Showing posts with label (პოპ)კულტურა. Show all posts
Showing posts with label (პოპ)კულტურა. Show all posts

Saturday, February 5, 2011

მიხაკო წერეთელი ინტერნაციონალიზმის შესახებ.

      
       იდეალის სიყვარულის ქცევის შემთხვევაში იგი კრიტიკას გაურბის და სუბიექტური ხდება. ქართველი არ არის აღზრილი ეროვნულ ნიადაგზე, იგი შებოჭილია და უცხოეთში ამ შემთხვევაში რუსულ ან დასავლურ კულტურაში ეძებს თავისი რწმენის დაკმაყოფილების საშუალებას.

მაგრამ ამასაც მახინჯად და ზადით აკეთებს. სინამდვილეში იგი ვერ ეზიარება ამ კულტურას და გაურკვეველი ჰიბრიდის სახეს ღებულობს. ძალიან ტრაღიკულია როდესაც ქართველი ინტელიგენტი საკუთარ ენას ანაცვლებს უცხოურით და წყდება ქართული ენის სოციუმს. ის რიგიანად ვერც დასავლურ კულტურის მატარებელია ბოლომდე და ვერც ეროვნულ კულტურის. არ იცის მშობლიური ლიტერატურა, ხალხური შემოქმედება. იგივე მდგომარეობაშია უცხოეთშიც და არ იცნობს მის კულტურას საფუძვლიანად. უნდა ნახოთ რა უაზროდ იცქირება თუ ერთმანეთის ოპონენტებს ნახავს ხელჩამოერთმეულს, მაშინ როცა ქვეყნის ინტერესებმა ისინი შეაერთა, ქართველი კი მივა ვინმე უკიდურესი პარტიის მოძღვართან და მას დაეკითხება და თუთიუყუშივით იწყებს გამეორებას.

რამდენია ჩვენში ასეთი ადამიანი, რომელნიც რუსული აღზრდითა და იდეალებით არიან ნაკვებნი. განა როდისმე მათი რუსული ფსიხიკა ცდილობდა საქართველოში შეექმნა რწმენა სამშობლოსი და მისი ორგანიული ეროვნული ცხოვრება აღედგნა? ამ რუსულმა მიმართულებამ და ეროვნულ იდეალთა არ არსებობამ მოიტანა ეს შედეგებიც. ავტონომიის მოთხოვნის უარყოფაც ამის მიზეზია. ჩვენში რუსულმა კვალმა სწორედ ეს კვალი დატოვა და ახალი ფორმა შეიძინა სოციალიზმის სახით, წარმოიდგინა რა იგი საერთაშორისო დონის სიძლიერედ. სინამდილეში კი მოხდა ის რომ რუსის ინტერნაციონალიზმი საქართველოში ცენტრალიზმად გარდაიქმნა-უსოციალიზმოდ და უინტერნაციონალიზმოდ. არაერთს კი სჯერა კიდეც რომ რუსების გარეშე სოციალიზმი შეუძლებელია შეგდეს. ეს კი ურწმუნოებაა საკუთარი ეროვნული სიცოცხლისა და მეტი არაფერი.

  ვერც ინგლისის რევოლუციამ, ვერც საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ ვერ გადაწყვიტეს სოციალური პრობლემები. ამიტომ მეცნიერებმა მოიფიქრეს თეორეა, რომელიც იქნებოდა თანასწორობაზე დაფუძნებული. განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოში, როდესაც იგი გავრცელდა ევროპულ ქვეყნებში. შეიგნო რა პროლეტარიატმა საკუთარი თავის სიძლიერე, მასზე ააშენა თავისი ინტერნაციონალი. ეს ინტერნაციონალიზმი უფრო ღრმა და რეალური იყო, ვიდრე პლატონური და იდეალისტური საფრანგეთის რევოლუცია.

  თუ კარგად გადავხედავთ ისტორიას ვნახავთ, რომ ინტერნაციონალიზმი პოპულარული იყო იქ სადაც ნაციონალიზმის პრობლემა უკვე გადაჭრილი იყო. ის ქვეყნები კი რომლებიც დამონებული იყვნენ ინტერნაციონალიზმის მაგივრად ნაციონალისტური მოძრაობა იყო გაჩაღებული. სოციალიზმის მიმდევართ ის ვერ გაურკვევიათ საერთოდ რა არის ინტერნაციონალიზმი, მისი უფლებანი. იგი ხომ ერთა შორის ურთიერთმიმართებაა, უფლებათა და მოვალეობათა მიმართება. ისინი კი პირდაპირ კაპიტალისტების ექსპლუატატორული ბნელ მხარეებს ეკვეთნენ პროლეტარიატის განსათავისუფლებლად, თითქოსდა მხოლოდ კაპიტალიზმი ყოფილიყოს ადამიანის ერთადერთი ჩაგვრის ფორმა, და ეროვნული კი მასთან შედარებით არც არსებულიყო. იმ ერებმა რომელთაც ეროვნული დამოუკიდებლობა არ აწუხებდათ მოახდინეს საკუთარ ქვეყანაშI ეკონომიკის გაუმჯობესება-სოციალიზმი.ამავე დროს საკუთარ კოლონიებსაც მოსთხოვეს ინტერნაციონალიზმი. როცა კოლონიამ ეს ვერ აღასრულა მას შოვინისტი და სოციალიზმის მოღალატეობა დასწამეს. ნაციონალიზმს კაპიტალისტების მოგონილ ხრიკს და სატყუარას უწოდებდნენ. რომ შეიძლებოდეს მოგვესპო ინგლისელი ან ფრანგი სოციალისტებისათვის ეროვნულ დამოუკიდებლობა მერე კი ჩაუფიქრდებოდნენ თავიანთ შემცდარ თეორიებს და გამოეკრვიათ რა დამოკიდებულებაშია სოციალიზმი და ნაციონალიზმი ერთმანეთან


 მაშინ ისინი შეიმუშავებდნენ ერის თეორიასაც და კაცობრიობის გარდაქმნას მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენათა ანალიზზე არ დაამყარებდნენ. მაშინ ერი იქნებოდა ცოცხალი სოციალური ორგანიზმი, ხოლო სოციალიზმი ერის ეკონომიკური სტრუქტურა.. მაშინ ნაციონალიზმიც აღარ დაუპირისპირდებოდა სოციალიზმს. მაშინ ინტერნაციონალიზმიც განსხვავებულად იქნებოდა წარმოდგენილი- ფრანგი, ინგლისელი გერმანელი ყველა ვისაც აქვს თავისუფლება და არა აქვს უნდა განთავისუფლდნენ, შინაგანი და გარეგანი მონობისაგან და ერთად შექმნან თავისუფალ ერთა კავშირი. და არა მხოლოდ პროლეტარიატის კლასი ეროვნებას მოკლებული. მაშინ აგრეთვე კაცობრიობაც აღარ წარმოუდგებოდათ კაპიტიტალიზმი ასე მტრულად  არამედ ინდივიდთა ერთობად, რომლებიც განვითარების ერთ ეტაპზეა მდგარი. ადრე თუ გვიან ისინი მოითხოვენ თანასწორუფლებიანობას ევროპასთან და ინტერნაციონალიზმს შექმნიან. მაშინ აღარ შეაშინებდნენ კაცობრიობას კითხვით რა არის ერი და მითუმეტეს პატარა ერი მთელ კაცობრიობასთან მიმართებაში.
     ასეთი ზერელე და ყალბი ინტერნაციონალიზმით არიან სოციალისტები დაკავებულნი და პატარა ერებსაც ეს იდეები მოედო. სოციალისტებმა ისიც კი ვერ გამოითვალეს, რომ სანამ ინტერნაციონალიმი განხორციელდებოდა მანამდე ჩაგრული ერი გაქრებოდა და აღარ იარსებებდა. და აღარც იქნებოდა პროლეტარიატის სოლიდარობის მიზეზიც.
     მაგრამ საბედნიეროდ იმ ერებს რომლებიც ძლიერნი იყვნენ ამ ინტერნაციონალიზმმა გვერდზე ჩაუარა და დიდი ვერაფერი ავნო. ხოლო ჩვენსავით სუსტი ქვეყანა კი დასცა და გზას ააცდინა. მხოლოდ ქართველ სოციალისტებს არ გაუვლთ ფიქრი გაემიჯნონ რუსულ სახელმწიფოს და მის საზღვრებს. სწორედ ისე ფიქრობს როგორც ჩვენი თავად აზნაურობა რუსეთში. ამას ხომ არასდროს არ გააკეთებს ჩეხი, პოლონელი ან უკრაინელი სოციალისტი. მხოლოდ ჩვენ. აბა ერთი მთელი კავკასიის ერები გამოვიდნენ და თანასწორუფლებიანობა მოთხოვონ რუსეთს, როგორი რეაქცია ექნებათ სტოლიპინებსა და პლეხანოვებს და რა წყრომით დაგვემუქრებიან. გამოდის რომ ინტერნაციონალიზმი პირველ რიგში რუსულად სხვა არაფერია თუ არა იმპერიალისტური მიზნების დაფარვა და მეორე დაკანონება დამონებული ერის ჩაგვრისა. ამიტომ დიდი ქყვეყნების სოციალისტებმა დაიწყეს უკიდურესი ნაციონალისტური პოზიციის დაკავება და ნამდვილ შოვინისტებს დაემსგავსნენ. განსაკუთრებით ეს გერმანიასა და რუსეთს ეხება გერმანია არ აღიარებდა პოლონეთის დამოუკიდებლობას, რუსებმა კი საერთოდ ავტონომიიის იდეაც უარყვეს.

       ინტერნაციონალისტური პოლიტიკის გატარება მხოლოდ მრავალეროვვან ქვეყნებში მოხდა ისეთი როგორიც იყო ავსტრია. მაშინ დაიწყეს ფიქრი სოციალიზმისა და ნაციონალიზმის ერთად არსებობის იდეაზე და განხორციელებაზე. თორემ ისეთ ქვეყნებში, სადაც დომინანტი ერია ქვეყანაში, როგორც გერმანია და რუსეთია ინტერნაციონალიზმის წარმოდგენა შეუძLებელია. ამის განხორციელებას ან სოციალისტების მორჯულება იქნება საჭირო ან პოლონეთის, ჩეხხების და უკრაინელების გამოლაშქრება.

       არიან უკიდურესი ანარქისტებიც, რომელთა აზრები ვერავიათარ კრიტიკას ვერ უძლებს. ისინი მიიჩნევნ რომ პროლეტარებისთვის არ აქვს ნიშვნელობა თუ რა ენაზე ილაპარაკებს ადამიანი, რა ეროვნებისაა და რა სახელმწიფოში ცხოვრობს. მათი არგუმენტია რომ დღესდღეისობით წმინდა სისხლის ერი არ არსებობს. რაც თავისთავად მეცნიერული ბანკროტობაა.
        რუსი ანარქისტებზე დაკვირვებისას მივხვდი, რომ ისინი არც ისე გამოირჩეოდნენ ორიგინალური აზროვნებით და არსებითად ევროპულ იდეებს იმეორებდნენ. ჩემი ევროპაში ყოფნის დროს კი დავიწყე და აღმოვაჩინე რომ სოციალისტები არა მხოლოდ მარქსი და ენგელსი იყვნენ. გავეცანი პავლე მოციქულის, წმინდა ავგუსტინეს და სხვა ადრეულ ლიტერატურას. შემდეგ აღმოვაჩინე სოციალიზმის მიმართულება ანარაქიზმი რომელიც უფრო მოსაწონი აღმოჩნდა ჩემთვის. ყველაზე მეტად იმან დამაფიქრა, რომ ყველა სოციალისტი ევროპაში საკუთარ ეროვნულ ნიადაგზე მოქმედებს. განასკუთრებით პარლამენტი. ისინი კოლონიების მიმართ შოვინისტურ დამოკიდებულებას არც მალავდნენ და ინტერნაციონალიზმს კი უბრალოდ ყვირილი და ზედაპირული ლოზუნგების სახე ჰქონდა. ისინი იმდენად იყვნენ ინტერნაციონალისტები რამდენადაც საკუთარ ინტერესები გაწვდებოდა და არ ავნებდა მას. მაგალითისთვის ვიცნობდი შვეიცარიელ სოციალისტებს რომლებიც ბოლომდე იცავდნენ საკუთარ რესპუბლიკას, რომელშიც ინტერნაციონალიზმი უკვე განხორციელებული იყო სამი ერის სახით -გერმანიიის, საფრანგეთის და იტალიის სახით. და არ დათანმდებოდა არც ერთ ქვეყნის ქვეშ მმართველობას
თუ შვეიცარიელებმა შექმნეს თქო ასეთი ლამაზი ქვეყანა საქართველომ რაღა დააშავა. საქართველოდან ახალი ამბავი მოდიოდა რუსების გადმოსახლების შესახებ სოციალ-დემოკრატებს საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვსო. რუსის კოლონია თვალწინ მედგა პარიზში. ვუყურებდი პლეხანოვს ამ ნამდვილ ნაციონალისტ პოლიტიკოსს, რომელიც არაფრით არ იყო დაფარული. ვხედავიდ ლენინს ნამდვილ იმპერიალისტს და ძველი რუსეთის საზღვრების დამცველს ს-დ-ს პროგრამის მიღების დროს. ვხედავდი ებრაელებს როგორ უაყოფდნენ ნაციონალიზმს და ქვეყანას და გულის სიღრმეში სიონისტები იყვნენ და ხმაღლა ვერ ეთქვათ რუსების ხათრით.
       ანარქისტთა შორისაც ძალიან იშვიათად თუ ნახავდით ისეთ პიროვნებას, რომელიც ნაციონალიზმს არ უარყოფდა და თვალს არ დახუჭავდა. ასეთი იყო კროპოტკინი, რომელიც ლონდონში გავიცანი. იგი სამართლიანად მსჯელობდა და თანასწორუფლებიანობის პრინციპს იზიარებდა. ამის გამო მას საფრანგეთის პატრიოტი და ნამდვილი დემოკრატი უწოდეს. ხოლო ანარქისტებმა კი მოღალატედ შერაცხეს. მეორე იყო რეკლიუ, რომელიც აღიარებდა ინტერნაციონალიზმს და თავის გეოგრაფიაში ყველა რასის და ეთნოსის მცოდნე და პატივისმცემელი იყო. იგი ვარლამ ჩერქეზიშვილს რადიკალს, დემოკრატს და შოვინისტს უწოდებდა . რაზეც ცხარე კამათი ჰქონდა ვარლამს.
         ევროპაში დაბრუნების შემდეგ განვაგრძობდი ანარქიზმის იდეალების ქადაგებას. იმის იმედად რომ ერონულ სული გამოიღვიძებდა. თუმცა ის კი არ მქონდა გათვლილი რომ ბრძოლა შეიძლებოდა წაგვეგო. და ასეც მოხდა. უნდა მოგვეხდინა ეროვნული იდეალების გავრცელება, რათა ხალხს ჰქონოდა დასაყრდენი. ჩვენ უეცრად დაგვატყდა პრობლემები. ავიღოთ თუნდაც მიწის პრობლემა. ეს მხოლოდ აგრარული პრობლემა არ არის, არამედ პოლიტიკური. გლეხისთვის მტრად მხოლოდ თავადი და სახელმწიფო გამოვიყვანეთ ის კი ვეღარ გავითვალისწინეთ რომ გარე მტერი თავს გვატყდებოდა. თორემ ავიღოთ აქვე სომხების მაგალითი როგორ უვლიან საკუთარ მიწას, საკუთარ უფლებიანობას და ფასს. დღეს მათი დამცველები ევროპელი სოციალისტები და ანარქისტებიც არიან.
       ჩემი მიზანი იყო ამ წერილით მეთქვა რომ არ მიღალატია ჩემი ანარქისტული იდეალებისათვის. მაგრამ ამავე დროს ვერც ნაციონალიზმის პრობლემას ვხედავ მოგვარებულად. ურომლისოდაც კვდება შემოქმედებითობა და შესაბამისად ინტერნაციონალიზმიც და სოციალიზმიც.
ასე რომ მე ქართველი ანარქისტი ვარ!

Monday, April 26, 2010

ვალერია ნავადროსკაიას ლექცია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტში

ვალერია ნავადვორსკაიას ვიზიტი თბილისში: ლექცია რუსულ პოლიტიკურ ისტორიაზე.





წყარო: http://azrebi.ge/index.php?m=2&newsid=29

ვალერია ნავადვორსკაიას ლექცია ამავე თემაზე ტალინში ცნობილ ტარტუს უნივერსიტეტში.

http://novosti.err.ee/index.php?2&popup=video&id=32694 

Saturday, April 10, 2010

   დიმიტრი უზნაძის პატარა სტატია ვლადიმერ სოლოვიოვის  ფილოსოფიის   მეცნიერების შესახებ.

                                                    
                                                                  დიმიტრი უზნაძე

                                                          ორგანული მსოფლმხედველობა
                                                                   (ვლ. სალავიოვი)
                                                                          I
ჩვენი საზოგადოებრვი ყოფა ვითარდება ყოველმხივი დიფერენციაციის ხანაში და თავი საზღვებში ფართოვდება. ეს წინსვლა კი ადამიანის სულიერ და სოციალურ ასპექტებში წარმოჩინდება ისე რომ ადამიანის შეუზღდველი ფანტაზიისათვისაც წარმოუდგენელია. იგი ქმნის ზღუდედაუდებელ ველს მთელს ადამიანის ცხოვრებაში. შრომა გადანაწილებულია თავისი საქმიანობის უკიდურეს სიშორემდე, ამიტომ ადამიანი დღესდღეიობით იძულებულია თავისი საქმიანობა გარდაუვალი ფარგლებით შემოზღუდოს, იგი დროის წინსვლასთან ერთად მცირდება, მაგრამ მისი საქმიანობის ზრუდე და საზღვარი კი იზრდება. ამის ასახსნელად საკმარისია გავიხსენოთ რომ ცხორების იშვიატი სიმდიდრე ტავისი შინაარსის შესაფერის ორგანიზებას მოითხოვს და ამის საშუალებად მხოლოდ ერთადერტი რამ არის. ის რაც ოდესღაც შემოიღეს რამელებ:”დივიდე ეტ იმპერა”. (დაყავი და იბატონე).
ასე რომ ერთ-ერთი პირველი თვისება ჩვენი დღევანდელი ცხოვრებისა არის ზემოთ მოყვანილი ფაქტორი, მაგრამ არის მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარეც. სინამდვილეში ხომ ჩვენი ცოვრების ერთი მხრივ განვითარება მთლიანი ცხოვრების განვითარებაცაა. ამიტომ მის ერთ მხარზე გაბატონება მისი დანარჩენი ნაწილების გათვალისწინებასაც მოითხოვს.
ამნაირად ასკვნის დიმიტრი უზნაძე (1984) : “ ფაქტიცხოვრების დიფერენციაციისა, მისი ორგანული სინთეტიზაციისადმი საჭიროებას ბადებს” (გვ.312.) ამ წინააღმდეგობის შემცნევა რა თქმა უნდა არ გაუჭიდებოდა მეცნიერებას, გასაკუთრებით კი ფილოსოფიას და ამის მაგალითია პოზიტივიზმი. იგი წამორმოადგენს ხმლოდდამხოლოდ ამ წინააღმდეგობათა შესუსტებისადმი ლტოლვას შემეცნებით ველზე. სოციალიზმიც სწორედ იგივეს ქდაგებს, მაგრამ იგი სუკ სხვა სფეროში იჭრება:მისი მიზანია სოციალურ წინააღმდეგობათა შორის საკუტარი გზით ოძებნოს გამოსავალი.
მაგრამ აქ დიდ წინააღმდეგობას ვაწყდბით. უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენს ცხოვრებას სულ სხვა მიმდინარეობა გასდევს პარალელურად. მნიშვნელოვანია ისიც თუ რა სახის არის ჩვენი მისწრაფება ცხოვრების სინთეზისადმი. აქ საუბარია ერტი მხარის , ერთი ნაწილის მიერ მთლიანი ცხოვრებისეული შინაარსის გაერთიანებაზე. რა ნიშნით უნდა მოხდეს იგი. ცხოვრების რომელმა მხარემუნდა იკისროს გამაერთიანებლის როლი? ოსციალიზმი ამ როლს ხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობებს ანიწებს და მასზე აფუძნებს ყველა დანარჩენ ცხოვრების მხარეს: ამან შეიძLება გამოიწვიოს სრულიად უტანასწორო ამაღლება სხვა ცხოვრების მხარეებზე. ამ იდეის მომხრენი ცხოვრებისეული მთლიანობიდან ერთ ნაწილის განდიდებაში ხედავდნენ ცხორებისეული პრობლემის გადაჭრის გზას მატ შორის არაეკონომიკური პრობლემებისაც. ამ ნიადაგზე წარმოშვა ისეტი მეცნიეული მწვალებლობბი როგორიცაა: ესტზეტიზმი, ეთიციზმი, ინლექტუალიზმი და ბევრი სხვა “იზმ”ები, მაგრამ დღესდრეისობით ამ დისციპლინაებში ეჭვი შეგვაქვს და საბედნიეროდ მათი თითქმის აღარც გვჯერა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მათი გენეზისი და მათი როლი. საბოლოოდ დიმიტრი უზნაძე (1984) ასკვნის : “ადამიანის განვითარების ეთ_ერთ მხარეში ადამიანის ცხოვრება ვერ იპოვნის თავისთავის გვირგვინს”.

II

ფილოსოფიის განყენებულ მეცნიერებაა და სწორედ ეს თვისება განაპირობებს უპირატესობას სხვა მეცნიერებებს შOრის. რადგან იგი ამავე დროს ტავისი განყენებულობით სრულიად აკნკრეტებს ამათუიმ მეცნიერულ ცოდნებს. დიმიტრი უზნაძის თქმით (1984) მის ტანამედროვეობაში არსებული სულიერი გაორება ასახა პირველ რიგში ფილოსოფიმ. იგი შეეცადა ზოგად ცნებატა მეოხებით მეცნიერული ჭეშმარიტებები გააერთიანებინა პირველადი ჰარმოონიისატვის. ეს სინტეზური სტილი აზროვნებისსა გამოიხატა ინგლისელი ფისლოსოფოსის ჩარლზ სპენსერის იდეებში. მაგრამ უზნაძის თქმით მისი თეორია თავისსავე დასაწყისში იყო განწირული მარცხისთვის. იგი დაფუძნებულია შინაგან წინააღმდეგოებზბე,რაც გამოიხატება იმაში რომ დიფერენციაციის აჰრმონიულად დასრულებისთვის მეცნიერებას ანიჭებდა უპირატესობას. მაგრამ როგორ შეიძლება რომ მეცნიერებამ დასრულოს გი?_კიტხულობს დიმტრი უზნაძე და მოჰყავს შემდეგი არგუმენტი _ სინამდვილეში ხომ მეცნიერება შემეცნებით ცხოვრების დიფერენციაციის შედეგია, იგი მხოლოდ შესაძლო ელემენტია დაკარგული ჰარმონიისა და ზოგადად სინთეზური ფილოსოფიის. იგი სინამდვილეში არის პროდუქტი შემეცნებითი ცხოვრების დაქსასვის. როგორც ვხედავთ სპენსერის ცდამ უნაყოფოდ ჩაიარა, მაგრამ სინთეზურ ფილოსოფიას ახალი მიმდევრები გამოუჩნდა. ედუარდ ჰარტმანმა მისი მეორე მცდელობა განახორციელა, რაც შემდგომში მდგომარეობს_ რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება არის ის სამი მიმდინარეობა ადამიანის სულიერი ცხოვრებისა, რომელიც მთელს ტავის შინაარსში თავსდება. მაგრამ ამ ხანაში ეს სამი ელემენტი სინთ. ფილოსოფიისა ერთმანეთის საწინაღმდეგოდ არიან შებრუნებულნი და ვექტორულად საპირისპირო მიმართულებები აქვთ არებული. ჰარტმანი სწორედ ამას ცდილობს რომ შეურიგოს ერთმანეთს და სინტეზურად შეაზავოს ისინი. დიმიტრი უზნაძე არც ამ მცდელობას უყურებს ოპტიმისტურად. ამის მიზეზს იგი .ე.წ “კინემატოგრაფიუ აზროვნებაში” ხედავს. აქ დიმიტრი უზნაძე (1984) გადადის ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფიურ საკითხებზე და აღნიშნავს რომ სოლოვიოვი ჰარტმანის ზემოთ ნათქვამ ცდას ირჩევს სულიერი ცხოვრების ჰარმონიის სინთეზის პირველ საფეხურად. მაგრამ ამავე დროს იგი კარგად ხედავს ჰარტმანის სუსტ მხარეებსაც. ამიტომ სოლოვიოვი ჰარტმანის მოწაფედ ვერ ჩაითვლება. ვერც ჰარტმანის მოწაფედ ვერც მხოლოდ იდეალისტად, ვერ მხოლოდ მატერიალისტად და ვერც რომელიმე სხვ ფილოსოფიური მიმდინარეობის უპირობო მიმდევრად. დ. უზნაძე აქვე აღნიშნავს სოლოვიოვის აზროვნების შესახებ. იგი მას ამ მხრივ ადარებს ლაიბნიცს, რომელსაც გააჩნდა უნივერსალური ნიჭი და მისი მეშვეობით იგი ახალი ფილ. სისტემის ასაგებად იყენებდა ფილოსოფიის ისტორიაში არსებულ სააზროვნო სისტემბიდან ერტ მნიშვნელოვნ ელემენტს. სწორედ ასეთი თვისება გააჩნდა სოლოვიოვსაც.. მას შეეძლო რომელიმე ფილ. სისტემიდან ეთი სარი ელემენტის აღმოცენა და მასზე სხვა ახალი ფილოსოფიური სისტემის შექმნა. ბოლოს დიმიტრი უზნაძე მკითხველს უნმარტავს რომ ნაშრომის მიაზანი არ არის სოლოვიოვის ფილოსოფიის ყოველმხრივი დახასიატება არამედ ტუ როგორ უწევს ანგრიშს ტანამედოვე ცოდნაში და ყოფიერებაში დამკვიდრებულ დისოციაციურ პროცესს. მისი ფილოსოფიის ზოგადი ექკურს_უზნაძის ტქმით საუკეთსოდ არადგენს ფილოსოფიის აზროვნების მნნიშვნელოვან ხასიათს და მისფილოსოფიურ მნიშვნელობას.

Thursday, March 18, 2010

About Middle English lyrics From J-story


            Although many Middle English lyrics have a lingly fresh and unselfconscious tone, they owe much to learned and sophisticated continental sources- the medieval  catin lyrics of the “Goliard poets” and Provencal and French lyrics of the Troubadours and Trouveres. Most authors were clerics aware of the similarities between  earthly and divine love and fond of panning in Latin or English.
            The anonymity of the Middle English lyrics prevents us from seeing the as part of a single poet’s Danbar. Rathe we must rely on more genetal contexts such as genre, to establish relationships among poems. One of the most popular genres among the secular lyrics was the reverdie, a poem celebrating the return of spring. The early thirteenth century Cuckoo song joyfully invokes the bird’s song, and revels in the blossoming of the countryside and the calls of the animals to their young. A more typical example of the reverdie is Alisoun, whose made speaker ruefully contrasts the burgeoning of  nature with the stinginess of his beloved.
            Frustration was not the only attitude in Middle English love lyrics, however. A stance more boasting than adoring or despairing is taken in the witty lyrics I Hav Noble Cook. Furthermore, clerical misogyny is expressed in Abuse of women, which ostensibly praises woman by absoluting them of the vices - gossip, infidelity, shrewishnes - typically attributed to them in satires against women,: Yet the redrain first praises women as the bost of creatures but undercats this claim in Latin, which few women would have been able to understand.
            The majority of  Middle English lyrics were not secular but religious songs in praise of the virgin Mary or Christ, however, employ the same erotic language as the secular lyrics, of the in the conjunction with typological figures linking events in the  Old Testament, for inst.the poet follows a statement of the “Fortunate Fall” that Adam’s sin was necessary to permit Christ’s redemption – with a courtly compliment to the Virgin Mary. similarly, I sing of Gideon’s  fleece in  judge 6 ( the soaking of the fleece by dew figuring Mary’s impregnation by the Holy Spirit) while also employing the courtly imagery of poet  “singing of a maden” who chooses Christ as her son as if he were a lover. In a much longer poem in praise of the Virgin, the poet – casting himself as Mary’s  “knight” caught in the bonds of love – begs her meroy and also compliments her by contrasting her antitype, Eve.
            Occasionally the Middle English religious lyrics uses secular motifs and genres in a way that approaches parody. Fo inst. ancethe second stanza of the Nativity poem  Mary is with child resebler a pregnancy  lament by a gound gir. Mary, however, explains  that her condition will be a source of joy rather than shame. who she will sing to her “darling”. this  Middle  English poet, far from slapsheming, was  trying to humanize the Mystery of the Nativity and relate it  to daily life.
            other religious  poems either celebrate Christ on reject the world. The poems to Christ in their tenderness and immediacy, resemble those to Mary. Poets used erotic language in poem to Christ as well as those to Mary, as in “Jesus, My Sweet Lover “. finally  in a different vein the contempt of world questions the values of couatry  life with the “ubi sunt” (“where are”) motif. “Where beth they biforen us enjoyed their paradise on the lovely women who enjoyed their paradise on earth and now suffer the eternal fires of hell.
            Here is one poem written by anonym author.

 
              Jesus, My sweet lover

Jesu, Christ, my lemmon swete,
That diyedest on the Rode tree,
With all my  might I there beseche,
For thy woundes two and three,
That also faste mot thy love
Into mine herte fitched be
As was the spere into thine herte
When thou soffredes derth for me.




Used source:
  
 1.Masters of British Literature. vol. A. 2008.

    Wednesday, February 17, 2010

    Muzame.ge-ს ვებ-პოლემიკა

    ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც ეხებათ ჩვენს შემოქმედებსა,  საკონცერტო დარბაზის მესვეურებს და რაღა თქმა უნდა თავად მსმენელებსაც .ეს კონკრეტული მაგალითი შეიძლება მთლიანად საქართველოზე განვაზოგადოთ. მოკლედ, თავად წაიკითხეთ სტატია და მისი კომენტარები.

                             28.01.2010 – ლადო ბურდული როკ კლუბში 

    კონცერტი, რა თქმა უნდა, დაგვიანებით დაიწყო და რეკომენდირებულზე ხანმოკლე აღმოჩნდა.ვოკალი პრინციპულად არ ისმოდა და მსმენელს ქონდა სრული საშუალება,შემოქმედებითი განწყობა მოეხმო და თვითონ მოეფიქრებინა სიტყვები, რასაც მუსიკას დაადებდა. თუმცა ვერ ვიტყვი,რომ შემოქმედებითი განწყობის მოხმობა ადვილი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ კლუბში საშინლად ციოდა, დრამის ხმა ყველანაირ დასაშვებ სიძლიერეს ცილდებოდა და გარემო აბსოლუტურად საკმარისი იყო რამდენიმე წუთში ორივე ყურში დამოუკიდებელი რადიოსადგური აღმოგეჩინა არასწორად დაჭერილი სიგნალებით.
    კონცერტის დაწყებამდე ისმოდა ლაპარაკი,რომ ქართულ როკს დიდი ისტორია აქვს და რომ როკ-ენ-როლი ცხოვრების წესია.ჩვენ ვფიქრობდით იმაზე,როგორ გახდეს მუზამე უფრო საინტერესო და ზუსტად ქართული როკის ისტორიის გახსენების გეგმებს ვაწყობდით.
    მერე,როცა საშინელმა აკუსტიკამ და ყურებში გაურკვეველმა რადიოსადგურებმა შემაშფოთეს,ვიფიქრე,რომ მნიშვნელოვანი არა ისტორია და ფაქტებია,მნიშვნელოვანი შედეგია და ისიც ვიფიქრე,რომ კიდევ დავესწრები მსგავს კონცერტებს,თუ მეცოდინება რომ როდესმე ნორმალურ კონცერტზეც მოვხვდები თბილისში,რომ მუსიკალური ცხოვრება განვითარდება და წლიდან წლამდე ერთი და იგივე 20 კაცი არ ივლის კლუბებში და ერთი და იგივე ბენდები არ დაუკრავენ და თუ პროგრესისკენ მიდრეკილება გახდება ცხოვრების წესი.
    ხომ შეიძლება არ იფიქრო,რომ ვინც გისმენს,ის ყველანაირ დაკრულზე და ყველანაირ აკუსტიკაში მოგისმენს და ვინც დადის,ის ისედაც მოდის,ხომ შეიძლება კლუბის გათბობაზე მაინც იზრუნო და ადამიანებს სასიამოვნო გარემო შეუქმნა.მაგრამ ალბათ ყველაფერი ასე ხდება ხოლმე,ჯერ ცივ დარბაზებში,ვოკალის ტექსტების გარეშე,მერე როგორც წესია…მაგრამ მგონი არც ისე ახლა იწყება ლადოს კარიერა,ასე იწყებაო,რომ ფიქრობდეს…ქართულ როკს ხომ ორწლიანი ისტორია არ აქვს…
                                                                                                                                    ნასტასია არაბული
                                                                                                                                                   

    კომენტარები( შემოკლებული):

    ლადო ბურდული:

    სამწუხაროა რომ ასეთი მაგარი კონცერტი მე არ ჩამიტარებია ამ ქვეყანაში და თქვენი მოსაწონი რომ მაინც არ აგმოჩნდა ქალბატონო ნასტია.

    ვიცი ენას ძვალი არა აქვს და ყველაფერზე შეიძლება პოზა დაიჭირო და თქვა რომ ” ყველაფერი სისულელეა ი.რ. მე უფრო ქოოლ ვარ” მაგრამ აბა რა მოგწონს შეგიძლიათ ის მაინც რომ დაწერო.
    და მაშინ ყველა მიხვდება რა გოიმთან ააქვს საქმე.

    იმაზე არ გიფიქრია რომ იქნებ პირიქით შენ არ გესმის?
    ან თუნდაც ეგეთ ადგილებში შენი და შენისთანების ადგილი არ არის?
    და ჯობია იარო იქ სადაც უფრო კონფორტულად იგძნობ თავს.. აი მაგალითად იუმორინაზე..

    გოიმების და ქაჯების ქვეყანა!!!




    ნასტასია:
    როცა დარბაზში საშინელი აკუსტიკაა და მუსიკის ნაცვლად გაურკვეველი ხმაური ესმის მსმენელს და ისიც მაშინ,როცა მართლა მუსიკის მოსმენა უნდა და არა იუმორინაზე ყოფნა,მაგას მე მგონი ,,ყველაზე მაგარი კონცერტი” არ ქვია და თუ იმის თქმა ცუდი პოზაა,ყველაფერი სისულელეა,არც იმის თქმაა კარგი რომ გოიმების და ქაჯებისაა ეს ქვეყანა…

    განტენბაინი:
     ეს სტატია რატომ დაიწერა, რომ არასწორ ინფორმაციას პოლემიკა გამოეწვია? ნასტია, შენ ეტყობა მხედველობის ან აღქმის დეფიციტს განიცდი. აფიშებზე გარკვევით წერია კარი იღება 19.00 საათზე და არა კონცერტი იწყებაო. და დაგვიანებული დრო ხომ არ იცი რომელია? რეკომენდებული საკონცერტო დროც მაინტერესებს რას ნიშნავს? იმას, შენ რომ ეძახი რადიოსადგურებმა შემაშფოთესო საუნდი ქვია, რომელიც დაახლოებით კილოვატი დევს კლუბში. ტექნიკაზე ქალაქში საუკეთესო რეჟისორი მუშაობს და სანამ საკუთარ მუსიკალურ გემოვნებას განსასჯელად გამოიტან, იქნებ საკუთარ ჟურნალისტურ იმიჯზეც გეირუნა, რომ კომპეტენტური ხალხის დასაცინი არ გამხდარიყავი. პირობას გაძლევ, შენ ვერასდროს მოხვდები ნორმალურ კონცერტზე, იმიტომ, რომ შენ არ იცი რას ნიშნავს ნორმალური კონცერტი.თუკი ვერ დაინახე ლადო ბურდული, სხვას ვერაფერს ნახავ 

     ნასტასია:
    პირველ რიგში კონცერტი 9ის ნახევარზე დაიწყო.
    ნორმალურ კონცერტებზე უკვე ვყოფილვარ და იქ არ მოხვედრის საფრთხე ვეღარ დამემუქრება.ბრალოდ მინდა რომ ნორმალური კონცერტბი თბილისისთვისაც რეალობა იყოს.
    ეს სტატია იმიტომ დაიწერა,რომ იმედი მქონდა სამართლიანი კრიტიკის შემთხვევაში ქაჯის,გოიმის და არაკომპეტენტურის წოდებების მოწებების მაგივრად ხმის გაუმჯობესებაზე იზრუნებდით.

    Tuesday, January 19, 2010

    ათწლეულის საუკეთეს ადამიანი 1960-70 წ.წ.

    ათწლეულის (1960-70) საუკეთესო ადამიანებს შორის მოხვდა ჯონ ლენნონი. ათეულში მოხვდა ასევე ამერიკის პრეზიდენტი კენედი და სხვა ნაცნობი სახეები.


    Lennon:`თქვენ იწყებთ როკენროლის ათვლას, როდესაც ბაშვები იყვნენ ჯეიმს დინზე და ელვისზე პარანოიულად გაგიჟებული. დანარჩენი კი თავისთავად მოდის. ეს არის რაც ემართებათ ხალხს. ნარკოტიკებისგან. მე არ ვიცი ამაზე ფიქრობ თუ მართლა ხედავ. ჰალუცინაციურ მდგომარეობაში (trip) შენ შეგიძლია დააკვირდე ხეებს სხვა საგნებს და ამასთან ერთად ხედავ რეალური ფაქტების სხვაგვარ განვითარებას. ფსიქოდელური ბიტი. იცი ეს? საბოლოოდ მთავრდება მოგზაურობა, თითქოს ირთვება და უბრუნდები ე.წ რეალობას.(გამონაკლისი შემთხვევების გარდა).
    გამოხვიდე სცენაზე კაიფში ეს სხვა რამეა. ეს იგივეა როგორც ალკოჰოლი ან სხვა რამე მსგავსი. უნდა შეეგუო მას. და მერე ეს გავს ბევრი საკვების მიღებას ან სხვა რამე. შენ უნდა გამოხვიდე აქედან. შენ შენს თავთან ხარ ყოველთვის და ყველაფერი შეგიძლია- ნარკოტიკები, მედიტაცია., ყველაფერი. მაგრამ შენ უნდა დაუბრუნდე შენ ღმერთს შენივე თავში, როგორც დონოვანი
    ამბობს და სხვები. და ეს ყვლაფერი იცი შენ...   
    როდესაც ჩვენ- მე, პოლმა, ჯორჯმა და რინგომ აღმოვაჩინეთ ეს ვთქვით: ეს არის ახალი პროფესიონალური საქმიანობა და ამისთვის შენ არ გინდა არანაირი კვალიფიკაცია გარდა იმისა რომ უნდა დაკავდე მისით. და ამ ყველაფერს აკეთებ სამყაროს კანონების მიხედვით, როგორცაა მოწყობილი. ყოველგვარი გავლენის გარეშე. და ყველა ამას ეძებდა მაშინ. ვგულისხმობ იმას რომ მე ვუკრავდი გიტარაზე, მიკ ჯაგერი ლონდონში უკრავდა და ერიკ ბარდონი ნიუკასლში. და ჩვენ ერთდროულად გავდიოდით ერთნაირ საფეხურებს განვითარების. და ჩვენ მართლა აღმოვიაჩინეთ რომ ღირებულებები არ არის ნივთიერი და ამის აღმოჩენა არ იყო საჭირო კოლეჯის დამთავრება და განათლების მიღება.        ზოგიერთებმა აღმოაჩინეს ახალი რეალობა...ზოგნი კი კვლავაც არიან დარწმუნებული მომავალში. ყველა ლაპარაკობს დეკადანსის და ამ დანარჩენის შესახებ. მაგრამ სინამდვილეში არავინ საუბრობს... არც ისე ბევრი ხედავენ ყველა იმ დადებით მხარეს რაც ამ ბოლო ათწლეულში მოხდა. ვუდსტოკი იყო ოდესმე შეკრებილი ადამიანების მასა, რომელიც არ ომობდნენ. ბიტლსის კონცერტებიც იყო უხეში, მაგრამ ამისაგან წარმოიშვა დიდი სამშვიდობო მოძრაობა.

    Friday, January 15, 2010

    ორიოდ სიტყვა ჰაუსის ფენომენის ფილოსოფიურ ასპექტებსა ზედა.





    დოქტორი ჰაუსი ანუ “მე”

     


    შენიშვნა: რუსულიდან გადმოვთარგმნე. მაინტერესებდა რამდენად გამომივიდოდა. დიდი მადლობა ჩემი სკოლის მასწავლებლებს იმისათვის, რომ   ისე ცუდად მასწავლეს  - გადავწყვიტე მეთვითონ მესწავლა იგი. 

                    მე მთხოვეს დამეწრა შესავალი წიგნისათვის, რომელშიც განხილული იქნებოდა ჰაუსის პოპულარობის ფენომენი ფილოსაფიურ ასპექტში. დავწერე, მაგრამ გამომცემლობამ ჩათვალა, რომ იგი არ გამოდგებოდა. აი ისიც:
                    წვერგაუპარსავი “ძაღლიშვილი”, უსინდისო და გენიალური ექიმ-დიაგნოსტიკი ხელჯოხით. ასე წარსდგა მაყურებლის წინაშე სერიალში დოქტორი ჰაუსი ხუთი წლის წინ. სიკვდილის პირას მყოფი პაციენტების ფონზე დოქტორ ჰაუსის იუმორი და ცინიზმი შოკისმომგვრელია. ასე დაიწყო ფილმის მოგზაურობა მთელს მსოფლიოში, სადაც გვერდი-გვერდ იყვენენ სიკვდილი და იუმორი.

            “ყველა იტყუება!” – გვეუბნება ჩვენ ტელეეკრანებიდან დოქტორი ჰაუსი. არათუ ცდება ან არ იცის არამედ ყველა იტყუება. მომაკვდინებელი სნეულებების მკურნალისაგან ეს ფრაზა უბრალოდ გასაოცარია. ექიმის პროფესიიდან გამომდინარე იგი უნდა იყოს კეთილი და სხვებს დაუნერგოს რწმენა. სხვანაირად ხომ ეს შეუძლებელია?! თურმე შესაძლოა! სწორედ ამაში არის “ექიმ ჰაუსის ფენომენი”. მაყურებელს მოსწონს გმირი რომელიც ჭრის და კერავს ტყუილსა და მართალს, არ სცდება რა “საოპერაციო მაგიდას”. რატომ? რატომ მოგვწონს ჩვენ ასეთი ასოციალური ტიპი, რომელიც ამავდროულად არის ნარკომანი. ზუსტად იმიტომ რომ ეს გმირი საკუთარ თავში მოიცავს ერთი შეხედვით შეუთავსებელ საგნებს. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ისტორია ეკრანზე, ჩვენ ეს მოგვწონს. მაგრამ ღმერთო შენ გვიშველე თუ ასეთი ადამიანი ცხოვრებაში მართლა შეგვხვდება. დადებითი წარმოდგენები მასზე მაშინვე ქრება.

            კინოს თეორეტიკი ზიგფრიდ კრაუზერი თავის წიგნში “ფილმის ბუნება. რეაბილიტაცია ფიზიკური რეალობისა” აღწერს მაყურებლის მდგომაროებას ასეთი ფილმის ყურებისას. “წარმოდგენა, რომელიც ანიჭებს ადამიანს სიამოვნებას, უძლიერესია. და ზუსტადაც სიმპტომურია დღევანდელ ჩვენს საზოგადოებაში ნივთების ასეთი მდგომარეობა. ჩვენი სამყარო იმდენად რთული გახდა პოლიტიკასა და სხვა სფეროებში რომ უკვე არ ურიგდება ერთფეროვან რეალობას. უეჭველია რომ ბევრი ჩვენგნი ქვეცნობიერად იტანჯებიან თავისი შეუძლოობით ამ ძალების მიმართ. ამიტომ ჩვენ ვეძებთ გარვეულ კომპენსაციას. და კინო როგორც ჩანს გვაძლევს ამის საშუალებას.
               სხვანაირად რომ ვთქვათ ჩვენ გვინდა ვიყოთ როგორც ჰაუსი, გვინდა განვიცადოთ იგივენაირი ემოციები. ვიყოთ ყველაფრის შემძლენი და გენიალურები. ფეხებზე გვეკიდოს კანონები და შეზღუდვები: “მინდა გავაკეთებ რასაც მინდა და ამის საწინააღმდეგო არ მქონდეს არაფერი”. ცხოვრებაში, როგორც წესი არასდროს მოვიქცევით ისე როგრც დოქტორი ჰაუსი. მაგრამ კინო გვაძლევს ამის შესაძლებლობას - ასოცორიებას საკუთარ თავის საყვარელ გმირთან. ე.ი. ყველა ჩვენგანში არის სადღაც შიგნით პატარა მეამბოხე, პატარა ჰაუსი.




    ანდრეი კრავეცი



    Sunday, January 3, 2010

    როკ-ჯგუფ Nebo CCCP -ის ბიოგრაფია



           Nebo CCCP-ი  2002 წელს ჩამოყალიბდა, როგორც ალტერნატიული როკ ჯგუფი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა კოტე კალანდაძემ სიმღერა  "dojdi"-ის დაწერის და მასზე სპონტანურად გადაღებული კლიპის მერე Nebo CCCP- ის მუსიკაზე გავლენა იქონია ბითლზის, დორსის, ჯოი დევიჟენის, The Cure-is, ნირვანას და “The Smiths”- ის მუსიკამ. მიუხედავად ამისა მას შენარჩუნებული აქვს ინდივიდუალური სტილი და ჟღერადობა. ყველა მის სიმღერაში იგრძნობა “ძველი” და “ახალი” მუსიკის გემოვნებიანი სინთეზი.  ალბომ "Personal Sky"- ით შედგა ჯგუფის დებიუტი. "Personal Sky" ჩაიწერა სტუდია  “Comuna Records”-ში. (ეს ალბომი ისედაც არ გამოსულა გაყიდვაში ცუდი ხარისხის გამო). ამის მერე კოტე კალანდაძე დაუკავშირდა რუს პროდიუსერებს. ხმის ჩამწერმა სტუდიამ მას ალბომის თავიდან გადაწერა ურჩია, მაგრამ მან გადაწყვიტა ახალი ალბომი ჩაეწერა, ამისთვის დაბრუნდა თბილისში, შეკრიბა ჯგუფი და ჯგუფთან ერთად წავიდა მოსკოვში. მაშინ Nebo CCCP-ში კოტე კალანდაძის გარდა უკრავდნენ:
    გიტარა: ნიკ კაჩაროვი.

    ბას-გიტარა: გიორგი ლომსაძე

    დრამი: გოგა სამხარაძე

    რამოდენიმე სიმღერა შეასრულეს მოსკოვის კლუბებში
    (БУНКЕР и СВАЛКА) და ხანმოკლე ტურნეს შემდეგ ისევ დაბრუნდნენ თბილისში. უნდოდათ ჩაეწერათ პირველი სრული ალბომი, მაგრამ მალევე დაიშალნენ. ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა - გიორგი ლომსაძე სატელევიზიო რეალითი შოუს პროდუსერი გახდა; გოგა სამხარაძე ევროპაში წავიდა პირად ცხოვრების ასაწყობად;  ნიკ კაჩაროვმა კი დატოვა ჯგუფი და თავისი როკ-ანსამბლი – Lemon Juice” შექმნა (შემდეგში ცნობილი “Young Georgian Lolitaz”). aმიტომ ახალი სისხლი დაჭირდა ჯგუფს. მალევე გამოჩნდნენ ახალი წევრები. ესენი იყვნენ:

    ნიკა ბუზალაძე (ბულია) – გიტარა.

    ალექს კორვინიძე - ბას-გიტარა.

    დიმა ოგნესიანი – დრამი.

    მცირე დოსიე ჯგუფის წევრების შესახებ.


    dაბ. თარიღი - 27 ნოემბერი 1979-წ. 7 სთ. დილა ქ. თბილისი
    სიმაღლე -188 სმ.
    მეტსახელი –არ აქვს
    თმის ფერი–ყავისფერი
    თვალების ფერი -მწვანე
    ოჯახური მდგომარეობა-უცოლო
    სპეციალობა- დაამთავრა უცხო ენების ფაკულტეტი.
    საყვარელი ფერი-ცისფერი, წითელი, ხაკი.
    საყვარელი სასმელი- ტეკილა, ყავა, რძე.
    საყვარელი კერძი- თევზი .
    საყვარელი წიგნი – მექანიკური ფორთოხალი, საბრძოლო კლუბი, პეპი გრძელი წინდა.
    საყვარელი მსახიობი- თიმ Pოტ, ჯონი დეპი, იულ ბრინერი, მერელინ მონრო.
    საყვარელი ფილმი- "Star Wars"
    საყვარელი ჯგუფი - ბიტლზი, კინო.
    საყვარელი მუზიკანტი- ჯიმი ჰენდრიქსი
    ყველაზე ცუდი ჯგუფი -Gოოდ სჰარლოტე (იმიტომ რომ ამ ჯგუფზე გიჟდება ჩემი ბასისტი)
    საყვარელი ინსტრუმენტი -ფენდერ სტრატოკასტერ
    ჰობბი – ფანჯრიდან ყურება

    საყვარელი ტანსაცმელი- კედები, ბოტასები, ტყავის პლაში.
    მუსიკალური მიმდინარეობა – პოსტ-პანკი, როკ’ენ’როლი, ახალი ტალღა
    პროფესიული მისწრაფება- ბესტსელერი დისკის gamoSveba.


    Ник Бузаладзе

    дата рождения-27 ноября 1981-го 10 ч. вечера г.Тбилиси
    рост-183 см
    кличка-Буля
    цвет волос-шатен
    цвет глаз-темро каштановые
    семейное положение-не женат,живет с подругой
    специальность-авиатор
    любимый цвет-зеленый
    любимый напиток-все что жидкое
    любимое блюдо-осетрина и цыпленок табака
    любимая книга-"Амагедон" Стивена Кинга
    любимый актер(актриса)-Тим ротт,Джонни Депп
    любимый фильм-"Звездные воины"
    любимая группа-perfect circle
    любимый музыкант-jimi hendrix
    самая нелюбимая группа-sum 41
    любимый инструмент-fender stratokaster
    хобби-готовить еду
    любимая одежда-голубые джинсы
    пристрастие в музике-гранж,блюз
    професиональные стремления-принять участие полете на марс


    Дима Оганесян

    дата рождения-15 августа 1979-го 9 ч. утра г.Тбилиси
    рост-188 см
    кличка-пушистик
    цвет волос-каштановый
    цвет глаз-карие
    семейное положение-женат
    специальность-закончил музыкальное училище
    любимый цвет-черный
    любимый напиток-натуральные соки
    любимое блюдо-свинина по сочински
    любимая книга-"Граф Монте Кристо"
    любимый актер(актриса)-Эдвард Нортон
    любимый фильм-Судьба человека
    любимая группа-black sabbath
    любимый музыкант-john bonem
    самая нелюбимая группа-manowar
    любимый инструмент-dw drum
    хобби-коллекционировать диски
    любимая одежда-кожаная куртка,ботасы
    пристрастие в музике-джаз-рок,фюжн
    професиональные стремления-иметь свою собственную радиостанци
         2004 წლის ოქტომბერში ჩაწერეს ახალი ალბომი "Nasha Post Lubov” და გააცნეს “ფართო” პუბლიკას. მუს. კლიპი "Na Krishe" მალე გახდა თბილისის ახალგაზრდული ანდერგრაუნდის სახე. პოპულარულობასთან ერთად ახალმა ალბომმა ჯგუფს ცოტა შემოსავალიც მოუტანა. დაიწყეს ლაივ კონცერტების და როკ-ფესტების გამართვა. გადაიღეს კლიპები "Net Svobodi" da "Aeroplan”-i. ალბომში შესულმა ახალმა “ვეშებმა” თავისი ახალგაზრდული “დუხით” და თავისებური ნოსტალგიურ-რომანტიული რუსული ტექსტით უფრო პოპულარული და წარმატებული გახადა ჯგუფი. ალბომში ასევე  ძველი ჰიტების განახლებული ვერსიებიც შევიდა - "Povedu”, "Bluz Soldata" da “Eto Serdce”. მეორე ახალი ალბომის ჩაწერის პერიოდში ჯგუფში ცვლილებები მოხდა - ალექს კორვინიძეს ჩაენაცვლა გიორგი კორძახია. რაც თავისთავად მუსიკის სტილზეც აისახა. მეორე ალბომი "Samalioti" გამოვიდა 2005 წლის ნოემბერში; ამას მოყვა ორი ახალი კლიპი სიმღერისთვის: "Bluz Soldata" da "Parashuti".
        ჯგუფის მესამე ალბომი "Konec Getto?” გამოვიდა 2006 წლის ოქტომბერში თავისი კლიპით "Konec Getto?".ამ ალბომში შევიდა შვიდი სიმღერა. ამჯერად გამოყენებულია ელექტრონული მუსიკა. ავტორის აზრით ეს ალბომი საკონცერტო და ლაივ შესრულებისთვისაა დაწერილი. "Kონეც Gეტტო?” რეალისტურად აღწერს თანამედროვე ქართულ საზოგადოებას - შავ_თეთრ ფერებში თავისებური მელაქნოლიური მელოდიით. მიუხედავად ამისა იძლევა ოპტიმიზმს და სიცოცხლის ხალისს.
         2007 წლის ზაფხულში ჯგუფი შეიკრიბა რუსეთში სტუდია “ნიკიტში”, ამ სტუდიაში სიმღერებს იწერდნენ ცნობილი რუსი როკ-მომღერლები:
    Mashina vremeni”, “pilot” da “Chaif” მათ ჩაიწერეს ალბომი სახელად  “Rock Fm”. ალბომში აგრეთვე შესულია სიმღერა "Bluz Soldata" –s განსხვავებული ვერსია.
    ამის შემდეგ ჯგუფი აღარ ასრულებს ლაივს. კოტე კალანდაძე იწყებს თავის სოლო პროექტების კეთებას სახლის სტუდიაში:
            “parashutki”, “S.P.I.D.(Sick People In Dreams)”... ამ პერიოდშივე გიტარისტ ნიკა ბუზალაძესთან ერთად ჯგუფის სახელით იწერს 14 სიმღერას და აქედან შვიდი შეაქვს ალბომში სახელად “Not for Sale. მართლაც ეს ალბომი არ გამოვიდა გაყიდვაში, რადგან  ავტორისთვის სიმღერები ძალიან პირადული იყო.
                            
      Я поведу тебя по неизвестном тебя дорогом
    Я поведу тебя по незнакомим тебя краям.


    Ешё не всё сказали
    над Высокими домами
    Будъем летатъ.
    Мы разрисуем наши стены
       Голими руками...
         ბოლო და უკანასკნელ მეოთხე ალბომ "Pisma"-ში შევიდა "Net Svabodi"-ის ახალი ვერსია. ამ ალბომში შესული სიმღერები განსხვავებულია მუსიკალურად წინა ნამუშევრებისაგან. მასში გაერთიანებულია სხვადასხვა მუსიკალური სტილი, გაძლიერებულია ბექ-საუნდი, შემცირებულია ვოკალი და სოლო-ინსტრუმენტალი. ალბომის პრეზენტაცია 20 დეკემბერს ვაკის პარკის კლუბ “33ა”-ში გაიმართა. საღამო ჩატარდა, როგორც გამოსამშვიდობებელი კონცერტი. ანუ ფაქტიურად ჯგუფმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. თუმცა 2010 წელს, 13 მაისს კლუბ ტრიუმფში კვლავ გამართეს კონცერტი, ამჯერად სხვა ქართულ ჯგუფებთან ერთად.








    Я смотрю на тебя 
    и может я не вижу нечего.
    проста болят глаза у меня
    Я хочу сказатъ тебя пару слов...











    დისკოგრაფია:

    "НАША ПОСТ ЛЮБОВЬ" (2004, ოქტომბერი)

    1.Нет свободы
    2.Это сердце
    3.Дожди
    4.Блюз солдата
    5.На крыше
    6.Аэро remix
    7.Поведу
    8.Звезды
    9.Глаза
    10.Домой








    "Samalioti"(2005 ოქტომბერი)

    1.Поидем со мной
    2.Парашюты
    3.За окнами
    4.Блюз солдата
    5.Этой ночью
    6.Такие как мы
    7.Самолеты
    8.Я так люблю
    9.Это сердце
    10.Поведу
    11.Мне с тобой
    12.Огни большого города


    "KONEC GETTO?" (2006 oqtomberi.)

    1. Getto
    2. Nebaskreb
    3. Net Svobodi
    4. Dzevochka
    5. Podvalni zapax
    6. Stonet
    7. Shum v Tv












    “Pisma” (27 ivlisi. 2009 )
    1. ne xvataetPtica
    2. mne bolno jits svami
    3. taksi
    4. Nanai nanai
    5. Zvezdni Malchik
    6. Slova v Zubax
    7. Shum v ten
    8. Skaji tolko eto
    9. S uma


















    gamoyenebuli wyaroebi:

    გამოყენებული წყაროები:









    KGB
    Still Watching You!






    კლიპები:

    გეტტო














    Tuesday, December 29, 2009

    ჯონ ლენნონის ლიტერატურული მოღვაწეობა

    შენიშვნა: სტატიის შინაარსიდან გამომიდინარე დაწერილია ოდნავ მსუბუქი, არაპროფესიული სტილით.


    1964 წელს ჯონმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი სახელწოდებით In His Own Write. 1965 –ში კი A A Spaniard In the Works. ორივე წიგნი შეიცავს მოკლე მოთხრობებს, ლექსებს და ჩანახატებს. ამ წიგნებში ლენნონი ამჟღავნებს ენის ფლობის ოსტატობას – ხშირად მიმართავს ასო-ბგერებით მანიპულაციას. ტექსტის შინაარსი ზოგჯერ დაყავს სრულ აბსურდამდე და ზოგჯერ იუმორისტულ სიუჟეტად აქცევს მას. როდესაც პირველად გამოვიდა მისი წიგნი პრესამ მოულოდნელ მოვლენად აღიქვა იგი - ცოდნიათ წერა-კითხვა ბითლზებსო. მაგრამ ამით მათი ინტელექტუალური მოლოდინი არ გამართლდა უფრო სწორედ არ გაამართლა ჯონმა და სამაგიეროდ “კარგად გაუგებარი” ამბავი მიაწოდა საზოგადოებას. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ინგისელი პოლიტიკოსებისთვის გაეკრიტიკებინათ ლივერპულის სასკოლო განათლების სისტემა, ლენნონის წიგნის ციტირებებით პარლამენტის ტრიბუნიდან.
    ვნახოთ რას ფიქრობენ ამ წიგნის შესახებ მკითხველები. ინტერნეტ სივრცეში მრავლად არის სხვადასხვა მოსაზრებები ამ წიგნების შესახებ.
    მაგალითად, ამაზონის საიტზე ამ პროდუქციის შესახებ ვინმე “
    myidveli” ამბობს: “როგორ ძლიერაც მიყვარს ლენნონი, ისე არ მომწონს მისი წიგნი. თუმცა მიუხედავად ამისა მასში აღმოვაჩინე გასართობი ადგილები. შეიძლება ეს იმით აიხსნება რომ ბრიტანელი არ ვარ და მაგიტომ ვერ ვიგებ მის ხუმრობებს. ბევრ ფრაზებს ვერ ვხვდები. შეიძლება ვიფიქრო, რომ მასზე გავლენა მოახდინა ნოველისტმა ლუის ქეროლმა, მაგრამ არამგონია ასე იყოს. საბოლოოდ მინდა ვთქვა რომ ლენნონი კარგად იცნობდა საკუთარ ენას და ამით მან შექმნა ახალი გამონათქვამები, რომლებიც მხოლოდ მას ესმოდა. მისი ნაწერები არის ორიგინალური, გულწფელი და უბადლო. ზოჯერ ვფიქრობ რომ იგი უფრო ძლიერი მწერალი იქნებოდა ვიდრე მუსიკოსი.”
    საინტერესო მოსაზრებაა ვერაფერს იტყვი. შემდგომი კომენტარც არანაკლებად
    საინტერესოა. აი რას წერს ვინმე “Dada1960”: "იგი შლის დროშას ყველა ანარქისტისთვის ვისაც კი შეუძლია საკუთარი თავი დაინახოს მასში. ეს წიგნი არის დამაბრავებლად ორიგინალური. მასთან სხვა წიგნები ვერ მოვლენ. პირველ რიგში იგი სარკაზმით უყურებს ტელევიზიას, პოლიტიკოსებს, ტაბუებს. ამასთან ერთად შესანიშნავად თამაშობს სიტყვებით და ქმნის ახალ პოეტურ ფორმებს და ხერხებს.
    Terisch: “სიგიჟე? დიახ! მიზმიდველი და ექსპერიმენტული წერის მანერა გამოხატავს ლიბერალიზაციის ხანას ბითლზის დროს და მას შემდეგაც. პროვოკაციული, გონებამახვილი, კადნიერი და ღია, ასე შეიძლება დავახასიათოთ ავტორი. მიუხედავად ამისა იგი დადაისტებისათვის არ გამხდარა მეინსთრიმი...”
      სანამ გადავალ ნაწარმოების ტექსტებზე მანამდე კიდევ ერთ კომენტარს შემოგთავზებთ, რომელშიც მოკლედაა მოწოდებული იუმორისტული პასაჟი ერთი პატარა ნოველის: მკითხველი ხედავს, რომ ლენნონი ამ წიგნის წერისას უკიდურესად მხიარულ განწყობაზე იყო. იქ არის სიღრმისეული მომენტებიც და არის მარტივად გასაგები ამბებიც. მაგალითისთვის “დენისთან” ("
    At The Denis" ) არის ძალიან მხიარული მოთხრობა. მასში აღწერილია ერთი ქალის თავგადასავალი კბილის ექიმთან, რომელსაც სასტიკად არ სურს უკანაკნელი რამოდენიმე კბილის ამოღება, მას ექიმი არწმუნებს, რომ ეს მას უფრო ახალგაზრდულ შესახედაობას მისცემს (Thirty years Younger). ამ სიტყვებს ქალი მაშინვე დაიჯერებს და ეტყვის ყველა კბილი დააძროს. მთელი საშინელება კი მაშინ იწყება, როდესაც ავტორი სიტყვებში ასოების შეცვლას იწყებს: ექიმის ნათქვამში, რომ ქალი ოცდაათი წლით გაახალგაზრდავდება ახლა ათქმევინებს რომ 30 წლის ჯუნგლებში მყოფს დაემგვანება იგი. ("Thirty years Jounger Isntead of Thirty years Younger ).
    აი, დაახლოებით ასე აფასებენ უცხოელი მკითხველები ლენნონის პროზას. მე შევეცადე მეთარგმნა რამოდენიმე ნოველა, ჩანაწერი და ლექსი. საერთოდ თარგმნა რთული პროცესია, ამიტომ მაინც გირჩევთ ორიგინალში წაიკითხოთ. აგერ ლინკები ორივე წიგნის:
    In His Own Write და A Spaniard In the Works.

    საშინელების შესახებ
    მე დავიბადე 1940 წლის 9 ოქტომბერს, მაშინ როდესაც ნაცისტები ჯერ კიდევ გვიტევდნენ და ჰაერიდან . მაგრამ მათ მაინც ვერ ჩამიგდეს ხელთ. მე დავდიოდი ლიდიფოლის (Liddypol) სხვადასხვა სკოლებში. მაგრამ მაინც ვერ ვაღწევდი კოლეჯამდე და ჯერ კიდე ვერ ვაკმაყოფილებ დეიდაჩემის მოთხოვნებს. შეიძლება ვინმე თქვენგანისათვის, როგორც ყველაზე ცნობილი ჯგუფის ბითლზის წევრის და (პ, ჯ-სა და რ.-ს ) სიმღერები უფრო სასაცილო იყოს ვიდრე ეს წიგნი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პატარა ნაწერი არის ყველაზე მაგარი რამე, საერთოდ რაც კი წამიკითხავს...
    ღმერთი შეგეწიოთ და გამრავლოთ.

    კარგი ძაღლი ნიგელი

    ვაუ, ვაუ, მოდის ძაღლი, მხიარული,

    პატარა და თმიანი მეგობარი
    ვაუ, ვაუ, ლამპიონის შუქის ფონზე
    ყეფავს ქუჩის მოსახვევში
    კარგი ძაღლი! კარგი ძაღლი,
    მოკუნტრუშე მხიარული კუდის ქნევით,
    ჭკვიან ნიგელს, იხტუნავე და გაერთე
    სამ საათზე გიწევს ძილი.

    პ.ს რითმს ნუ მომთხოვთ აქ თუ შეიძლება, მემგონი აზრი გასაგებია.


    მოწყენილი მაიკლი

    ამ დილით არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისათვის, რომ მაიკლი მოწყენილი ყოფილიყო. (პატარა მზაკვრობა): ყველასგან დაფასებული ადამიანი იყო, იგი ყველას მოსწონდა, არაფერი აკლდა მას ცხოვრებაში. მისი ცოლი ბერნი მორჩილი ქალი იყო და მან ისე როგორც ყოველთვის, ახლაც მოამზდა ლანჩი. მაგრამ იგი მაინც მოწყენილი იყო. უცნაურია, ეს რადგან მას ყველაფერი ქონდა ცოლიდან დაწყებული ფეხსაცმლით დამთავრებული. ოთხ საათზე როდესაც ცეცხლი მკრთალად ენთო, პოლიციელი შევიდა მის სახლში (Poleaseman had clubbed In to parse)და უდქვა: ‘დღემშვიდობისა მაიკლ,’ მაგრამ მაიკლს ხმა არ ამოუღია საერთოდ, და ეს იმიტომ რომ მაიკლს არ ქონდა ენა, ის მუნჯი იყო...


    მოულოდნელი საჩუქარი პატარა ბობბისთვის

    დღეს იყო პატარა ბობბის დაბადების დღე და მან მიიღო საჩუქრები. მას მარჯვენა ხელის მტევანი არ ჰქონდა (ომის გამო) და ამიტომ მისთვის ყველაზე მთავარი საჩუქრებს შორის კაუჭი იყო! მთელი მისი ცხოვრება ბობბის უნდოდა ქონოდა თავისი კაუჭი. და ახლა მის 39-ე დაბადების დღეს მისმა ნათესავებმა აჩუქეს იგი. ერთი პრობლემა ის გახლდათ, რომ კაუჭი მარცხენა ხელისთვის იყო. სინამდვილეში მარჯვენა ხელი რომ არ აქვს ბობბის ყველაზე ჭკუაზე გადამცდარმაც კი იცოდა. მაგრამ პრობლემა ამით არ დამთავრებულა: მიუხედავად ამისა იგი არ დაღონებულა ამ შეცდომის გამო. მან თავისი მარცხენა მოიჭრა და როგორც ხელთათმანი მოირგო იგი. სამომავლოდ ის ალბათ მარჯვენა კაუჭსაც მიიღებს, ვინ იცის?




    ზრდილი, ზრდილი კლაივი
    კლაივ ბაროუსთვის იდგა ჩვეულებრივი დღე. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, არაფრით გამორჩეული და უცნაური. როჯერისთვის ეს დღე კი იყო გამორჩეული ყველა სხვა დღეებს შორის. როჯერი დღეს ქორწინდებოდა. როგორც კი ჩაიცვა ამ დილით მან გაიფიქრა მოსალოდნელ ზეიმზე. კლაივმა კი არაფერი თქვა. როჯერისთვის ყველაფერი განსხვავებულად იყო. დედამისის თქმით ამ დღეს მას უნდა ჩაეცვა საუკეთესო კოსტუმი, გაეკეთებინა გრიმი ათრთოლებული ხელებით, ჩაეცვა ახალი ფეხსაცმელი და მოერთო თავისი მანქანა. რომ იქნებოდნენ... ერთად... სანამ მოკვდებიან... მან იცოდა ყველაფერი ეს ზეპირად. კლაივ ბაროუ კი გულმავიწყი იყო. როჯერს შეეძლო წარმოედგინა ანა ყვაველებით მორთულ საქორწინო მსვლელობაში, თავის თავი კი გახარებული და ბედნიერი სახით მიმავალი ტაძრის ეზოში. კუჭში კარაქისმინდვრები ქონდა როჯერს, როდესაც მან შეიკრა ყლინჯი და გაისწორა თმები. ‘მე ვიმედოვნებ რომ სწორედ ვაკეთებ.’ თქვა როჯერმა და სარკეში ყურებისას დაფიქრდა: ‘ვარ კი მისი შესაფერი?’ როჯერს შეეძლო ამაზე არ ენერვიულა, რადგან ის მართლაც იყო მისი შესაფერი. ‘იქნება ჩემს გარშემო ბევრი ყვავილები?’ თქვა ანამ იწმენდდა რა ცალ ფეხს. ‘ან იქნებ გამოვაჩინო სხვების დასანახად?’ ეკითხებოდა თავის თმებშემეწყრილ დედას. ‘განა აქვს მაგას მნიშვნელობა?’ იმეორებდა დედა თავის ნათქვამს და ბეჭდის წმენდას აგრძელებდა. ‘ის მაინც არ შეხედავს შენს სფოუქს.(?)’ ანამ ისეთი სახით გაიღიმა, თითქოს მანამდე არასოდეს ღირსებია გაცინებაო. შემდეგ საბედნიეროდ, ანას მამა დაბრუნდა შინ ზღვიდან და გააუქმა ქორწილი.




    მარტოდ-მარტო

    მე დავჯექი მარტო ხის ქვეშ
    რიდით - პატარა და სქელი.
    ქალი მიმღერს ზომით მცირე
    თუმცა, მე მის ნახვას ველი.

    ვიყურები ზემოთ, ცაში
    ძებნად ხმების საოცარის.
    უცნაურად, უცნაური
    ნეტა მდებარეობს რაში?

    ‘ახმოვანდი, თავს რად მიბნევ’,
    ავუხირდი და გავყვირი.
    ‘იმალები ხესთან მანდვე’
    მაგრამ ქალი არსად არი.

    მისმა ხმამ მე მიმაძინა,
    დიდი ხნით ან საათობით,
    ნელა, ტკბილად გამეღვიძა,
    თითქოს ძილშიც ვბაასობდით.

    უცებ პატარა ტოტზე ხის
    თითქოს ვხედავ მე ლამაზ ხედს.-
    რომ ტოტზე ერთი გოჭი ზის.
    და მე მას ვამგვანებდი გედს.

    მეგონა რომ შენ – ის ქალი..?
    ჩამეცინა –ალბათ მართლა...
    უცებ ჩემდა გასკვირვად
    ადგა ქალი და გაფრინდა.



    აი ეს არის რისი თარგმნაც შევძელი. ისე ინეტში ძებნის დროს აღმოვაჩინე ბევრი რუსული თარგმანები ამ წიგნების. კი ამბობენ რუსები “ზუბრიაჩკები” არიანო ბიტლზის ამბავში, მაგრამ ბევრი მასალები კი აქვთ დაგროვილი, ჩვენ კიდე რავი. ჩვენ მარტო გვევასება ბიტლზი და მორჩა. იმის იქით აღარ მივდივართ. სინამდვილეში ამ ნაწარმოებების თუ ნაწერების უკან არც ლივერპულის განათლების სისტემის წარმატება-ნაკლუვანებები დგას და არც ლუის ქერროლის ან სხვა რომელიმე მწერლის გავლენა. ბევრმა არ იცის რომ ჯონ ლენნონს სასკოლო ასაკში ფსიქიკური დაავადება - დისლექსია სჭირდა. იგი გენეტიკურად გადმოეცა მას ოჯახიდან. დისლექსიით დაავადებულ ადამიანებს პრობლემები აქვთ მართლწერასთან. ჯონი სწორედ ვერ წერდა ასოებს, უფრო სწორედ ასოებს უნებლიედ ანაცვლებდა სიტყვებში, ამიტომაც ვერ გადადიოდა კლასიდან კლასში დროულად. დიდი ხნის მერე თავის ლექსებში და ნოველებში შესანიშნავად გამოიყენა ჯონმა ეს “დაავადება” და მას კალამბურ--იუმორისტული მნიშვნელობა მისცა. როგორც ჩანს ჯონი ბავშვობიდანვე მუშაობდა თავის თავზე ეს დაავადება რომ დაეძლია. უკვე ზრდასრულს კი თავისუფლად შეეძლო ემართა სიტყვები და ენის სემანტიკურ სიღრმეებში ჩაფლულიყო ისე, როგორც ამას მუსიკაში შვებოდა.


    Koms der Revolution

    რევოლუცია მოდის

    თქვენ ყველა მიცნობთ, მე ზოგჯერ საკუთარ თავს ვიწვევ სიტყვების ბრძოლაში ეს კი გავს იმას რომ მე ვჭამო კასპიის ზღვის დელიკატესი. ძალიან ხშირად მე ვაგებ, მაგრამ ეს სოციალიზმია. (თქვენ მიცნობთ მე). მე ვფიქრობ, რომ ბევრ თქვენგანს არ ექნება ამ ძვირფას დელიკატესზე უარის თქმის შანსი., დამიჯერეთ ჩემო ფანებო, თქვენ ეს დღე არ დაგიდგებათ, სანამ ყველა ამ ბომბების შექმნას არ მოვრჩებით.
    ხვალამდე მეგობრებო, როდესაც (თქვენ ყველა მიცნობთ) დავბრუნდები იმავე სურათით, მაგრამ განსხვავებული ციტატებით.
    კარგად იყავით (მე ასე ვხედავ მომავალს).

    ...და ასე სრულდება ჯონ ლენნონის ეს წიგნი:

    “THE END
    --
    Linda forever,
    Aya.
    "Quand on veut un mouton, c'est preuve qu'on existe."