Showing posts with label თარგმანი. Show all posts
Showing posts with label თარგმანი. Show all posts

Saturday, May 21, 2022

ნატალია ზურაბევიჩი: ოთხი რუსეთის პროექტი უქმდება

 


Фото: РИА Новости

2008-09 წლების რყევების შემდგომ  ჯერ კიდევ ბოლომდე გაუმართავი რუსული ეკონომიკა, ოდნავ შეჩერდა „სტაგნაციის“ სახით. რის შემდეგაც სწრაფი სვლით განაგრძო სერიოზული და ხანრგძლივი კრიზისისკენ. ამ ყველაფერს დამატებული დიდი რაოდენობის ნავთობის ინექცია ეკონომიკაში, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებზე ვარდნა და რეფორმა შეუმდგარი მშობლიური ეკონომიკის არსებული რესურსების გამოფიტვა ასევე ყირიმში გეოპოლიტიკური ავანტიურა.

არსებულ კრიზისზე რუსეთის ფედერაციის რეგიონებში ჩვენ ვისაუბრებთ სოციალური გეოგრაფიის პროფესორთან ნატალია ზურაბევიჩთან, გამორჩეულ ექსპერტთან, ავტორთან რომელიც აღწერს 2011 წლის ბოლოს განხორციელებულ მოქმედებებს ე.წ ცენტრალურ-პერიფერიულ მოდელს თანამედროვე რუსეთში.ოთხი რუსეთი“ ერთ ტერიტორიაზემოსკოვს გარეთ არსებულ ცხოვრებაზე  რეგიონალურ სტრატეგიაზე  ხელისუფლების მეგალომანიაზე და სახელმწიფოსა და ხალხის დაშორებაზე.

შეგახსენებთ რომ ამ კონცეფციის მიხედვით რუსეთი ოთხ ტერიტორიულ ნაწილად იყოფა. ყოველი მათგანს გააჩნია თავისი სოციალური მოდერნიზაციის დონე და სიჩქარე. ეს არის ცენტრები, მეტ--ნაკლებად აქტიური, მოდერნიზებული მოსახლეობით  (მილიონიანი ქალაქები ასევე ქალაქები დასახლებული 500 ათას სულზე მეტი) რომლებიც ატარებენ პოსტ-ინდუსტრიული საზოგადეობის ღირებულებებს.  ნახევარპერიფერია (ნაკლებად მსხვილი და საშუალო ქალაქები) რომლებიც არიან „საბჭოური“ ღირებულებების მატარებლები; და მცირე ქალაქები - პერიფერიაში არსებული ტრადიციული, პასიური და პატერნალიზმისკენ მიდრეკილი და სამეურენო საქმიანობით დაკავებული მოსახლეობა. თითოეულ ამ სამ რუსეთში ცხოვრობს დაახლოებით მოსახლეობის მესამედი. მეოთხე რუსეთი წარმოადგენს ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკებს, ასევე ტუვას (ციმბირის ფედ. ოკრუგი) და ალტაის (ციმბირის ფედ. ოკრუგი) (6% მოსახლეობის) . მათთვის დამახასიათებელია მაღალი ხარისხის ტრადიციული ცხოვრების წესი და არქაიზმი, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ სახელმწიფოს მხარდაჭერას.

-       რა ხდება დღევანდელ ცენტრალურ-პერიფერიულ მოდელთან დაკავშირებით. თქვენ სამი წლის წინ საკმაოდ კარგად აღწერეთ? იგი კვლავ მუშაობს?

 

-       იგი დროებით აღარ არსებობს.

 

 

-       ხომ არ გაქვთ შეგრძნება რომ დღევანდელი „პატრიოტული“ ფსიხოზის პირობებში თქვენს მიერ აღწერილი „ოთხი რუსეთის“ მოდელი ჩაანაცვლა ერთმა რუსეთმა?

 

-       პრინციპში მე გეთანხმებით. მთავარია აქ გავიგოთ რა ხანგრძლივობაზე ვმსჯელობთ. ოთხი რუსეთი ეს არის რაციონალური და ხანგრძლივვადიანი მოდელი, მაგრამ სინამდვილეში არავის უარყოფია მკვეთრ აქტივაციაზე წარმოშობილი სხვადასხვა ფობიებისა და კომპლექსების შედეგად მიღებული  რეალობა განსაკუთრებული მობილიზაციის სახით. ქვეყანას აშკარად შეეყარა კლასიკური პოსტიმპერიული სინდრომი, რომელიც ბოლომდე ვერ გადაიტანა 90-იან წლებში. მისი უარყოფა შეუძლებელია, იგი უნდა გადაიტანო შენს თავზე. განათლების როლი და მოდერნიზირებული ღირებულებები და ცხოვრების წესი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ერთი სახით- ვიღაც შესაძლოა მისგან უფრო სწრაფად გამოვიდეს, ვიღაც კი ნაკლებად სწრაფად. სულ ეს არის. ჯერ-ჯერობით 2014 წლის თებერვალ-მარტიდან „ოთხი რუსეთის“ მოდელი შეჩერებულია. როდის შევძლებთ  კვლავ განვაახლოთ იგი. ჩემი აზრით 2015-16 წლებში.

 

-       და რა იქნება ამის გაკეთების საბაბი. რა მექანიზმების ამუშავებასთანაა ეს დაკავშირებული?

 

 

-       „რაციო-ს“ ჩართვასთან...

 

-       ანუ გაიმარჯვებს პარტია „სავსე მაცივრებისთვის“?

 

-       ეკონომიკას აქვს თვისება გამოაფხიზლოს ადამიანები. ასეა სამყარო მოწყობილი. მე ჯერ ჯერობით არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება ყველაფერი მტრებს მიაწერო. ჩვენ არაფერში არ ვართ დამნაშავე, ჩვენ შეუდარებლები ვართ. სწორედ ასეთი აზროვნების გამო ვართ ასეთ რთულ მდგომარეობაში. პრინციპში ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მაგრამ როდესაც გარშემო მტრებო არიან და შენ კი სულ უფროდაუფრო ნაკლები ფული გრჩება - დგება მომენტი როდესაც ეკითხები შენს თავს: „ აბა, ხელისუფლება რაღაცას ხომ აკეთებს? რამე ხომ უნდა გააკეთოს.?“ როდის გაჩნდება ეს კითხვა, რთული სათქმელია.

 

 

-       დავუბრუნდეთ ჩვენს რეგიონებს. როგორ არიან ისინი რეცესიის პირობებში, ფედ. ბიუჯეტის სეკვესტრის და სხვა ნეგატიური ტენდეციების გამო რა მომავალი ელით მათ. როგორია მათი ბიუჯეტი. მაისის ბრძანებებზეც გვითხარით ორიდე სიტყვა.

 

-       ყველა საუბრობს ფედ. ბიუჯეტის სირთულეებზე, რომელბიც მომავალ წელს არის მოსალოდნელი, რადგან იგი მიდის დევალვაციისკენ. მე კი ორი წელია ვაკვირდები რეგიონების ბიუჯეტების რთულ მდგომარეობას. პრობლემების პიკი იყო 2013 წელს, ამ წელს (2014) უფრო მსუბუქადაა საქმე. 2013 წელს პრობლემური მდგომარეობა დაკავშირებული იყო ცუდ ეკონომიკურ კონიუქტურასთან, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის შემცირება და ფინანსათა სამინისტროს მცდელობა შეეჩერებინა  რეგიონებისთვის ტრანსფერები. ამასთან ერთად გაიბერა საბიუჯეტო ხარჯები დიდი სოციალური ვალდებულებების გამო. საჭირო გახდა პუტინის ბრძანების შესრულება სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გაზრდა. რეგიონებმა კი საპასუხო რეაქცია მისცეს: სამგზის დეფიციტის და რეგიონებისა და მუნიციპალიტეტის ჯამური ვალის (2ტრილიონ რუბლამდე) გაზრდით, რაც აღემატება 30% -ით საკუთრივ  მათ ბიუჯეტურ შემოსავლებს. 2014 წლის ცენტრალურმა ხელმძღვანელობამ გამოასწორა სიტუაცია, დაამატა ტრანსფერები; ოდნავ გაუმჯობესდა სიტუაცია გადამამუშავებელ მრეწველობაში, ამიტომ გაიზარდა შემოსავალზე გადასახადი. 8 თვის თავზე რეგიონებმა გამოიხედეს, 2013 წელთან შედარებით. უკვე არა 90%-იანი დეფიციტი აისახა არამედ 2/3.  ივლიისდან მოყოლებული ვალი იზრდება, იგი დაკონსერვდა სამი მოცულობით, რომლებიც დაგროვილ იქნა. თუმცა ეს დასასრული არაა. წლის ბოლო ყოველთვის აუარესებს საბიუჯეტო მდგომარეობას რეგიონებში, ამ დეკემბერში კი პრობლემებმა იმატა.

 

თუმცაღა აშკარაა რომ ბრძანებების აღსრულების „სისხარტე“ მოსუსტდა. პირველ რიგში უნდა ითქვას რომ საშუალო სახელფასო მონაცემების გაანგარიშების მეთოდიკა კორექტირდება შემცირების მიხედვით. მეორეს მხრივ ძირითადმა ნაწილმა ხელფასის მომატებისა ყველაზე მასიურად დასაქმებულ სექტორებში (ესენია განათლება და ჯანდაცვა) უკვე ჩაიარა. მესამე რიგში კი შეჩერდა საშუალო ხელფასის ზრდა და იგი მცირდება კიდეც. შეიძლება ჩაითვალოს კიდეც რომ საპრეზიდენტო ბრძანებები რეგიონმა გადაიტანა.

-       ნავთობზე ფასის ვარდნა არ აისახება რეგიონებში?

 

-       ფედერალური ბიუჯეტი ნახევარზე მეტწილად ფორმირდება ნავთობისა და გაზის შემოსავლებით. ამ შემოსავლებს იგი იღებს დოლარში ხოლო ხარჯებს რუბლში ატარებს. სხვადასხვა შეფასებებით ერთი დოლარით ბარელი ნავთობის გაიაფება, მიჰყავს ფედარაციული ბიუჯეტი 90-100 მილიარდ რუბლის დანაკარგებამდე. მაგრამ გაძვირებისას იგი იღებს 180-200  მილიარდ რუბლს. რუბლით ჯერ კიდევ ყველაფერი ბალანსირდება და ფედერალური ბიუჯეტიც ამ წელიწადში გადაჭარბებულად შეივსება. რეგიონების ბიუჯეტში  ნავთობის ფულის მინიმალურად შედის, თუმცა ფასების კლება ნავთობზე სანავთობო კომპანიების შემოსავალს შეამცირებს, ხოლო საშემოსავლო გადასახადი ძირითადად მოდის რეგიონებზე. ასევე არსებითია ის რომ გადარიცხვები რეგიონებში წარმოადგენს სანავთობო იჯარის გადანაწილებას. სანავთობო რენტა კი გამომშრალია. პრობლემა უმწვავესად დგას. რადგან მრეწველობაში ბევრი რამ არის იმპორტირებული ტექნიკა, ხოლო ისინი კი ორჯერ გაძვირდნენ. მათი მკვეთრი გაძვირება კი ნიშნავს რუსეთის მოქალაქეებს უმრავლესობისთვის სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტის მსყიდველთუნარიანობის ეფექტურობის შემცირებას. ერთის მხრივ როდესაც მცირდება იმპორტი უმჯობესდება გადახდის ბალანსი მაგრამ მეორეს მხრივ რუსული  ბიზნესი ძლიერ დამოკიდებულია იმპორტზე და ამიტომ 2015 წელს გარდაუვალია სამრეწველო დონის ვარდნა.

 

-       რომელ კრიზისს შეიძლება შევადაროთ მოცემული მდგომარეობა?

 

-      ექვსჯერადი ვარდნა რუბლის ვალუტის არ იქნება. განსხვავებით 1998 წლისა ბიზნესს დევალვაცია სუსტად დაეხმარება: რადგან არ არის თავისუფალი სიმძლავრეები და არც იაფი მუშახელი. ეს კრიზისი არ ჰგავს არც 1998 და არც 2008-09 წელბს. იგი გამოყოფილია. რა თქმა უნდა რუბლი დოლართან მიმართებაში ძალიან დაეცა, მაგრამ ბიზნესს სამი კვარტალის განმავლობაში გააჩნდა ერთნახევარი პროცენტით მატება გადამამუშავებელ სექტორის ხარჯზე. თუმცა გეოგრაფიიული მოცემულობა განსხვავებულია, მესამედ კი რეგიონალური მრეწველობა შემცირდა. მთავარი პრობლემა ინვესტიციებია. რუსეთში ისინი მცირდებიან უკვე მეორე წელიწადია. 2014 წლის სამი კვარტლის განმავლობაში იგი შემცირდა მესამედით რეგიონებში. ზრდას აჩვენებს მხოლოდ ნაკლებად განვითარებული რეგიონები, რომელთაც დიდი ინვესტიციები არასოდეს არ ჰქონიათ. ხოლო ძლიერ რეგიონებს მათ პრობლემები უკვე 2012 წელს გაუჩნდათ. ჩვენ ახლა ყურადღებას ვაქცევთ რუბლი/დოლარის კურსს თუმცა პრობლემები უფრო სიღრმისეულია.  თითქოს ჩანს რომ ჩვენ კრიზისიდან გამოვედით 2009 წელს, მაგრამ ინვესტიციების ზრდა 2013 წლისთვის იყო მინიმალური- კრიზისამდელ მდგომარეობასთან 2008 წელთან შედარებით მხოლოდ 2 % -ით მეტია. ნახევარზე მეტმა რეგიონებმა კვლავაც ვერ გადალახეს კრიზისული ვარდნა 2009 წლის ინვესტიციების. ინვესტიციების სტაგნაციამ და შემდგომ კი მათმა კლებამ ანდერძი გამოუყვანა ეკონომიკას. ინვესტიციების გარეშე იმპორტი ვერ იარსებებს. სისტემა პოლიტიკურ მოვლენებამდე შედიოდა უკვე ჩიხში. აშკარაა რომ გადამხდელუნარიანობის მოთხოვნა დაიკლებს შემოსავლების შემცირებისა და მკვეთრად გაძვირებული იმპორტის გამო. ვინაიდან იმპორტზე დგას უმეტესწილად მსხვილი ქალაქები „პირველი რუსეთი“ კარგავს ყველაზე მეტს. ჩვენ უკვე ავწიეთ ხელფასები ორგზის ისინი ახლა მოიხმარენ ქვეყნის მომსახურებას - მივლინებას სოჩაში და ა.შ.

 

-       რა შეგიძლიათ თქვათ უმუშევრობაზე. იგი ხომ თანმხლებია კრიზისის?

 

-       ვფიქრობ რომ უმუშევრობის დონე ზომიერი იქნება. პირველ რიგში მკვეთრად მცირდება პოპულაცია შრომისუნარიანობის ასაკში. ასეთია ჩვენი დემოგრაფიული პირამიდა. ეს ძალიან ამსუბუქებს შრომის ბაზარზე ზეწოლას. მეორეა ის რომ საკმაოდ მაღალი დონეა უმუშევრობის - 5% ასე ჩვენ არასოდეს გვიცხოვრია. უმეტესობა რეგიონებში 4-5% მერყეობს, გარდა ჩრდ. კავკასიის რესპუბლიკებისა და ტვირისა.

მესამედ კი 2000-იან წელბში უკვე წარმოიქმნა დასაქმების კლება მსხვილ და საშუალო მრეწველობასა და ორგანიზაციებში. ჯერ მცირდებოდა და ოპტიმიზირდებოდა დასაქმება ბიზნესში ახლა კი იგი საბიუჯეტო სფეროში გადადის ეს სტადია. აღსანიშნავი რაოდენობა შრომისუნარიანი მასისა გადავიდა არაფორმალურ ეკონომიკაში, რომელიც რთულად აღიწერება სტატისტიკურად. რუსეთის დასაქმების სტრუქტურა ასე გამოიყურება: დაახლოებით 19 მილ. საბიუჯეტო სექტორში ( 27% ეკნომიკურად აქტიური მოსახლეობისა), 17 მილიონი -დასაქმებული მსხილ და საშუალო ბიზნესსა და ორგანიზაციებში (23%) და ასევე 10-11 მილიონი დასაქმებული მცირე ბიზნესში, ხოლო 5-6 მილიონი ინდივიდუალური ბიზნესში. ჯამში 51-52 მილიონი ადამიანია. 4 მილიონი კი უმუშევარია. რაც შეეხება დანარჩენს - 17-19 მილიონი ეს არის...

 

-       ეს „ნაცრისფერი“ ზონაა?

 

-       დიახ, ისინი გამოკითხვის თანახმად ამბობენ რომ დასაქმებულები არიან.

 

-       და ეს „ნაცრისფერი“ ზონა გაიზრდება არა?

 

-       იგი იზრდება 2000-იანი წლებიდან მსხვილ და საშუალო საწარმოების შემცირების ხარჯზე. ამასთან ერთად მრეწველობაში დასაქმებულთა წილი შემცირდა 19%-ით. ხელისუფლებას შეუძლია გააუმჯობესოს   სიტუაცია მრეწველობით ქალაქებში იმ შემთხვევაში თუ მოხდება არსებითი გამონთავისუფლება დასაქმებულების. არის ამის გამოცდილება, რომ მიიღოს აქტიური ზომები დასაქმების მხარდასაჭერად. პირველ რიგში კი საზოგადოებრივი სამუშაოთი. დამატებითი საშუალება ამ ხელფასის გასასტუმრებლად არც ისე კრიტიკულია. ბიუჯეტისთვის-  2009-10  წლებში საჭირო იყო 40 მილიონამდე ნაკლები რუბლი, ხოლო უმუშევართათვის კი დაახლ. 80 მილიარდი. მე ვფიქრობ რომ სიტუაცია იქნება კონტროლქვეშ თუ კრიზისი არ გაგრძელდა. მსხვილი ქალაქების მცხოვრებლები , როგორც წინა კრიზისის დროს დაიწყებენ სამსახურის ძებნას თავად, ხოლო სოფელი ტრადიციულად დაკმაყოფილდება „მიწით“ 

 

-      ეს ხომ ისევ კონტროლია ფედერალური ცენტრიდან. შეუძლია კი არსებული კრიზისი გახდეს სტიმული ნაკლებ ცენტრალიზებულ სამმართველო სისტემაზე.

 

-      ნავთობის რენტის მქონე ქვეყნებს როგორც წესი, ცენტრალიზებულია მართვის სისტემა. შემდეგ კი გადანაწილდება. ქირის გადანაწილება ეხმარება დიდი სახელმწიფოს წარმოქმნას. ეს რუსეთის პრობლემაა და იგი დიდხანს დარჩება. ქირის ცენტრალიზაცია გამოიხატება შემდეგნაირად. ავიღოთ სულ 100%  საგადასახადო შემოსავლების რეგიონებიდან ფედერალურ ბიუჯეტში (ძირითადად ეს ორი გადასახადია სასარგებლო წიაღისეულის  და დამატებითი ღირებულება). 28% საერთო შემოსავლების იძლევა ხანტი-მასნიისკის ავტონომიური ოკრუგი, 16 %-ს (18 იყო 2013) , მოსკოვი 16 %-ს.  იმალა-ნენთას ავტონომიური ოკრუგი -10%, სანკტ-პეტერბურგი - 5 %.

 

 

-       და ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას?

 

-       ეს ხაფანგია: ჩვენ გვინდა დეცენტრალიზაცია. თუმცა საგადასახადოს დეცენტრალიზაცია მიგვიყვანს იქამდე რომ ყველაზე მდიდარი რეგიონები გახდებიან უფრო მდიდრები, ხოლო დანარჩენს ცოტა რამეს თუ მიიღებს აქედან. საგადასახადო ბაზების ტერიტორიული გადანაწილება აშკარად არათანაბარად ჩანს და მისი უბრალოდ ასე გადაწყვეტა არ იქნება მართებული. აქედან გამოსავალი სხვა სიბრტყეში უნდა ვეძებოთ - ქირის გადანაწილებაში: თუ როგორ ანაწილებენ მას, რა კრიტერიუმებით, ღია არის თუ არა იგი? მათი გადანაწილება საკმაოდ ბუნდოვნად ხდება. 2013 წლამდე დოტაციის წილი საბიუჯეტო გაანგარიშებაში , რომელიც ითვლება ფორმულით და ამიტომაც იგი წესით ღია უნდა იყოს. მან რეგიონებში  შეადგინა შემოსული ყველა ტრანსფერის 24-26% . 2013 წელს ტრანსფერის შემცირებამ და სხვა მიზეზებმა დოტაციის წილი ბიუეტში გაიზარდა 30%-ით. იგი უნდა ყოფილიყო არანაკლებ მისი ნახევრისა, მაგრამ ფერდერალურ ხელმძღვანელობას ძალიან სურს თავისი სურვილების თავსმოხვევა. ამიტომ პირველი პრობლემაა გადაწყდეს მისი ღიაობა და გამჭვირვალობა. ჩვენ ხომ ამ იჯარაზე ვცხოვრობთ.

          მეორე პრობლემა ზეცენტრალური მმართველობაა და საბიუჯეტო რესურსები არამხოლოდ ფედერალურ დონეზე არამედ რეგიონალურ დონეზეც. სულ უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება და რესურსები კონცენტრირდება რეგიონალურ ბიუჯეტში. მსხვილი ქალაქების მუნიციპალიტეტებიც კი, რომლებიც რეგიონს აძლევს მნიშვნელოვან საგადასახადო შემოსავალს თითქმის ნახევრად სუბსიდირებულია. მათგან უფრო და უფრო მეტი ზეწოლით ქაჩავენ გადასახადს ფიზიკური პირების შემოსავლებიდან. ეს უკანასკნელი კი მთავარ გადასახადს წამოადგენს მუნიციპალიტეტებისთვის. 2013 წელს საშემოსავლო გადასახადის წილი შემცირებულია 20 დან 15 %-მდე საქალაქო ოკრუგებისთვის, ხოლო 10% მუნიციპალური რაიონებისთვის. რაც საკმაოდ მცირედს წარმოადგენს.

        სოციალური დახმარებაც მცირდება რეგიონალურ დონეზე - სოციალური დაცვაში, ჯანდაცვაში და განათლებაში. მუნიციპალიტეტებს დაქვემდებარებაში დარჩათ კომუნალური გადასახადები, რათა შენახონ სკოლა და გადაუხადონ ხელფასი მასწავლებლებს, რაც რეგიონალური ბიუჯეტით იფარება. მუნიციპალიტეტი ახლა მხოლოდ შიდა გზებზე აგებს პასუხს, ასევე დასუფთავებასა და საბავშვო სკვერებზე. მაშ რანაირი თვითმართველობაა ეს?

            ზე კონცენტრირებული მმართველობა აუარესებს მომსახურების წვდომას შორეულ მანძილზე, თუმცა უფრო ეფექტურია ფისკალური ასპექტიდან გამომდინარე - იგი ეფექტურობას ზრდის და საბიუჯეტო დანახარჯებს ზოგავს. როდესაც ზეცენტრალიზებულობა დასრულდება (ეს ადრე თუ გვიან მოხდება) როგორ მოვახერებთ ამ პირამიდის გადმოიტრიალებას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს კიდევ ერთი ხაფანგი რომელიც უნდა შევნიშნოთ.

წყარო:

http://www.novayagazeta.ru/politics/66622.html

Sunday, May 2, 2010

პუტინზე გათხოვილი – ვალერია ნავადვორსკაია

        ვდგები დილით და უცებ ვხვდები: მე ხომ უკვე 10 წელია ქმრად პუტინი მყავს და რაც კი ჩვენს შორის ხდება არის კლასიკური მაგალითი რუსული ოჯახური ცხოვრების. მას ჩემთვის ხელფასი არ მოაქვს, მე კი სადილს არ ვუმზადებ და თეთრეულს არ ვურეცხავ. ვცხორვობთ, როგორც სტივა ობლონსკი და დოლი- არ ვესალმებით და არ ველაპარაკებით ერთმანეთს. სახლი კი საერთო გვაქვს: 1/8 ნაწილი მსოფლიოსი ან ბნელეთის. როდესაც ის პირველად 1999 წელს დავინახე ტელე ეკრანზე, რაღაც უცნაურად შემომხედა და მე მივხვდი რომ მან თვალი დამადგა. მე მასზე დაქორწინებას საერთოდაც არ ვაპირებდი. მე ველოდი პრინცს საზღვარგარეთიდან ან თუნდაც ბორის ნემცოვს. მაგრამ ჩვენთან რუსეთში ხომ იცით, როგორც არის მიღებული: “დედიკო, დედიკო, მინდორზე ბუღი დგას?” დედა კი მპასუხობს: “ხო, ცხენები დარბიან. კიდევ კითხვა: ‘სახეს რომ მიცვლიან, ეს რა არის, მაკურთხებენ?” მან მიპასუხა: "ღმერთი შენთანაა..” მე რა თქმა უნდა არ დავთანხმებულვარ მას, მე საერთოდ იალტაში ე.ი. არჩევნებზე არც ვარ ნამყოფი, საარჩევნო ურნასთან. მაგრამ მე არც კი მეკითხებოდნენ. ჯვარი ეკლესიაში არ დაუწერიათ ჩვენთვის... ჩვენ ჯვარი დაგვწერა აგრესიულ-დამთმობმა უმრავლესობამ. მძღოლად  “ერთიანი რუსეთის” წევრები გახდნენ. მენდელსონის მარში ნაცვლად სასახლეში  საბჭოტა ჰიმნი დაუკრეს... შემდგომ  მოვლენები ანეკდოტზე უარესად განვითარდა: პუტინი არ მამცირებდა, მაგრამ მაცეკვებდა. ჩეჩნეთის ომი იყო ჩვენი პირველი ღამე. და ასე ვცხოვრობთ უკვე რამდენი ხანია. მას შემდეგ: მე მას ვერ ვიტან და ის კი მე. მე შემიძლია ჭურჭელი გაურეცხავი დავტოვო იმის ნიშნად, რომ მსურს განქორწონება და ის კი ყურადღებასაც არ აქცევს ამას. მე, როგორც ჩვეულებრივი რუსი ქალი შვებას ვპოულობ, როცა მას ვკიცხავ. მივდივარ რადიოში, მიტინგებზე, რედაქციებში და ვაკრიტიკებ. სასწრაფოდ წავიდეს იგი ან პირდაპირ ნიუნბერგში გაუშვან, მე კი წავალ კასიანოვთან ან ნემცოვთან.  ბუშთანაც მიჩივლია, ობამასთანაც და ევროკავშირთანაც. “არ მინდა,- ვეუბნები მათ,- პუტინთან ცხოვრება. განგვაქორწინეთ”. ისინი კი ამის მაგივრად მასთან ერთად შეთანხმებებს აწერენ ხელს. და მარტო მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში. ჩემს ქმარს კიდევ 300 ცოლი და 700 ტყვე ჰყავს, ყველა დემოკრატი სხვათა შორის. ჩვენ ერთად ვტირით და მოვთქვამთ, მაგრამ პუტინი მაინც ჩვენთან რჩება. სხვებს არ შეუძლიათ გაიგონ, რომ მე პუტინი არ მომწონს. ის არც სვამს, არც ეწევა. სპორტით არის დაკავებული. და აი, ასეთი ყოვლისშემძლეა! მარცხნივ გაიხედავს – “ნორდ-ოსტის” ტყვეები ეცემიან ძირს მოწამლულები, მარჯვნივ გაიხედავს- ბესლანის სკოლის ბავშვები იწვიან. არც ისე დიდი ხნის წინ თითქმის მთლიანად ზესახელმწიფოც კი დაიპყრო მან საქართველოს სახით, თუმცა ამერიკამ შეუშალა ამის ბოლომდე გაკეთება. მას არავისი ეშინია, განსაკუთრებით არც ღმერთის. თავის მტრებს, იუკოსელ ბოროტმოქმედებს პირდაპირ ასამართლებს. ამბობენ, რომ მე ჩუმად უნდა ვიყო. მე კი მათ ყველას ვპასუხობ: “დაე, თავისიანი გაჟლიტოს ვიდრე ჩეჩენი ახალშობილები, რომლებიც საკრალური რიტუალის სახით ეწირებიან იმპერიულ სიძლიერეს. რაც შემეხება მე - რაიმე მშვიდი, შესაფერი, ევროპული”. (იგ. გარდაცვალება.)  ცხოვრება გრძელდება.
          ალბათ საყვარელთან უნდა გავიქცე: შტატებთან, საფრანგეთთან ან ინგლისთან, სადაც ყველა კეთილი ხალხი გარბის. მაგრამ მაშინ ჩვენი შვილი და მთლიანად სახლი- მას ერგება. განქორწინება კი გადაუხედავია... მხოლოდ ცსკ-ს გავლით ხდება... რადგან ქორწინება ბიულეტინების მიხედვით ინიშნება.
          და კიდევ, ეს ჩემი ქმარი, რომელსაც მავნე ჩვევები არ გააჩნია - უბარაქოა. პირიქით, უკანასკნელ ნივთსაც სახლიდან ეზიდება თავის მეგობრებთან. ხან ლუკაშენკოო, ხან ჩავესიო, ხან კიდე ყირგიზეთის პაცინეტები. და მაინც- რაში ჭირდება ქალს ის ქმარი, რომელიც ვერ შეძლებს ფულის შოვნას და ამის ნაცვლად თავის ამხანაგებში ფიქრობდეს – არა არაყზე არამედ კოლინიების ნარჩენებზე?
       მე ვიცი, რომ მას ვეცოდები. ის ახალგაზრდაა, სპორტული მე კი მოხუცი და ავადმყოფი. და ხდება საშინელება: ჩვენი ღვთისშვილი ბავშვი, რომელიც ძიძამ სახლში დააგდო პირდაპირ თავით ცერემბრალური დამბლით და გონებრივი განვითარების შესაძლებლობის გარეშე დატოვა. ჩვენ ღვთისშვილ ბავშვს რუსეთი ჰქვია, რომელიც მალე დაობლდება და აღარავინ იქნება მისი შემფარებელი.


უკომენტაროდ


წყარო: http://newtimes.ru/articles/detail/13397/

Wednesday, March 24, 2010

ისლამი და დემოკრატია


     ისლამი არის ქრისტიანობის შემდგომი უძველესი რელიგია. იგი წარმოიშვა აღმოსავლეთის ქვეყნებში და დაიკავა დომინანტური როლი რეგიონში. ჩვენი განსახილველი თემა არის ისლამისა და მოდერნულ-დემოკრატიული სამყაროს დამოკიდებულების განხილვა შეფასება. ორივე სამყარო როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის გარკვეული ისტორიული კანონზმომიერების შედეგია. ერთგან თუ რელიგია თამაშობდა გადამწყვეტ როლს, მეორეგან წამყვან იდეოლოგიად ლიბერალიზმი და სამოქალაქო ფაქტორი იყო. სწორედ ეს ისტორიული კანონზომიერებანი და სხვა მრავალი მასში შემავალი ფაქტორები განაპირობებს მსოფლიოს მრავალფეროვნებას. ჩვენი განხილვის მიზანია ამ ურთიერთდამოკიდებულების განხივლა, რაც ამ ორ მხარეს არსებობს. ვფიქრობ, რომ საკითხის უკეთ წარმოჩენისათვის არ უნდა ვიხელმძღვანელოთ პირადი წარმოდგენებით ან ერთი ან მეორე მხარის უპირატესობის მინიჭებით, არამედ უნდა შევაფასოთ ისინი ობიექტურად როგორიც არიან ისინი დღევანდელ დღეს.
აღმოსავლეთის ისლამისტური ქვეყნებისათვის ტიპიური მახასაიათებელია ავტორიტარული მმართველობა, გაძლიერებული ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ძირითადად ერთ პიროვნებაზეა აწყობილი. თუმცაღა მეორესმხრივ არიან ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ ამ ტიპის ქვეყნებში და მათაც გააჩნიათ საკუთარი უფლებები. თუ სასწორის ერთ პინაზე არის ერთპიროვნული მმართველის ძალაუფლება, მეორე მხარეს კი ადამიანის უფლებები. დემოკრატიული თვალსაზრისით იდეალურ მდგომარეობად შეგვძილია მივიჩნიოთ ამ ორი სასწორის პინის თანაბარი მდგომარეობა ანუ როდესაც ძალთა ბალანსი დაცულია. ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია დასავლურ ევროპული ქვეყნებისათვის, ხოლო ისლამისტურ ქვეყნებში სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება. აქ ხახელმწიფოებრივ ძალაუფლება გაზრდილია მოსახლეობის უფლებათა ხარჯზე, რაც ბუნებრივად განპირობებულია ისტორიული განვითარების კანონზომიერებით. თუმცა დროის მსვლელობასთან ერთად იცვლება მდგომარეობაც. ახლა განვიხილოთ უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებული სტატია – “ავტორიტარიზმი

Friday, February 19, 2010

დავმარხოთ ლენინის გვამიც და საქმეც.



            ეს ელცინის დროინდელი ლოზუნგი გაისმა ზაფხულში. ძალიან ბევრი გვამის დამარხვა მოგვიხდა პუტინის ეპოქაში: ჩეჩნეთის ომის, “ნორდოსტის”, და ბესლანის მოვლენები. ჩვენ კი რატომღაც მიგვავიწყდა ჩვენი ნამოქმედარის წარუმატებლობის მიზეზი: საუბარია ლენინზე, რომელიც თავში უზის (როგორც ერს, ისევე მის ლიდერებს) და საუბარია ხელდახელ მომარჯვებულ ნაგანზე. მილიტარიზმის ნიშანზე. და თუნდაც ნაგანის მაგივრად რაკეტა “ბულავა” იყოს. ჩვენ მხოლოდ შეგვახსენეს, კრემლში არსებული მოსაწყენი ეკლექტიკის შესახებ: თუ მართლმადიდებლური ჯვარია, ე.ი. გვირგვინად წითელი ბოლშევიკური ვარსკვლავია. ამავდროულად კი მავზოლეუმში ლენინი. ეს იმ დროს შეგვახსენეს როცა ჯერ არ დაგვივიწყია საბჭოური ტანკები და “შავი ვაგონები”, რომლებიც უვლიდნენ პატარა ლატვიის, ესტონეთის და ლიტვის სიცოცხლეებს. ეს იყო შემოთავაზება   უკვე კარგახნის დაგვიანებული კომუნისტური იდეოლოგიისა და მისი პრაქტიკის ნიუნბერგის პროცესისა და ბოლოსდაბოლოს მისი ფაშიმზთან გათანაბრებისა . ეს  იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინს არ ჰქონოდა  ეჭვების და ტანჯვის საფუძველი,   ჰილტერთან შედარებით სტალინის უპირატესობების მტკიცების  დროს. აქ კი პრეზიდენტმა ბუშმა გადაწყვიტა ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება: კომუნიზმის მსვერპლთა ძეგლის დადგმით.  საერთოდაც არამხოლოდ 20 ან 40 მილიონი ადამიანი გაამგზავრა იმ ქვეყანას სამოქალაქო ომმა, გულაგმა და შიმშილმა. 120 მილიონი კაცის სიკვდილი – კომუნიზმის შედეგია მსოფლიოში. თუ ჩავთვლით დაუბადებელ და ომმის მსხვერპლს, რომელიც კომუნისტების ძალისხმევის გარეშე რეალურად არასოდეს მოხდებოდა, მხოლოდ რუსეთის და დსთ-ს დანაკარგი 110 მილიონ ადამიანს შეადგენს.
          მაგრამ განხორციელებადია კი ეს ნიუნბერგის პროცესი თუ მისი  თარიღის გადატანა მეორედ მოსვლამდე მოგვიწევს? ვშიშობ, რომ ამოგვიწევს. როგორც თქვა დიდმა ლაო შემ თავის ნაწარმოებში “ჩანაწერები კატების ქალაქზე” (“კულტურული რევოლუცის დროს ჰუნვეიბინების მიერ გაწამებული ჩინელი მწერალი) : “ მკვდრები მკვდრები არიან, ხოლო ცოცხლებმა უნდა ჭამონ გამაბრუებელი ფოთლები”. მკვდარი ნაცისტებისგან უკვე ვეღარაფერ სარგებელს ვერ ნახავ, მაგრამ აი კომუნისტური კუბისაკენ კი ინვესტორები უკვე დიდი ხანია იყურებიან, თანაც ისე თვითონ ევროკავშირიც ცდილობს სანქციების გაუმქებას. კომუნისტური ჩინეთი – სასურველი და პრესტიჟული სავაჭრო პარტნიორია, და მალე იქაც ჩატარდება ოლიმპიადა. რაც შეეხება რუსეთს - რუსეთიდან შეიძლება ბევრის აღება, აქ საუბარი არა რაიმენაირ ნავთობზე, გაზზე და ალმასზე, ტყეზე, ხიზილალაზე, საზღვაო პროდუქტებზე და სხვა მისთანაზე. ევროპას აძლევს ენერგომატარებლებს! დასავლეთი არ მოისურვებს რუსეთის წყენას.

Tuesday, February 16, 2010

“თავისუფლება – ეს მონობაა”?

  ჯანდაბას პოლიტკორეკტულობა. პატივს ვცემდი რა უცხოპლანეტელთა  ჩვეულებებსა და ვიკვლევდი რა საკუთარი სინდისის თავისუფლებას, დავასკვენი არ შეიძლება შეურიგდე ადამიანის უფლებების დარღვევას, მის დისკრიმინაციას და მისი თავმოყვარეობის შელახვას. საიდანაც არ უნდა იყოს ეს პიროვნება წამოსული: ლიონიდან, მაღრიბის ქვეყნებიდან, რუსეთიდან თუ მარსიდან... როგორც ჩანს ფრანგებიც ჩემსავით ფიქრობენ. დასაწყისისთვის აკრძალეს სასწავლებში პირსაფრებით და ხიჯაბებით  გამოჩენა, აღარაფერს ვამბობ ფარაჯებზე, მათ მიიღეს კანონი, და აკრძალეს საზოგადოებრივ ადგილებში ასეთ ფორმაში გამოჩენა, მათ შორის ტრანსპორტშიც. შემდეგი ეტაპისათვის ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად იქნება: ტომარა ჩამოცმული და პირზე ხელაფარებული სიარულის საერთოდ აკრძალვა, როგორც უთანასწორობის და მონობის გამომხატულება.
            და აქედან, რა, უბედური, მსვერპლად ყოფნად მიჩვეული ქალები ისე დამცირებულები გრძნობენ თავს რომ თავიანთ ჩადრებს უკან ითხოვენ? და იმაზე რაღას ვიტყვით, 10 წლის წინ ირანელი ფანატიკოსი მფრინავები, თვითონ რომ იტაცებდნენ თავიანთ დებს, რომლებსაც შავი პირსაფრიდან თმა მოუჩანდათ? ყველაზე ველურ და მიკარგულ ქვეყნებში შეიძლება იქნეს მოკლული გოგონა ან ცოცხლად დამწვარიც, თუ ის ქორწნებამდელ კონტაქტში შევიდა, ისე რომ მისი ოჯახის წევრები ამას ნორმად და ჩვეულ ამბად აღიქვამდნენ.
      ველურ ქვეყნებზე ვთქვათ, რომ საფრანგეთი არ არის პასუხისმგებელი. მაგრამ ის ვინც მის საზღვრებში შედის, იმყოფება მისი მფარველობის, ფრანგული კანონების, ევროპული ღირებულებების ქვეშ, ღირებულებების, რომელთა მიხედვითაც დისკრიმინაციის აკრძალვა, აქსიომაა.

Sunday, February 7, 2010

საქართველო-რუსეთის ომი რონ ასმუსის მიხედვით


       პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო განაცვიფრა: საქართველო, რუსეთი და მომავალი დასავლეთი, რომელც დაწერა რონალდ ასმუსმა, გერმანიის მარშლის აღამსრულებელმა დირექტორმა ბრიუსელში, ევროპაში გამოსცა 2010 წლის 19 იანვარ, ამერიკაში კი 2010 წლის 19 იანვარს პალგვარ მკმილანის მიერ.
         ბევრი განცხადებები რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წელს არც თუ დამამშვიდებელი იყო. ასმუსი ამტკიცეებს რომ კონფლიქტის მიზეზი არა აფხაზეთის ან ოსეთის მომავალი სტატუსი იყო, არამედ საქართველოს სურვილი დაკავშირდებოდა დასავლეთს და რუსეთის სურვილი შეეჩერებინა. ის ამბობს, რომ ომი ასევე იყო ნატოს გაფართოების შეჩერების მცდელობა, შეეცვალა ევროპის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც როგორც მოსკოვმა დაასკვნა მის ინტერესებს არ ემსახურებოდა და მან ამის გამო გადადგა ნაბიჯი იმ მიზნით, რომ შეეტანა უწესრიგობა დასავლურ ღირებულებებსა და ნორმებში, სადაც იგი სულ ახლახანს მკვიდრდებოდა.
               ეს პატარა ომი აბრუნებს მსოფლიოს 90-იან წლებში, როდესაც მოსკოვი რუსეთი არასწორად იქცეოდა, ხოლო დასავლეთს ყვეალაფრის გაკეთება შეეძლო განსხვავებულად. ეს არის რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტი და ცივი ომის შემდგომი პირველი სამხედრო პროვოკაცია.

Friday, January 29, 2010

Lie To Me - რეალური სოციალიზმის პირობებში.

ეს არის პატარა და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილი წიგნის, რომლის ავტორიც გახლავთ საბჭოთა კავშირიდან დასავლეთში გამოპარული ყოფილი ჩინოსანი. მალე ეს სტატია დაიბეჭდება ჟურნალში 

  *      *       *
           ასეთი რადიკალური მეთოდით საბჭოთა ხელისუფლებამ მოახდინა შიდა დავალიანების ლიკვიდაცია, ამავე ხერხით გადაწყდა საგარეო დავალიანებაც. გაუგებარი პრიცნიპების მოტივით მან უბრალოდ უარი თქვა საზღვარგარეთის დავალიანებების დაფარვაზე: სესხები აღებული იქნა ცარისტული მმართველობის მიერ და იგი ემსხურებოდა იმპერიალისტურ მიზნებს. მალე გაირკვა, რომ საქმე პრინციპებში კი არა ფულშია. 1922 წელს გენუის კონფერენციაზე საბჭოთა ხელისუფლება დათანხმდა ცარისტულ ვალებს შემდეგი პირობით, რომ დასავლეთი რუსეთს ინტერვენციით მიღებულ ზარალს  უფრო დიდი თანხით აუნაზღაურებდა, ვიდრე ეს მიღებული ზარალის ხარჯები იყო. რამდენადაც შეგვიძლია ვივარაუდოთ დასავლეთი არ აპირებდა საბჭოთა ხელისუფლების ასე გულითად დახმარებას, საბოლოოდ კი ეს საქმე უცხოელი მსესხებლების ექსპროპრიაციით დასრულდა.    და როგორ იქნა კერძო საკუთრების სახელმწიფოს ქონებაში გადასვლა?

Tuesday, January 19, 2010

ათწლეულის საუკეთეს ადამიანი 1960-70 წ.წ.

ათწლეულის (1960-70) საუკეთესო ადამიანებს შორის მოხვდა ჯონ ლენნონი. ათეულში მოხვდა ასევე ამერიკის პრეზიდენტი კენედი და სხვა ნაცნობი სახეები.


Lennon:`თქვენ იწყებთ როკენროლის ათვლას, როდესაც ბაშვები იყვნენ ჯეიმს დინზე და ელვისზე პარანოიულად გაგიჟებული. დანარჩენი კი თავისთავად მოდის. ეს არის რაც ემართებათ ხალხს. ნარკოტიკებისგან. მე არ ვიცი ამაზე ფიქრობ თუ მართლა ხედავ. ჰალუცინაციურ მდგომარეობაში (trip) შენ შეგიძლია დააკვირდე ხეებს სხვა საგნებს და ამასთან ერთად ხედავ რეალური ფაქტების სხვაგვარ განვითარებას. ფსიქოდელური ბიტი. იცი ეს? საბოლოოდ მთავრდება მოგზაურობა, თითქოს ირთვება და უბრუნდები ე.წ რეალობას.(გამონაკლისი შემთხვევების გარდა).
გამოხვიდე სცენაზე კაიფში ეს სხვა რამეა. ეს იგივეა როგორც ალკოჰოლი ან სხვა რამე მსგავსი. უნდა შეეგუო მას. და მერე ეს გავს ბევრი საკვების მიღებას ან სხვა რამე. შენ უნდა გამოხვიდე აქედან. შენ შენს თავთან ხარ ყოველთვის და ყველაფერი შეგიძლია- ნარკოტიკები, მედიტაცია., ყველაფერი. მაგრამ შენ უნდა დაუბრუნდე შენ ღმერთს შენივე თავში, როგორც დონოვანი
ამბობს და სხვები. და ეს ყვლაფერი იცი შენ...   
როდესაც ჩვენ- მე, პოლმა, ჯორჯმა და რინგომ აღმოვაჩინეთ ეს ვთქვით: ეს არის ახალი პროფესიონალური საქმიანობა და ამისთვის შენ არ გინდა არანაირი კვალიფიკაცია გარდა იმისა რომ უნდა დაკავდე მისით. და ამ ყველაფერს აკეთებ სამყაროს კანონების მიხედვით, როგორცაა მოწყობილი. ყოველგვარი გავლენის გარეშე. და ყველა ამას ეძებდა მაშინ. ვგულისხმობ იმას რომ მე ვუკრავდი გიტარაზე, მიკ ჯაგერი ლონდონში უკრავდა და ერიკ ბარდონი ნიუკასლში. და ჩვენ ერთდროულად გავდიოდით ერთნაირ საფეხურებს განვითარების. და ჩვენ მართლა აღმოვიაჩინეთ რომ ღირებულებები არ არის ნივთიერი და ამის აღმოჩენა არ იყო საჭირო კოლეჯის დამთავრება და განათლების მიღება.        ზოგიერთებმა აღმოაჩინეს ახალი რეალობა...ზოგნი კი კვლავაც არიან დარწმუნებული მომავალში. ყველა ლაპარაკობს დეკადანსის და ამ დანარჩენის შესახებ. მაგრამ სინამდვილეში არავინ საუბრობს... არც ისე ბევრი ხედავენ ყველა იმ დადებით მხარეს რაც ამ ბოლო ათწლეულში მოხდა. ვუდსტოკი იყო ოდესმე შეკრებილი ადამიანების მასა, რომელიც არ ომობდნენ. ბიტლსის კონცერტებიც იყო უხეში, მაგრამ ამისაგან წარმოიშვა დიდი სამშვიდობო მოძრაობა.

Friday, January 15, 2010

ორიოდ სიტყვა ჰაუსის ფენომენის ფილოსოფიურ ასპექტებსა ზედა.





დოქტორი ჰაუსი ანუ “მე”

 


შენიშვნა: რუსულიდან გადმოვთარგმნე. მაინტერესებდა რამდენად გამომივიდოდა. დიდი მადლობა ჩემი სკოლის მასწავლებლებს იმისათვის, რომ   ისე ცუდად მასწავლეს  - გადავწყვიტე მეთვითონ მესწავლა იგი. 

                მე მთხოვეს დამეწრა შესავალი წიგნისათვის, რომელშიც განხილული იქნებოდა ჰაუსის პოპულარობის ფენომენი ფილოსაფიურ ასპექტში. დავწერე, მაგრამ გამომცემლობამ ჩათვალა, რომ იგი არ გამოდგებოდა. აი ისიც:
                წვერგაუპარსავი “ძაღლიშვილი”, უსინდისო და გენიალური ექიმ-დიაგნოსტიკი ხელჯოხით. ასე წარსდგა მაყურებლის წინაშე სერიალში დოქტორი ჰაუსი ხუთი წლის წინ. სიკვდილის პირას მყოფი პაციენტების ფონზე დოქტორ ჰაუსის იუმორი და ცინიზმი შოკისმომგვრელია. ასე დაიწყო ფილმის მოგზაურობა მთელს მსოფლიოში, სადაც გვერდი-გვერდ იყვენენ სიკვდილი და იუმორი.

        “ყველა იტყუება!” – გვეუბნება ჩვენ ტელეეკრანებიდან დოქტორი ჰაუსი. არათუ ცდება ან არ იცის არამედ ყველა იტყუება. მომაკვდინებელი სნეულებების მკურნალისაგან ეს ფრაზა უბრალოდ გასაოცარია. ექიმის პროფესიიდან გამომდინარე იგი უნდა იყოს კეთილი და სხვებს დაუნერგოს რწმენა. სხვანაირად ხომ ეს შეუძლებელია?! თურმე შესაძლოა! სწორედ ამაში არის “ექიმ ჰაუსის ფენომენი”. მაყურებელს მოსწონს გმირი რომელიც ჭრის და კერავს ტყუილსა და მართალს, არ სცდება რა “საოპერაციო მაგიდას”. რატომ? რატომ მოგვწონს ჩვენ ასეთი ასოციალური ტიპი, რომელიც ამავდროულად არის ნარკომანი. ზუსტად იმიტომ რომ ეს გმირი საკუთარ თავში მოიცავს ერთი შეხედვით შეუთავსებელ საგნებს. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ისტორია ეკრანზე, ჩვენ ეს მოგვწონს. მაგრამ ღმერთო შენ გვიშველე თუ ასეთი ადამიანი ცხოვრებაში მართლა შეგვხვდება. დადებითი წარმოდგენები მასზე მაშინვე ქრება.

        კინოს თეორეტიკი ზიგფრიდ კრაუზერი თავის წიგნში “ფილმის ბუნება. რეაბილიტაცია ფიზიკური რეალობისა” აღწერს მაყურებლის მდგომაროებას ასეთი ფილმის ყურებისას. “წარმოდგენა, რომელიც ანიჭებს ადამიანს სიამოვნებას, უძლიერესია. და ზუსტადაც სიმპტომურია დღევანდელ ჩვენს საზოგადოებაში ნივთების ასეთი მდგომარეობა. ჩვენი სამყარო იმდენად რთული გახდა პოლიტიკასა და სხვა სფეროებში რომ უკვე არ ურიგდება ერთფეროვან რეალობას. უეჭველია რომ ბევრი ჩვენგნი ქვეცნობიერად იტანჯებიან თავისი შეუძლოობით ამ ძალების მიმართ. ამიტომ ჩვენ ვეძებთ გარვეულ კომპენსაციას. და კინო როგორც ჩანს გვაძლევს ამის საშუალებას.
           სხვანაირად რომ ვთქვათ ჩვენ გვინდა ვიყოთ როგორც ჰაუსი, გვინდა განვიცადოთ იგივენაირი ემოციები. ვიყოთ ყველაფრის შემძლენი და გენიალურები. ფეხებზე გვეკიდოს კანონები და შეზღუდვები: “მინდა გავაკეთებ რასაც მინდა და ამის საწინააღმდეგო არ მქონდეს არაფერი”. ცხოვრებაში, როგორც წესი არასდროს მოვიქცევით ისე როგრც დოქტორი ჰაუსი. მაგრამ კინო გვაძლევს ამის შესაძლებლობას - ასოცორიებას საკუთარ თავის საყვარელ გმირთან. ე.ი. ყველა ჩვენგანში არის სადღაც შიგნით პატარა მეამბოხე, პატარა ჰაუსი.




ანდრეი კრავეცი



Tuesday, January 12, 2010

ახალგაზრდული გადაცემა- "დიდები "


 


თავიდან, მსურდა ქართულ ახალგაზრდულ გადაცემებზე დამეწერა რამე, მაგრამ რომ დავფიქრდი ვერაფერი გავიხსენე, აწ გარდაცვლილი კედელის და შემგომ მოკლე ჩართვად ქცეული გადაცემის გარდა. დღევანდელ სატელევიზიო სივრცეში ახალაგაზრდული Talk-Show არ არსებობს. არის მხოლოდ "ჩვენი ექპრესი", რომელიც ჯერ-ჯეობით მხოლოდ ინტერნეტით გადის.
ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ერთ რუსულ ახალგაზრდულ გადაცემაზე. “Bolshie” ასე ქვია ამ გადაცემას. 2005/06 წლებში პირველად გავიდა “tv-kultura”-ზე. აქვს ძალიან ორიგინალური ფორმატი და სტილი. ინტერნეტში მოვიძიე ოფიციალური საიტი ამ გადაცემის შესახებ მოკლე რეზიუმე.
 სადისკუსიო გადაცემა ეძღვნება მეტ-ნაკლებად აქტუალურ თემებს თანამედროვე კულტურასა და მეცნიერებაში. 
  • როგორ გადაიღო კარგი კინო ფულის გარეშე?
  •  როგორ გააკეთო მილიონი სამართლიანად? 
  • როგორ წარმოაჩინო შენი ქვეყანა?
  • როგორ მიაჩვიო საზოგადოება ჯანმრთელ ცხოვრების წესს?

 რაც უფრო ტალანტურია და ღია ახალი თაობა იმედენად საინტერესოა და მოულოდნელია მათ მიერ დასმული კითხვები და პასუხები. და იმდენად გასაგებიცაა ცივილიზაციის განვითარების გზები. ზუსტად ასეთ ახალგაზრდებს - ახალი ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებს ვიწვევთ გადაცემაში.
ახალგაზრდებს, როგორც ცნობილია არამხოლოდ არასტანდარტული აზროვნება გააჩნიათ. ამიტომ ხუთი ახალგაზრდა ადამიანი სტუდიაში არამარტო მოცემულ საკითხზე ისაუბრებენ არამედ მათ უნდა შეძლონ ერთმანეთში მოლაპარაკება საეთერო დროში და შემოგვთავაზონ პრობლემის მათებური გადაწყვეტა. ერთადერთი რაც შეიძლება არ ყოფნიდეთ ეს გამოცდილებაა. რომ შევავსოთ ეს ვაკუუმი ჩვენ მოვიწვევთ გამოცდილ ექსპერტს, რომელიც წარატებულია თავის სფეროში.

მშვენიერი შესავალია! ამ გადაცემის პირდაპირ ეთერში ინტერნეტითაც შეგიძლიათ. ოთხშაბათს საღამოს 9:50 ზე (რუსეთის დროით) შეგიძლიათ უყუროთ. მაყურებელთა რაოდენობა ინტერნეტით შეზღუდულია 50 კაცამდე.




Tuesday, December 29, 2009

ჯონ ლენნონის ლიტერატურული მოღვაწეობა

შენიშვნა: სტატიის შინაარსიდან გამომიდინარე დაწერილია ოდნავ მსუბუქი, არაპროფესიული სტილით.


1964 წელს ჯონმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი სახელწოდებით In His Own Write. 1965 –ში კი A A Spaniard In the Works. ორივე წიგნი შეიცავს მოკლე მოთხრობებს, ლექსებს და ჩანახატებს. ამ წიგნებში ლენნონი ამჟღავნებს ენის ფლობის ოსტატობას – ხშირად მიმართავს ასო-ბგერებით მანიპულაციას. ტექსტის შინაარსი ზოგჯერ დაყავს სრულ აბსურდამდე და ზოგჯერ იუმორისტულ სიუჟეტად აქცევს მას. როდესაც პირველად გამოვიდა მისი წიგნი პრესამ მოულოდნელ მოვლენად აღიქვა იგი - ცოდნიათ წერა-კითხვა ბითლზებსო. მაგრამ ამით მათი ინტელექტუალური მოლოდინი არ გამართლდა უფრო სწორედ არ გაამართლა ჯონმა და სამაგიეროდ “კარგად გაუგებარი” ამბავი მიაწოდა საზოგადოებას. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ინგისელი პოლიტიკოსებისთვის გაეკრიტიკებინათ ლივერპულის სასკოლო განათლების სისტემა, ლენნონის წიგნის ციტირებებით პარლამენტის ტრიბუნიდან.
ვნახოთ რას ფიქრობენ ამ წიგნის შესახებ მკითხველები. ინტერნეტ სივრცეში მრავლად არის სხვადასხვა მოსაზრებები ამ წიგნების შესახებ.
მაგალითად, ამაზონის საიტზე ამ პროდუქციის შესახებ ვინმე “
myidveli” ამბობს: “როგორ ძლიერაც მიყვარს ლენნონი, ისე არ მომწონს მისი წიგნი. თუმცა მიუხედავად ამისა მასში აღმოვაჩინე გასართობი ადგილები. შეიძლება ეს იმით აიხსნება რომ ბრიტანელი არ ვარ და მაგიტომ ვერ ვიგებ მის ხუმრობებს. ბევრ ფრაზებს ვერ ვხვდები. შეიძლება ვიფიქრო, რომ მასზე გავლენა მოახდინა ნოველისტმა ლუის ქეროლმა, მაგრამ არამგონია ასე იყოს. საბოლოოდ მინდა ვთქვა რომ ლენნონი კარგად იცნობდა საკუთარ ენას და ამით მან შექმნა ახალი გამონათქვამები, რომლებიც მხოლოდ მას ესმოდა. მისი ნაწერები არის ორიგინალური, გულწფელი და უბადლო. ზოჯერ ვფიქრობ რომ იგი უფრო ძლიერი მწერალი იქნებოდა ვიდრე მუსიკოსი.”
საინტერესო მოსაზრებაა ვერაფერს იტყვი. შემდგომი კომენტარც არანაკლებად
საინტერესოა. აი რას წერს ვინმე “Dada1960”: "იგი შლის დროშას ყველა ანარქისტისთვის ვისაც კი შეუძლია საკუთარი თავი დაინახოს მასში. ეს წიგნი არის დამაბრავებლად ორიგინალური. მასთან სხვა წიგნები ვერ მოვლენ. პირველ რიგში იგი სარკაზმით უყურებს ტელევიზიას, პოლიტიკოსებს, ტაბუებს. ამასთან ერთად შესანიშნავად თამაშობს სიტყვებით და ქმნის ახალ პოეტურ ფორმებს და ხერხებს.
Terisch: “სიგიჟე? დიახ! მიზმიდველი და ექსპერიმენტული წერის მანერა გამოხატავს ლიბერალიზაციის ხანას ბითლზის დროს და მას შემდეგაც. პროვოკაციული, გონებამახვილი, კადნიერი და ღია, ასე შეიძლება დავახასიათოთ ავტორი. მიუხედავად ამისა იგი დადაისტებისათვის არ გამხდარა მეინსთრიმი...”
  სანამ გადავალ ნაწარმოების ტექსტებზე მანამდე კიდევ ერთ კომენტარს შემოგთავზებთ, რომელშიც მოკლედაა მოწოდებული იუმორისტული პასაჟი ერთი პატარა ნოველის: მკითხველი ხედავს, რომ ლენნონი ამ წიგნის წერისას უკიდურესად მხიარულ განწყობაზე იყო. იქ არის სიღრმისეული მომენტებიც და არის მარტივად გასაგები ამბებიც. მაგალითისთვის “დენისთან” ("
At The Denis" ) არის ძალიან მხიარული მოთხრობა. მასში აღწერილია ერთი ქალის თავგადასავალი კბილის ექიმთან, რომელსაც სასტიკად არ სურს უკანაკნელი რამოდენიმე კბილის ამოღება, მას ექიმი არწმუნებს, რომ ეს მას უფრო ახალგაზრდულ შესახედაობას მისცემს (Thirty years Younger). ამ სიტყვებს ქალი მაშინვე დაიჯერებს და ეტყვის ყველა კბილი დააძროს. მთელი საშინელება კი მაშინ იწყება, როდესაც ავტორი სიტყვებში ასოების შეცვლას იწყებს: ექიმის ნათქვამში, რომ ქალი ოცდაათი წლით გაახალგაზრდავდება ახლა ათქმევინებს რომ 30 წლის ჯუნგლებში მყოფს დაემგვანება იგი. ("Thirty years Jounger Isntead of Thirty years Younger ).
აი, დაახლოებით ასე აფასებენ უცხოელი მკითხველები ლენნონის პროზას. მე შევეცადე მეთარგმნა რამოდენიმე ნოველა, ჩანაწერი და ლექსი. საერთოდ თარგმნა რთული პროცესია, ამიტომ მაინც გირჩევთ ორიგინალში წაიკითხოთ. აგერ ლინკები ორივე წიგნის:
In His Own Write და A Spaniard In the Works.

საშინელების შესახებ
მე დავიბადე 1940 წლის 9 ოქტომბერს, მაშინ როდესაც ნაცისტები ჯერ კიდევ გვიტევდნენ და ჰაერიდან . მაგრამ მათ მაინც ვერ ჩამიგდეს ხელთ. მე დავდიოდი ლიდიფოლის (Liddypol) სხვადასხვა სკოლებში. მაგრამ მაინც ვერ ვაღწევდი კოლეჯამდე და ჯერ კიდე ვერ ვაკმაყოფილებ დეიდაჩემის მოთხოვნებს. შეიძლება ვინმე თქვენგანისათვის, როგორც ყველაზე ცნობილი ჯგუფის ბითლზის წევრის და (პ, ჯ-სა და რ.-ს ) სიმღერები უფრო სასაცილო იყოს ვიდრე ეს წიგნი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პატარა ნაწერი არის ყველაზე მაგარი რამე, საერთოდ რაც კი წამიკითხავს...
ღმერთი შეგეწიოთ და გამრავლოთ.

კარგი ძაღლი ნიგელი

ვაუ, ვაუ, მოდის ძაღლი, მხიარული,

პატარა და თმიანი მეგობარი
ვაუ, ვაუ, ლამპიონის შუქის ფონზე
ყეფავს ქუჩის მოსახვევში
კარგი ძაღლი! კარგი ძაღლი,
მოკუნტრუშე მხიარული კუდის ქნევით,
ჭკვიან ნიგელს, იხტუნავე და გაერთე
სამ საათზე გიწევს ძილი.

პ.ს რითმს ნუ მომთხოვთ აქ თუ შეიძლება, მემგონი აზრი გასაგებია.


მოწყენილი მაიკლი

ამ დილით არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისათვის, რომ მაიკლი მოწყენილი ყოფილიყო. (პატარა მზაკვრობა): ყველასგან დაფასებული ადამიანი იყო, იგი ყველას მოსწონდა, არაფერი აკლდა მას ცხოვრებაში. მისი ცოლი ბერნი მორჩილი ქალი იყო და მან ისე როგორც ყოველთვის, ახლაც მოამზდა ლანჩი. მაგრამ იგი მაინც მოწყენილი იყო. უცნაურია, ეს რადგან მას ყველაფერი ქონდა ცოლიდან დაწყებული ფეხსაცმლით დამთავრებული. ოთხ საათზე როდესაც ცეცხლი მკრთალად ენთო, პოლიციელი შევიდა მის სახლში (Poleaseman had clubbed In to parse)და უდქვა: ‘დღემშვიდობისა მაიკლ,’ მაგრამ მაიკლს ხმა არ ამოუღია საერთოდ, და ეს იმიტომ რომ მაიკლს არ ქონდა ენა, ის მუნჯი იყო...


მოულოდნელი საჩუქარი პატარა ბობბისთვის

დღეს იყო პატარა ბობბის დაბადების დღე და მან მიიღო საჩუქრები. მას მარჯვენა ხელის მტევანი არ ჰქონდა (ომის გამო) და ამიტომ მისთვის ყველაზე მთავარი საჩუქრებს შორის კაუჭი იყო! მთელი მისი ცხოვრება ბობბის უნდოდა ქონოდა თავისი კაუჭი. და ახლა მის 39-ე დაბადების დღეს მისმა ნათესავებმა აჩუქეს იგი. ერთი პრობლემა ის გახლდათ, რომ კაუჭი მარცხენა ხელისთვის იყო. სინამდვილეში მარჯვენა ხელი რომ არ აქვს ბობბის ყველაზე ჭკუაზე გადამცდარმაც კი იცოდა. მაგრამ პრობლემა ამით არ დამთავრებულა: მიუხედავად ამისა იგი არ დაღონებულა ამ შეცდომის გამო. მან თავისი მარცხენა მოიჭრა და როგორც ხელთათმანი მოირგო იგი. სამომავლოდ ის ალბათ მარჯვენა კაუჭსაც მიიღებს, ვინ იცის?




ზრდილი, ზრდილი კლაივი
კლაივ ბაროუსთვის იდგა ჩვეულებრივი დღე. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, არაფრით გამორჩეული და უცნაური. როჯერისთვის ეს დღე კი იყო გამორჩეული ყველა სხვა დღეებს შორის. როჯერი დღეს ქორწინდებოდა. როგორც კი ჩაიცვა ამ დილით მან გაიფიქრა მოსალოდნელ ზეიმზე. კლაივმა კი არაფერი თქვა. როჯერისთვის ყველაფერი განსხვავებულად იყო. დედამისის თქმით ამ დღეს მას უნდა ჩაეცვა საუკეთესო კოსტუმი, გაეკეთებინა გრიმი ათრთოლებული ხელებით, ჩაეცვა ახალი ფეხსაცმელი და მოერთო თავისი მანქანა. რომ იქნებოდნენ... ერთად... სანამ მოკვდებიან... მან იცოდა ყველაფერი ეს ზეპირად. კლაივ ბაროუ კი გულმავიწყი იყო. როჯერს შეეძლო წარმოედგინა ანა ყვაველებით მორთულ საქორწინო მსვლელობაში, თავის თავი კი გახარებული და ბედნიერი სახით მიმავალი ტაძრის ეზოში. კუჭში კარაქისმინდვრები ქონდა როჯერს, როდესაც მან შეიკრა ყლინჯი და გაისწორა თმები. ‘მე ვიმედოვნებ რომ სწორედ ვაკეთებ.’ თქვა როჯერმა და სარკეში ყურებისას დაფიქრდა: ‘ვარ კი მისი შესაფერი?’ როჯერს შეეძლო ამაზე არ ენერვიულა, რადგან ის მართლაც იყო მისი შესაფერი. ‘იქნება ჩემს გარშემო ბევრი ყვავილები?’ თქვა ანამ იწმენდდა რა ცალ ფეხს. ‘ან იქნებ გამოვაჩინო სხვების დასანახად?’ ეკითხებოდა თავის თმებშემეწყრილ დედას. ‘განა აქვს მაგას მნიშვნელობა?’ იმეორებდა დედა თავის ნათქვამს და ბეჭდის წმენდას აგრძელებდა. ‘ის მაინც არ შეხედავს შენს სფოუქს.(?)’ ანამ ისეთი სახით გაიღიმა, თითქოს მანამდე არასოდეს ღირსებია გაცინებაო. შემდეგ საბედნიეროდ, ანას მამა დაბრუნდა შინ ზღვიდან და გააუქმა ქორწილი.




მარტოდ-მარტო

მე დავჯექი მარტო ხის ქვეშ
რიდით - პატარა და სქელი.
ქალი მიმღერს ზომით მცირე
თუმცა, მე მის ნახვას ველი.

ვიყურები ზემოთ, ცაში
ძებნად ხმების საოცარის.
უცნაურად, უცნაური
ნეტა მდებარეობს რაში?

‘ახმოვანდი, თავს რად მიბნევ’,
ავუხირდი და გავყვირი.
‘იმალები ხესთან მანდვე’
მაგრამ ქალი არსად არი.

მისმა ხმამ მე მიმაძინა,
დიდი ხნით ან საათობით,
ნელა, ტკბილად გამეღვიძა,
თითქოს ძილშიც ვბაასობდით.

უცებ პატარა ტოტზე ხის
თითქოს ვხედავ მე ლამაზ ხედს.-
რომ ტოტზე ერთი გოჭი ზის.
და მე მას ვამგვანებდი გედს.

მეგონა რომ შენ – ის ქალი..?
ჩამეცინა –ალბათ მართლა...
უცებ ჩემდა გასკვირვად
ადგა ქალი და გაფრინდა.



აი ეს არის რისი თარგმნაც შევძელი. ისე ინეტში ძებნის დროს აღმოვაჩინე ბევრი რუსული თარგმანები ამ წიგნების. კი ამბობენ რუსები “ზუბრიაჩკები” არიანო ბიტლზის ამბავში, მაგრამ ბევრი მასალები კი აქვთ დაგროვილი, ჩვენ კიდე რავი. ჩვენ მარტო გვევასება ბიტლზი და მორჩა. იმის იქით აღარ მივდივართ. სინამდვილეში ამ ნაწარმოებების თუ ნაწერების უკან არც ლივერპულის განათლების სისტემის წარმატება-ნაკლუვანებები დგას და არც ლუის ქერროლის ან სხვა რომელიმე მწერლის გავლენა. ბევრმა არ იცის რომ ჯონ ლენნონს სასკოლო ასაკში ფსიქიკური დაავადება - დისლექსია სჭირდა. იგი გენეტიკურად გადმოეცა მას ოჯახიდან. დისლექსიით დაავადებულ ადამიანებს პრობლემები აქვთ მართლწერასთან. ჯონი სწორედ ვერ წერდა ასოებს, უფრო სწორედ ასოებს უნებლიედ ანაცვლებდა სიტყვებში, ამიტომაც ვერ გადადიოდა კლასიდან კლასში დროულად. დიდი ხნის მერე თავის ლექსებში და ნოველებში შესანიშნავად გამოიყენა ჯონმა ეს “დაავადება” და მას კალამბურ--იუმორისტული მნიშვნელობა მისცა. როგორც ჩანს ჯონი ბავშვობიდანვე მუშაობდა თავის თავზე ეს დაავადება რომ დაეძლია. უკვე ზრდასრულს კი თავისუფლად შეეძლო ემართა სიტყვები და ენის სემანტიკურ სიღრმეებში ჩაფლულიყო ისე, როგორც ამას მუსიკაში შვებოდა.


Koms der Revolution

რევოლუცია მოდის

თქვენ ყველა მიცნობთ, მე ზოგჯერ საკუთარ თავს ვიწვევ სიტყვების ბრძოლაში ეს კი გავს იმას რომ მე ვჭამო კასპიის ზღვის დელიკატესი. ძალიან ხშირად მე ვაგებ, მაგრამ ეს სოციალიზმია. (თქვენ მიცნობთ მე). მე ვფიქრობ, რომ ბევრ თქვენგანს არ ექნება ამ ძვირფას დელიკატესზე უარის თქმის შანსი., დამიჯერეთ ჩემო ფანებო, თქვენ ეს დღე არ დაგიდგებათ, სანამ ყველა ამ ბომბების შექმნას არ მოვრჩებით.
ხვალამდე მეგობრებო, როდესაც (თქვენ ყველა მიცნობთ) დავბრუნდები იმავე სურათით, მაგრამ განსხვავებული ციტატებით.
კარგად იყავით (მე ასე ვხედავ მომავალს).

...და ასე სრულდება ჯონ ლენნონის ეს წიგნი:

“THE END
--
Linda forever,
Aya.
"Quand on veut un mouton, c'est preuve qu'on existe."