Friday, January 29, 2010

Lie To Me - რეალური სოციალიზმის პირობებში.

ეს არის პატარა და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილი წიგნის, რომლის ავტორიც გახლავთ საბჭოთა კავშირიდან დასავლეთში გამოპარული ყოფილი ჩინოსანი. მალე ეს სტატია დაიბეჭდება ჟურნალში 

  *      *       *
           ასეთი რადიკალური მეთოდით საბჭოთა ხელისუფლებამ მოახდინა შიდა დავალიანების ლიკვიდაცია, ამავე ხერხით გადაწყდა საგარეო დავალიანებაც. გაუგებარი პრიცნიპების მოტივით მან უბრალოდ უარი თქვა საზღვარგარეთის დავალიანებების დაფარვაზე: სესხები აღებული იქნა ცარისტული მმართველობის მიერ და იგი ემსხურებოდა იმპერიალისტურ მიზნებს. მალე გაირკვა, რომ საქმე პრინციპებში კი არა ფულშია. 1922 წელს გენუის კონფერენციაზე საბჭოთა ხელისუფლება დათანხმდა ცარისტულ ვალებს შემდეგი პირობით, რომ დასავლეთი რუსეთს ინტერვენციით მიღებულ ზარალს  უფრო დიდი თანხით აუნაზღაურებდა, ვიდრე ეს მიღებული ზარალის ხარჯები იყო. რამდენადაც შეგვიძლია ვივარაუდოთ დასავლეთი არ აპირებდა საბჭოთა ხელისუფლების ასე გულითად დახმარებას, საბოლოოდ კი ეს საქმე უცხოელი მსესხებლების ექსპროპრიაციით დასრულდა.    და როგორ იქნა კერძო საკუთრების სახელმწიფოს ქონებაში გადასვლა?
   ყველა სამთავრობო რესურსები გადავიდა საბჭოთა ხელისუფლების მმართველობის ქვეშ ავტომატურად, ასე რომ პრობლემა მხოლოდ კერძო საკუთრების ნაციონალიზაცია იყო. აქ თავიდანვე გამოყენებულ იქნა საბოტაჟი. მოსალოდნელი საბოტაჟის საფრთხის დროს, 1917 წლის ნოემბერ-დეკემბერში ლენინის სახელმწიფომ მოახდინა რიგი მსხვილი კერძო მეურნეობების მისაკუთრება (პუტილოვსკის, ნევის და სესტრორეცის ქარხნების; დონბასის და ურალის ქარხნების ჯგუფების). 1918 წლის იანვარში გამოცემული იქნა დეკრეტი სავაჭრო ფლოტის ნაციონალიზაციის შესახებ. მფლობელის მცდელობა მიეყიდათ უცხელებისათვის – არ  იქნა დაშვებული.
 ახლა უკვე შეიძლებოდა დამაგვირგვინებელი დარტმის მიყენება. 1918 წლის 28 ივნისში გამოვიდა ლენინის დეკრეტი მთელი მეურნეობების  და კერძო სარკინიზგო გზების საბჭოთა ხელისუფლების მფლობელობის ქვეშ გადასვლაზე. ოპერაცია თითქმის ისეთივე სისწრაფით ჩატარდა, როგორც ბანკების და მოსახლეობის დანაზოგების ლიკვიდაცია. ეს კი დასრულდა 1918 წლის ოტომბერში. მიუხედავად ამისა კერძო მესაკუთრეებს კიდეც დარჩათ წვრილი და საშუალო ქონების ნაწილი. ამის მოთმენა შეუძლებელი იყო. 1920 წლის ნოემბრის დეკრეტისთვის საბჭოთა ხელისუფლებამ ამოიღო მესაკუთრეების ქონების ნაწილი, სადაც მექანიკური მოწყობილობა ჰქონდათ - ხუთზე მეტი მუშა, არანაციონალიზებულ მეურნეობებს კი ფაქტიურად მხოლოდ კუსტარული სახელოსნოები დარჩათ.
     შეიძლება ნაციონალიზაციის და სწაფი ტემპი მოწმობდა საზოგადოების წინსვლის ისტორიულ აუცილებლობას?
     ასე არ ჩანს. ამ აუცილებლობამ თავის გამოვლენა ძლივს მოასწრო 1920 წლის ბოლო, მაშინ როცა 1921 წლის შემოდგომისთვის უკან მიჩქმალვა მოუხდათ “NEP”- ზე გადასვლასთან დაკავშირებით წვრილი მეორნეობები იქნა რეპრივატიზირებული და მალე ზოგიერთი მსუბუქი და საკვები მეურნეობები იძლეოდნენ მთელ პროდუქციის ერთ მესამედს. ბოლოს რა თქმა უნდა ნაციონალიზაციას ახდენდნენ და ზოგს- ხვრეტდნენ და ზოგს ლაგერებში ამწესებდნენ. მაგრამ მიუხდეავად ამისა “ნეპ”- მოწმობდა რომ, არა ეს ისტორიული აუცილებლობა იწევდა წინ არამედ ლენინელები მარცხდებოდნენ და უკან დახევა უხდებოდათ. სასოფლო მეუნრეობაში ისინი უკან იხევდნენ-სხვანაირად როგორ შეიძლება დავახასიათოთ ლენინის “დეკრეტი მიწაზე” ადვილად განხორციელებადი არა ბოლშევიკური არამედ ესერული სამურნეო პროგრამა? და არც არის გასაკვირი, რომ ნომენკლატურის კლასმა შემდგომში მიაღწია გლეხებამდეც, კოლქეტივიზაციის გატარების დროს. და ეს მასობრივი ექსპროპრიაციაც იყო გატარებული პოლიტბიუროს მიერ ადრეულად გაწერილი კალენდრული გეგმის მიხედვით.
    ეკონომიკური სისტემა რეალური სოციალიზმის ორგანულად არ გაზრდილა, იგი ხელოვნურად იქნა წინ წაწეული. ეს განხორციელდა კოსნპირაციულად დაგეგმილი საშუალებებით და მოულოდნელად გატარებული ოპერაციებით, რიგ შემთხვევაში კი იარაღის ძალის გამოყენებით. მას შემდეგ რაც საქმე დასრულებული იყო ნომენკლატურას უხდებოდა და დღესაც კი უწვეს პოლიციურ ძალით, სასამართლოთი, პროკურატურით, დრაკონული სასჯელით შეაკავოს ეკონომიკური სისტემა დანგრევისაგან. ჯერ კიდევ ლენინი ამბობდა, რომ- მოსახლეობაში სტიქიურად იბადება კაპიტალისტური დამოკიდებულება –“ყოველდღიურად, ყოველ საათში და მასობრივი მასშტაბით”. ამ თემის საბჭოთა პერიოდიკაში გამოქვეყნება საკმარისი გახდა იაპონიიის პროპაგანდისათვის – სსრკ-ში კაპიტალიზმის აყვავების შესახებ და დასავლეთი  ზოგიერთი ავტორისათვის თეორიის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირში “პარალელური მმართველობა” – მიუსადეგარია განვითარებული კერძო მესაკუთრისათვის.
    არა, რეალური სოციალიზმის ეკონომიკური სისტემის შექმნა არ გამოხატება, როგორც განვითარებული აუცლილებლობით, არამედ როგორც ძალდატანება ისტორიაზე, როგორც მცდელობა მისი მეორე მხარეს შებრუნებისა, რომელიც გულისხმობდა ნომენკლატურისათვის შესაძლებლობის მიცემის გამხდარიყო ექპლუატატორული კლასი.
         
   3. ნომენკლატურა ითვისებს დამატებით ღიებულებას.



ენგელსის შეფასებით, მარქსმა მიაკვლია ორ უდიდესი აღმოჩენას: შეიმუშავა ისტორიის მატერიალისტური გაგება და შექმნა თეორია დამატებითი ღირებულების შესახებ: ასე მაღლა - ისტორიულ მატერიალიზმთან გათანაბრებით! - შექმნა ენგელსმა მოძღვრება დამატებითი ღირებულების შესახებ. ლენინმა ამ მოძღვრებას უწოდა “მარქსის ეკონომიკური თეორის ქვაკუთხედი” ენგელსი და ლენინი მართლები არიან. ზუსტადაც დამატებით ღირებულების მოძრვრება გვევლინება იდეოლოგიურ დამაგვირგვინებლად მარქსის ანალიზში კაპიტალისტური წარმოების საშუალებებზე მსჯელობისას. რაც შეეხება შრომის ღირებულების თეორიას მთლიანად იგი ეკუთვნის არა მარქსს, არამედ ადამ სმიტს და დევი რიკარდოს. მარქსმა იგი უბრალოდ მეცნიერული თვალსაზრისით გამოიყენა დამატებითი ღირებულების ზოგადი თეორიის დასასაბუთებლად.
    მაგრამ მეცნიერება  მარქსის იდეის გამო დაზარალდა. შრომის თეორია დამატებითი ღირებულების შესახებ ახლა დასავლეთში სერიოზული კრიტიკის ქვეშ არის.   
    სინამდვილეში: ისაზღვრება კი პროდუქტის ღირებულება მხოლოდ მის წარმოებაზე გეწეული აუცილებელი დროის რაოდნობით, როგორც ამტკიცებს ეს თეორია? ნაკლებად შესაძლებელია. ერთი და იგივე ქურქი ერთი და იგივე ფასი ეღირება ცივ ციმბირსა და ცხელ აფრიკაში, თუმცა მის წარმოებაზე გაწეული აუცილებელი დროის რაოდენობას არ ცვლის მისი ტრანსპორტირების დრო. ღირებულება დამოკიდებულია არამხოლოდ განივთირებულ პროდუქტზე არამედ უფრო მეტწილად მის მოთხოვნაზე ყოველ მოცემულ მომენტში. ეს შესანიშნავად გაიგეს ბურჟუა ვაჭრებმა, რომლებიც არც იყვნენ თეორეტიკოსები და წამოიწყეს ნაცნობი დასავლეთის (და უცნობი საბჭოთა კავშირის) მკითხველებისათვის საზაფხულო-საზამთრო გაყიდვები.
    მარქსმა კი თავის  თავისი აღმოჩენის დაკავშირებით შრომის ღირებულების თეორიასთან მისცა ინტერპრეტაცია იმას რომ დამატებითი ღირებულება იქმნება მხოლოდ ცოცხალი მუშაობის შემთხვევაში. მეცნიერულ-ტექნოლოგიური რევოლუციის პროგრესის მიხედვით შეცდომის დაშვებისას უნდა გაიფართოვო ხედვა. ასე არის მარქსის თეორიის მიხედვითაც, რაც უფრო ცოტა მანქნა მეურნეობაში მით უფრო მეტია დამატებითი ღირებულება. და მით უფრო მეტ თანხას იღებს მისი მფლობელი კაპიტალისტი. სრული ავტომატიზაციის შემთხვევაში კი ის საერთოდ ვერ მიიღებს მას. ასე რომ იყოს რეალობაში კაპიტალიზმის პირობებში მხოლოდ ცოცხალი მუშაობა იქნებოდა – რაც რეალობა არ არის და ვერც იქნება.
    თუცმაღა არასწორია თუ ამ უგუნურებიდან დავასკვნით, რომ დამატებითი ღირებულება არ არსებობს. უბრალოდ იგი იქმნება, როგორც ადამიანების ასევე მანქანების მიერ ნებისმიერი მატერიალური წარმოების დროს თუკი პროდუქტის ღირებულება მეტია წარმოების დანხარჯებზე.
    დამატებითი პროდუქტი (ან დამატებითი ღირებულება) ეს არის სხვაობა პროდუქტის ღირებულებასა და საწარმოო დანახარჯებს შორის, იგულისხმება მოწყობილობების ამორტიზაცია, ხარჯები სამუშაო ძალაზე და აშ.
    როგორც ვხედავთ, არავითარი კავშირი არ არსებობს შრომის ღირებულების თეორიასთან: ყველა კომპონენტი დამატებითი ღირებულების რეალურად არსებობს მიუხედავად სიტყვა “ღირებულების” შინაარდისა.
    ეს კომპონენტები დამოკიდებული არ არიან არც საწარმოოო საშუალებებზე. ნებისმიერ საზოგადოებაში: მონათმფობელურ, ფეოდალურ, კაპიტალისტურ – პროცესებში ამორტიზირდება შრომის იარაღები, იხარჯება სახსრები    სამუშაო ძალის შესანარჩუნებლად. ამ დროს შექმნილი პროდუქტი აღემატება თავისი ფასით ყველა წარმოებულ პროდუქტს. ე.ი ეს არის ის რაც შეიცავს დამატებით ღირებულებას.
    აქ ჩვენ არ შევცდებით პასუხი გავცეთ კითხვას, რომელიც ცდება წიგნის ჩარჩოებს. საიდან ჩნდება სხვაობა წარმოებასა და პროდუქტის ღირებულებას შორის. ზოგადად განვსაზღვროთ, რომ მოცემული ხერხი შემადგენელი ელემენტის და დახარჯული სამუშაო დრო საბოლოო ჯამში პროპრციულია პროდუქტზე (ე.ი. მოთხოვნის) მოხმარების. მხოლოდ რენტაბელური წარმოება არის სიცოცხლისუნარიანი, წამგებიანი გამონაზარდები შესაძლებელია მხოლოდ არსებობდეს სანამ მათი დეფიციტი გაიზრდება დამატებითი ღირებულების ხარჯზე, რომელსაც შექმნის შემოსავლის მაჩვენებელი მთლიანად წარმოება ყოველ მოცემულ საზოგადოებისათვის რენტაბელურია ე.ი. ყოველ საზოგადოებაში იქმნება დამატებითი ღირებულება.  
    მარქსი და ენგელსი შორს არ იყვნენ თავისი მკითხველისათვის ეთქვათ, რომ დამტებითი ღირებულება მხოლოდ კაპიტალისტური საზოგადოების კატეგორიაა. ასე ენგელსი წერდა: “აუნაზღაურებელი შრომის მითვისება არის კაპიტალისტური სისტემის ძირითადი ფორმა და საშუალება მუშების ექპლუატაციისა...”  სინამდვილეში დამტკიცებული იქნა სხვა.
    მოფიქრალი თეორეტიკოს მარქსი მშვენივრად აცნობიერებდა, რომ დამატებითი ღირებულება იქმნება ყველა სახის წარმოებაში. ამ მდგომარეობის არ ფორმულირებით მარქსი 1865 წლის დაწერილ ნაშრომში “გამომუშვაებული ხელფასი, ფასი და შემოსავალი” დაამტკიცა, რომ დამატებითი ღირებულების ამოღებაში არ არის პრინციპული განსხვავება კაპიტალიზმს, ფეოდალიზმსა და მონათმფლობელურ საზოგადოებებს შორის. მოგვიანებით “კაპიტალის” I ტომში მარქსი მოკლედ, მაგრამ მკვეთრად ამბობს: “კაპიტალმა არ გამოიგონა დამატებითი შრომა. ყველგან სადაც ნაწილი საზოგადოების ფლობს მონოპოლიურ საშუალებებს წარმოების, მუშახელის, თავისუფალია თუ არათავისუფალი,  უნდა დაუკავშირდეს მისთვისვე აუცილებელ მოცემულობას სამუშაო დროს, ხოლო დანარჩენი სამუშაო დრო რომ წარმოშვას სასიცოცხლო გარემო მფლობელის წარმოებისათვის.”  
ასე რომ საჭიროა კარგად გავერკვიოთ:
1.    დამტებითი პროდუქტი (დამ. ღირებულება) –მარქსის გამოგონილი არ არის არამედ აუცილებელი ელემენტი რენტაბელური მატერიალური წარმოებისათვის.
2.    დამატებითი ღირებულება არ გვხვდება მხოლოდ კაპიტალიზმის კატეგორიად არამედ ნებისმიერი წარმოებაში საზოგადოების შრომის გადნაწილების შემთხვევაში.
    სხვანაირად ეს წარმოუდგენელიცაა. სინამდვილეში: რა იქნებოდა დამატებითი ღირებულების გარეშე ნებისმიერი საწარმოო ფორმაციის შემთხვევაში., რომელიც იქნებოდა რობიზონ კრუზოს ნატურალური მმართველის ჩარჩოებში და იქნებოდა მხოლოდ საკუთარი მოთხოვნების დამაკაყოფილებელი? ეს ნიშნავდა იმას რომ არაპირდაპირი მწარმოებელი მატერიალურ სარგებელს მიიღებს მის მიერ ნაწარმოები პროდუქციის ან მის მატერიალური ექვივალენტს მთელი მოცულობით, მაგრამ ამ შემთხვევაში  მხოლოდ მას შეეძლება არსებობა და არა საზოგადოებას: ვინაიდან საზოგადოებაში შედის ბევრი ადამიანი, რომლებიც უშუალოდ თავისი ხელებით მატერიალურ სარგებელს არ ქმნის არამედ მოიხმარს.
    დამატებითი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში იქმნება, ამის გარეშე საზოგადოებას არ შეუძლია არსებობა.    ე.ი. სოციალიზმის დროს იქმნება დამატებითი ღირებულება?    დიახ რა თქმა უნდა.
    ამაზე მარქსი სხვადასხვანაირად წერდა თავის “კაპიტალში”: “კაპიტალისტური წარმოების ფორმების გამოყოფა მოგვცემს საშუალებას განვსაზღვოთ სამუშაო დღის დრო აუცილებელი მუშაობისათვის”-აცხადებს იგი და იქვე ამბობს: თუმცაღა აუცილებელმა შრომას სხვა თანაბარ პირობებში მაინც უნდა გააფართოვოს თავისი ჩარჩოები. ერთის მხრივ იმიტომ რომ სამუშაო ცხოვრების პირობები უფრო მდიდარი გახდეს, მისი სასიცოცხლო მოთხოვნები უნდა გაიზარდოს. მეორეს მხრივ მოგვიხდებოდა აუცილებელი შრომის ნაწილისათვის მიგვეთვალა ახლადნელი დამატებითი სამუშაო, ზუსტად ის სამუშაო, რომელიც საჭიროა საზოგადოებრივი ფონდის რეზერვების და საზოგადო დაგროვების ფონდის შესაქმენლად.”
    როგორც ჩანს, მარქსს და ენგელსს უჩნდებოდათ გამოუთქმელი სიფთხილე იმის შესახებ, რომ სოციალიზმის შემთხვევაშიც წარმოების დამატებითმა ღირებულებამ შეიძლება წაახალისოს ქვენა განზრახვები. ამიტომ “კაპიტალის” III ტომში გამოკვეთილად არის ხაზგასმული: “ერთის მხრივ სადაზღვევო და სარეზერვო ფონდის შესაქმნელად, მეორეს მხრივ კი წარმოების შეუზღუდველი გაფართოებისათვის საზოგადოების მოთხოვნების ფარგლებში."
    იდეალური სოციალიზმის მქადაგებლებს, რომ დაეშვათ არაპირდაპირი მწარმოებლების დამატებითი შრომის აუციელებლობა იმ ნათელ მომავალში, რეალური სოციალიზმის არქიტექტორები ლენინი და სტალინი ვერ შეძლებდნენ უარი ეთქვათ წარმოების დამატებითი ღირებულების შექმნაზე. მათ მიერ შექმნილ სისტემაში ლენინმა მისთვის დამახასიათებელი მანერით მაშინვე დასვა პოლემიკური კითხვა: “სოციალიზმის პირობებში დამატ/ებითი პროდუქტი მისდით არა მესაკუთრეების კლასს არამედ ყველა მშრომელს და მხოლოდ მათ”. სტალინი მრავალი წლის განმვალობაში ამტკიცებდა რომ სსრკ ეკუთვნის მშრომელ ხალხს და დამტებითი პროდუქტზე კი აღარაფერს ამბობდა. მხოლოდ დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ 1953 წელს მან გამოუცხადა საბჭოთა ეკონომისტებს, რომ საბჭოთა საზოგადოებაში მშრომელები ქმნიან დამატებით პროდუქტს. ასე რომ პოლიტეკონომიის სოციალიზმი კინაღამ ფანტასტიკის მეცნიერებად გადაიქცა, რომ არა ეს ერთადერთი სიმართლის მარცვალი.
    მაგრამ არ მიიღეს. ნომენკლატურას არც ისე ძალიან სურს დაინახოს თავს თავში მარქსისტული სწავლების კატეგორია დამატებით ღირებულებაზე – მშრომელთა ექსპლუატაციის სინონიმიდ. ამიტომაც სტალინის სიკვდილის შემდეგ, მარქსისსტებმა “აუცილებელ შრომას” გადაარქვეს “შრომა საკუთარი თავისთვის”., ხოლო “დამატებითი შრომას” (რომელიც ქმნის დამ. ღირებულებას) – “შრომა საზოგადოებისათვის”.  მაგრამ ასეთი ხანმოკლე სიტყვიერი მასკარადი არ ცვლის საქმის არსს. ფაქტი რჩება ფაქტად: რეალური სოციალიზმის შრომის შემთხვევაში იქმნება დამატებითი ღირებულება.   ასე რომ რეალური სოციალიზმი არ განსხვავდება ამ მხრივ სხვა ანტაგონისტური ფორმაციებისაგან: მისი ეკონომიკაც დაფუძნებულია არაპირდაპირი მწარმოებლის დამატებით შრომაზე.
    ვინ იღებს დამატებით პროდუქტის რეალური სოციალიზმის პირობებში? “სახელმწიფო,-მოთმინებით მოგვიგებს საბჭოური პროპაგანდა. –საზოგადოებრივი სოცილაისტური სახლემწიფო, სხვამ ვინღა უნდა მიიღოს? და ეს სახლმწიფო კი მშრომელეებისაა. ე.ი. არავითარ ექპლუატაციაზე არ შეიძლება იყოს საუბარი”.
    შეუძლებელია? მაგრამ ენგელსი სხვას ფიქრობდა. 1891 წელს თავისი სიცოცხლის ბოლოს იგი წერდა მაქს ოპენჰეიმს: ‘სინამდვილეში პრობლემა ხომ იმაში მდგომარეობს, რომ სანამ ხელისუფლებაშ რჩებიან მმართველი კლასები, ნებისმიერი სახელმწიფოებრიობა არ იქნება გადანადგურებული არამედ მხოლოდ მისი ფორმები შეიცვლება”.
    ნომენკლატურას, ხომ მიეკუთვნება მთლიანი საბჭოთა ეკონომიკა- საკმაოდ ძლიერი კლასი, რომელიც უეჭველად დგას საბჭოთა სახლმწიფოს საჭესთან.  თუმცაღა ისიც მართალია: იღებს ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ ითვისებს არაპირდაპირი მწარმოებლისაგან სოციალისტური სახლემწიფო დამატებით პროდუქტს. სახელმწიფოს როლის შრომის ორგანიზაციის ფორმულირება გასაგებად მოახდინა ლენინმა თავის ლექციაში “სახელმწიფოს შესახებ”: “აიძულო საზოგადოების ერთ ნაწილს სისტემატიური მუშაობა, მეორე ნაწილს კი არ შეიძლება ეს მუდმივი იძულების აპარატის გარეშე”.(?) ამ ფუნქიცას სოციალისტური სახელმწიფო სამართლიანად ასრულებს. მხოლოდაც ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო არ არის საერთო სახალხო არამედ მიეკუთვნება მმართველ ნომენკლატურას. იგი გვევლინება მის აპარატად  მათ შორის დამატებითი ღირებულების ამღებად. და საბოლოო მიმღები დამატებითი ღირებულების არის თვითონ ნომენკლატურული კლასი. იგი ითვისებს დამატებით ღირებულებას და არა ვინმე სხვა. იგი მას იღებს საბჭოთა საზოგადოებიდან - მონათმფლობელობის, ფეოდალთა და კაპიტალისტთა კლასის მსგავსად.
    “რატომ ნომენკლატურა?- აღელდება კომუნისტი მეცნიერი.- მარქსის მიხედვით ხომ თავად მუშა და გლეხი ქმნის დამატებით პროდუქტს და ღებულობს არა მას არამედ მისთვის საჭირო პროდუქტს. მართალია, ის რომ ნომენკლატურა პირადად არ დგას
ხელსაწყოებთან, მაგრამ უხდის მათ მათი შრომის შესაბამისად, ზუსტადაც დამატებითი პროდუქტის მისაღებად. მაგრამ არამხოლოდ ისინი, მთელი საბჭოთა ინტელიგენცია, ყველა მომსახურე, შეიარაღებული ძალები არ დგანან ხელსაწყოებთან და ისინიც ცხოვრობენ დამატებითი პროდუქტის ხარჯზე. ამის ხარჯზეც იწარმოება კაპიტალდაბანდება, მეცნიერების განვითარების რეალიზაცია, ტექნიკის და კულტურის განვითარება, საბჭოთა ადამიანის მიერ კოსმოსის დაპყრობა. თქვენ რომ მოგისმინოთ ისე გამოდის, თითქოს მაპატიეთ და ჩრჩილი ჭამს დამატებით პროდუქტს - საზოგადოებისათვის გაწეული მუშაობის რეზულტატს”.
    ჩვენ ეს არ გვითქვამს. არ არის საჭირო შეცვალო ერთი კითხვა მეორეთი: რომელი კლასი ღებულობს სრული განკარგვის საშუალებებს დამატებით ღირბულებზე, სოციალიზმის პირობებში. ამ კითხვას იგი სხვა კითხვაზე პასუხით აბათილებს.
    განვიხილოთ როგორ ცხოვრობენ ნომენკლატურული პირები. უეჭველია, რომ ისინი – როგორც მონათმფლობელები, ფეოდალები და კაპიტალისტები- არასრულად ჭამენ დამატებით ღირებულებას.
    მეორე საკითხით ჩვენ კიდე დავინტერესდებით, თუმცაღა მას ღებულობს მთლიანად და გაუნაწილებლად ნომენკლატურა. ეს გარანტირბულია იმით რომ სოცილიზმის პირობებში დამატებითი ღირებულება შედის სახლემწიფოს ქონებაში, ხოლო მას სრულად აკონტროლებს ნომენკლატურა. იგი მას განაგებს საკუთარი სურვილების მიხედვით: რამდენი დაახარჯოს მომსახურეებს და ინტელიგენციას; რამდენი- მსოფლიოს კოსმოს და რამდენი –ბირთვულ რაკეტებს; რამდენი – მოსწავლეებს და რამდენი ბავშვებს.
    მიმღები და უკონტროლო მფობელი დამატებითი ღირებულების რეალური სოციალიზმის პირობებში – ნომენკლატურული კლასია.
    ჩვენ როცა დამატებითი ღირებულებაზე ვსაუბრობდით, მარქსისტი მეცნიერი უკვე დაფრთხა ექპლუატაციის საკითხზე. ასე უბრალოდ არ ხდება: მარქსისტული თეორიის მიხედვით დამატებითი ღირებულების მწარმოებლისათვის აწაპვნა არის კიდეც ექპლუატაცია. ამასთან ერთად მარქსიზმი ვერ არჩევს თუ რა მიზნით გამოიყენება დამატებითი ღირებულების ამოღება: კაპიტალისტის გასამდიდრებლად თუ წარმოების გასაფლანგად. ასე რომ კომუნისტი მეცნიერები არ განგვსჯიან იმის გამო თუ მაგალითს მივყვებით. დამატებითი ღირებულების აღება მწარმოებლისაგან – ექპლუატაციაა და ამღები –ექპლუატატორი. ამკრეფი სოციალისტურ სისტემაში ნომენკლატურაა. ე.ი. რეალური სოციალიზმი პირობებში ნომენკლატურული კლასი არის შრომელთა ექპლუატატორი.
    ნომენკლატურა –საბჭოთა საზოგადოების ექპლუატატორული კლასია. ამას ვერსად გაექცევი. მისი დამალვა არ შეიძლება არავითარი პროპაგანდით. აქედან გამომდინარეობს: ექპლუატატორად გვევლინება არამხოლოდ მთლიანი ნომენკლატურული კლასი არამედ მისი ყოველი წევრი განცალკევებით.
    ცნობილი მუდმივად გამეორებული საბჭოური პროპაგანდა ამბობს, რომ საბჭოთა კავშირში ლიკვიდირებულია ადამიანის მიერ ადამიანის ექპლუატაცია. ჯერ კიდევ ლენინმა თქვა სოციალიზმზე ეს თეზისი თავისი მოსყიდული ობიექტურობით ფორმულირებული გამონათქვამებით, რომელიც უნდა ყოფილიყო კომუნიზმის პირველი ფაზა: “სამართლიანობა და თანასწორობა... კომუნიზმის პირველი ფაზას მეტის მიცემა არ შეუძლია ჯერ კიდევ სიმდიდრეში სხვაობა დარეჩბა და ეს სხვაობა უსამართლოა, მაგრამ შეუძლებელია ადამიანის მიერ ადამიანის ექპლუატაცია ანუ არ შეიძლება კერძო საკუთრებაში წარმოების საშუალებების- ფაბრიკების, მანქანების, მიწის და ა.შ. მითვისება”
    როგორც ვხედავთ ადამიანის მიერ ადამიანის ექპლუატაცია კოზირივით ჩნდება, იმ მიზნით რომ დაიმალოს რეალური სოციალისტური წყობის უსამართლობა: დიახ, უსამართლობა არის, არიან მდიდრები და ღარიბები, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ ახდენს მეორე ადამიანის ექპლუატაციას. მართალია კი ეს?
    რა თქმა უნდა, რამდენადაც სსრკ-ს სახალხო მმართველობა გვევლინება ნომენკლატურის კოლექტიური კუთვნილება და არა მისი წევრების ინდივიდუალური კუთვნილება, სსრკ-ში ექპლუატაციის ფორმა არის არა ადამიანის ადამიანთან კავშირში არამედ ადამიანის ექპლუატაცია ნომენკლატურული სახელმწიფოს მიერ.
მაგრამ ნომენკლატურული პირები ვერ დამალავენ: ყოველი მათგანი პირადად იღებდა თავის წილს მიღებული დამატებითი ღირებულებებიდან. კოლექტიური ამოღება დამატებითი ღირებულებების გადადის ინდივიდუალურ მითვისებაში. სხვა საიდან მოდის ნომენკლატურის მაღალი ხელფასი, აგარაკი, ბინა, საგზური ცეკა-ს სანატორიუმში, სამსახურის ავტომანქანა და ხსვ.
    როგორც კი დამატებითი ღირებულება შემოდის ნომენკლატურულ სახლემწიფოს საერთო ქვაბში და იქიდან ნაწილდება, შეუძლებელია იმის დადგენა თუ რომელი ნომენკლატურული პირი, რომელი მშრომელის ექპლუატაციას ახდენს. მაგრამ ამის შეუძლებლობა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ნომენკლატურული წრე მათ ექპლუატირებს. იგი ზუსტად ისე აკეთებს ამას როგორც- მონათმფლობელები უკეთებდნენ მონებს ან როგორც ფეოდალები-გლეხებს. სხვაობა არის უბრალოდ ექპლაუატაციის ფორმებში და არა თავად ფაქტში. რეალური სოციალზმის პირობებში ადამიანის მიერ ადამიანის ექპლუატაცია ხდება. იგი არსებობს და ხალხი იწყებს ამის გაგებას. არც ისე ადრე საბჭოთა კავშირში გაჩნდა ანეკდოტი, რომელიც ამ თავის ეპიგრაფად მაქვს მოყვანილი.
    ხუმრობა ხუმრობად დარჩეს, მაგრამ შეიძლება საბჭოურ პოლიტეკონომიას გააჩნდეს რაიმე არგუმენტები ამ თეზისის საწინააღმდეგოდ?
    არის არგუმენტები. პირდაპირ მოვიყვანთ მათ თეორიული ნაშრომებიდან, რომლებიც საბჭოთა კავშირის ავტორებმა მიუძღვნეს საკუთრების პრობლემას სოციალიზმისა და კომუნიზმის პირობებში.
    “სახელმწიფო საკუთრება სოცილისტურ ქვეყნებში ნიშნავს, რომ წარმოების საშუალებები გააჩნია მთლიანად ხალხს. განა შიძლება, რომ ასეთ პირობებში სახელმწიფოს საკუთრებას მართავს და ფლობს, რომელიღაც ახალი კლასი მესაკუთრეების? არა, ეს დაუშვებელია. სოციალისტურ წყობაში მშრომელები არიან თანამფლობელები ყველა წარმოების საშუალებების, არ ყიდიან და არ შეუძლიათ გაყიდონ თავისი ძალის სამუშაო, რადგან ეს საკუთარი თავის გაყიდვას ნიშნავს. ამ პირობებში აბსურდი იქნებოდა ვისაუბროთ ექპლუატატორულ დამოკიდებულებაზე.
    ადამიანის მიერ ადამიანის ექპლუატაცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა ერთი ნაწილი საზოგადოების, რომელსაც გააჩნია წარმოების საშუალებები საკუთარ ხელში და ითვისებს საზოგადოების სხვა ნაწილის შრომას, საზოგადოების, რომელსაც არ გააჩნია ეს საწარმოოო საშუალებები და ამის გამო იძულებულია იმუშავოს მესაკუთრეთა საწარმოო საშუალებებზე”.
  ხედავთ როგორი დამაჯერებელია - სოიცალიზმის პირობებში არ არსებობს ექპლუატაცია, რადგან ეს სოციალიზმია და ამ პირობებში არ შეიძლება იგი იყოს.
    ხედავთ, რომ თავად ციტატის ავტორი ვერ ხვდება თავისი ნათქვამის უაზროობას. ხვდება, მაგრამ მეტს რასღა იტყვი?
     და მართლაც ვერაფერს: თუ შევადარებთ რეალური სოციალიზმს მარქსის პოლიტეკონომიას მაშინ ექპლუატატორი საზოგადოების წინააღმდეგ  ვერავითარ არგუმენტს ვერ მონახავ.    რეალური სოციალიზმის პირობებში არის დამატებითი ღირებულება. რეალური სოციალიზმის პირობებში არის ექსპლუატაცია. სწორედ ეს არის უპირველესი საფუძველი რეალური სოციალიზმის ეკონომიკური სისტიემის არსისა.    ეს სიტემა ისეა მოწყობილი, რომ ნომენკლატურულ კლასს შეეძლოს მეტნაკლები წარმატებით განახორციელოს მშრომელთა ექპლუატაცია.
  
4. რეალური სოციალიზმის ძირითადი ეკონომიკური კანონი.
 
      ყველაზე ფანტასტიკურ მტკიცებად “სოციალიზმის პოლიტეკონომიაში” შეიძლება ჩავთვალოთ სტალინის მიერ ფორმულირებული “სოციალიზმის ძირითადი კონომიკური კანონი”. იგი მოიცავს მტლიანი საზოგადოების მუდმივად მზარდი მატერიალურ კულტურული მოთხოვნების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას და სოციალისტური წარმოების სრულყოფას უმაღლესი ტექნიკის ბაზაზე”.
    აქ უადგილო იქნებოდა ერთი იტალიურ ანდაზა: “თუ არასწორია, ე.ი. კარგად არის მოფიქრებული”. მოფიქრებულიც კი არ გამოდგა. მიუხედავად ნომენკლატურის მცდლობებისა შეეზღუდათ ქვეყნებს შორის კონტაქტი, ხალხისაგან მიანც ვერ დაფარეს: ზუსტად იქ სადაც გაიმარჯვა რეალურმა სოციალიზმმა მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილების დონე აშკარად შემცირდა.   
    ამ შემთხვევაში როგორღა იქნება? შევეცადოთ ავერიდოთ თანამედროვე კაპიტალიზმის ძირითად ეკონომიკურ კანონს. იგი საბჭოური პოლიტეკონომიაში  ფორმულირდება, როგორც “მაქსიმალურად კაპიტალისტური შემოსავლით უზრუნველყოფა. ეს შემოსავალი მიიღება მოცემული ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ექპლუატაციით- დაშინებით,  გაღარიბებით, დაკაბალებით და სისტემატიური ქურდვით სხვა სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი სუსტი ქვეყნების. და ბოლოს ომის და სახალხო სახლემწიფოს მილიტარიზაციით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხელფასების ქონას”. დასავლეთის მკითხველის საქმეა განსაზღვროს თუ, რამდენად ემთხვევა ეს რეალობა მის ქვეყანას: ხდება თუ არა გფრ-ის მოსახლეობის უმავრლესობის გაღატაკება; დაბეგრავს თუ არა ავსტრია სხვა ქვეყნების ერებს; და ომობს თუ არა შვიეიცარია შემოსავლების გსაზრდელად.
    შეზღუდულობა ასოცირდება არა თანამედროვე კაპიტალიზმთან არამედ რეალური სოცილიალისტურ სახლმეიფოებთან. შეიძლება მაქსიმალური შემოსავლის მიღება იყოს ნომენკლატურული მიზანი?
    არა, არ შეიძლება: საწინააღმდეგო შემთხვევაში მისი შიდა პოლიტიკა სხვნაირად იქნებოდა. არაა საეჭვო კაპიტალისტების დიდი მისწრაფება გაზარდონ შემოსავლები, რომელსაც მიყავს იქამდე, რომ ისინი სამომხმარებლო პროდუქტის წარმოებას იწყებენ, მაგრამ არა მოსახლეობაზე ზრუნვის მოტივით არამედ შემოსავლის გაზრდისთვის. ეს კი კაპიტალისტებს აიძულებს ცხოველი ინტერესით მოეკიდნონ მომხარებლის მოთხოვნებს. განვითარებულ კაპიტალიზმის შედეგად ჩნდება “სამომხარებლო საზოგადოება”: ბაზარი იცვლება მომხარებლის საქონლით და კაპიტალისტური ეკონომიკის პრობლემად ჩნდება საქონლის გადამუშავების საჭიროების კრიზისი.
    აქედან მსგავსი არაფერი არ არის რეალური სოციალიზმის კრიზისში. ე.ი. რეალური სოციალიზმის პირობებში არ მოქმედებს კაპიტალისტური სისტემის  ძირითადი ეკონომიკური კანონი - შეჯიბრი მაქსიმალური შემოსავლისათვის.
    მეტიც. წარმოება რეალური სოციალიზმის პირობებში ერთი შეხედვით განსხვავდება კიდევაც კაპიტალისტური წყობის წარმოების მეთოდშიც. კერძოდ, სრულიად აუღელვებლად არის დაშვებული არამხოლოდ არარენტაბელურობა არამედ მთელი ცეხების, მეორნეობების წამგებიანობა - მსგავსი გამოვლინება შეუძლებელია კაპიტალისტურ სისტემისათვის.
    რა შემთხვევებში გვხვდება ასე? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: რა  უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკურ საქმიანობაში ნომენკლატურული კლასი თუ მაქსიმალური შემოსავალი? ზოგჯერ ხდება ისე როცა ეს საჭიროა ნომენკლატურული რეჟიმის გამყარებითვის, ამას მსხვერპლად კი წარმოების რენტაბელურობა ეწირება.
    აქ ჩვენ აშკარად მივდივართ რეალური სოციალიზმი ძირითად ეკონომიკური კანონის სიყალბესთან.   სინამდვილეში: რა არის ნომენკლატურის მთავარი ეკონომიკური ამოცანა?
ჯილასი მტკიცებით, თითქოსდა ახალი კლასი – ინდისტრიალიზაციის ფანატიკოსს, ჭირდება მას ეს თუ არა ყველა საშუალებით განახორციელებს მას. აზრს ახალი კლასის მისტიურ მისწარაფებებისკენ გადახრას ინდისტრიული წარმოების მიმართ იმეორებს კურონი და მოკალევსკი, რომლებიც ცენტრალური პოლიტიკური ბიუროკრატიას მიზნად მიაწერენ – წარმოება წარმოებისთვის.    ეს ყველაფერი არადამაჯერებელია. ვინაიდან ნომენკლატურა არც ისე მონდომებით  ცდილობს აწარმოოს სახალხო მოხმარებისათვის საქონელი. ძალაუფლების ფანატები არიან და არა ინდუსტრიალიზაციის მსურველები – და არც შემოსავლის მოყვარულები. ამიტომაც ისინი ეკონომიკაში თავის მთავარ ამოცანად თვლიან მსოფლიოში საკუთარი ძალაუფლების გაფართოებას. შესაბამისად ისინი მიისწაფვიან აწარმოონ ის რაც საჭიროა ამ მიზნისათვის. შეიარაღების წარმოება, სამხედრო და პოლიციის ტექნიკის, მშენებლობა სამხედრო და სახელმწიფო ობიექტების – ყველაფერი ეს შემთხვევითი არაა, არამედ სრულიად კანონზომიერად არის წინ წამოწეული და გამოყოფილი სხვა წარმოებებისგან, რომელიც მეორე ხარისხოვანია. სამხედრო დაწესებულებების კომპლექსების არსებობა რეალური სოციალიზმში მყოფი ქვეყნებისათვის და განსაკუთრებით სსრკ-ში რამდენადმე საგრძნობია ვიდრე დასავლეთში, სადაც საბჭოთა ადამიანი იმყოფება საწყის ეტაპზე.
    როგორ შეიძლება რეალური სოციალიზმის ძირითადი ეკონომიკური კანონის ფორმულირება?
    გავაკეთოთ ეს შემდეგნაირად.  სტალინის მტკიცება, რომ ყველა ფორმაციას აქვს თავისი ძირითადი ეკონომიკური კანონი, ნაკარნახვია სტალინის და მისი მიმდევრების აზროვნების იერარქიის ტიპით: თუკი არის ფორმაცია ე.ი. მასში არსებული კანონზომიერება უნდა იყოს მთავარი კანონი, რომელიც იქნება ტონის მიმცემი სხვა დანარჩენისათვის. ასეთი აზროვნებას მეცნიერებასთან საერთო ნაკლებად აქვს. მაგრამ მიზნის ფორმულირება, რომელსაც მისდევს მმართველი კლასი მოცემულ ფორმაციაში თავისი ეკონომიკური პოლიტიკით – სრულიად მეცნიერული ამოცანაა და ნომენკლატურული ბიუროკრატიის იერარქიულ აზროვნებას არ უკავშირდება.  ამ აზრით რეალური სოციალიზმის ძირითად ეკონომიკური კანონი შედგება ნომენკლატურული კლასის მისწრაფებით უზრუნველყოს საკუთარი ძლიერება ეკონომიკური ბერკეტებით.
    არა, გაუგებარი ფანატიზმი და რაღა თქმა უნდა არა სასიკეთო მისწრაფება დააკმაყოფილოს მშრომელთა მოთხოვნები, არადა მხოლოდ ეს შეადგენს მიზანს და საფუძველს ნომენკლატურული კლასის ეკონომიკური საქმანობისა. საბჭოთა კავშირის მოსახლეობას ხომ სრულიად სხვა მიზანი აქვს –უბრალო და გასაგები: წარმოება მოხმარებისათვის და არა ნომენკლატურულიკლასის მოხმარებისათვის არამედ თავად მშრომელთა მოხმარებისათვის. ხალხს სურს საქონლის დახლი ყველასათვის და არა ფარული გამვრცელებლისათვის ან მთავრობისათვის; მათ უნდათ ბინები და არა ყაზარმები ან სახელმწიფო აგარაკები; მაქნანები რიგითი ადამიანისათვის და რა ტანკები; კარაქი და არა ზარბაზნები და ქვემეხები.

5 comments:

  1. რას ფიქრობდა საერთოდ სტატიის ავტორი, ქურქის აფრიკულ და ციმბირულ ღირებულებაზე რომ წერდა?...რა შუაშია საქონლის იმანენტური ღირებულება მის გარე საბაზრო ღირებულებასთან?...მარქსს არც არასდროს უთქვამს კაპიტალისტურ საზოგადოებაში საქონელი თავისი რეალური ღირბულებით საღდებაო...ხოლო რაც შეეხება თავად იმანენტურ ღირებულებას, ე.ი. საქონლის საცვლელ ღირებულებას, ის მართლაც მხოლოდ და მხოლოდ შრომის პროდუქტია. გაკვირვებას იწვევს ისიც, რომ ავტორი თითქოს მარქსს უსწორებს: ''დამატებითი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში იქმნება, ამის გარეშე საზოგადოებას არ შეუძლია არსებობა''....სინამდვილეში ზუსტად იგივეს ამტკიცებდა მარქსი კერძო საკუთრებაზე დამყარებული ყოველი საზოგადოებრივ–ეკონომიკური წყობილების შესახებ; რაც შეეხება სოციალიზმის დროს შექმნილ ზედმეტ ღირებულებას, უკაცრავად და ეს უკვე მარქსს აღარ მოეკითხება.მით უმეტეს მარქსი სოციალიზმს განიხილავდა, როგორც კაპიტალიზმიდან კომუნიზმზე გარდამავალ მოკლევადიან ფაზას, ე.წ. პროლეტარიატის დიქტატურას..და თან იმასაც აღნიშნავდა, რომ სოციალიზმი ჯერ კიდევ ვერ იქნებოდა განკურნებული სრულად კაპიტალისტური მანკიერებებისაგან.

    ReplyDelete
  2. საქმე იმაშია რომ ეს სტატია დაწერილია ყოფილი ნომენკლატურის წარმომადგენლის მიერ, რომელიც მე ვთარგმნე რუსულიდან, იმას მოკითხეთ. მე არ ვიცი.

    ReplyDelete
    Replies
    1. კაციიიიიიიიიიიიიიიიი

      Delete
    2. ანონიმუსი ვინაა არ იცი>?

      Delete
  3. ზედმეტი ღირებულება არ იწარმოება კომუნისტურ საზოგადოებაში, შეიძლება ზედმეტი პროდუქტი იწარმოოს. ღირებულებას დღეს კაპიტალისტური ფორმააქვს ასევე ქონდა საბჭოეთშიც და კაპიტალისტურ წარმოებაში სახმარი ღირებულება რომელიც ერთადერთი ავთენტური ღირებულებაა იფარება საცვლელი ღირებულების მიერ
    რომელიც სპეკულაციაა.

    ReplyDelete