Saturday, May 21, 2022

ნატალია ზურაბევიჩი: ოთხი რუსეთის პროექტი უქმდება

 


Фото: РИА Новости

2008-09 წლების რყევების შემდგომ  ჯერ კიდევ ბოლომდე გაუმართავი რუსული ეკონომიკა, ოდნავ შეჩერდა „სტაგნაციის“ სახით. რის შემდეგაც სწრაფი სვლით განაგრძო სერიოზული და ხანრგძლივი კრიზისისკენ. ამ ყველაფერს დამატებული დიდი რაოდენობის ნავთობის ინექცია ეკონომიკაში, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებზე ვარდნა და რეფორმა შეუმდგარი მშობლიური ეკონომიკის არსებული რესურსების გამოფიტვა ასევე ყირიმში გეოპოლიტიკური ავანტიურა.

არსებულ კრიზისზე რუსეთის ფედერაციის რეგიონებში ჩვენ ვისაუბრებთ სოციალური გეოგრაფიის პროფესორთან ნატალია ზურაბევიჩთან, გამორჩეულ ექსპერტთან, ავტორთან რომელიც აღწერს 2011 წლის ბოლოს განხორციელებულ მოქმედებებს ე.წ ცენტრალურ-პერიფერიულ მოდელს თანამედროვე რუსეთში.ოთხი რუსეთი“ ერთ ტერიტორიაზემოსკოვს გარეთ არსებულ ცხოვრებაზე  რეგიონალურ სტრატეგიაზე  ხელისუფლების მეგალომანიაზე და სახელმწიფოსა და ხალხის დაშორებაზე.

შეგახსენებთ რომ ამ კონცეფციის მიხედვით რუსეთი ოთხ ტერიტორიულ ნაწილად იყოფა. ყოველი მათგანს გააჩნია თავისი სოციალური მოდერნიზაციის დონე და სიჩქარე. ეს არის ცენტრები, მეტ--ნაკლებად აქტიური, მოდერნიზებული მოსახლეობით  (მილიონიანი ქალაქები ასევე ქალაქები დასახლებული 500 ათას სულზე მეტი) რომლებიც ატარებენ პოსტ-ინდუსტრიული საზოგადეობის ღირებულებებს.  ნახევარპერიფერია (ნაკლებად მსხვილი და საშუალო ქალაქები) რომლებიც არიან „საბჭოური“ ღირებულებების მატარებლები; და მცირე ქალაქები - პერიფერიაში არსებული ტრადიციული, პასიური და პატერნალიზმისკენ მიდრეკილი და სამეურენო საქმიანობით დაკავებული მოსახლეობა. თითოეულ ამ სამ რუსეთში ცხოვრობს დაახლოებით მოსახლეობის მესამედი. მეოთხე რუსეთი წარმოადგენს ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკებს, ასევე ტუვას (ციმბირის ფედ. ოკრუგი) და ალტაის (ციმბირის ფედ. ოკრუგი) (6% მოსახლეობის) . მათთვის დამახასიათებელია მაღალი ხარისხის ტრადიციული ცხოვრების წესი და არქაიზმი, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ სახელმწიფოს მხარდაჭერას.

-       რა ხდება დღევანდელ ცენტრალურ-პერიფერიულ მოდელთან დაკავშირებით. თქვენ სამი წლის წინ საკმაოდ კარგად აღწერეთ? იგი კვლავ მუშაობს?

 

-       იგი დროებით აღარ არსებობს.

 

 

-       ხომ არ გაქვთ შეგრძნება რომ დღევანდელი „პატრიოტული“ ფსიხოზის პირობებში თქვენს მიერ აღწერილი „ოთხი რუსეთის“ მოდელი ჩაანაცვლა ერთმა რუსეთმა?

 

-       პრინციპში მე გეთანხმებით. მთავარია აქ გავიგოთ რა ხანგრძლივობაზე ვმსჯელობთ. ოთხი რუსეთი ეს არის რაციონალური და ხანგრძლივვადიანი მოდელი, მაგრამ სინამდვილეში არავის უარყოფია მკვეთრ აქტივაციაზე წარმოშობილი სხვადასხვა ფობიებისა და კომპლექსების შედეგად მიღებული  რეალობა განსაკუთრებული მობილიზაციის სახით. ქვეყანას აშკარად შეეყარა კლასიკური პოსტიმპერიული სინდრომი, რომელიც ბოლომდე ვერ გადაიტანა 90-იან წლებში. მისი უარყოფა შეუძლებელია, იგი უნდა გადაიტანო შენს თავზე. განათლების როლი და მოდერნიზირებული ღირებულებები და ცხოვრების წესი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ერთი სახით- ვიღაც შესაძლოა მისგან უფრო სწრაფად გამოვიდეს, ვიღაც კი ნაკლებად სწრაფად. სულ ეს არის. ჯერ-ჯერობით 2014 წლის თებერვალ-მარტიდან „ოთხი რუსეთის“ მოდელი შეჩერებულია. როდის შევძლებთ  კვლავ განვაახლოთ იგი. ჩემი აზრით 2015-16 წლებში.

 

-       და რა იქნება ამის გაკეთების საბაბი. რა მექანიზმების ამუშავებასთანაა ეს დაკავშირებული?

 

 

-       „რაციო-ს“ ჩართვასთან...

 

-       ანუ გაიმარჯვებს პარტია „სავსე მაცივრებისთვის“?

 

-       ეკონომიკას აქვს თვისება გამოაფხიზლოს ადამიანები. ასეა სამყარო მოწყობილი. მე ჯერ ჯერობით არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება ყველაფერი მტრებს მიაწერო. ჩვენ არაფერში არ ვართ დამნაშავე, ჩვენ შეუდარებლები ვართ. სწორედ ასეთი აზროვნების გამო ვართ ასეთ რთულ მდგომარეობაში. პრინციპში ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მაგრამ როდესაც გარშემო მტრებო არიან და შენ კი სულ უფროდაუფრო ნაკლები ფული გრჩება - დგება მომენტი როდესაც ეკითხები შენს თავს: „ აბა, ხელისუფლება რაღაცას ხომ აკეთებს? რამე ხომ უნდა გააკეთოს.?“ როდის გაჩნდება ეს კითხვა, რთული სათქმელია.

 

 

-       დავუბრუნდეთ ჩვენს რეგიონებს. როგორ არიან ისინი რეცესიის პირობებში, ფედ. ბიუჯეტის სეკვესტრის და სხვა ნეგატიური ტენდეციების გამო რა მომავალი ელით მათ. როგორია მათი ბიუჯეტი. მაისის ბრძანებებზეც გვითხარით ორიდე სიტყვა.

 

-       ყველა საუბრობს ფედ. ბიუჯეტის სირთულეებზე, რომელბიც მომავალ წელს არის მოსალოდნელი, რადგან იგი მიდის დევალვაციისკენ. მე კი ორი წელია ვაკვირდები რეგიონების ბიუჯეტების რთულ მდგომარეობას. პრობლემების პიკი იყო 2013 წელს, ამ წელს (2014) უფრო მსუბუქადაა საქმე. 2013 წელს პრობლემური მდგომარეობა დაკავშირებული იყო ცუდ ეკონომიკურ კონიუქტურასთან, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის შემცირება და ფინანსათა სამინისტროს მცდელობა შეეჩერებინა  რეგიონებისთვის ტრანსფერები. ამასთან ერთად გაიბერა საბიუჯეტო ხარჯები დიდი სოციალური ვალდებულებების გამო. საჭირო გახდა პუტინის ბრძანების შესრულება სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გაზრდა. რეგიონებმა კი საპასუხო რეაქცია მისცეს: სამგზის დეფიციტის და რეგიონებისა და მუნიციპალიტეტის ჯამური ვალის (2ტრილიონ რუბლამდე) გაზრდით, რაც აღემატება 30% -ით საკუთრივ  მათ ბიუჯეტურ შემოსავლებს. 2014 წლის ცენტრალურმა ხელმძღვანელობამ გამოასწორა სიტუაცია, დაამატა ტრანსფერები; ოდნავ გაუმჯობესდა სიტუაცია გადამამუშავებელ მრეწველობაში, ამიტომ გაიზარდა შემოსავალზე გადასახადი. 8 თვის თავზე რეგიონებმა გამოიხედეს, 2013 წელთან შედარებით. უკვე არა 90%-იანი დეფიციტი აისახა არამედ 2/3.  ივლიისდან მოყოლებული ვალი იზრდება, იგი დაკონსერვდა სამი მოცულობით, რომლებიც დაგროვილ იქნა. თუმცა ეს დასასრული არაა. წლის ბოლო ყოველთვის აუარესებს საბიუჯეტო მდგომარეობას რეგიონებში, ამ დეკემბერში კი პრობლემებმა იმატა.

 

თუმცაღა აშკარაა რომ ბრძანებების აღსრულების „სისხარტე“ მოსუსტდა. პირველ რიგში უნდა ითქვას რომ საშუალო სახელფასო მონაცემების გაანგარიშების მეთოდიკა კორექტირდება შემცირების მიხედვით. მეორეს მხრივ ძირითადმა ნაწილმა ხელფასის მომატებისა ყველაზე მასიურად დასაქმებულ სექტორებში (ესენია განათლება და ჯანდაცვა) უკვე ჩაიარა. მესამე რიგში კი შეჩერდა საშუალო ხელფასის ზრდა და იგი მცირდება კიდეც. შეიძლება ჩაითვალოს კიდეც რომ საპრეზიდენტო ბრძანებები რეგიონმა გადაიტანა.

-       ნავთობზე ფასის ვარდნა არ აისახება რეგიონებში?

 

-       ფედერალური ბიუჯეტი ნახევარზე მეტწილად ფორმირდება ნავთობისა და გაზის შემოსავლებით. ამ შემოსავლებს იგი იღებს დოლარში ხოლო ხარჯებს რუბლში ატარებს. სხვადასხვა შეფასებებით ერთი დოლარით ბარელი ნავთობის გაიაფება, მიჰყავს ფედარაციული ბიუჯეტი 90-100 მილიარდ რუბლის დანაკარგებამდე. მაგრამ გაძვირებისას იგი იღებს 180-200  მილიარდ რუბლს. რუბლით ჯერ კიდევ ყველაფერი ბალანსირდება და ფედერალური ბიუჯეტიც ამ წელიწადში გადაჭარბებულად შეივსება. რეგიონების ბიუჯეტში  ნავთობის ფულის მინიმალურად შედის, თუმცა ფასების კლება ნავთობზე სანავთობო კომპანიების შემოსავალს შეამცირებს, ხოლო საშემოსავლო გადასახადი ძირითადად მოდის რეგიონებზე. ასევე არსებითია ის რომ გადარიცხვები რეგიონებში წარმოადგენს სანავთობო იჯარის გადანაწილებას. სანავთობო რენტა კი გამომშრალია. პრობლემა უმწვავესად დგას. რადგან მრეწველობაში ბევრი რამ არის იმპორტირებული ტექნიკა, ხოლო ისინი კი ორჯერ გაძვირდნენ. მათი მკვეთრი გაძვირება კი ნიშნავს რუსეთის მოქალაქეებს უმრავლესობისთვის სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტის მსყიდველთუნარიანობის ეფექტურობის შემცირებას. ერთის მხრივ როდესაც მცირდება იმპორტი უმჯობესდება გადახდის ბალანსი მაგრამ მეორეს მხრივ რუსული  ბიზნესი ძლიერ დამოკიდებულია იმპორტზე და ამიტომ 2015 წელს გარდაუვალია სამრეწველო დონის ვარდნა.

 

-       რომელ კრიზისს შეიძლება შევადაროთ მოცემული მდგომარეობა?

 

-      ექვსჯერადი ვარდნა რუბლის ვალუტის არ იქნება. განსხვავებით 1998 წლისა ბიზნესს დევალვაცია სუსტად დაეხმარება: რადგან არ არის თავისუფალი სიმძლავრეები და არც იაფი მუშახელი. ეს კრიზისი არ ჰგავს არც 1998 და არც 2008-09 წელბს. იგი გამოყოფილია. რა თქმა უნდა რუბლი დოლართან მიმართებაში ძალიან დაეცა, მაგრამ ბიზნესს სამი კვარტალის განმავლობაში გააჩნდა ერთნახევარი პროცენტით მატება გადამამუშავებელ სექტორის ხარჯზე. თუმცა გეოგრაფიიული მოცემულობა განსხვავებულია, მესამედ კი რეგიონალური მრეწველობა შემცირდა. მთავარი პრობლემა ინვესტიციებია. რუსეთში ისინი მცირდებიან უკვე მეორე წელიწადია. 2014 წლის სამი კვარტლის განმავლობაში იგი შემცირდა მესამედით რეგიონებში. ზრდას აჩვენებს მხოლოდ ნაკლებად განვითარებული რეგიონები, რომელთაც დიდი ინვესტიციები არასოდეს არ ჰქონიათ. ხოლო ძლიერ რეგიონებს მათ პრობლემები უკვე 2012 წელს გაუჩნდათ. ჩვენ ახლა ყურადღებას ვაქცევთ რუბლი/დოლარის კურსს თუმცა პრობლემები უფრო სიღრმისეულია.  თითქოს ჩანს რომ ჩვენ კრიზისიდან გამოვედით 2009 წელს, მაგრამ ინვესტიციების ზრდა 2013 წლისთვის იყო მინიმალური- კრიზისამდელ მდგომარეობასთან 2008 წელთან შედარებით მხოლოდ 2 % -ით მეტია. ნახევარზე მეტმა რეგიონებმა კვლავაც ვერ გადალახეს კრიზისული ვარდნა 2009 წლის ინვესტიციების. ინვესტიციების სტაგნაციამ და შემდგომ კი მათმა კლებამ ანდერძი გამოუყვანა ეკონომიკას. ინვესტიციების გარეშე იმპორტი ვერ იარსებებს. სისტემა პოლიტიკურ მოვლენებამდე შედიოდა უკვე ჩიხში. აშკარაა რომ გადამხდელუნარიანობის მოთხოვნა დაიკლებს შემოსავლების შემცირებისა და მკვეთრად გაძვირებული იმპორტის გამო. ვინაიდან იმპორტზე დგას უმეტესწილად მსხვილი ქალაქები „პირველი რუსეთი“ კარგავს ყველაზე მეტს. ჩვენ უკვე ავწიეთ ხელფასები ორგზის ისინი ახლა მოიხმარენ ქვეყნის მომსახურებას - მივლინებას სოჩაში და ა.შ.

 

-       რა შეგიძლიათ თქვათ უმუშევრობაზე. იგი ხომ თანმხლებია კრიზისის?

 

-       ვფიქრობ რომ უმუშევრობის დონე ზომიერი იქნება. პირველ რიგში მკვეთრად მცირდება პოპულაცია შრომისუნარიანობის ასაკში. ასეთია ჩვენი დემოგრაფიული პირამიდა. ეს ძალიან ამსუბუქებს შრომის ბაზარზე ზეწოლას. მეორეა ის რომ საკმაოდ მაღალი დონეა უმუშევრობის - 5% ასე ჩვენ არასოდეს გვიცხოვრია. უმეტესობა რეგიონებში 4-5% მერყეობს, გარდა ჩრდ. კავკასიის რესპუბლიკებისა და ტვირისა.

მესამედ კი 2000-იან წელბში უკვე წარმოიქმნა დასაქმების კლება მსხვილ და საშუალო მრეწველობასა და ორგანიზაციებში. ჯერ მცირდებოდა და ოპტიმიზირდებოდა დასაქმება ბიზნესში ახლა კი იგი საბიუჯეტო სფეროში გადადის ეს სტადია. აღსანიშნავი რაოდენობა შრომისუნარიანი მასისა გადავიდა არაფორმალურ ეკონომიკაში, რომელიც რთულად აღიწერება სტატისტიკურად. რუსეთის დასაქმების სტრუქტურა ასე გამოიყურება: დაახლოებით 19 მილ. საბიუჯეტო სექტორში ( 27% ეკნომიკურად აქტიური მოსახლეობისა), 17 მილიონი -დასაქმებული მსხილ და საშუალო ბიზნესსა და ორგანიზაციებში (23%) და ასევე 10-11 მილიონი დასაქმებული მცირე ბიზნესში, ხოლო 5-6 მილიონი ინდივიდუალური ბიზნესში. ჯამში 51-52 მილიონი ადამიანია. 4 მილიონი კი უმუშევარია. რაც შეეხება დანარჩენს - 17-19 მილიონი ეს არის...

 

-       ეს „ნაცრისფერი“ ზონაა?

 

-       დიახ, ისინი გამოკითხვის თანახმად ამბობენ რომ დასაქმებულები არიან.

 

-       და ეს „ნაცრისფერი“ ზონა გაიზრდება არა?

 

-       იგი იზრდება 2000-იანი წლებიდან მსხვილ და საშუალო საწარმოების შემცირების ხარჯზე. ამასთან ერთად მრეწველობაში დასაქმებულთა წილი შემცირდა 19%-ით. ხელისუფლებას შეუძლია გააუმჯობესოს   სიტუაცია მრეწველობით ქალაქებში იმ შემთხვევაში თუ მოხდება არსებითი გამონთავისუფლება დასაქმებულების. არის ამის გამოცდილება, რომ მიიღოს აქტიური ზომები დასაქმების მხარდასაჭერად. პირველ რიგში კი საზოგადოებრივი სამუშაოთი. დამატებითი საშუალება ამ ხელფასის გასასტუმრებლად არც ისე კრიტიკულია. ბიუჯეტისთვის-  2009-10  წლებში საჭირო იყო 40 მილიონამდე ნაკლები რუბლი, ხოლო უმუშევართათვის კი დაახლ. 80 მილიარდი. მე ვფიქრობ რომ სიტუაცია იქნება კონტროლქვეშ თუ კრიზისი არ გაგრძელდა. მსხვილი ქალაქების მცხოვრებლები , როგორც წინა კრიზისის დროს დაიწყებენ სამსახურის ძებნას თავად, ხოლო სოფელი ტრადიციულად დაკმაყოფილდება „მიწით“ 

 

-      ეს ხომ ისევ კონტროლია ფედერალური ცენტრიდან. შეუძლია კი არსებული კრიზისი გახდეს სტიმული ნაკლებ ცენტრალიზებულ სამმართველო სისტემაზე.

 

-      ნავთობის რენტის მქონე ქვეყნებს როგორც წესი, ცენტრალიზებულია მართვის სისტემა. შემდეგ კი გადანაწილდება. ქირის გადანაწილება ეხმარება დიდი სახელმწიფოს წარმოქმნას. ეს რუსეთის პრობლემაა და იგი დიდხანს დარჩება. ქირის ცენტრალიზაცია გამოიხატება შემდეგნაირად. ავიღოთ სულ 100%  საგადასახადო შემოსავლების რეგიონებიდან ფედერალურ ბიუჯეტში (ძირითადად ეს ორი გადასახადია სასარგებლო წიაღისეულის  და დამატებითი ღირებულება). 28% საერთო შემოსავლების იძლევა ხანტი-მასნიისკის ავტონომიური ოკრუგი, 16 %-ს (18 იყო 2013) , მოსკოვი 16 %-ს.  იმალა-ნენთას ავტონომიური ოკრუგი -10%, სანკტ-პეტერბურგი - 5 %.

 

 

-       და ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას?

 

-       ეს ხაფანგია: ჩვენ გვინდა დეცენტრალიზაცია. თუმცა საგადასახადოს დეცენტრალიზაცია მიგვიყვანს იქამდე რომ ყველაზე მდიდარი რეგიონები გახდებიან უფრო მდიდრები, ხოლო დანარჩენს ცოტა რამეს თუ მიიღებს აქედან. საგადასახადო ბაზების ტერიტორიული გადანაწილება აშკარად არათანაბარად ჩანს და მისი უბრალოდ ასე გადაწყვეტა არ იქნება მართებული. აქედან გამოსავალი სხვა სიბრტყეში უნდა ვეძებოთ - ქირის გადანაწილებაში: თუ როგორ ანაწილებენ მას, რა კრიტერიუმებით, ღია არის თუ არა იგი? მათი გადანაწილება საკმაოდ ბუნდოვნად ხდება. 2013 წლამდე დოტაციის წილი საბიუჯეტო გაანგარიშებაში , რომელიც ითვლება ფორმულით და ამიტომაც იგი წესით ღია უნდა იყოს. მან რეგიონებში  შეადგინა შემოსული ყველა ტრანსფერის 24-26% . 2013 წელს ტრანსფერის შემცირებამ და სხვა მიზეზებმა დოტაციის წილი ბიუეტში გაიზარდა 30%-ით. იგი უნდა ყოფილიყო არანაკლებ მისი ნახევრისა, მაგრამ ფერდერალურ ხელმძღვანელობას ძალიან სურს თავისი სურვილების თავსმოხვევა. ამიტომ პირველი პრობლემაა გადაწყდეს მისი ღიაობა და გამჭვირვალობა. ჩვენ ხომ ამ იჯარაზე ვცხოვრობთ.

          მეორე პრობლემა ზეცენტრალური მმართველობაა და საბიუჯეტო რესურსები არამხოლოდ ფედერალურ დონეზე არამედ რეგიონალურ დონეზეც. სულ უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება და რესურსები კონცენტრირდება რეგიონალურ ბიუჯეტში. მსხვილი ქალაქების მუნიციპალიტეტებიც კი, რომლებიც რეგიონს აძლევს მნიშვნელოვან საგადასახადო შემოსავალს თითქმის ნახევრად სუბსიდირებულია. მათგან უფრო და უფრო მეტი ზეწოლით ქაჩავენ გადასახადს ფიზიკური პირების შემოსავლებიდან. ეს უკანასკნელი კი მთავარ გადასახადს წამოადგენს მუნიციპალიტეტებისთვის. 2013 წელს საშემოსავლო გადასახადის წილი შემცირებულია 20 დან 15 %-მდე საქალაქო ოკრუგებისთვის, ხოლო 10% მუნიციპალური რაიონებისთვის. რაც საკმაოდ მცირედს წარმოადგენს.

        სოციალური დახმარებაც მცირდება რეგიონალურ დონეზე - სოციალური დაცვაში, ჯანდაცვაში და განათლებაში. მუნიციპალიტეტებს დაქვემდებარებაში დარჩათ კომუნალური გადასახადები, რათა შენახონ სკოლა და გადაუხადონ ხელფასი მასწავლებლებს, რაც რეგიონალური ბიუჯეტით იფარება. მუნიციპალიტეტი ახლა მხოლოდ შიდა გზებზე აგებს პასუხს, ასევე დასუფთავებასა და საბავშვო სკვერებზე. მაშ რანაირი თვითმართველობაა ეს?

            ზე კონცენტრირებული მმართველობა აუარესებს მომსახურების წვდომას შორეულ მანძილზე, თუმცა უფრო ეფექტურია ფისკალური ასპექტიდან გამომდინარე - იგი ეფექტურობას ზრდის და საბიუჯეტო დანახარჯებს ზოგავს. როდესაც ზეცენტრალიზებულობა დასრულდება (ეს ადრე თუ გვიან მოხდება) როგორ მოვახერებთ ამ პირამიდის გადმოიტრიალებას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს კიდევ ერთი ხაფანგი რომელიც უნდა შევნიშნოთ.

წყარო:

http://www.novayagazeta.ru/politics/66622.html

Wednesday, June 4, 2014

თანამედროვე ხელოვნება და სივრცე

                                                                                                    Art as crime; crime as art.
                                                                                                                          Hakim Bey

ცნებების და მისი ღირებულებების "გაქრობამ" პოსტმოდერნიზმში გამოიწვია სივრცეების ერთმანეთში აღრევა, რაც თითქოს ერთი შეხედვით უარყოფითი მახასიათებელია, თუმცა გააჩნია რომელი დისპოზიციიდან შევხედავთ მას. პირად და საჯარო სივრცეს შორის ზღვარი წაიშალა- ყველაფერი რაც საჯარო იყო პირად ცხოვრებაში შეიჭრა, და პირიქით ყველაფერი პირადი საჯარო სივრცეში გაითქვიფა. ამიტომ ჩვენს რეალობაში აღარ არის კონკრეტულად ერთი გამოყოფილი სივრცე ან ადგილი, რომელიც იქნებოდა საჯარო ანდა პირადი. ყველაფერი ეკუთვნის ადამიანს უფრო სწორედ ყველა სივრცე, ყველა ადგილი თუ ტერიტორია (იქნება ეს კანონიერად დაშვებული თუ არა!). თანამედროვე ხელოვნებაც სწორედ ამ იდეის ავანგარდში დგას და ცდილობს მაქსიმალურად აითვისოს სივრცეების გეოგრაფიული/ტოპოგრაფიული არეალი. მაგალითად“undergo. the parallels” პროექტიც ამის გამოხატულება იყო. მიტოვებული მიწისქვეშა გადასასვლელების გამოცოცხლება - ადამიანების მოცემულ სივრცეში ბიოლოგიური მოთხოვნილებებიდან "ესთეტიურ" მოთხოვნილებებზე გადართვა.

როგორც ზემოთ ვთქვი, აღარ არის კონკრეტული ადგილი, რომელსაც საზოგადოებრივს დავარქმევდით ანდა პირადულს, თანამედროვე ხელოვნება ვირუსივით ვრცელდება ყველგან ანგრევს საზღვრებს, აშიშვლებს პიროვნებას, და მარტო ტოვებს მას მილიონობით ადამიანის წინაშე. ადამიანების უმრავლესობა სამწუხაროდ, საკუთარ “ანდერგრაუნდ” სივრცეებში ცხოვრობენ, რომელშიც ბნელა, ვიწროა. მაგრამ ყველა ანდერგრაუნდს თავის "მიწისზედა" სივრცე გააჩნია. საკმარისია შევიგრძნოთ ზედა სამყაროს არსებობა მაშინვე გამოჩნდება მისკენ გზა. ეს "ინფორმაციული გაჟონვაა". იგი საკმაოდ ღრმა და საინტერესო მოვლენაა, თუნდაც იმით რომ მას შეუძლია სრულიად მოულოდნელ სიტუაციებში გაჩენა და ზოგჯერ ფიზიკური რეალობის პარალიზებაც.

პარალელურად პოსტმოდერნისტული მეთოდები ტექნოლოგიურ ევოლუციასთან ერთად იხვეწება და ყოველწუთიერად ახალდაახალ საშუალებებს იძენენ. ეს თავისთავად აჩქარებს ამ "გაჟონვის" პროცესს.

ამ პროცესის მთავარი აგრეგატორი არტისტია, ის ერთმანეთს აშორებს ან აერთებს, ანადგურებს და ქმნის, ამცირებს თუ ადიდებს განსხვავებულ დისპოზიციებს სივრცეებში. იგი თვითონ ირჩევს რომელ ხერხს მიმართოს ამისთვის. რომელი იარაღი გამოიყენოს ან გამოიგონოს. რა პროგრამა დაწეროს და სად (რომელ სივრცეში) გაუშვას ის.

  ამავედროულად თანამედროვე ხელოვნებაში უკვე დგება არტისტის meTodologiur-funcqiuri საკითხიც. კრეატივში უკვე ტექნოლოგიები და კომპიუტერები ერთვებიან  საკმაოდ წარმატებულად. არსებობს მთელი მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც თითქმის სრულიად ეფუძნება კომპიუტერულ ალგორითმებს და ტექნოლოგიურ-საბუნებისმეტყველო ენებს. ზოგიერთებისაზრით ეს არტისტის ფუნქციას კითხვის ქვეშ სვამს ტრადიციული გაგებით. პრაქტიკულად კომპიუტერი და ადამიანი კოლაბორაციაში შედიან ერთმანეთთან. ქმნიან ახალ და უნიკალურ არტეფაქტებს, სივრცეებს.



ჩვენი რეალობისთვისგასაგები რომ იყოს რაზეა საუბარი მოვიყვან მიახლოებით მაგალითს: მაგალითად, ქუჩაში, სადაც სხვადასხვა ადამიანები ქაოტურად გადაადგილდებიან სხვადასხვა მიზნისკენ. არავინ არავის აქცევს ყურადღებას და ცნობიერებაც მოდუნებულია… უცბად ამ დროს ხდება ისეთი რამე რის გამოც ადამიანები ყოვნდებიან, თვალს ადევნებს მომხდარს. (მაგ, მოხდა ავარია ან ადამიანებმა დაიწყეს სიმღერა აივანზე ხმამაღლა…) ყველა გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას, ემოციას, უნებლიედ იქმნება ერთიანი სივრცე, სადაც ნებისმიერი შემთხვევითი გამვლელიც ერთვება ამ პროცესში.

როცა ვსაუბრობთ თანამედროვე ხელოვნებაზე, არტისტს შეუძლია სწორედ, მოულოდნელი, დამაბნეველი შემთხვევების სიმულირებით შექმნას საერთო საკონტაქტო სივრცე სრულიად შემთხვევითი გამვლელი ადამიანებისთვისაც. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საზოგადოებრივ სივრცეზე, როგორც საერთო ფენომენზე, ანუ მანამდე სანამ ცნობიერი აქტივაცია არ მოხდება ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებისა.

Tuesday, November 20, 2012

Contemporary art and spaces


                   
    Disappearing of concepts and it’s values in postmodern resulted mixing of different spaces, which seems to be negative side, but still depends from which side we will look at it. There is no more borders between private and public space- everything what represented public space invaded personal space and oppositely what represented private space mixed up with public. So there is not one exact place or space on which we should say that’s private or that’s public. Everything belongs to human, every kind of place and territory. (Should it be allowed by law or not!)  Contemporary art is the main platform to assimilate spaces geographic/topographic areas. Concretely the project “undergo. the parallels” which was held in Tbilisi is main expression of this concept. Giving new life to abandoned undergrounds - switching from biological to “aesthetic” demands.
As was said beginning there is no limit between private and common spaces. It spreads as virus, destroys the boarders, strips and leaves alone persons towards the masses. The most of people are living in dark and unclean undergrounds where is not hope (depression) and joy, but every underground has its upper space, where is light and freedom. And saying metaphoric the function of art is to get people up from underground space.  I call this process   “percolation”. This is quite deep and interesting subject because it can change the whole life of person.
But again the main actor in this process is an artist. He separates and connects, destroys and creates, reduces and enlarges different disposition in spaces. He choices which tools to use, which program to write and where to load it. At this time in contemporary art comes a question about artists methodological and functionalistic topic. In process of creation technologies and computers beginning to play a great role and by the way quite successfully. There is a whole art movement which is based on computer algorithms and nature studies. Practically they are collaborators with humans and creating unique and new artifacts.
As for me artists function could be simulating by unexpected and fastening situations common communicational fields for every accidental person from different social and cultural background. After that we can talk about public social as general phenomena.

Saturday, February 5, 2011

მიხაკო წერეთელი ინტერნაციონალიზმის შესახებ.

      
       იდეალის სიყვარულის ქცევის შემთხვევაში იგი კრიტიკას გაურბის და სუბიექტური ხდება. ქართველი არ არის აღზრილი ეროვნულ ნიადაგზე, იგი შებოჭილია და უცხოეთში ამ შემთხვევაში რუსულ ან დასავლურ კულტურაში ეძებს თავისი რწმენის დაკმაყოფილების საშუალებას.

მაგრამ ამასაც მახინჯად და ზადით აკეთებს. სინამდვილეში იგი ვერ ეზიარება ამ კულტურას და გაურკვეველი ჰიბრიდის სახეს ღებულობს. ძალიან ტრაღიკულია როდესაც ქართველი ინტელიგენტი საკუთარ ენას ანაცვლებს უცხოურით და წყდება ქართული ენის სოციუმს. ის რიგიანად ვერც დასავლურ კულტურის მატარებელია ბოლომდე და ვერც ეროვნულ კულტურის. არ იცის მშობლიური ლიტერატურა, ხალხური შემოქმედება. იგივე მდგომარეობაშია უცხოეთშიც და არ იცნობს მის კულტურას საფუძვლიანად. უნდა ნახოთ რა უაზროდ იცქირება თუ ერთმანეთის ოპონენტებს ნახავს ხელჩამოერთმეულს, მაშინ როცა ქვეყნის ინტერესებმა ისინი შეაერთა, ქართველი კი მივა ვინმე უკიდურესი პარტიის მოძღვართან და მას დაეკითხება და თუთიუყუშივით იწყებს გამეორებას.

რამდენია ჩვენში ასეთი ადამიანი, რომელნიც რუსული აღზრდითა და იდეალებით არიან ნაკვებნი. განა როდისმე მათი რუსული ფსიხიკა ცდილობდა საქართველოში შეექმნა რწმენა სამშობლოსი და მისი ორგანიული ეროვნული ცხოვრება აღედგნა? ამ რუსულმა მიმართულებამ და ეროვნულ იდეალთა არ არსებობამ მოიტანა ეს შედეგებიც. ავტონომიის მოთხოვნის უარყოფაც ამის მიზეზია. ჩვენში რუსულმა კვალმა სწორედ ეს კვალი დატოვა და ახალი ფორმა შეიძინა სოციალიზმის სახით, წარმოიდგინა რა იგი საერთაშორისო დონის სიძლიერედ. სინამდილეში კი მოხდა ის რომ რუსის ინტერნაციონალიზმი საქართველოში ცენტრალიზმად გარდაიქმნა-უსოციალიზმოდ და უინტერნაციონალიზმოდ. არაერთს კი სჯერა კიდეც რომ რუსების გარეშე სოციალიზმი შეუძლებელია შეგდეს. ეს კი ურწმუნოებაა საკუთარი ეროვნული სიცოცხლისა და მეტი არაფერი.

  ვერც ინგლისის რევოლუციამ, ვერც საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ ვერ გადაწყვიტეს სოციალური პრობლემები. ამიტომ მეცნიერებმა მოიფიქრეს თეორეა, რომელიც იქნებოდა თანასწორობაზე დაფუძნებული. განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოში, როდესაც იგი გავრცელდა ევროპულ ქვეყნებში. შეიგნო რა პროლეტარიატმა საკუთარი თავის სიძლიერე, მასზე ააშენა თავისი ინტერნაციონალი. ეს ინტერნაციონალიზმი უფრო ღრმა და რეალური იყო, ვიდრე პლატონური და იდეალისტური საფრანგეთის რევოლუცია.

  თუ კარგად გადავხედავთ ისტორიას ვნახავთ, რომ ინტერნაციონალიზმი პოპულარული იყო იქ სადაც ნაციონალიზმის პრობლემა უკვე გადაჭრილი იყო. ის ქვეყნები კი რომლებიც დამონებული იყვნენ ინტერნაციონალიზმის მაგივრად ნაციონალისტური მოძრაობა იყო გაჩაღებული. სოციალიზმის მიმდევართ ის ვერ გაურკვევიათ საერთოდ რა არის ინტერნაციონალიზმი, მისი უფლებანი. იგი ხომ ერთა შორის ურთიერთმიმართებაა, უფლებათა და მოვალეობათა მიმართება. ისინი კი პირდაპირ კაპიტალისტების ექსპლუატატორული ბნელ მხარეებს ეკვეთნენ პროლეტარიატის განსათავისუფლებლად, თითქოსდა მხოლოდ კაპიტალიზმი ყოფილიყოს ადამიანის ერთადერთი ჩაგვრის ფორმა, და ეროვნული კი მასთან შედარებით არც არსებულიყო. იმ ერებმა რომელთაც ეროვნული დამოუკიდებლობა არ აწუხებდათ მოახდინეს საკუთარ ქვეყანაშI ეკონომიკის გაუმჯობესება-სოციალიზმი.ამავე დროს საკუთარ კოლონიებსაც მოსთხოვეს ინტერნაციონალიზმი. როცა კოლონიამ ეს ვერ აღასრულა მას შოვინისტი და სოციალიზმის მოღალატეობა დასწამეს. ნაციონალიზმს კაპიტალისტების მოგონილ ხრიკს და სატყუარას უწოდებდნენ. რომ შეიძლებოდეს მოგვესპო ინგლისელი ან ფრანგი სოციალისტებისათვის ეროვნულ დამოუკიდებლობა მერე კი ჩაუფიქრდებოდნენ თავიანთ შემცდარ თეორიებს და გამოეკრვიათ რა დამოკიდებულებაშია სოციალიზმი და ნაციონალიზმი ერთმანეთან


 მაშინ ისინი შეიმუშავებდნენ ერის თეორიასაც და კაცობრიობის გარდაქმნას მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენათა ანალიზზე არ დაამყარებდნენ. მაშინ ერი იქნებოდა ცოცხალი სოციალური ორგანიზმი, ხოლო სოციალიზმი ერის ეკონომიკური სტრუქტურა.. მაშინ ნაციონალიზმიც აღარ დაუპირისპირდებოდა სოციალიზმს. მაშინ ინტერნაციონალიზმიც განსხვავებულად იქნებოდა წარმოდგენილი- ფრანგი, ინგლისელი გერმანელი ყველა ვისაც აქვს თავისუფლება და არა აქვს უნდა განთავისუფლდნენ, შინაგანი და გარეგანი მონობისაგან და ერთად შექმნან თავისუფალ ერთა კავშირი. და არა მხოლოდ პროლეტარიატის კლასი ეროვნებას მოკლებული. მაშინ აგრეთვე კაცობრიობაც აღარ წარმოუდგებოდათ კაპიტიტალიზმი ასე მტრულად  არამედ ინდივიდთა ერთობად, რომლებიც განვითარების ერთ ეტაპზეა მდგარი. ადრე თუ გვიან ისინი მოითხოვენ თანასწორუფლებიანობას ევროპასთან და ინტერნაციონალიზმს შექმნიან. მაშინ აღარ შეაშინებდნენ კაცობრიობას კითხვით რა არის ერი და მითუმეტეს პატარა ერი მთელ კაცობრიობასთან მიმართებაში.
     ასეთი ზერელე და ყალბი ინტერნაციონალიზმით არიან სოციალისტები დაკავებულნი და პატარა ერებსაც ეს იდეები მოედო. სოციალისტებმა ისიც კი ვერ გამოითვალეს, რომ სანამ ინტერნაციონალიმი განხორციელდებოდა მანამდე ჩაგრული ერი გაქრებოდა და აღარ იარსებებდა. და აღარც იქნებოდა პროლეტარიატის სოლიდარობის მიზეზიც.
     მაგრამ საბედნიეროდ იმ ერებს რომლებიც ძლიერნი იყვნენ ამ ინტერნაციონალიზმმა გვერდზე ჩაუარა და დიდი ვერაფერი ავნო. ხოლო ჩვენსავით სუსტი ქვეყანა კი დასცა და გზას ააცდინა. მხოლოდ ქართველ სოციალისტებს არ გაუვლთ ფიქრი გაემიჯნონ რუსულ სახელმწიფოს და მის საზღვრებს. სწორედ ისე ფიქრობს როგორც ჩვენი თავად აზნაურობა რუსეთში. ამას ხომ არასდროს არ გააკეთებს ჩეხი, პოლონელი ან უკრაინელი სოციალისტი. მხოლოდ ჩვენ. აბა ერთი მთელი კავკასიის ერები გამოვიდნენ და თანასწორუფლებიანობა მოთხოვონ რუსეთს, როგორი რეაქცია ექნებათ სტოლიპინებსა და პლეხანოვებს და რა წყრომით დაგვემუქრებიან. გამოდის რომ ინტერნაციონალიზმი პირველ რიგში რუსულად სხვა არაფერია თუ არა იმპერიალისტური მიზნების დაფარვა და მეორე დაკანონება დამონებული ერის ჩაგვრისა. ამიტომ დიდი ქყვეყნების სოციალისტებმა დაიწყეს უკიდურესი ნაციონალისტური პოზიციის დაკავება და ნამდვილ შოვინისტებს დაემსგავსნენ. განსაკუთრებით ეს გერმანიასა და რუსეთს ეხება გერმანია არ აღიარებდა პოლონეთის დამოუკიდებლობას, რუსებმა კი საერთოდ ავტონომიიის იდეაც უარყვეს.

       ინტერნაციონალისტური პოლიტიკის გატარება მხოლოდ მრავალეროვვან ქვეყნებში მოხდა ისეთი როგორიც იყო ავსტრია. მაშინ დაიწყეს ფიქრი სოციალიზმისა და ნაციონალიზმის ერთად არსებობის იდეაზე და განხორციელებაზე. თორემ ისეთ ქვეყნებში, სადაც დომინანტი ერია ქვეყანაში, როგორც გერმანია და რუსეთია ინტერნაციონალიზმის წარმოდგენა შეუძLებელია. ამის განხორციელებას ან სოციალისტების მორჯულება იქნება საჭირო ან პოლონეთის, ჩეხხების და უკრაინელების გამოლაშქრება.

       არიან უკიდურესი ანარქისტებიც, რომელთა აზრები ვერავიათარ კრიტიკას ვერ უძლებს. ისინი მიიჩნევნ რომ პროლეტარებისთვის არ აქვს ნიშვნელობა თუ რა ენაზე ილაპარაკებს ადამიანი, რა ეროვნებისაა და რა სახელმწიფოში ცხოვრობს. მათი არგუმენტია რომ დღესდღეისობით წმინდა სისხლის ერი არ არსებობს. რაც თავისთავად მეცნიერული ბანკროტობაა.
        რუსი ანარქისტებზე დაკვირვებისას მივხვდი, რომ ისინი არც ისე გამოირჩეოდნენ ორიგინალური აზროვნებით და არსებითად ევროპულ იდეებს იმეორებდნენ. ჩემი ევროპაში ყოფნის დროს კი დავიწყე და აღმოვაჩინე რომ სოციალისტები არა მხოლოდ მარქსი და ენგელსი იყვნენ. გავეცანი პავლე მოციქულის, წმინდა ავგუსტინეს და სხვა ადრეულ ლიტერატურას. შემდეგ აღმოვაჩინე სოციალიზმის მიმართულება ანარაქიზმი რომელიც უფრო მოსაწონი აღმოჩნდა ჩემთვის. ყველაზე მეტად იმან დამაფიქრა, რომ ყველა სოციალისტი ევროპაში საკუთარ ეროვნულ ნიადაგზე მოქმედებს. განასკუთრებით პარლამენტი. ისინი კოლონიების მიმართ შოვინისტურ დამოკიდებულებას არც მალავდნენ და ინტერნაციონალიზმს კი უბრალოდ ყვირილი და ზედაპირული ლოზუნგების სახე ჰქონდა. ისინი იმდენად იყვნენ ინტერნაციონალისტები რამდენადაც საკუთარ ინტერესები გაწვდებოდა და არ ავნებდა მას. მაგალითისთვის ვიცნობდი შვეიცარიელ სოციალისტებს რომლებიც ბოლომდე იცავდნენ საკუთარ რესპუბლიკას, რომელშიც ინტერნაციონალიზმი უკვე განხორციელებული იყო სამი ერის სახით -გერმანიიის, საფრანგეთის და იტალიის სახით. და არ დათანმდებოდა არც ერთ ქვეყნის ქვეშ მმართველობას
თუ შვეიცარიელებმა შექმნეს თქო ასეთი ლამაზი ქვეყანა საქართველომ რაღა დააშავა. საქართველოდან ახალი ამბავი მოდიოდა რუსების გადმოსახლების შესახებ სოციალ-დემოკრატებს საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვსო. რუსის კოლონია თვალწინ მედგა პარიზში. ვუყურებდი პლეხანოვს ამ ნამდვილ ნაციონალისტ პოლიტიკოსს, რომელიც არაფრით არ იყო დაფარული. ვხედავიდ ლენინს ნამდვილ იმპერიალისტს და ძველი რუსეთის საზღვრების დამცველს ს-დ-ს პროგრამის მიღების დროს. ვხედავდი ებრაელებს როგორ უაყოფდნენ ნაციონალიზმს და ქვეყანას და გულის სიღრმეში სიონისტები იყვნენ და ხმაღლა ვერ ეთქვათ რუსების ხათრით.
       ანარქისტთა შორისაც ძალიან იშვიათად თუ ნახავდით ისეთ პიროვნებას, რომელიც ნაციონალიზმს არ უარყოფდა და თვალს არ დახუჭავდა. ასეთი იყო კროპოტკინი, რომელიც ლონდონში გავიცანი. იგი სამართლიანად მსჯელობდა და თანასწორუფლებიანობის პრინციპს იზიარებდა. ამის გამო მას საფრანგეთის პატრიოტი და ნამდვილი დემოკრატი უწოდეს. ხოლო ანარქისტებმა კი მოღალატედ შერაცხეს. მეორე იყო რეკლიუ, რომელიც აღიარებდა ინტერნაციონალიზმს და თავის გეოგრაფიაში ყველა რასის და ეთნოსის მცოდნე და პატივისმცემელი იყო. იგი ვარლამ ჩერქეზიშვილს რადიკალს, დემოკრატს და შოვინისტს უწოდებდა . რაზეც ცხარე კამათი ჰქონდა ვარლამს.
         ევროპაში დაბრუნების შემდეგ განვაგრძობდი ანარქიზმის იდეალების ქადაგებას. იმის იმედად რომ ერონულ სული გამოიღვიძებდა. თუმცა ის კი არ მქონდა გათვლილი რომ ბრძოლა შეიძლებოდა წაგვეგო. და ასეც მოხდა. უნდა მოგვეხდინა ეროვნული იდეალების გავრცელება, რათა ხალხს ჰქონოდა დასაყრდენი. ჩვენ უეცრად დაგვატყდა პრობლემები. ავიღოთ თუნდაც მიწის პრობლემა. ეს მხოლოდ აგრარული პრობლემა არ არის, არამედ პოლიტიკური. გლეხისთვის მტრად მხოლოდ თავადი და სახელმწიფო გამოვიყვანეთ ის კი ვეღარ გავითვალისწინეთ რომ გარე მტერი თავს გვატყდებოდა. თორემ ავიღოთ აქვე სომხების მაგალითი როგორ უვლიან საკუთარ მიწას, საკუთარ უფლებიანობას და ფასს. დღეს მათი დამცველები ევროპელი სოციალისტები და ანარქისტებიც არიან.
       ჩემი მიზანი იყო ამ წერილით მეთქვა რომ არ მიღალატია ჩემი ანარქისტული იდეალებისათვის. მაგრამ ამავე დროს ვერც ნაციონალიზმის პრობლემას ვხედავ მოგვარებულად. ურომლისოდაც კვდება შემოქმედებითობა და შესაბამისად ინტერნაციონალიზმიც და სოციალიზმიც.
ასე რომ მე ქართველი ანარქისტი ვარ!

Saturday, November 13, 2010

სტუდია რე: დემოკრატია საქართველოში?




ზვიად ქორიძე სტუმრები: ზაზა შათირიშვილი, მარინე ჩიტაშვილი, გიგა ზედანია
ის რომ ქვეყანაში აუცილებლობას წარმოაგდენს ოლიტიკური პროცესების გამოცოცხლება ამას ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი დაეთანხმება. და ჩემი აზრით მორალისტური პოზიციებიდან გაკრიტიკება ხელისუფლების არის საკუთარი უვიცობის გამოვლინება კონკრეტულ საკითხში. სხვა საკითხია სამართალი. ამაზე კამათი კი მისაღებია. სწორედ ეს არის ამ გადაცემის მთავარი გზავნილი საზოგადოებაში – "ოპოზიციური" მიტინგომანია არ იყო პოლიტიკური პროცესი. შესაბამისად უნდა გაჩნდეს ოპოზიციური დისკურსი. ამას კონსტიტუცია განსაზთ~ღვრავს თუ რა ფორმებში იქნება.

Thursday, September 9, 2010

საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია

                                                                    ვერსალის ზავი
              პირველმა მსოფლიო ომმა დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ამ ომში დაიღუპა 10 მილ. და დაიჭრა ოცი მილ. ომის დროს გემრანიიის ბლოკის ქვეყნებს მობილიზებული ჰყავდათ 25 მილ. ადამიან ხოლო ანტანტას 48 მილ.
           ანტანტასა და გერმანიას ბლოკს შორის დაიდო 36 დღიანი ზავი. ისტორიკოსები ანტანტას გამარჯვებას დიდხანს აკეთებდნენ და არასწორად აფასებდნენ ომის შემდგომში გერმანიიის ქცევას. ამაზე იზრუნეს გერმანელებმა, რომლებიც გერმანას ვერსალის დიქტატის მსხერპლად მიიჩნევდნენ სინამდვილეში გერმანია იყო დაჭრილი მტაცებელი, რომელიც მისდევს თავის მტრებს დაცდილობს ისევ ბრძოლაში ჩაებას.
1918 წლის დეკემბერში გერმანიამ მთელი თავისი ჯარი გაიყვანა რაინიდან. არცერთი მისი ნაწილი არ ჩავარდნილა ტყვედ. მართალია არმია არ იყო წინანდელი მაგრამ ისევ აშინებდა გამარჯვებულებს. რადგან მას ისევ შეეძლო წინაარმდეგობის გაწევა. რევოლუციით ემუქრებოდნენ ანტანტას ქვეყნებს.
   დაზავების გაგრძელება. ამასობაში ზავის დრო ამოიწურა. ანტანტის წარმომადგენლებმა მოითხოვეს დაზავებისთვის წარმომადგენელთა გამგზავრება. წინასწარ თათბირზე ჰინდებურგმა ზავის გაგრძელებას დაამატა რამდენიმე პირობა. რაინის მარჯვენა მხარეს გაუქმებულიყო ნეიტრალური ზონა, საოკუპაციო ჯარი შემცირებულიყო, და ბლოკადა მოეხსნათ.

           12 და 13 დეკემბერს ტრირში გერმანიის დელეგაცია მოლაპარაკებებს ეწეოდა ფრანგ გენერალ ფოშთან. გერმანიის წარმომადგენელი ერცბერგერი აცხადება, რომ დაზავებასათვის გერმანიას მიცემოდა მცირე დრო. ფოშმა ამას ყურადრება არ მიაქცია. მაშინც ერცბერგერმა მიანიშნა რევოლუციის საშიშროებაზე და ტრიტის შეთანხმებით დაზავება ერთი თვით გააგრძელა. ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. საჭირო იყო კიდევ მეტი დრო. გერმანელები მზად იყვნენ ბერლინში შეეშვათ ანტანტის ჯარი. თუკი იქ გაიმარჯვებდა პროლეტარული რევოლუცია.
      სახელმწიფო პროგრამა საზავო კონფერენციაზე . დაზავების პირობები წინასწარ განსაზღვრავდა ზავის პირობებს. ფრანგი იმპერიალისტები ოცნებობდნენ გერმანიის დაქუცმაცებაზე. საფრანგეთის გეგმებზე სრულ წარმოდგენას გვიქმნის მეფის რუსეთთან ცარიზმის დამხობის წინ საიდუმლო შეთანხმება. რუსეთი თანახმა იყო საფრანგეთის გეგმისა, რომელიც ითვალისწინებდა გერმანიასთან საზღვრების დადგენას იმ პირობით თუ საფრანგეთი დააკმაყოფილებდა მეფის რუსეთის მისწრაფებას მიეღო კონსტანტინოპოლი და სრუტეები. ეს საიდუმლო შეთანხმებით ბოლშევიკებმა გამოაქვეყნეს, რამაც მსოფლიოში აუზაური გამოიწვია. ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურა აცხადებს “ჩვენ ეს არასოდეს არ გვსურდა და არასოდეს გავუწევთ მფარველობას ამ იდეას”.
        საზავო კონფერენციაზე საფრანგეთის პოზიცია საკმაოდ ძლერი იყო. მის უკან უზარმაზარი კონტინეტური არმია იდგა. კონფერეცნიაზე ინგლისის ინტერესებს წარმოადგენდა ლოიდ ჯორჯი . მას კონფერენციაზე სურდა საზავო მოლაპარაკებებით განემტკიცებინა ის რაც იარაღის ძალით მიიღო. ლოიდ ჯორჯის გეგმაში სუსტი ადგილი იყო გერმანიასთან ურთიერთობა. იგი წინააღმდეგი იყო გერმანიიის დაქუცმაცების და ფიქრობდა თუ როგორ გამოეყენებინა იგი საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. აშშ–ს მდგომარეობა შეიცვალა ომის ბოლოს. საზავო ხელშ. ფორმალურად ეყრდნობოდა უილსონის 14 პუნქტს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო უილსონისკენ. მასში ყველა მხსნელს ხედავდა. კონფერენციაზე მან მიაღწია სერიოზულ წარმატებებს.
       იტალია საზავო კონფერენციაზე დიდ ხელმწიფოთა ჯგუფში ირიცხებოდა, მაგრამ მას სათვალავში არავინ იღებდა. იაპონია წარმოდგენილი იყო საიონძი, მაკინოთი და სხვა დელეგატებით. რომლებსაც “მდუმარე პარტნიორები” უწოდეს.

                                  ბალკანეთის ომები მსოფლიო კონფლიქტის წინადღე
 
          ევროპის საერთაშორისო ურთიერთობებში დიდი ადგილი ეკავა აღმოსავლეთის საკითხს. იტალია თურქეთის ომმა დააჩქარა კრიზის. ამან გააღვიძა ბალკანეთის სახელმწიფოები რათა დაედოთ კავშირი თურქეთის წინააღმდეგ და დაეწყოთ ომი. ამას რუსეთის დიპლომატია ხელს უწყობდა ბალკანეთის ბლოკის შექმნა რუსეთსთვის იყო მსოფლიო ომის მომზადების ერთგვარი ეტაპი. რუსეთის ელჩი კონსტანტინოპოლში ჩარკოვის თურქეთს სთავაზობდა ამ ბლოკში შესვლას და ამასთანავე ბალკანეთის ქვეყნების მხრიდან კეთილმეზობლური ურთიერთობების გარანტიას იძლეოდა. ამ გეგმას რიგი წინააღმდგობები შეხვდა. თურქეთი ძალზე დაკაბალებული იყო გერმანიის მიერ და ამგვარ კომბინაციაზე წასვლა არ შეეძლო პეტერბურგში საბოლოოდ სხვა შეხედულებამ გაიმარჯვა. მისი მომხრეები თვლიდნენ რომ ისეთი ბლოკის შექმნით რომელიც ბალკანეთის ქრისტიან ქვეყნებს გაერთიანებდა უფრო ქმედითი იქნებოდა. ბალკანეთის ქვეყნიდან ავსტრასთან ბრძოლით დაინტერესებული იყო სერბია. ავსტრიის წინააღმდეგ ვერც ბულგარეთისა და ვერც საბერძნეთის დაყოლიება მოხერხდა.
         ბალკანეთის ბლოკის შექმნაზე მოლაპარაკებები სერბეთის ინიციატივით დაიწყო. თავდაპირველად ბულგარეთის მთავრობა უარყოფითაად შეხვდა თუმცა შემდეგ იფიქრეს, რომ ეს შექმნიდა ხელსაყრელ გარემოებას თურქეთის წინააღმდეგ გამოსვლისთვის. ამ შემთხვევაში ბულგარეთმა თვითონ მიმართა სერბეთს მოლაპარაკებებისაკენ. რუსეთმა ეს იდეა მოიწონა.
         1912 წლის მარტს დაიდო ხელშეკრულება სერბეთ–ბულგარეთს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება.: სერბეთი და ბულგარეთი მზად იყო ხელსაყრელ მომენტში თურქეთს დასხმოდნენ თავს. ხელშეკრულებამ გზა გაუხსნა ბულგარეთს ბირჟისაკენ. აღნიშნულ ხელშეკრულებას დაემატა სერბეთ–ბულგარეთის სამხედრო კონვენცია. თურქეთის ან ავსტრიის წინააღმდეგ ომის შემთვევაში სერბეთი გამოიყვანდა 150, ხოლო თურქეთი 200 ათას ადამიანს.
       სერბეთ–ბულგარეთის მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობდა საბერძნეთ–

Wednesday, June 30, 2010

internet პოლემიკა

მოკლე შესავალი: ფბ–ზე ერთ ერთ ჩემს მეგობართან ჩატში მცირე პოლიტიკური დებატი გაიმართა. ყველაფერი დაიწყო ისე რომ XXX-მათ თავის პროფილზე შევარდნაძის ფოტოების დადება და მისი ხოტბის შესხმა დაიწყო. მე იმას არ მოვუწოდებ რომ სააკაშვილის ფოტოები დაედო და განედიდებინა, მაგრამ ცუდად მომხვდა მაინც თვალში.პოლიტიკურმა დონემ ჩემი აზრით ერთი ნაბიჯით აიწია საქართველოში, არ ვსაუბრობ ხალხის შეგნებაზე.თუ პოლიტიკას არ მიეცა განვითარება ხალხიც ვერ განვითარდება. და წარსულის ნოსტალგია ვერ გიშველის, მითუმეტეს შევარდაძს ნაირი პირმოტნე, ლიცემერი პოლიტიკანების მიმართ.

Me
opozicia clke fenomenia..
xalxi xalxia rasac chasdzaxeb imas amogdzaxebs xo ici... mixos qvevrivitaa :DDDD
:((

:((
agar mecinebia

03:10
Me
reformebi xo iyo ragacam gaamartla ragacam ara.
mara am opoziciam xalxs rwmena daukarga..
winaswarve uaryofitad ganawyves xaxli.

03:15
Me
mainc shevardnadzes natrob.. ?
ver gadmogibire.?

03:17
XXX
ara arsad ar vapireb gadabirebas
shevardnadze bevrad maghali donis diplomatia vidre
dghevandeli diplomatebi
da
msoflioshi erterti yvelaze didi diplomati iyo
da aris jer
kidev
sheni azrit romeli politikosi gaaaqrobda im bandebs 90shi ro dominirebdnen
90ebshi

03:19
XXX
daabrunet edo sanam ar gagvedo!!!

03:19
Me
yvela normaluri saxelmwifo egre izavda. zviadsac sheedzlo dzalit mara ar qna. da sxva sashualebebi ver gamoiyena imito ro magat mentalitets ver chawvda.

03:20
XXX
daabrunet edo, sanam GHrmad gagvedo!!

03:20
Me
danarcheni mishamac qna svanebs ro daadebina iaragebi

Sunday, May 16, 2010

გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვა ბლოკი I
1.ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
  • კლასიკური სტილი 3 (17%) -1 =2%
  • სპორტული სტილი 0 (0%)
  • თავისუფალ-ინდივიდუალური სტილი 10 (58%) -1=9%
  • სიტუაციის შესაბამისად 3 (17%) 
  • არ მაქვს სტილი 1 (5%)
    Votes so far: 17 -2=15
     2.მოგწონთ თანამედროვე თაობის ჩაცმის სტილი?
    • დიახ 10 (66%)
    • არა 3 (20%) 
    • არ მაინტერესებს 2 (13%) 
    Votes so far: 15
    3.მისაღებია თქვენთვის დაბალწელიანი შარვლების მოკლე ტოპების, ჭიპისა და მოშიშვლებული მკერდის გამოჩენა?
    • მიუღებელია 4 (26%)
    • მისაღებია 4 (26%) 
    • ყველას თავის გემოვნებას აქვს 7 (46%)
    Votes so far: 15

    რატომღაც პასუხების რაოდენობა არ დაემთვხა ერთმანეთს. ამიტომ გათანაბრების მიზნით გადავწყვიტე პირველი კითხვის ორი პასუხისთვის თითო ხმა გამომეკლო– ყველაზე მეტი ხმის მქონე პასუხისთვის (პირველი და მესამე ვარიანტისთვის). ამით სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. შეჯამებისთვის: პირველ კითხვაზე 9 ხმა სულ 15 ხმიდან აიღო თავისუფალ-ინდივიდუალურმა სტილმა.
    მეორე კითხვაზე მოგწონთ თუ არა თანამედროვე ჩაცმულობის სტილი პასუხის უმრავლესობამ დადებით ვარიანტს მისცა 10 ხმა.
    მესამე კითხვაზე მისაღებია თუ არა თანამედროვე თაობისთვის დამახასიათებელი გამომწვევი სტილით ჩაცმულობა 7 ხმით მოიპოვა უმრავლესობა პასუხმა: “ყველას თავისი გემოვნება აქვს”.

    Wednesday, May 12, 2010

    დებატები შურიგინი და ლატინინა – ვინ დაიწყო ომი.(6 ნაწილად)

    საინტერესოა, როცა ქართულ–ოსური კონფლიქტი განიხილება ისრაელ– პალესტინის კონფლიქტთან შედარებით.  რუსული პროპაგანდა ამბობს ცხინვალში , როდესაც ქათული ტანკები შევიდნენ,  თბილისიდან ამ დროს  ქართული თვითმფრინავები ბომბავდნენ  ქალაქს ე.ი თავის ტანკებს ბომბავდნენ.  შურიგინის არგუმენტია აზრით ამის თქმა ნაადრევია, რადგან ჭუვრები ორივე ერთი წარმოშობისაა. ძირითადი რითიც მანიპულირებს  შურიგინი არის ის, რომ იგი თავად იყო მომსწრე და მისი მოწინააღმდეგე კი თავდაჯრებული სულელია, ლატინინა ცდილობს მოწმეების ჩვენებებით დაასაბუთოს თავისი პოზიცია. მაგალითად: რატომ უნდა დავიცვათ სამხრეთ ოსეთი, როდესაც რუსეთი ქვეყნის შიგნით ვერ იცავს თავის მოქალაქეებს.







    Tuesday, May 11, 2010

    დებატები– ვალერია ნავადვორკსაია და მაქსიმ მიშენკო ("ერთიანი რუსეთი")

    დისკურიის  თემაა სტალინი და II მსოფლიო ომის გამარჯვება. საბოლოო ჯამში საკმაოდ ცხარე დებატები გამოვიდა. 42 წუთზე საქართველოც ახსენა ნავადვორსკაიამ თან გულზე დაბნეულ  საქართველოს დროშაზე მიუთითა მოპასუხეს, როგორ არ გრცხვენიათ ასეთ პატარა ქვეყანას, როცა ებრძვიო.  როგორც ჩანს ვალერია ნავადვორსკაია ამ დროშას თან ატარებს საქართველოსთვის სოლიდარობის გამოსახატავად. მე პირადად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რო ნაციონალიზმი ერთ–ერთი უმნიშნელოვანესი პრობლემაა არამხოლოდ რუსეთში არამედ საქართველოში. ამ მიშენკოში ამოვიკითხე ქართული  თანამედროვე პატრიოტული სულის შემართება. რატომღაც ძალიან გვანან ქართველები რუსებს პატრიოტიზმში, ერთია განსხვავება ქართველებს იმპერიული ზრახვები არ გვამოძრავებს და არაყს არ  ვსვამთ.






    1.Результаты голосования в сети:

    Валерии Новодворской: 2738 (75.2%)

    Максима Мищенко : 738 (20.3%)

    затрудняюсь ответить: 163 (4.5% )


    2.Результаты голосования по телефону

    Валерии Новодворской: 150 (94.9%)

    Максима Мищенко : 8 (5.1%)

    затрудняюсь ответить:

    წყარო: http://www.echo.msk.ru/programs/klinch/678169-echo/ 

    Sunday, May 2, 2010

    პუტინზე გათხოვილი – ვალერია ნავადვორსკაია

            ვდგები დილით და უცებ ვხვდები: მე ხომ უკვე 10 წელია ქმრად პუტინი მყავს და რაც კი ჩვენს შორის ხდება არის კლასიკური მაგალითი რუსული ოჯახური ცხოვრების. მას ჩემთვის ხელფასი არ მოაქვს, მე კი სადილს არ ვუმზადებ და თეთრეულს არ ვურეცხავ. ვცხორვობთ, როგორც სტივა ობლონსკი და დოლი- არ ვესალმებით და არ ველაპარაკებით ერთმანეთს. სახლი კი საერთო გვაქვს: 1/8 ნაწილი მსოფლიოსი ან ბნელეთის. როდესაც ის პირველად 1999 წელს დავინახე ტელე ეკრანზე, რაღაც უცნაურად შემომხედა და მე მივხვდი რომ მან თვალი დამადგა. მე მასზე დაქორწინებას საერთოდაც არ ვაპირებდი. მე ველოდი პრინცს საზღვარგარეთიდან ან თუნდაც ბორის ნემცოვს. მაგრამ ჩვენთან რუსეთში ხომ იცით, როგორც არის მიღებული: “დედიკო, დედიკო, მინდორზე ბუღი დგას?” დედა კი მპასუხობს: “ხო, ცხენები დარბიან. კიდევ კითხვა: ‘სახეს რომ მიცვლიან, ეს რა არის, მაკურთხებენ?” მან მიპასუხა: "ღმერთი შენთანაა..” მე რა თქმა უნდა არ დავთანხმებულვარ მას, მე საერთოდ იალტაში ე.ი. არჩევნებზე არც ვარ ნამყოფი, საარჩევნო ურნასთან. მაგრამ მე არც კი მეკითხებოდნენ. ჯვარი ეკლესიაში არ დაუწერიათ ჩვენთვის... ჩვენ ჯვარი დაგვწერა აგრესიულ-დამთმობმა უმრავლესობამ. მძღოლად  “ერთიანი რუსეთის” წევრები გახდნენ. მენდელსონის მარში ნაცვლად სასახლეში  საბჭოტა ჰიმნი დაუკრეს... შემდგომ  მოვლენები ანეკდოტზე უარესად განვითარდა: პუტინი არ მამცირებდა, მაგრამ მაცეკვებდა. ჩეჩნეთის ომი იყო ჩვენი პირველი ღამე. და ასე ვცხოვრობთ უკვე რამდენი ხანია. მას შემდეგ: მე მას ვერ ვიტან და ის კი მე. მე შემიძლია ჭურჭელი გაურეცხავი დავტოვო იმის ნიშნად, რომ მსურს განქორწონება და ის კი ყურადღებასაც არ აქცევს ამას. მე, როგორც ჩვეულებრივი რუსი ქალი შვებას ვპოულობ, როცა მას ვკიცხავ. მივდივარ რადიოში, მიტინგებზე, რედაქციებში და ვაკრიტიკებ. სასწრაფოდ წავიდეს იგი ან პირდაპირ ნიუნბერგში გაუშვან, მე კი წავალ კასიანოვთან ან ნემცოვთან.  ბუშთანაც მიჩივლია, ობამასთანაც და ევროკავშირთანაც. “არ მინდა,- ვეუბნები მათ,- პუტინთან ცხოვრება. განგვაქორწინეთ”. ისინი კი ამის მაგივრად მასთან ერთად შეთანხმებებს აწერენ ხელს. და მარტო მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში. ჩემს ქმარს კიდევ 300 ცოლი და 700 ტყვე ჰყავს, ყველა დემოკრატი სხვათა შორის. ჩვენ ერთად ვტირით და მოვთქვამთ, მაგრამ პუტინი მაინც ჩვენთან რჩება. სხვებს არ შეუძლიათ გაიგონ, რომ მე პუტინი არ მომწონს. ის არც სვამს, არც ეწევა. სპორტით არის დაკავებული. და აი, ასეთი ყოვლისშემძლეა! მარცხნივ გაიხედავს – “ნორდ-ოსტის” ტყვეები ეცემიან ძირს მოწამლულები, მარჯვნივ გაიხედავს- ბესლანის სკოლის ბავშვები იწვიან. არც ისე დიდი ხნის წინ თითქმის მთლიანად ზესახელმწიფოც კი დაიპყრო მან საქართველოს სახით, თუმცა ამერიკამ შეუშალა ამის ბოლომდე გაკეთება. მას არავისი ეშინია, განსაკუთრებით არც ღმერთის. თავის მტრებს, იუკოსელ ბოროტმოქმედებს პირდაპირ ასამართლებს. ამბობენ, რომ მე ჩუმად უნდა ვიყო. მე კი მათ ყველას ვპასუხობ: “დაე, თავისიანი გაჟლიტოს ვიდრე ჩეჩენი ახალშობილები, რომლებიც საკრალური რიტუალის სახით ეწირებიან იმპერიულ სიძლიერეს. რაც შემეხება მე - რაიმე მშვიდი, შესაფერი, ევროპული”. (იგ. გარდაცვალება.)  ცხოვრება გრძელდება.
              ალბათ საყვარელთან უნდა გავიქცე: შტატებთან, საფრანგეთთან ან ინგლისთან, სადაც ყველა კეთილი ხალხი გარბის. მაგრამ მაშინ ჩვენი შვილი და მთლიანად სახლი- მას ერგება. განქორწინება კი გადაუხედავია... მხოლოდ ცსკ-ს გავლით ხდება... რადგან ქორწინება ბიულეტინების მიხედვით ინიშნება.
              და კიდევ, ეს ჩემი ქმარი, რომელსაც მავნე ჩვევები არ გააჩნია - უბარაქოა. პირიქით, უკანასკნელ ნივთსაც სახლიდან ეზიდება თავის მეგობრებთან. ხან ლუკაშენკოო, ხან ჩავესიო, ხან კიდე ყირგიზეთის პაცინეტები. და მაინც- რაში ჭირდება ქალს ის ქმარი, რომელიც ვერ შეძლებს ფულის შოვნას და ამის ნაცვლად თავის ამხანაგებში ფიქრობდეს – არა არაყზე არამედ კოლინიების ნარჩენებზე?
           მე ვიცი, რომ მას ვეცოდები. ის ახალგაზრდაა, სპორტული მე კი მოხუცი და ავადმყოფი. და ხდება საშინელება: ჩვენი ღვთისშვილი ბავშვი, რომელიც ძიძამ სახლში დააგდო პირდაპირ თავით ცერემბრალური დამბლით და გონებრივი განვითარების შესაძლებლობის გარეშე დატოვა. ჩვენ ღვთისშვილ ბავშვს რუსეთი ჰქვია, რომელიც მალე დაობლდება და აღარავინ იქნება მისი შემფარებელი.


    უკომენტაროდ


    წყარო: http://newtimes.ru/articles/detail/13397/