Showing posts with label ტელევიზია. Show all posts
Showing posts with label ტელევიზია. Show all posts

Saturday, November 13, 2010

სტუდია რე: დემოკრატია საქართველოში?




ზვიად ქორიძე სტუმრები: ზაზა შათირიშვილი, მარინე ჩიტაშვილი, გიგა ზედანია
ის რომ ქვეყანაში აუცილებლობას წარმოაგდენს ოლიტიკური პროცესების გამოცოცხლება ამას ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი დაეთანხმება. და ჩემი აზრით მორალისტური პოზიციებიდან გაკრიტიკება ხელისუფლების არის საკუთარი უვიცობის გამოვლინება კონკრეტულ საკითხში. სხვა საკითხია სამართალი. ამაზე კამათი კი მისაღებია. სწორედ ეს არის ამ გადაცემის მთავარი გზავნილი საზოგადოებაში – "ოპოზიციური" მიტინგომანია არ იყო პოლიტიკური პროცესი. შესაბამისად უნდა გაჩნდეს ოპოზიციური დისკურსი. ამას კონსტიტუცია განსაზთ~ღვრავს თუ რა ფორმებში იქნება.

Tuesday, May 11, 2010

დებატები– ვალერია ნავადვორკსაია და მაქსიმ მიშენკო ("ერთიანი რუსეთი")

დისკურიის  თემაა სტალინი და II მსოფლიო ომის გამარჯვება. საბოლოო ჯამში საკმაოდ ცხარე დებატები გამოვიდა. 42 წუთზე საქართველოც ახსენა ნავადვორსკაიამ თან გულზე დაბნეულ  საქართველოს დროშაზე მიუთითა მოპასუხეს, როგორ არ გრცხვენიათ ასეთ პატარა ქვეყანას, როცა ებრძვიო.  როგორც ჩანს ვალერია ნავადვორსკაია ამ დროშას თან ატარებს საქართველოსთვის სოლიდარობის გამოსახატავად. მე პირადად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რო ნაციონალიზმი ერთ–ერთი უმნიშნელოვანესი პრობლემაა არამხოლოდ რუსეთში არამედ საქართველოში. ამ მიშენკოში ამოვიკითხე ქართული  თანამედროვე პატრიოტული სულის შემართება. რატომღაც ძალიან გვანან ქართველები რუსებს პატრიოტიზმში, ერთია განსხვავება ქართველებს იმპერიული ზრახვები არ გვამოძრავებს და არაყს არ  ვსვამთ.






1.Результаты голосования в сети:

Валерии Новодворской: 2738 (75.2%)

Максима Мищенко : 738 (20.3%)

затрудняюсь ответить: 163 (4.5% )


2.Результаты голосования по телефону

Валерии Новодворской: 150 (94.9%)

Максима Мищенко : 8 (5.1%)

затрудняюсь ответить:

წყარო: http://www.echo.msk.ru/programs/klinch/678169-echo/ 

Sunday, March 14, 2010

მედია კრიტიკა

ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა მედიის თემა. კარგი გადაცემა გამოდის საბოლოო ჯამში, წამყვანი ლაშა ბაქრაძეა.

Listen

Friday, January 15, 2010

ორიოდ სიტყვა ჰაუსის ფენომენის ფილოსოფიურ ასპექტებსა ზედა.





დოქტორი ჰაუსი ანუ “მე”

 


შენიშვნა: რუსულიდან გადმოვთარგმნე. მაინტერესებდა რამდენად გამომივიდოდა. დიდი მადლობა ჩემი სკოლის მასწავლებლებს იმისათვის, რომ   ისე ცუდად მასწავლეს  - გადავწყვიტე მეთვითონ მესწავლა იგი. 

                მე მთხოვეს დამეწრა შესავალი წიგნისათვის, რომელშიც განხილული იქნებოდა ჰაუსის პოპულარობის ფენომენი ფილოსაფიურ ასპექტში. დავწერე, მაგრამ გამომცემლობამ ჩათვალა, რომ იგი არ გამოდგებოდა. აი ისიც:
                წვერგაუპარსავი “ძაღლიშვილი”, უსინდისო და გენიალური ექიმ-დიაგნოსტიკი ხელჯოხით. ასე წარსდგა მაყურებლის წინაშე სერიალში დოქტორი ჰაუსი ხუთი წლის წინ. სიკვდილის პირას მყოფი პაციენტების ფონზე დოქტორ ჰაუსის იუმორი და ცინიზმი შოკისმომგვრელია. ასე დაიწყო ფილმის მოგზაურობა მთელს მსოფლიოში, სადაც გვერდი-გვერდ იყვენენ სიკვდილი და იუმორი.

        “ყველა იტყუება!” – გვეუბნება ჩვენ ტელეეკრანებიდან დოქტორი ჰაუსი. არათუ ცდება ან არ იცის არამედ ყველა იტყუება. მომაკვდინებელი სნეულებების მკურნალისაგან ეს ფრაზა უბრალოდ გასაოცარია. ექიმის პროფესიიდან გამომდინარე იგი უნდა იყოს კეთილი და სხვებს დაუნერგოს რწმენა. სხვანაირად ხომ ეს შეუძლებელია?! თურმე შესაძლოა! სწორედ ამაში არის “ექიმ ჰაუსის ფენომენი”. მაყურებელს მოსწონს გმირი რომელიც ჭრის და კერავს ტყუილსა და მართალს, არ სცდება რა “საოპერაციო მაგიდას”. რატომ? რატომ მოგვწონს ჩვენ ასეთი ასოციალური ტიპი, რომელიც ამავდროულად არის ნარკომანი. ზუსტად იმიტომ რომ ეს გმირი საკუთარ თავში მოიცავს ერთი შეხედვით შეუთავსებელ საგნებს. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ისტორია ეკრანზე, ჩვენ ეს მოგვწონს. მაგრამ ღმერთო შენ გვიშველე თუ ასეთი ადამიანი ცხოვრებაში მართლა შეგვხვდება. დადებითი წარმოდგენები მასზე მაშინვე ქრება.

        კინოს თეორეტიკი ზიგფრიდ კრაუზერი თავის წიგნში “ფილმის ბუნება. რეაბილიტაცია ფიზიკური რეალობისა” აღწერს მაყურებლის მდგომაროებას ასეთი ფილმის ყურებისას. “წარმოდგენა, რომელიც ანიჭებს ადამიანს სიამოვნებას, უძლიერესია. და ზუსტადაც სიმპტომურია დღევანდელ ჩვენს საზოგადოებაში ნივთების ასეთი მდგომარეობა. ჩვენი სამყარო იმდენად რთული გახდა პოლიტიკასა და სხვა სფეროებში რომ უკვე არ ურიგდება ერთფეროვან რეალობას. უეჭველია რომ ბევრი ჩვენგნი ქვეცნობიერად იტანჯებიან თავისი შეუძლოობით ამ ძალების მიმართ. ამიტომ ჩვენ ვეძებთ გარვეულ კომპენსაციას. და კინო როგორც ჩანს გვაძლევს ამის საშუალებას.
           სხვანაირად რომ ვთქვათ ჩვენ გვინდა ვიყოთ როგორც ჰაუსი, გვინდა განვიცადოთ იგივენაირი ემოციები. ვიყოთ ყველაფრის შემძლენი და გენიალურები. ფეხებზე გვეკიდოს კანონები და შეზღუდვები: “მინდა გავაკეთებ რასაც მინდა და ამის საწინააღმდეგო არ მქონდეს არაფერი”. ცხოვრებაში, როგორც წესი არასდროს მოვიქცევით ისე როგრც დოქტორი ჰაუსი. მაგრამ კინო გვაძლევს ამის შესაძლებლობას - ასოცორიებას საკუთარ თავის საყვარელ გმირთან. ე.ი. ყველა ჩვენგანში არის სადღაც შიგნით პატარა მეამბოხე, პატარა ჰაუსი.




ანდრეი კრავეცი



Tuesday, January 12, 2010

ახალგაზრდული გადაცემა- "დიდები "


 


თავიდან, მსურდა ქართულ ახალგაზრდულ გადაცემებზე დამეწერა რამე, მაგრამ რომ დავფიქრდი ვერაფერი გავიხსენე, აწ გარდაცვლილი კედელის და შემგომ მოკლე ჩართვად ქცეული გადაცემის გარდა. დღევანდელ სატელევიზიო სივრცეში ახალაგაზრდული Talk-Show არ არსებობს. არის მხოლოდ "ჩვენი ექპრესი", რომელიც ჯერ-ჯეობით მხოლოდ ინტერნეტით გადის.
ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ერთ რუსულ ახალგაზრდულ გადაცემაზე. “Bolshie” ასე ქვია ამ გადაცემას. 2005/06 წლებში პირველად გავიდა “tv-kultura”-ზე. აქვს ძალიან ორიგინალური ფორმატი და სტილი. ინტერნეტში მოვიძიე ოფიციალური საიტი ამ გადაცემის შესახებ მოკლე რეზიუმე.
 სადისკუსიო გადაცემა ეძღვნება მეტ-ნაკლებად აქტუალურ თემებს თანამედროვე კულტურასა და მეცნიერებაში. 
  • როგორ გადაიღო კარგი კინო ფულის გარეშე?
  •  როგორ გააკეთო მილიონი სამართლიანად? 
  • როგორ წარმოაჩინო შენი ქვეყანა?
  • როგორ მიაჩვიო საზოგადოება ჯანმრთელ ცხოვრების წესს?

 რაც უფრო ტალანტურია და ღია ახალი თაობა იმედენად საინტერესოა და მოულოდნელია მათ მიერ დასმული კითხვები და პასუხები. და იმდენად გასაგებიცაა ცივილიზაციის განვითარების გზები. ზუსტად ასეთ ახალგაზრდებს - ახალი ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებს ვიწვევთ გადაცემაში.
ახალგაზრდებს, როგორც ცნობილია არამხოლოდ არასტანდარტული აზროვნება გააჩნიათ. ამიტომ ხუთი ახალგაზრდა ადამიანი სტუდიაში არამარტო მოცემულ საკითხზე ისაუბრებენ არამედ მათ უნდა შეძლონ ერთმანეთში მოლაპარაკება საეთერო დროში და შემოგვთავაზონ პრობლემის მათებური გადაწყვეტა. ერთადერთი რაც შეიძლება არ ყოფნიდეთ ეს გამოცდილებაა. რომ შევავსოთ ეს ვაკუუმი ჩვენ მოვიწვევთ გამოცდილ ექსპერტს, რომელიც წარატებულია თავის სფეროში.

მშვენიერი შესავალია! ამ გადაცემის პირდაპირ ეთერში ინტერნეტითაც შეგიძლიათ. ოთხშაბათს საღამოს 9:50 ზე (რუსეთის დროით) შეგიძლიათ უყუროთ. მაყურებელთა რაოდენობა ინტერნეტით შეზღუდულია 50 კაცამდე.