Tuesday, January 12, 2010

ახალგაზრდული გადაცემა- "დიდები "


 


თავიდან, მსურდა ქართულ ახალგაზრდულ გადაცემებზე დამეწერა რამე, მაგრამ რომ დავფიქრდი ვერაფერი გავიხსენე, აწ გარდაცვლილი კედელის და შემგომ მოკლე ჩართვად ქცეული გადაცემის გარდა. დღევანდელ სატელევიზიო სივრცეში ახალაგაზრდული Talk-Show არ არსებობს. არის მხოლოდ "ჩვენი ექპრესი", რომელიც ჯერ-ჯეობით მხოლოდ ინტერნეტით გადის.
ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ერთ რუსულ ახალგაზრდულ გადაცემაზე. “Bolshie” ასე ქვია ამ გადაცემას. 2005/06 წლებში პირველად გავიდა “tv-kultura”-ზე. აქვს ძალიან ორიგინალური ფორმატი და სტილი. ინტერნეტში მოვიძიე ოფიციალური საიტი ამ გადაცემის შესახებ მოკლე რეზიუმე.
 სადისკუსიო გადაცემა ეძღვნება მეტ-ნაკლებად აქტუალურ თემებს თანამედროვე კულტურასა და მეცნიერებაში. 
  • როგორ გადაიღო კარგი კინო ფულის გარეშე?
  •  როგორ გააკეთო მილიონი სამართლიანად? 
  • როგორ წარმოაჩინო შენი ქვეყანა?
  • როგორ მიაჩვიო საზოგადოება ჯანმრთელ ცხოვრების წესს?

 რაც უფრო ტალანტურია და ღია ახალი თაობა იმედენად საინტერესოა და მოულოდნელია მათ მიერ დასმული კითხვები და პასუხები. და იმდენად გასაგებიცაა ცივილიზაციის განვითარების გზები. ზუსტად ასეთ ახალგაზრდებს - ახალი ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებს ვიწვევთ გადაცემაში.
ახალგაზრდებს, როგორც ცნობილია არამხოლოდ არასტანდარტული აზროვნება გააჩნიათ. ამიტომ ხუთი ახალგაზრდა ადამიანი სტუდიაში არამარტო მოცემულ საკითხზე ისაუბრებენ არამედ მათ უნდა შეძლონ ერთმანეთში მოლაპარაკება საეთერო დროში და შემოგვთავაზონ პრობლემის მათებური გადაწყვეტა. ერთადერთი რაც შეიძლება არ ყოფნიდეთ ეს გამოცდილებაა. რომ შევავსოთ ეს ვაკუუმი ჩვენ მოვიწვევთ გამოცდილ ექსპერტს, რომელიც წარატებულია თავის სფეროში.

მშვენიერი შესავალია! ამ გადაცემის პირდაპირ ეთერში ინტერნეტითაც შეგიძლიათ. ოთხშაბათს საღამოს 9:50 ზე (რუსეთის დროით) შეგიძლიათ უყუროთ. მაყურებელთა რაოდენობა ინტერნეტით შეზღუდულია 50 კაცამდე.




2 comments:

  1. კაი გადაცემაა მომეწონა :>

    ჩვენ ეგეთი სტილის გადაცემებს როდის მოვიფიქრებთ ნეტა, გადმოკოპირებას არ ვგულისხმობ : ))

    ისე სიამოვნებით ვუყურებდი, რუსულ ენაზე რომ არ ყოფილიყო : ))

    ReplyDelete