Wednesday, January 6, 2010

ჟურნალისტური კრედო

 როგორც ყველა მეცნიერებას (მაგალითად მედიცინას ჰიპოკრატეს ფიცი, ეკონომიკას მენქიუს  ათი პრინციპი, ასევე ჟურნალისტიკასაც გააჩნია თავისი პრინციპები და ნორმები:

 ჟურნალისტის 9 პრინციპი.

  1. ჟურნალისტიკა უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს სიმართლეს
  2. ჟურნალისტი პირველ რიგში მოქალქეების ერთგული უნდა იყოს.
  3. ჟურნალისტიკის არსი არის ინფორმაციის მუდმივი გადამოწმება
  4. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა მათგან ვისაც აშუქებს
  5. ჟურნალისტი უნდა მოქმედებდეს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი.
  6. ჟურნალისტიკა ხალხს საჯარო კრიტიკის და მსჯელობის საშUალება უნდა აძლევდეს.
  7. ჟურნალისტმა რაც მნიშვნელოვანია საინტერესოდ და ადეკვატურად უნდა წარმოადგინოს.
  8. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს ინფომრაციის პოპულარობა და ეს ინფორმაცია ყოველმხრივ გაავრცელოს.ჟურნალისტი პასუხებს აგებს სინდისის წინაშე.  
 წყარო: ლექციაზე ჩაგვაწერინეს


ჟურნალისტური კრედო



  • მე მჯერა, რომ საზოგადოებრივი გაზეთი საზოგადო ტრესტია; რომ მის მომზადებაში ჩართული ყველა პირი საზოგადოების რწმუნებულებს წარმოადგენენ; რომ საზოგადო სამსახურზე ნაკლები სამსახურის განხორციელება ამ ნდობის დარღვევას ნიშნავს.
  • მე მჯერა, რომ ნათელი აზროვნება და ნათელი განცხადება, სიზუსტე და სამართლიანობა კარგი ჟურნალისტიკის საფუძვლებია.
  • მე მჯერა, რომ ჟურნალისტმა მხოლოდ ის უნდა წეროს რაც, მისი აზრით, სიმართლეს წარმოადგენს.
  • მე მჯერა, რომ ნებისმიერი მოვლენის დამალვა, თუ ამას საზოგადოების უსაფრთხოება არ მოითხოვს, დაუშვებელია.
  • მე მჯერა, რომ არავინ უნდა დაწეროს ისეთი რამ, რასაც ის, როგორც ჯენტლმენი, ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იტყოდა; რომ ქრთამის გაცემას ყველანაირად უნდა მოვერიდოთ; რომ პიროვნებას პასუხისგებლობის თავიდან აცილება სხვისი ინსტრუქციების და დავალებების მოშველიებით არ შეუძლია.
  • მე მჯერა, რომ რეკლამა, ახალი ამბები და რედაქტორის სვეტი მკითხველთა ინტერესებს უნდა პასუხობდეს; რომ სარგებლის მომტანი სიმართლის და "სისუფთავის" ერთიანი სტანდარტები ყველასათვის საზიარო უნდა იყოს; რომ კარგი ჟურნალისტიკის ყველაზე საუკეთესო შეფასება მის მიერ საზოგადოებისთვის გაწეული სამსახურის ხარისხით შეიძლება. 
  • მე მჯერა, რომ ის ჟურნალისტიკაა ყველაზე წარმატებული (და ყველაზე მეტად იმსახურებს წარმატებას), რომელსაც ღმერთის ეშიანია და ადამიანს სცემს პატივს; მდგრადად დამოუკიდებელია, აზრის ან ძალაუფლების ზეგავლენას არ განიცდის, კონსტრუქციულია, ტოლერანტულია, მაგრამ არა უდარდელი, თვითკონტროლირებადია, მომთმენია, ყოველთვის პატივს სცემს საკუთარ მკითხველს, მაგრამ არ ეშიანია მათი, უსამართლობა აღშფოთებს, პრივილეგირებულთა მოთხოვნებს ან ბრბოს ხმაურს არ ემორჩილება, ყველასთვის შანსის მიცემას ცდილობს და რამდენადაც კანონი, პატიოსანი ხელფასის ოდენობა და ადამიანთა ძმობის აღიარება ამის საშუალებას იძლევა - ყველასათვის თანაბარ შანსს გვთავაზობს; ღრმად პატრიოტულია, მაგრამ ამავე დროს საერთაშორისო კეთილდღეობას უწყობს ხელს და მსოფლიო ხალხთა მეგობრობისთვის იღწვის; დღევანდელი მსოფლიოს კაცობრიობის ჟურნალისტიკაა და მისთვის არსებობს.

უოლტერ უილიამსი დეკანი,
ჟურნალისტიკის სკოლა, მისურის უნივერსიტეტი, 1908-1935 წწ


წყარო: http://media.ge/geo/page.php?m=library 

3 comments:

  1. :) მმ : )

    საინტერესოა : )

    ReplyDelete
  2. ps- კომენტარებზე ვერიფიკაცია თუ რაღაც გამოურთე, მკითვხელისთვის ძალიან მოუხერხებელია : )

    ReplyDelete