ხომ აკეთებს? რამე ხომ უნდა გააკეთოს.?“ როდის გაჩნდება ეს კითხვა, რთული სათქმელია.

 

 

-       დავუბრუნდეთ ჩვენს რეგიონებს. როგორ არიან ისინი რეცესიის პირობებში, ფედ. ბიუჯეტის სეკვესტრის და სხვა ნეგატიური ტენდეციების გამო რა მომავალი ელით მათ. როგორია მათი ბიუჯეტი. მაისის ბრძანებებზეც გვითხარით ორიდე სიტყვა.

 

-       ყველა საუბრობს ფედ. ბიუჯეტის სირთულეებზე, რომელბიც მომავალ წელს არის მოსალოდნელი, რადგან იგი მიდის დევალვაციისკენ. მე კი ორი წელია ვაკვირდები რეგიონების ბიუჯეტების რთულ მდგომარეობას. პრობლემების პიკი იყო 2013 წელს, ამ წელს (2014) უფრო მსუბუქადაა საქმე. 2013 წელს პრობლემური მდგომარეობა დაკავშირებული იყო ცუდ ეკონომიკურ კონიუქტურასთან, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის შემცირება და ფინანსათა სამინისტროს მცდელობა შეეჩერებინა  რეგიონებისთვის ტრანსფერები. ამასთან ერთად გაიბერა საბიუჯეტო ხარჯები დიდი სოციალური ვალდებულებების გამო. საჭირო გახდა პუტინის ბრძანების შესრულება სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გაზრდა. რეგიონებმა კი საპასუხო რეაქცია მისცეს: სამგზის დეფიციტის და რეგიონებისა და მუნიციპალიტეტის ჯამური ვალის (2ტრილიონ რუბლამდე) გაზრდით, რაც აღემატება 30% -ით საკუთრივ  მათ ბიუჯეტურ შემოსავლებს. 2014 წლის ცენტრალურმა ხელმძღვანელობამ გამოასწორა სიტუაცია, დაამატა ტრანსფერები; ოდნავ გაუმჯობესდა სიტუაცია გადამამუშავებელ მრეწველობაში, ამიტომ გაიზარდა შემოსავალზე გადასახადი. 8 თვის თავზე რეგიონებმა გამოიხედეს, 2013 წელთან შედარებით. უკვე არა 90%-იანი დეფიციტი აისახა არამედ 2/3.  ივლიისდან მოყოლებული ვალი იზრდება, იგი დაკონსერვდა სამი მოცულობით, რომლებიც დაგროვილ იქნა. თუმცა ეს დასასრული არაა. წლის ბოლო ყოველთვის აუარესებს საბიუჯეტო მდგომარეობას რეგიონებში, ამ დეკემბერში კი პრობლემებმა იმატა.

 

თუმცაღა აშკარაა რომ ბრძანებების აღსრულების „სისხარტე“ მოსუსტდა. პირველ რიგში უნდა ითქვას რომ საშუალო სახელფასო მონაცემების გაანგარიშების მეთოდიკა კორექტირდება შემცირების მიხედვით. მეორეს მხრივ ძირითადმა ნაწილმა ხელფასის მომატებისა ყველაზე მასიურად დასაქმებულ სექტორებში (ესენია განათლება და ჯანდაცვა) უკვე ჩაიარა. მესამე რიგში კი შეჩერდა საშუალო ხელფასის ზრდა და იგი მცირდება კიდეც. შეიძლება ჩაითვალოს კიდეც რომ საპრეზიდენტო ბრძანებები რეგიონმა გადაიტანა.

-       ნავთობზე ფასის ვარდნა არ აისახება რეგიონებში?

 

-       ფედერალური ბიუჯეტი ნახევარზე მეტწილად ფორმირდება ნავთობისა და გაზის შემოსავლებით. ამ შემოსავლებს იგი იღებს დოლარში ხოლო ხარჯებს რუბლში ატარებს. სხვადასხვა შეფასებებით ერთი დოლარით ბარელი ნავთობის გაიაფება, მიჰყავს ფედარაციული ბიუჯეტი 90-100 მილიარდ რუბლის დანაკარგებამდე. მაგრამ გაძვირებისას იგი იღებს 180-200  მილიარდ რუბლს. რუბლით ჯერ კიდევ ყველაფერი ბალანსირდება და ფედერალური ბიუჯეტიც ამ წელიწადში გადაჭარბებულად შეივსება. რეგიონების ბიუჯეტში  ნავთობის ფულის მინიმალურად შედის, თუმცა ფასების კლება ნავთობზე სანავთობო კომპანიების შემოსავალს შეამცირებს, ხოლო საშემოსავლო გადასახადი ძირითადად მოდის რეგიონებზე. ასევე არსებითია ის რომ გადარიცხვები რეგიონებში წარმოადგენს სანავთობო იჯარის გადანაწილებას. სანავთობო რენტა კი გამომშრალია. პრობლემა უმწვავესად დგას. რადგან მრეწველობაში ბევრი რამ არის იმპორტირებული ტექნიკა, ხოლო ისინი კი ორჯერ გაძვირდნენ. მათი მკვეთრი გაძვირება კი ნიშნავს რუსეთის მოქალაქეებს უმრავლესობისთვის სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტის მსყიდველთუნარიანობის ეფექტურობის შემცირებას. ერთის მხრივ როდესაც მცირდება იმპორტი უმჯობესდება გადახდის ბალანსი მაგრამ მეორეს მხრივ რუსული  ბიზნესი ძლიერ დამოკიდებულია იმპორტზე და ამიტომ 2015 წელს გარდაუვალია სამრეწველო დონის ვარდნა.

 

-       რომელ კრიზისს შეიძლება შევადაროთ მოცემული მდგომარეობა?

 

-      ექვსჯერადი ვარდნა რუბლის ვალუტის არ იქნება. განსხვავებით 1998 წლისა ბიზნესს დევალვაცია სუსტად დაეხმარება: რადგან არ არის თავისუფალი სიმძლავრეები და არც იაფი მუშახელი. ეს კრიზისი არ ჰგავს არც 1998 და არც 2008-09 წელბს. იგი გამოყოფილია. რა თქმა უნდა რუბლი დოლართან მიმართებაში ძალიან დაეცა, მაგრამ ბიზნესს სამი კვარტალის განმავლობაში გააჩნდა ერთნახევარი პროცენტით მატება გადამამუშავებელ სექტორის ხარჯზე. თუმცა გეოგრაფიიული მოცემულობა განსხვავებულია, მესამედ კი რეგიონალური მრეწველობა შემცირდა. მთავარი პრობლემა ინვესტიციებია. რუსეთში ისინი მცირდებიან უკვე მეორე წელიწადია. 2014 წლის სამი კვარტლის განმავლობაში იგი შემცირდა მესამედით რეგიონებში. ზრდას აჩვენებს მხოლოდ ნაკლებად განვითარებული რეგიონები, რომელთაც დიდი ინვესტიციები არასოდეს არ ჰქონიათ. ხოლო ძლიერ რეგიონებს მათ პრობლემები უკვე 2012 წელს გაუჩნდათ. ჩვენ ახლა ყურადღებას ვაქცევთ რუბლი/დოლარის კურსს თუმცა პრობლემები უფრო სიღრმისეულია.  თითქოს ჩანს რომ ჩვენ კრიზისიდან გამოვედით 2009 წელს, მაგრამ ინვესტიციების ზრდა 2013 წლისთვის იყო მინიმალური- კრიზისამდელ მდგომარეობასთან 2008 წელთან შედარებით მხოლოდ 2 % -ით მეტია. ნახევარზე მეტმა რეგიონებმა კვლავაც ვერ გადალახეს კრიზისული ვარდნა 2009 წლის ინვესტიციების. ინვესტიციების სტაგნაციამ და შემდგომ კი მათმა კლებამ ანდერძი გამოუყვანა ეკონომიკას. ინვესტიციების გარეშე იმპორტი ვერ იარსებებს. სისტემა პოლიტიკურ მოვლენებამდე შედიოდა უკვე ჩიხში. აშკარაა რომ გადამხდელუნარიანობის მოთხოვნა დაიკლებს შემოსავლების შემცირებისა და მკვეთრად გაძვირებული იმპორტის გამო. ვინაიდან იმპორტზე დგას უმეტესწილად მსხვილი ქალაქები „პირველი რუსეთი“ კარგავს ყველაზე მეტს. ჩვენ უკვე ავწიეთ ხელფასები ორგზის ისინი ახლა მოიხმარენ ქვეყნის მომსახურებას - მივლინებას სოჩაში და ა.შ.

 

-       რა შეგიძლიათ თქვათ უმუშევრობაზე. იგი ხომ თანმხლებია კრიზისის?

 

-       ვფიქრობ რომ უმუშევრობის დონე ზომიერი იქნება. პირველ რიგში მკვეთრად მცირდება პოპულაცია შრომისუნარიანობის ასაკში. ასეთია ჩვენი დემოგრაფიული პირამიდა. ეს ძალიან ამსუბუქებს შრომის ბაზარზე ზეწოლას. მეორეა ის რომ საკმაოდ მაღალი დონეა უმუშევრობის - 5% ასე ჩვენ არასოდეს გვიცხოვრია. უმეტესობა რეგიონებში 4-5% მერყეობს, გარდა ჩრდ. კავკასიის რესპუბლიკებისა და ტვირისა.

მესამედ კი 2000-იან წელბში უკვე წარმოიქმნა დასაქმების კლება მსხვილ და საშუალო მრეწველობასა და ორგანიზაციებში. ჯერ მცირდებოდა და ოპტიმიზირდებოდა დასაქმება ბიზნესში ახლა კი იგი საბიუჯეტო სფეროში გადადის ეს სტადია. აღსანიშნავი რაოდენობა შრომისუნარიანი მასისა გადავიდა არაფორმალურ ეკონომიკაში, რომელიც რთულად აღიწერება სტატისტიკურად. რუსეთის დასაქმების სტრუქტურა ასე გამოიყურება: დაახლოებით 19 მილ. საბიუჯეტო სექტორში ( 27% ეკნომიკურად აქტიური მოსახლეობისა), 17 მილიონი -დასაქმებული მსხილ და საშუალო ბიზნესსა და ორგანიზაციებში (23%) და ასევე 10-11 მილიონი დასაქმებული მცირე ბიზნესში, ხოლო 5-6 მილიონი ინდივიდუალური ბიზნესში. ჯამში 51-52 მილიონი ადამიანია. 4 მილიონი კი უმუშევარია. რაც შეეხება დანარჩენს - 17-19 მილიონი ეს არის...

 

-       ეს „ნაცრისფერი“ ზონაა?

 

-       დიახ, ისინი გამოკითხვის თანახმად ამბობენ რომ დასაქმებულები არიან.

 

-       და ეს „ნაცრისფერი“ ზონა გაიზრდება არა?

 

-       იგი იზრდება 2000-იანი წლებიდან მსხვილ და საშუალო საწარმოების შემცირების ხარჯზე. ამასთან ერთად მრეწველობაში დასაქმებულთა წილი შემცირდა 19%-ით. ხელისუფლებას შეუძლია გააუმჯობესოს   სიტუაცია მრეწველობით ქალაქებში იმ შემთხვევაში თუ მოხდება არსებითი გამონთავისუფლება დასაქმებულების. არის ამის გამოცდილება, რომ მიიღოს აქტიური ზომები დასაქმების მხარდასაჭერად. პირველ რიგში კი საზოგადოებრივი სამუშაოთი. დამატებითი საშუალება ამ ხელფასის გასასტუმრებლად არც ისე კრიტიკულია. ბიუჯეტისთვის-  2009-10  წლებში საჭირო იყო 40 მილიონამდე ნაკლები რუბლი, ხოლო უმუშევართათვის კი დაახლ. 80 მილიარდი. მე ვფიქრობ რომ სიტუაცია იქნება კონტროლქვეშ თუ კრიზისი არ გაგრძელდა. მსხვილი ქალაქების მცხოვრებლები , როგორც წინა კრიზისის დროს დაიწყებენ სამსახურის ძებნას თავად, ხოლო სოფელი ტრადიციულად დაკმაყოფილდება „მიწით“ 

 

-      ეს ხომ ისევ კონტროლია ფედერალური ცენტრიდან. შეუძლია კი არსებული კრიზისი გახდეს სტიმული ნაკლებ ცენტრალიზებულ სამმართველო სისტემაზე.

 

-      ნავთობის რენტის მქონე ქვეყნებს როგორც წესი, ცენტრალიზებულია მართვის სისტემა. შემდეგ კი გადანაწილდება. ქირის გადანაწილება ეხმარება დიდი სახელმწიფოს წარმოქმნას. ეს რუსეთის პრობლემაა და იგი დიდხანს დარჩება. ქირის ცენტრალიზაცია გამოიხატება შემდეგნაირად. ავიღოთ სულ 100%  საგადასახადო შემოსავლების რეგიონებიდან ფედერალურ ბიუჯეტში (ძირითადად ეს ორი გადასახადია სასარგებლო წიაღისეულის  და დამატებითი ღირებულება). 28% საერთო შემოსავლების იძლევა ხანტი-მასნიისკის ავტონომიური ოკრუგი, 16 %-ს (18 იყო 2013) , მოსკოვი 16 %-ს.  იმალა-ნენთას ავტონომიური ოკრუგი -10%, სანკტ-პეტერბურგი - 5 %.

 

 

-       და ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას?

 

-       ეს ხაფანგია: ჩვენ გვინდა დეცენტრალიზაცია. თუმცა საგადასახადოს დეცენტრალიზაცია მიგვიყვანს იქამდე რომ ყველაზე მდიდარი რეგიონები გახდებიან უფრო მდიდრები, ხოლო დანარჩენს ცოტა რამეს თუ მიიღებს აქედან. საგადასახადო ბაზების ტერიტორიული გადანაწილება აშკარად არათანაბარად ჩანს და მისი უბრალოდ ასე გადაწყვეტა არ იქნება მართებული. აქედან გამოსავალი სხვა სიბრტყეში უნდა ვეძებოთ - ქირის გადანაწილებაში: თუ როგორ ანაწილებენ მას, რა კრიტერიუმებით, ღია არის თუ არა იგი? მათი გადანაწილება საკმაოდ ბუნდოვნად ხდება. 2013 წლამდე დოტაციის წილი საბიუჯეტო გაანგარიშებაში , რომელიც ითვლება ფორმულით და ამიტომაც იგი წესით ღია უნდა იყოს. მან რეგიონებში  შეადგინა შემოსული ყველა ტრანსფერის 24-26% . 2013 წელს ტრანსფერის შემცირებამ და სხვა მიზეზებმა დოტაციის წილი ბიუეტში გაიზარდა 30%-ით. იგი უნდა ყოფილიყო არანაკლებ მისი ნახევრისა, მაგრამ ფერდერალურ ხელმძღვანელობას ძალიან სურს თავისი სურვილების თავსმოხვევა. ამიტომ პირველი პრობლემაა გადაწყდეს მისი ღიაობა და გამჭვირვალობა. ჩვენ ხომ ამ იჯარაზე ვცხოვრობთ.

          მეორე პრობლემა ზეცენტრალური მმართველობაა და საბიუჯეტო რესურსები არამხოლოდ ფედერალურ დონეზე არამედ რეგიონალურ დონეზეც. სულ უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება და რესურსები კონცენტრირდება რეგიონალურ ბიუჯეტში. მსხვილი ქალაქების მუნიციპალიტეტებიც კი, რომლებიც რეგიონს აძლევს მნიშვნელოვან საგადასახადო შემოსავალს თითქმის ნახევრად სუბსიდირებულია. მათგან უფრო და უფრო მეტი ზეწოლით ქაჩავენ გადასახადს ფიზიკური პირების შემოსავლებიდან. ეს უკანასკნელი კი მთავარ გადასახადს წამოადგენს მუნიციპალიტეტებისთვის. 2013 წელს საშემოსავლო გადასახადის წილი შემცირებულია 20 დან 15 %-მდე საქალაქო ოკრუგებისთვის, ხოლო 10% მუნიციპალური რაიონებისთვის. რაც საკმაოდ მცირედს წარმოადგენს.

        სოციალური დახმარებაც მცირდება რეგიონალურ დონეზე - სოციალური დაცვაში, ჯანდაცვაში და განათლებაში. მუნიციპალიტეტებს დაქვემდებარებაში დარჩათ კომუნალური გადასახადები, რათა შენახონ სკოლა და გადაუხადონ ხელფასი მასწავლებლებს, რაც რეგიონალური ბიუჯეტით იფარება. მუნიციპალიტეტი ახლა მხოლოდ შიდა გზებზე აგებს პასუხს, ასევე დასუფთავებასა და საბავშვო სკვერებზე. მაშ რანაირი თვითმართველობაა ეს?

            ზე კონცენტრირებული მმართველობა აუარესებს მომსახურების წვდომას შორეულ მანძილზე, თუმცა უფრო ეფექტურია ფისკალური ასპექტიდან გამომდინარე - იგი ეფექტურობას ზრდის და საბიუჯეტო დანახარჯებს ზოგავს. როდესაც ზეცენტრალიზებულობა დასრულდება (ეს ადრე თუ გვიან მოხდება) როგორ მოვახერებთ ამ პირამიდის გადმოიტრიალებას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს კიდევ ერთი ხაფანგი რომელიც უნდა შევნიშნოთ.

წყარო:

http://www.novayagazeta.ru/politics/66622.html

No comments:

Post a Comment