Showing posts with label კონსპექტი. Show all posts
Showing posts with label კონსპექტი. Show all posts

Saturday, February 5, 2011

მიხაკო წერეთელი ინტერნაციონალიზმის შესახებ.

      
       იდეალის სიყვარულის ქცევის შემთხვევაში იგი კრიტიკას გაურბის და სუბიექტური ხდება. ქართველი არ არის აღზრილი ეროვნულ ნიადაგზე, იგი შებოჭილია და უცხოეთში ამ შემთხვევაში რუსულ ან დასავლურ კულტურაში ეძებს თავისი რწმენის დაკმაყოფილების საშუალებას.

მაგრამ ამასაც მახინჯად და ზადით აკეთებს. სინამდვილეში იგი ვერ ეზიარება ამ კულტურას და გაურკვეველი ჰიბრიდის სახეს ღებულობს. ძალიან ტრაღიკულია როდესაც ქართველი ინტელიგენტი საკუთარ ენას ანაცვლებს უცხოურით და წყდება ქართული ენის სოციუმს. ის რიგიანად ვერც დასავლურ კულტურის მატარებელია ბოლომდე და ვერც ეროვნულ კულტურის. არ იცის მშობლიური ლიტერატურა, ხალხური შემოქმედება. იგივე მდგომარეობაშია უცხოეთშიც და არ იცნობს მის კულტურას საფუძვლიანად. უნდა ნახოთ რა უაზროდ იცქირება თუ ერთმანეთის ოპონენტებს ნახავს ხელჩამოერთმეულს, მაშინ როცა ქვეყნის ინტერესებმა ისინი შეაერთა, ქართველი კი მივა ვინმე უკიდურესი პარტიის მოძღვართან და მას დაეკითხება და თუთიუყუშივით იწყებს გამეორებას.

რამდენია ჩვენში ასეთი ადამიანი, რომელნიც რუსული აღზრდითა და იდეალებით არიან ნაკვებნი. განა როდისმე მათი რუსული ფსიხიკა ცდილობდა საქართველოში შეექმნა რწმენა სამშობლოსი და მისი ორგანიული ეროვნული ცხოვრება აღედგნა? ამ რუსულმა მიმართულებამ და ეროვნულ იდეალთა არ არსებობამ მოიტანა ეს შედეგებიც. ავტონომიის მოთხოვნის უარყოფაც ამის მიზეზია. ჩვენში რუსულმა კვალმა სწორედ ეს კვალი დატოვა და ახალი ფორმა შეიძინა სოციალიზმის სახით, წარმოიდგინა რა იგი საერთაშორისო დონის სიძლიერედ. სინამდილეში კი მოხდა ის რომ რუსის ინტერნაციონალიზმი საქართველოში ცენტრალიზმად გარდაიქმნა-უსოციალიზმოდ და უინტერნაციონალიზმოდ. არაერთს კი სჯერა კიდეც რომ რუსების გარეშე სოციალიზმი შეუძლებელია შეგდეს. ეს კი ურწმუნოებაა საკუთარი ეროვნული სიცოცხლისა და მეტი არაფერი.

  ვერც ინგლისის რევოლუციამ, ვერც საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ ვერ გადაწყვიტეს სოციალური პრობლემები. ამიტომ მეცნიერებმა მოიფიქრეს თეორეა, რომელიც იქნებოდა თანასწორობაზე დაფუძნებული. განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოში, როდესაც იგი გავრცელდა ევროპულ ქვეყნებში. შეიგნო რა პროლეტარიატმა საკუთარი თავის სიძლიერე, მასზე ააშენა თავისი ინტერნაციონალი. ეს ინტერნაციონალიზმი უფრო ღრმა და რეალური იყო, ვიდრე პლატონური და იდეალისტური საფრანგეთის რევოლუცია.

  თუ კარგად გადავხედავთ ისტორიას ვნახავთ, რომ ინტერნაციონალიზმი პოპულარული იყო იქ სადაც ნაციონალიზმის პრობლემა უკვე გადაჭრილი იყო. ის ქვეყნები კი რომლებიც დამონებული იყვნენ ინტერნაციონალიზმის მაგივრად ნაციონალისტური მოძრაობა იყო გაჩაღებული. სოციალიზმის მიმდევართ ის ვერ გაურკვევიათ საერთოდ რა არის ინტერნაციონალიზმი, მისი უფლებანი. იგი ხომ ერთა შორის ურთიერთმიმართებაა, უფლებათა და მოვალეობათა მიმართება. ისინი კი პირდაპირ კაპიტალისტების ექსპლუატატორული ბნელ მხარეებს ეკვეთნენ პროლეტარიატის განსათავისუფლებლად, თითქოსდა მხოლოდ კაპიტალიზმი ყოფილიყოს ადამიანის ერთადერთი ჩაგვრის ფორმა, და ეროვნული კი მასთან შედარებით არც არსებულიყო. იმ ერებმა რომელთაც ეროვნული დამოუკიდებლობა არ აწუხებდათ მოახდინეს საკუთარ ქვეყანაშI ეკონომიკის გაუმჯობესება-სოციალიზმი.ამავე დროს საკუთარ კოლონიებსაც მოსთხოვეს ინტერნაციონალიზმი. როცა კოლონიამ ეს ვერ აღასრულა მას შოვინისტი და სოციალიზმის მოღალატეობა დასწამეს. ნაციონალიზმს კაპიტალისტების მოგონილ ხრიკს და სატყუარას უწოდებდნენ. რომ შეიძლებოდეს მოგვესპო ინგლისელი ან ფრანგი სოციალისტებისათვის ეროვნულ დამოუკიდებლობა მერე კი ჩაუფიქრდებოდნენ თავიანთ შემცდარ თეორიებს და გამოეკრვიათ რა დამოკიდებულებაშია სოციალიზმი და ნაციონალიზმი ერთმანეთან


 მაშინ ისინი შეიმუშავებდნენ ერის თეორიასაც და კაცობრიობის გარდაქმნას მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენათა ანალიზზე არ დაამყარებდნენ. მაშინ ერი იქნებოდა ცოცხალი სოციალური ორგანიზმი, ხოლო სოციალიზმი ერის ეკონომიკური სტრუქტურა.. მაშინ ნაციონალიზმიც აღარ დაუპირისპირდებოდა სოციალიზმს. მაშინ ინტერნაციონალიზმიც განსხვავებულად იქნებოდა წარმოდგენილი- ფრანგი, ინგლისელი გერმანელი ყველა ვისაც აქვს თავისუფლება და არა აქვს უნდა განთავისუფლდნენ, შინაგანი და გარეგანი მონობისაგან და ერთად შექმნან თავისუფალ ერთა კავშირი. და არა მხოლოდ პროლეტარიატის კლასი ეროვნებას მოკლებული. მაშინ აგრეთვე კაცობრიობაც აღარ წარმოუდგებოდათ კაპიტიტალიზმი ასე მტრულად  არამედ ინდივიდთა ერთობად, რომლებიც განვითარების ერთ ეტაპზეა მდგარი. ადრე თუ გვიან ისინი მოითხოვენ თანასწორუფლებიანობას ევროპასთან და ინტერნაციონალიზმს შექმნიან. მაშინ აღარ შეაშინებდნენ კაცობრიობას კითხვით რა არის ერი და მითუმეტეს პატარა ერი მთელ კაცობრიობასთან მიმართებაში.
     ასეთი ზერელე და ყალბი ინტერნაციონალიზმით არიან სოციალისტები დაკავებულნი და პატარა ერებსაც ეს იდეები მოედო. სოციალისტებმა ისიც კი ვერ გამოითვალეს, რომ სანამ ინტერნაციონალიმი განხორციელდებოდა მანამდე ჩაგრული ერი გაქრებოდა და აღარ იარსებებდა. და აღარც იქნებოდა პროლეტარიატის სოლიდარობის მიზეზიც.
     მაგრამ საბედნიეროდ იმ ერებს რომლებიც ძლიერნი იყვნენ ამ ინტერნაციონალიზმმა გვერდზე ჩაუარა და დიდი ვერაფერი ავნო. ხოლო ჩვენსავით სუსტი ქვეყანა კი დასცა და გზას ააცდინა. მხოლოდ ქართველ სოციალისტებს არ გაუვლთ ფიქრი გაემიჯნონ რუსულ სახელმწიფოს და მის საზღვრებს. სწორედ ისე ფიქრობს როგორც ჩვენი თავად აზნაურობა რუსეთში. ამას ხომ არასდროს არ გააკეთებს ჩეხი, პოლონელი ან უკრაინელი სოციალისტი. მხოლოდ ჩვენ. აბა ერთი მთელი კავკასიის ერები გამოვიდნენ და თანასწორუფლებიანობა მოთხოვონ რუსეთს, როგორი რეაქცია ექნებათ სტოლიპინებსა და პლეხანოვებს და რა წყრომით დაგვემუქრებიან. გამოდის რომ ინტერნაციონალიზმი პირველ რიგში რუსულად სხვა არაფერია თუ არა იმპერიალისტური მიზნების დაფარვა და მეორე დაკანონება დამონებული ერის ჩაგვრისა. ამიტომ დიდი ქყვეყნების სოციალისტებმა დაიწყეს უკიდურესი ნაციონალისტური პოზიციის დაკავება და ნამდვილ შოვინისტებს დაემსგავსნენ. განსაკუთრებით ეს გერმანიასა და რუსეთს ეხება გერმანია არ აღიარებდა პოლონეთის დამოუკიდებლობას, რუსებმა კი საერთოდ ავტონომიიის იდეაც უარყვეს.

       ინტერნაციონალისტური პოლიტიკის გატარება მხოლოდ მრავალეროვვან ქვეყნებში მოხდა ისეთი როგორიც იყო ავსტრია. მაშინ დაიწყეს ფიქრი სოციალიზმისა და ნაციონალიზმის ერთად არსებობის იდეაზე და განხორციელებაზე. თორემ ისეთ ქვეყნებში, სადაც დომინანტი ერია ქვეყანაში, როგორც გერმანია და რუსეთია ინტერნაციონალიზმის წარმოდგენა შეუძLებელია. ამის განხორციელებას ან სოციალისტების მორჯულება იქნება საჭირო ან პოლონეთის, ჩეხხების და უკრაინელების გამოლაშქრება.

       არიან უკიდურესი ანარქისტებიც, რომელთა აზრები ვერავიათარ კრიტიკას ვერ უძლებს. ისინი მიიჩნევნ რომ პროლეტარებისთვის არ აქვს ნიშვნელობა თუ რა ენაზე ილაპარაკებს ადამიანი, რა ეროვნებისაა და რა სახელმწიფოში ცხოვრობს. მათი არგუმენტია რომ დღესდღეისობით წმინდა სისხლის ერი არ არსებობს. რაც თავისთავად მეცნიერული ბანკროტობაა.
        რუსი ანარქისტებზე დაკვირვებისას მივხვდი, რომ ისინი არც ისე გამოირჩეოდნენ ორიგინალური აზროვნებით და არსებითად ევროპულ იდეებს იმეორებდნენ. ჩემი ევროპაში ყოფნის დროს კი დავიწყე და აღმოვაჩინე რომ სოციალისტები არა მხოლოდ მარქსი და ენგელსი იყვნენ. გავეცანი პავლე მოციქულის, წმინდა ავგუსტინეს და სხვა ადრეულ ლიტერატურას. შემდეგ აღმოვაჩინე სოციალიზმის მიმართულება ანარაქიზმი რომელიც უფრო მოსაწონი აღმოჩნდა ჩემთვის. ყველაზე მეტად იმან დამაფიქრა, რომ ყველა სოციალისტი ევროპაში საკუთარ ეროვნულ ნიადაგზე მოქმედებს. განასკუთრებით პარლამენტი. ისინი კოლონიების მიმართ შოვინისტურ დამოკიდებულებას არც მალავდნენ და ინტერნაციონალიზმს კი უბრალოდ ყვირილი და ზედაპირული ლოზუნგების სახე ჰქონდა. ისინი იმდენად იყვნენ ინტერნაციონალისტები რამდენადაც საკუთარ ინტერესები გაწვდებოდა და არ ავნებდა მას. მაგალითისთვის ვიცნობდი შვეიცარიელ სოციალისტებს რომლებიც ბოლომდე იცავდნენ საკუთარ რესპუბლიკას, რომელშიც ინტერნაციონალიზმი უკვე განხორციელებული იყო სამი ერის სახით -გერმანიიის, საფრანგეთის და იტალიის სახით. და არ დათანმდებოდა არც ერთ ქვეყნის ქვეშ მმართველობას
თუ შვეიცარიელებმა შექმნეს თქო ასეთი ლამაზი ქვეყანა საქართველომ რაღა დააშავა. საქართველოდან ახალი ამბავი მოდიოდა რუსების გადმოსახლების შესახებ სოციალ-დემოკრატებს საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვსო. რუსის კოლონია თვალწინ მედგა პარიზში. ვუყურებდი პლეხანოვს ამ ნამდვილ ნაციონალისტ პოლიტიკოსს, რომელიც არაფრით არ იყო დაფარული. ვხედავიდ ლენინს ნამდვილ იმპერიალისტს და ძველი რუსეთის საზღვრების დამცველს ს-დ-ს პროგრამის მიღების დროს. ვხედავდი ებრაელებს როგორ უაყოფდნენ ნაციონალიზმს და ქვეყანას და გულის სიღრმეში სიონისტები იყვნენ და ხმაღლა ვერ ეთქვათ რუსების ხათრით.
       ანარქისტთა შორისაც ძალიან იშვიათად თუ ნახავდით ისეთ პიროვნებას, რომელიც ნაციონალიზმს არ უარყოფდა და თვალს არ დახუჭავდა. ასეთი იყო კროპოტკინი, რომელიც ლონდონში გავიცანი. იგი სამართლიანად მსჯელობდა და თანასწორუფლებიანობის პრინციპს იზიარებდა. ამის გამო მას საფრანგეთის პატრიოტი და ნამდვილი დემოკრატი უწოდეს. ხოლო ანარქისტებმა კი მოღალატედ შერაცხეს. მეორე იყო რეკლიუ, რომელიც აღიარებდა ინტერნაციონალიზმს და თავის გეოგრაფიაში ყველა რასის და ეთნოსის მცოდნე და პატივისმცემელი იყო. იგი ვარლამ ჩერქეზიშვილს რადიკალს, დემოკრატს და შოვინისტს უწოდებდა . რაზეც ცხარე კამათი ჰქონდა ვარლამს.
         ევროპაში დაბრუნების შემდეგ განვაგრძობდი ანარქიზმის იდეალების ქადაგებას. იმის იმედად რომ ერონულ სული გამოიღვიძებდა. თუმცა ის კი არ მქონდა გათვლილი რომ ბრძოლა შეიძლებოდა წაგვეგო. და ასეც მოხდა. უნდა მოგვეხდინა ეროვნული იდეალების გავრცელება, რათა ხალხს ჰქონოდა დასაყრდენი. ჩვენ უეცრად დაგვატყდა პრობლემები. ავიღოთ თუნდაც მიწის პრობლემა. ეს მხოლოდ აგრარული პრობლემა არ არის, არამედ პოლიტიკური. გლეხისთვის მტრად მხოლოდ თავადი და სახელმწიფო გამოვიყვანეთ ის კი ვეღარ გავითვალისწინეთ რომ გარე მტერი თავს გვატყდებოდა. თორემ ავიღოთ აქვე სომხების მაგალითი როგორ უვლიან საკუთარ მიწას, საკუთარ უფლებიანობას და ფასს. დღეს მათი დამცველები ევროპელი სოციალისტები და ანარქისტებიც არიან.
       ჩემი მიზანი იყო ამ წერილით მეთქვა რომ არ მიღალატია ჩემი ანარქისტული იდეალებისათვის. მაგრამ ამავე დროს ვერც ნაციონალიზმის პრობლემას ვხედავ მოგვარებულად. ურომლისოდაც კვდება შემოქმედებითობა და შესაბამისად ინტერნაციონალიზმიც და სოციალიზმიც.
ასე რომ მე ქართველი ანარქისტი ვარ!

Thursday, September 9, 2010

საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია

                                                                    ვერსალის ზავი
              პირველმა მსოფლიო ომმა დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ამ ომში დაიღუპა 10 მილ. და დაიჭრა ოცი მილ. ომის დროს გემრანიიის ბლოკის ქვეყნებს მობილიზებული ჰყავდათ 25 მილ. ადამიან ხოლო ანტანტას 48 მილ.
           ანტანტასა და გერმანიას ბლოკს შორის დაიდო 36 დღიანი ზავი. ისტორიკოსები ანტანტას გამარჯვებას დიდხანს აკეთებდნენ და არასწორად აფასებდნენ ომის შემდგომში გერმანიიის ქცევას. ამაზე იზრუნეს გერმანელებმა, რომლებიც გერმანას ვერსალის დიქტატის მსხერპლად მიიჩნევდნენ სინამდვილეში გერმანია იყო დაჭრილი მტაცებელი, რომელიც მისდევს თავის მტრებს დაცდილობს ისევ ბრძოლაში ჩაებას.
1918 წლის დეკემბერში გერმანიამ მთელი თავისი ჯარი გაიყვანა რაინიდან. არცერთი მისი ნაწილი არ ჩავარდნილა ტყვედ. მართალია არმია არ იყო წინანდელი მაგრამ ისევ აშინებდა გამარჯვებულებს. რადგან მას ისევ შეეძლო წინაარმდეგობის გაწევა. რევოლუციით ემუქრებოდნენ ანტანტას ქვეყნებს.
   დაზავების გაგრძელება. ამასობაში ზავის დრო ამოიწურა. ანტანტის წარმომადგენლებმა მოითხოვეს დაზავებისთვის წარმომადგენელთა გამგზავრება. წინასწარ თათბირზე ჰინდებურგმა ზავის გაგრძელებას დაამატა რამდენიმე პირობა. რაინის მარჯვენა მხარეს გაუქმებულიყო ნეიტრალური ზონა, საოკუპაციო ჯარი შემცირებულიყო, და ბლოკადა მოეხსნათ.

           12 და 13 დეკემბერს ტრირში გერმანიის დელეგაცია მოლაპარაკებებს ეწეოდა ფრანგ გენერალ ფოშთან. გერმანიის წარმომადგენელი ერცბერგერი აცხადება, რომ დაზავებასათვის გერმანიას მიცემოდა მცირე დრო. ფოშმა ამას ყურადრება არ მიაქცია. მაშინც ერცბერგერმა მიანიშნა რევოლუციის საშიშროებაზე და ტრიტის შეთანხმებით დაზავება ერთი თვით გააგრძელა. ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. საჭირო იყო კიდევ მეტი დრო. გერმანელები მზად იყვნენ ბერლინში შეეშვათ ანტანტის ჯარი. თუკი იქ გაიმარჯვებდა პროლეტარული რევოლუცია.
      სახელმწიფო პროგრამა საზავო კონფერენციაზე . დაზავების პირობები წინასწარ განსაზღვრავდა ზავის პირობებს. ფრანგი იმპერიალისტები ოცნებობდნენ გერმანიის დაქუცმაცებაზე. საფრანგეთის გეგმებზე სრულ წარმოდგენას გვიქმნის მეფის რუსეთთან ცარიზმის დამხობის წინ საიდუმლო შეთანხმება. რუსეთი თანახმა იყო საფრანგეთის გეგმისა, რომელიც ითვალისწინებდა გერმანიასთან საზღვრების დადგენას იმ პირობით თუ საფრანგეთი დააკმაყოფილებდა მეფის რუსეთის მისწრაფებას მიეღო კონსტანტინოპოლი და სრუტეები. ეს საიდუმლო შეთანხმებით ბოლშევიკებმა გამოაქვეყნეს, რამაც მსოფლიოში აუზაური გამოიწვია. ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურა აცხადებს “ჩვენ ეს არასოდეს არ გვსურდა და არასოდეს გავუწევთ მფარველობას ამ იდეას”.
        საზავო კონფერენციაზე საფრანგეთის პოზიცია საკმაოდ ძლერი იყო. მის უკან უზარმაზარი კონტინეტური არმია იდგა. კონფერეცნიაზე ინგლისის ინტერესებს წარმოადგენდა ლოიდ ჯორჯი . მას კონფერენციაზე სურდა საზავო მოლაპარაკებებით განემტკიცებინა ის რაც იარაღის ძალით მიიღო. ლოიდ ჯორჯის გეგმაში სუსტი ადგილი იყო გერმანიასთან ურთიერთობა. იგი წინააღმდეგი იყო გერმანიიის დაქუცმაცების და ფიქრობდა თუ როგორ გამოეყენებინა იგი საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. აშშ–ს მდგომარეობა შეიცვალა ომის ბოლოს. საზავო ხელშ. ფორმალურად ეყრდნობოდა უილსონის 14 პუნქტს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო უილსონისკენ. მასში ყველა მხსნელს ხედავდა. კონფერენციაზე მან მიაღწია სერიოზულ წარმატებებს.
       იტალია საზავო კონფერენციაზე დიდ ხელმწიფოთა ჯგუფში ირიცხებოდა, მაგრამ მას სათვალავში არავინ იღებდა. იაპონია წარმოდგენილი იყო საიონძი, მაკინოთი და სხვა დელეგატებით. რომლებსაც “მდუმარე პარტნიორები” უწოდეს.

                                  ბალკანეთის ომები მსოფლიო კონფლიქტის წინადღე
 
          ევროპის საერთაშორისო ურთიერთობებში დიდი ადგილი ეკავა აღმოსავლეთის საკითხს. იტალია თურქეთის ომმა დააჩქარა კრიზის. ამან გააღვიძა ბალკანეთის სახელმწიფოები რათა დაედოთ კავშირი თურქეთის წინააღმდეგ და დაეწყოთ ომი. ამას რუსეთის დიპლომატია ხელს უწყობდა ბალკანეთის ბლოკის შექმნა რუსეთსთვის იყო მსოფლიო ომის მომზადების ერთგვარი ეტაპი. რუსეთის ელჩი კონსტანტინოპოლში ჩარკოვის თურქეთს სთავაზობდა ამ ბლოკში შესვლას და ამასთანავე ბალკანეთის ქვეყნების მხრიდან კეთილმეზობლური ურთიერთობების გარანტიას იძლეოდა. ამ გეგმას რიგი წინააღმდგობები შეხვდა. თურქეთი ძალზე დაკაბალებული იყო გერმანიის მიერ და ამგვარ კომბინაციაზე წასვლა არ შეეძლო პეტერბურგში საბოლოოდ სხვა შეხედულებამ გაიმარჯვა. მისი მომხრეები თვლიდნენ რომ ისეთი ბლოკის შექმნით რომელიც ბალკანეთის ქრისტიან ქვეყნებს გაერთიანებდა უფრო ქმედითი იქნებოდა. ბალკანეთის ქვეყნიდან ავსტრასთან ბრძოლით დაინტერესებული იყო სერბია. ავსტრიის წინააღმდეგ ვერც ბულგარეთისა და ვერც საბერძნეთის დაყოლიება მოხერხდა.
         ბალკანეთის ბლოკის შექმნაზე მოლაპარაკებები სერბეთის ინიციატივით დაიწყო. თავდაპირველად ბულგარეთის მთავრობა უარყოფითაად შეხვდა თუმცა შემდეგ იფიქრეს, რომ ეს შექმნიდა ხელსაყრელ გარემოებას თურქეთის წინააღმდეგ გამოსვლისთვის. ამ შემთხვევაში ბულგარეთმა თვითონ მიმართა სერბეთს მოლაპარაკებებისაკენ. რუსეთმა ეს იდეა მოიწონა.
         1912 წლის მარტს დაიდო ხელშეკრულება სერბეთ–ბულგარეთს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება.: სერბეთი და ბულგარეთი მზად იყო ხელსაყრელ მომენტში თურქეთს დასხმოდნენ თავს. ხელშეკრულებამ გზა გაუხსნა ბულგარეთს ბირჟისაკენ. აღნიშნულ ხელშეკრულებას დაემატა სერბეთ–ბულგარეთის სამხედრო კონვენცია. თურქეთის ან ავსტრიის წინააღმდეგ ომის შემთვევაში სერბეთი გამოიყვანდა 150, ხოლო თურქეთი 200 ათას ადამიანს.
       სერბეთ–ბულგარეთის მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობდა საბერძნეთ–

Thursday, April 29, 2010

ათენის სახელმწიფო და სამართალი

ძველი საბერძნეთის სახელმწიფოს და მისი სამართლის შესწავლისათვის პირველ რიგში თავის მნიშვნელობით წყაროები უნდა დავაყენოთ, რადგგან მათ მიხედვით ისაზღვრება ზოგადად ყველა სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება.
ახ. წ. XIX საკუნიდან მოყოლებული საბერძნეთში ინეტნსიური არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა, რის შედედაგადაც დიდძალი მასალა დაგროვდა ისტორიკოსთათვის შესასწავლად. მათ შორის მნიშვნელოვან ცნობებს წარმოდაგენს კრეტის, მიკენის, ტირინთის, ტროას და სხვა პოლიტიკური ერთეულების არსებობდა. Gარდა ამისა ძველ საბერძნეთის სახელმწიფოს შესახებ ჩვენ ისოტიული წყაროებიც მოგვეპოვება. მაგალითად, ჰომეროსის ცნობილი ეპოსი “ილიადა” და “ოდისეა”, თუკიდიდეს თხზულება “პელოპონესის ომების ისტორია”, შემდგომ ქსენეოფონტეს მიერ დაწერილი “საბერძნეთის ისტორია, რომელშიც საუბარია ძვ.წ V საკუნიდან მოყოლებული ძვ.წ. IV საუკუნის 60-იანი წლების საბერძნეთზე, ასევე ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის მიერ დაწერილი “ათენის პოლიტიკა”. Gგარდა ძველი ნაშრომებისა არსებობს თანამდროვე სამეცნიერო ლიტერატურაცსაბერძნეთის პოლიტიკურ ისტორიაზე ჩვენ შეგვიძლია ამ მეცნიერთა ჩამოთვლა. რუსეთში მუშაობდნენ: რადიშევი, ბეზეკული, ჟებელოვი, როსტოვცევი, მოგვიანებით კი- კოვალიოვი, სერგეევი და სხვები. საქართველოში: პროფ. ალ. წერეთელი, მათე ალექსიშვილი და სხვები.
ახალა შევეხოთ საბერძნეთის ისტორიულ_ ტერიტორიულ საკითხს. იგი მდებარეობდა, როგორც ზღვისპირეთის ასევე სახმელეთო ტერიტორიაზე: ბალკანეთის ნახევარკუნძული, ეგეოსის ზღვის კუნძულები, თრაკიის სანაპირო, მცირე აზია, კრეტა, მიკენი, ტროა და სხვა. დასახელებული ტერიტორიებიდან ისტორიულად პოლიტიკურ კონფლიქტური მცირე აზია და ტრაო იყო. აქედან განსაკუთრებით ტროა შეიძლება გამოიყოს, რადგან იგი გამოირჩეოდა თავისი საომარო მღელვარებით. ამ კონფლიქში მოხდა ორი ბერძნული ტომეის დაპირისპირება (დორიელების და აქაველების). მან კი ძვ. .წ XII საუკენეში გამოიწვია ელადის კულტურის დაქვეითება.
მანამდე საბერძნეთი ისოტირაში სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც მოხდა. მაგალითად ძვ.წ. VII საუკუნიდან დაიწყო ბერძნული კოლონიზაციები, რომლებმაც მოიცვა დასავლეთ ევეროპის ნაწილი. მათშ როსი სიცილია, კორინთა, საფრანგეთი. იქმნებოდა ბერძნული ეტროპოლისები, რომელთაც ცენტრალური ძალაუფლება ეძლოედათ, როგორც პოლიტიკური ასევე კულტურული თავიანთ კოლონიებზე. გამოიკვეთა შემდეგი სოციალური კლასები: თავისუფალი მოქალაქეები, დამოუკიდებელი მოსახლეობა და უცხოელები იგივე მეტეკები. სწორედ ამ ისოტირული ცხვლელებების ფონზე ყალიბდება ბერძნული დემოკრატია, რომელსაც ერთი ყველაზე გამოკვეთილი ნიშანი ჰქონდა სხვა სოციალურ_პოლიტიკური ფორმებისაგან. ეს იყო სახალხო ძალაუფლება. მათ შესახებ ჩვენ უფრო დაწვრილებით შემდგომ ვისაუბრებთ. მაგრამ საბერძნეთში ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. გარდა დემოკრატიული მმართველობითი ფორმებისა ჩვენ ასევე გვხვდება ტირანია ან მაგალითად საგვარეულო არისტოკრატიული მმართველობა. ისინი ერთი მეორეს ცვლიდნენ, სანამ საბოლოო ჯამში არ შეიქმნებოდა ყველასათვის სასარგებლო ფორმა მმართველობისა., ზოგჯერ ისეც ხდებოდა რომ საერთოდ მეტროპოლია პოლიტიკურად და სოციალურად ნადგურდებოდა კიდეც.
საერთო ჯამში საბერძნეთში 1380 მდე პოლისი არსებობდა, თუმცა იყო ისტორიული პერიოდები, როდესაც ისნიერთ პოლიტიკურ ცენტრის გარშემო ერთიანდებოდნენ. ძვ.წ. 550-362 წელს სპარტა, დელოსის კავშირი ძვ.წ. 478_404 წწ. ათენის გარშემო და ასევე ათენის მეორე საზღვაო კავშირი ძვ.წ. 378-355 წწ. და სხვა.
ავიღოთ ათენის სახელმწიფოს მმართველობა და მისი სამართლებლივი ჩამოყალიბების პერიოდი. შეიძLება ითქვას, რომ ათენის სახლემწიფო მმართველობდა, მისი დემკრატიული პრინციპები დღესდღეითობითაც ახლო კავშირშია ჩვენი თანამედროვე პოლიტიკური რეალობისთვის. მისი ისტორია არის მტკიცე საფუძველი იმია, რასაც დრესდღეისობით ვეძახით დემოკრატიას. დემოკრატიულ საზოგადოებას.
ათენის არსებობდა, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთეულისა იწყება ჯერ კიდევ ძვ.წ. XIV_XII საუკუნეებში. მისი შექმნას უკავშირბენ თეზევსს, რომელმაც ათენის გარშემო ატიკის თემები გააერთიანა. გაერთიანებასთან ერთად მოხდა სერიოზული სიციალური ცვლილებები, რომელიც შედგომ რეფორმებით აისახა. ესენი იყო:
1. სინოიკიზმი_ ამ რეოფრმით ყველა ტომი ერთ ხალხად ყალიბდებოდა. შეიმნა ახალი ეროვნების წარმოშობის ნიშნები, რასაც მოჰყვა ცენტრალური სახელმწიფოს შექმნა.
2. სოციალური რეფორმა- იგი გულისხმობდა ათენელთა საზოგადოების სოციალურ კლასებად ჩამოყალიბებას. რეფორმის შედეგად წარმოიშვა სამი ტიპის სოციალური კლასი: კეთილშობილები ანუ ევპატრიები, გეომერები ანუ მიწათქმოქმედები და ბოლოს დემიურგები იგივე ხელოსანთა კლასი. ამ რეფორმის დადებითი მხარე ის იყო რომ ათენის მოსახლეობა თავისი პროფესიული საქმიანობის ნიშნით დაიყო, ეს კი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოაადგენდა ათენის საზოგადოების სწორი მიაზნის ორიენტაციაში, სახლემიფოს შენების პროცესის ნაყოფიერი შედეგისათვის.
ამ რეფორმების შედეგად სათავეში მოექცა ბაზილევსი. უნდა ითქვას რომ თეზევსის რეფორმებმა ვერ შეცვალა ათენის გვაროვნული საზოგადოებრივი წყობილება. ძვ.წ. 753 წლიადან ბაზილევსს ენაცვლება არქონტის თანამდებობა. კანონის მიხედვით მას უხუცესთა საბჭ ირჩევდა. უხუცესთა საბჭო გვაროვნული წყობილების გადმონაშთი იყო და იგი ტავისი სიძლიერით თრგუნავდა ახლად აღნოცენებულ ერთ-ერთ უმნშვნელოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტს- სახალხო კრებას. უხუცესთა საბჭოს იგივე არეოპაგი განაგებდა როგორც პოლიტიუკურ ასევე რელიგიურ საქმეებს. რაც გამოიხატებოდა იმაში რომ მას უფლება ჰქონდა სახალხო კრების გადაწყვეტილებისათვის ვეტო დაედო. მის საქმიანობაში ასვე შედიოდა საკულტო წესჩვეულებები და მართლმსაჯულებვივი საკითხებიც.

Saturday, April 10, 2010

   დიმიტრი უზნაძის პატარა სტატია ვლადიმერ სოლოვიოვის  ფილოსოფიის   მეცნიერების შესახებ.

                                                    
                                                                  დიმიტრი უზნაძე

                                                          ორგანული მსოფლმხედველობა
                                                                   (ვლ. სალავიოვი)
                                                                          I
ჩვენი საზოგადოებრვი ყოფა ვითარდება ყოველმხივი დიფერენციაციის ხანაში და თავი საზღვებში ფართოვდება. ეს წინსვლა კი ადამიანის სულიერ და სოციალურ ასპექტებში წარმოჩინდება ისე რომ ადამიანის შეუზღდველი ფანტაზიისათვისაც წარმოუდგენელია. იგი ქმნის ზღუდედაუდებელ ველს მთელს ადამიანის ცხოვრებაში. შრომა გადანაწილებულია თავისი საქმიანობის უკიდურეს სიშორემდე, ამიტომ ადამიანი დღესდღეიობით იძულებულია თავისი საქმიანობა გარდაუვალი ფარგლებით შემოზღუდოს, იგი დროის წინსვლასთან ერთად მცირდება, მაგრამ მისი საქმიანობის ზრუდე და საზღვარი კი იზრდება. ამის ასახსნელად საკმარისია გავიხსენოთ რომ ცხორების იშვიატი სიმდიდრე ტავისი შინაარსის შესაფერის ორგანიზებას მოითხოვს და ამის საშუალებად მხოლოდ ერთადერტი რამ არის. ის რაც ოდესღაც შემოიღეს რამელებ:”დივიდე ეტ იმპერა”. (დაყავი და იბატონე).
ასე რომ ერთ-ერთი პირველი თვისება ჩვენი დღევანდელი ცხოვრებისა არის ზემოთ მოყვანილი ფაქტორი, მაგრამ არის მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარეც. სინამდვილეში ხომ ჩვენი ცოვრების ერთი მხრივ განვითარება მთლიანი ცხოვრების განვითარებაცაა. ამიტომ მის ერთ მხარზე გაბატონება მისი დანარჩენი ნაწილების გათვალისწინებასაც მოითხოვს.
ამნაირად ასკვნის დიმიტრი უზნაძე (1984) : “ ფაქტიცხოვრების დიფერენციაციისა, მისი ორგანული სინთეტიზაციისადმი საჭიროებას ბადებს” (გვ.312.) ამ წინააღმდეგობის შემცნევა რა თქმა უნდა არ გაუჭიდებოდა მეცნიერებას, გასაკუთრებით კი ფილოსოფიას და ამის მაგალითია პოზიტივიზმი. იგი წამორმოადგენს ხმლოდდამხოლოდ ამ წინააღმდეგობათა შესუსტებისადმი ლტოლვას შემეცნებით ველზე. სოციალიზმიც სწორედ იგივეს ქდაგებს, მაგრამ იგი სუკ სხვა სფეროში იჭრება:მისი მიზანია სოციალურ წინააღმდეგობათა შორის საკუტარი გზით ოძებნოს გამოსავალი.
მაგრამ აქ დიდ წინააღმდეგობას ვაწყდბით. უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენს ცხოვრებას სულ სხვა მიმდინარეობა გასდევს პარალელურად. მნიშვნელოვანია ისიც თუ რა სახის არის ჩვენი მისწრაფება ცხოვრების სინთეზისადმი. აქ საუბარია ერტი მხარის , ერთი ნაწილის მიერ მთლიანი ცხოვრებისეული შინაარსის გაერთიანებაზე. რა ნიშნით უნდა მოხდეს იგი. ცხოვრების რომელმა მხარემუნდა იკისროს გამაერთიანებლის როლი? ოსციალიზმი ამ როლს ხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობებს ანიწებს და მასზე აფუძნებს ყველა დანარჩენ ცხოვრების მხარეს: ამან შეიძLება გამოიწვიოს სრულიად უტანასწორო ამაღლება სხვა ცხოვრების მხარეებზე. ამ იდეის მომხრენი ცხოვრებისეული მთლიანობიდან ერთ ნაწილის განდიდებაში ხედავდნენ ცხორებისეული პრობლემის გადაჭრის გზას მატ შორის არაეკონომიკური პრობლემებისაც. ამ ნიადაგზე წარმოშვა ისეტი მეცნიეული მწვალებლობბი როგორიცაა: ესტზეტიზმი, ეთიციზმი, ინლექტუალიზმი და ბევრი სხვა “იზმ”ები, მაგრამ დღესდრეისობით ამ დისციპლინაებში ეჭვი შეგვაქვს და საბედნიეროდ მათი თითქმის აღარც გვჯერა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მათი გენეზისი და მათი როლი. საბოლოოდ დიმიტრი უზნაძე (1984) ასკვნის : “ადამიანის განვითარების ეთ_ერთ მხარეში ადამიანის ცხოვრება ვერ იპოვნის თავისთავის გვირგვინს”.

II

ფილოსოფიის განყენებულ მეცნიერებაა და სწორედ ეს თვისება განაპირობებს უპირატესობას სხვა მეცნიერებებს შOრის. რადგან იგი ამავე დროს ტავისი განყენებულობით სრულიად აკნკრეტებს ამათუიმ მეცნიერულ ცოდნებს. დიმიტრი უზნაძის თქმით (1984) მის ტანამედროვეობაში არსებული სულიერი გაორება ასახა პირველ რიგში ფილოსოფიმ. იგი შეეცადა ზოგად ცნებატა მეოხებით მეცნიერული ჭეშმარიტებები გააერთიანებინა პირველადი ჰარმოონიისატვის. ეს სინტეზური სტილი აზროვნებისსა გამოიხატა ინგლისელი ფისლოსოფოსის ჩარლზ სპენსერის იდეებში. მაგრამ უზნაძის თქმით მისი თეორია თავისსავე დასაწყისში იყო განწირული მარცხისთვის. იგი დაფუძნებულია შინაგან წინააღმდეგოებზბე,რაც გამოიხატება იმაში რომ დიფერენციაციის აჰრმონიულად დასრულებისთვის მეცნიერებას ანიჭებდა უპირატესობას. მაგრამ როგორ შეიძლება რომ მეცნიერებამ დასრულოს გი?_კიტხულობს დიმტრი უზნაძე და მოჰყავს შემდეგი არგუმენტი _ სინამდვილეში ხომ მეცნიერება შემეცნებით ცხოვრების დიფერენციაციის შედეგია, იგი მხოლოდ შესაძლო ელემენტია დაკარგული ჰარმონიისა და ზოგადად სინთეზური ფილოსოფიის. იგი სინამდვილეში არის პროდუქტი შემეცნებითი ცხოვრების დაქსასვის. როგორც ვხედავთ სპენსერის ცდამ უნაყოფოდ ჩაიარა, მაგრამ სინთეზურ ფილოსოფიას ახალი მიმდევრები გამოუჩნდა. ედუარდ ჰარტმანმა მისი მეორე მცდელობა განახორციელა, რაც შემდგომში მდგომარეობს_ რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება არის ის სამი მიმდინარეობა ადამიანის სულიერი ცხოვრებისა, რომელიც მთელს ტავის შინაარსში თავსდება. მაგრამ ამ ხანაში ეს სამი ელემენტი სინთ. ფილოსოფიისა ერთმანეთის საწინაღმდეგოდ არიან შებრუნებულნი და ვექტორულად საპირისპირო მიმართულებები აქვთ არებული. ჰარტმანი სწორედ ამას ცდილობს რომ შეურიგოს ერთმანეთს და სინტეზურად შეაზავოს ისინი. დიმიტრი უზნაძე არც ამ მცდელობას უყურებს ოპტიმისტურად. ამის მიზეზს იგი .ე.წ “კინემატოგრაფიუ აზროვნებაში” ხედავს. აქ დიმიტრი უზნაძე (1984) გადადის ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფიურ საკითხებზე და აღნიშნავს რომ სოლოვიოვი ჰარტმანის ზემოთ ნათქვამ ცდას ირჩევს სულიერი ცხოვრების ჰარმონიის სინთეზის პირველ საფეხურად. მაგრამ ამავე დროს იგი კარგად ხედავს ჰარტმანის სუსტ მხარეებსაც. ამიტომ სოლოვიოვი ჰარტმანის მოწაფედ ვერ ჩაითვლება. ვერც ჰარტმანის მოწაფედ ვერც მხოლოდ იდეალისტად, ვერ მხოლოდ მატერიალისტად და ვერც რომელიმე სხვ ფილოსოფიური მიმდინარეობის უპირობო მიმდევრად. დ. უზნაძე აქვე აღნიშნავს სოლოვიოვის აზროვნების შესახებ. იგი მას ამ მხრივ ადარებს ლაიბნიცს, რომელსაც გააჩნდა უნივერსალური ნიჭი და მისი მეშვეობით იგი ახალი ფილ. სისტემის ასაგებად იყენებდა ფილოსოფიის ისტორიაში არსებულ სააზროვნო სისტემბიდან ერტ მნიშვნელოვნ ელემენტს. სწორედ ასეთი თვისება გააჩნდა სოლოვიოვსაც.. მას შეეძლო რომელიმე ფილ. სისტემიდან ეთი სარი ელემენტის აღმოცენა და მასზე სხვა ახალი ფილოსოფიური სისტემის შექმნა. ბოლოს დიმიტრი უზნაძე მკითხველს უნმარტავს რომ ნაშრომის მიაზანი არ არის სოლოვიოვის ფილოსოფიის ყოველმხრივი დახასიატება არამედ ტუ როგორ უწევს ანგრიშს ტანამედოვე ცოდნაში და ყოფიერებაში დამკვიდრებულ დისოციაციურ პროცესს. მისი ფილოსოფიის ზოგადი ექკურს_უზნაძის ტქმით საუკეთსოდ არადგენს ფილოსოფიის აზროვნების მნნიშვნელოვან ხასიათს და მისფილოსოფიურ მნიშვნელობას.

Wednesday, March 24, 2010

ისლამი და დემოკრატია


     ისლამი არის ქრისტიანობის შემდგომი უძველესი რელიგია. იგი წარმოიშვა აღმოსავლეთის ქვეყნებში და დაიკავა დომინანტური როლი რეგიონში. ჩვენი განსახილველი თემა არის ისლამისა და მოდერნულ-დემოკრატიული სამყაროს დამოკიდებულების განხილვა შეფასება. ორივე სამყარო როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის გარკვეული ისტორიული კანონზმომიერების შედეგია. ერთგან თუ რელიგია თამაშობდა გადამწყვეტ როლს, მეორეგან წამყვან იდეოლოგიად ლიბერალიზმი და სამოქალაქო ფაქტორი იყო. სწორედ ეს ისტორიული კანონზომიერებანი და სხვა მრავალი მასში შემავალი ფაქტორები განაპირობებს მსოფლიოს მრავალფეროვნებას. ჩვენი განხილვის მიზანია ამ ურთიერთდამოკიდებულების განხივლა, რაც ამ ორ მხარეს არსებობს. ვფიქრობ, რომ საკითხის უკეთ წარმოჩენისათვის არ უნდა ვიხელმძღვანელოთ პირადი წარმოდგენებით ან ერთი ან მეორე მხარის უპირატესობის მინიჭებით, არამედ უნდა შევაფასოთ ისინი ობიექტურად როგორიც არიან ისინი დღევანდელ დღეს.
აღმოსავლეთის ისლამისტური ქვეყნებისათვის ტიპიური მახასაიათებელია ავტორიტარული მმართველობა, გაძლიერებული ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ძირითადად ერთ პიროვნებაზეა აწყობილი. თუმცაღა მეორესმხრივ არიან ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ ამ ტიპის ქვეყნებში და მათაც გააჩნიათ საკუთარი უფლებები. თუ სასწორის ერთ პინაზე არის ერთპიროვნული მმართველის ძალაუფლება, მეორე მხარეს კი ადამიანის უფლებები. დემოკრატიული თვალსაზრისით იდეალურ მდგომარეობად შეგვძილია მივიჩნიოთ ამ ორი სასწორის პინის თანაბარი მდგომარეობა ანუ როდესაც ძალთა ბალანსი დაცულია. ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია დასავლურ ევროპული ქვეყნებისათვის, ხოლო ისლამისტურ ქვეყნებში სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება. აქ ხახელმწიფოებრივ ძალაუფლება გაზრდილია მოსახლეობის უფლებათა ხარჯზე, რაც ბუნებრივად განპირობებულია ისტორიული განვითარების კანონზომიერებით. თუმცა დროის მსვლელობასთან ერთად იცვლება მდგომარეობაც. ახლა განვიხილოთ უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებული სტატია – “ავტორიტარიზმი

Thursday, March 18, 2010

About Middle English lyrics From J-story


            Although many Middle English lyrics have a lingly fresh and unselfconscious tone, they owe much to learned and sophisticated continental sources- the medieval  catin lyrics of the “Goliard poets” and Provencal and French lyrics of the Troubadours and Trouveres. Most authors were clerics aware of the similarities between  earthly and divine love and fond of panning in Latin or English.
            The anonymity of the Middle English lyrics prevents us from seeing the as part of a single poet’s Danbar. Rathe we must rely on more genetal contexts such as genre, to establish relationships among poems. One of the most popular genres among the secular lyrics was the reverdie, a poem celebrating the return of spring. The early thirteenth century Cuckoo song joyfully invokes the bird’s song, and revels in the blossoming of the countryside and the calls of the animals to their young. A more typical example of the reverdie is Alisoun, whose made speaker ruefully contrasts the burgeoning of  nature with the stinginess of his beloved.
            Frustration was not the only attitude in Middle English love lyrics, however. A stance more boasting than adoring or despairing is taken in the witty lyrics I Hav Noble Cook. Furthermore, clerical misogyny is expressed in Abuse of women, which ostensibly praises woman by absoluting them of the vices - gossip, infidelity, shrewishnes - typically attributed to them in satires against women,: Yet the redrain first praises women as the bost of creatures but undercats this claim in Latin, which few women would have been able to understand.
            The majority of  Middle English lyrics were not secular but religious songs in praise of the virgin Mary or Christ, however, employ the same erotic language as the secular lyrics, of the in the conjunction with typological figures linking events in the  Old Testament, for inst.the poet follows a statement of the “Fortunate Fall” that Adam’s sin was necessary to permit Christ’s redemption – with a courtly compliment to the Virgin Mary. similarly, I sing of Gideon’s  fleece in  judge 6 ( the soaking of the fleece by dew figuring Mary’s impregnation by the Holy Spirit) while also employing the courtly imagery of poet  “singing of a maden” who chooses Christ as her son as if he were a lover. In a much longer poem in praise of the Virgin, the poet – casting himself as Mary’s  “knight” caught in the bonds of love – begs her meroy and also compliments her by contrasting her antitype, Eve.
            Occasionally the Middle English religious lyrics uses secular motifs and genres in a way that approaches parody. Fo inst. ancethe second stanza of the Nativity poem  Mary is with child resebler a pregnancy  lament by a gound gir. Mary, however, explains  that her condition will be a source of joy rather than shame. who she will sing to her “darling”. this  Middle  English poet, far from slapsheming, was  trying to humanize the Mystery of the Nativity and relate it  to daily life.
            other religious  poems either celebrate Christ on reject the world. The poems to Christ in their tenderness and immediacy, resemble those to Mary. Poets used erotic language in poem to Christ as well as those to Mary, as in “Jesus, My Sweet Lover “. finally  in a different vein the contempt of world questions the values of couatry  life with the “ubi sunt” (“where are”) motif. “Where beth they biforen us enjoyed their paradise on the lovely women who enjoyed their paradise on earth and now suffer the eternal fires of hell.
            Here is one poem written by anonym author.

 
              Jesus, My sweet lover

Jesu, Christ, my lemmon swete,
That diyedest on the Rode tree,
With all my  might I there beseche,
For thy woundes two and three,
That also faste mot thy love
Into mine herte fitched be
As was the spere into thine herte
When thou soffredes derth for me.




Used source:
  
 1.Masters of British Literature. vol. A. 2008.

    Tuesday, February 2, 2010

    ქართული ეკლესია დავითისა და თამარის ეპოქაში.

    დავით აღმაშენებლის უცნობი მატიანესა და თამარ მეფის ‘ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის’ მიხედვით.

    §1. ქართული ეკლესია დავით აღმაშენებლის ეპოქაში.

            დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გვიწერს ეკლესიის მდგომარეობას საკურთხეველნი ღმრთისანი ადგილად არაწმიდებისა მათისა. და მღდელნი რომელნიმე თვით შეწირვასავე შინა საღმრთოსა მსხუერპლისასა მუნვე მახვილტა შეწირულ იქნეს...” 
    თუმცა ეკლესიის სისუსტე უფრო შიგნიდან ღვივდებოდა. როგორც ქართლის ცხოვრება გვაუწყებს დავით აღმაშენებლის მეფობისას ღვთის სახლი, წმინდა ეკლესია “ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს.” ვინაიდან მაღალ სასულიერო თანამდებობებზე ინიშნებოედნენ პირები არა ღირსების და პატიოსნების მიხედვით არამედ გვარის დიდებულებისა და წარმომავლობის მიხედვით. საეპისკოპოსო პოსტები მატიანეს თქმით “დაეპყრნეს ვითარცა ავაზაკთა”, თავისთავად ასეთივე მდგომარეობა იქნებოდა საქორეპიკოპოსო და რიგითი სამღვდელოების დონეზეც.შექმნილი სიტუაცია ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში მკვეთრ და საფუძვლიან რეფორმაცაის მოითხოვდა. ეკლესია უნდა ყოფილიყო თვითმმართველობითი, დამოუკიდებელი ორგანო. ამის მისაღწევად ჯერ საჭირო იყო ბაზისის შექმნა ღირებულებებისა და ფასეულობის დონეზე. სწორედ დავით მეფის ინიციატივით “ადგილსა ჯეროვანსა” (რუისსა და ურბნისში) გაიმართა სეკლესიო კრება რომლის მთავარი დანიშნულება წესრიგის აღდგენა, საეკლესიო ცხოვრების შინაგანაწესის დადგენა (ძეგლის წერა) და ღირსეული სასულიერო პირების სათანადო თანამდებობის მინიწება იყო. კრებას ესწრებოდნენ მეფეთ-მეფე გიორგი II, თავად დავით აღმაშენებელ, მეფის პოზიციის გაძლიერების მიზნით კრებას ასევე ესწრებოდა გიორგი მეფის და ბიზანტიის უავგუსტესი დედოფალი მართა (მარიამი) და მრავალი სასულიერო პირი. საბოლოოდ ამ კრებამ შეასრულა თავისი დანიშნულება და ძირი ჩაუყარა ახალ სასულირო ცხოვრებას.მაგარამ მეფისათვის მხოლოდ ეს რეფორმა არ იქნებოდა ეკლესიის ჯანსაღი ფუნქციონირების გარანტი. ამიტომ დავითმა საჭიროდ მიიჩნია საერო თანამდებობის მწიგნობართუხუცესის მმართველობის (თანამდროვე პრემიერ მინისტრის) გართიანება ჭყონდიდის ეპისკოპოსის თანამდებობასთან. მითუმეტეს რომ გიორგი ჭყონდიდელი იყო აღმზრდელი, ბრძენი და “თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლტა მისთა”.  
          ...ასე რომ მეფის საეკლესიო ცხოვრებაში ეყოლდებოდა თავისი კაცი, გააკონტროლებდა მაში მიმდინარე პროცესებს და მეფის პოლიტიკის მხარდამჭერი იქნებოდა.
    რაც შეეხება აღმაშენებლის რელიგიურ შემწყნარებლობას - როგორც თვითმპყრობელ და უზენაეს მეფეს შეძლია მტრები სურვილისამებრ გაანადგუროს, მაგარმ დავით აღმაშენებელი ყოველტვის ასე როდი იქცევა. იგი უპირველესად ფიქრობს იმას ტუ როგორ გამოიყენოს თავის და ქვყნის სასარგებლოდ არამხოლო მოყვარე არამედ მტერიც. დავით მეფე ცდილობს დაიმოყვროს მტერი, ხოლო მოყვარე უფრო შემოიმტკიცოს! ვინაიდან მას დაძლეული აქვს სნობური დამოკიდებულება რელიგიურ დაპირისპირებათა შესახებ. ამის შესანიშნავი მაგალითია სომხურ_ქართული საეკლესიო კრება, რომელიც იმჟამად ხომეხთა მხარის ინიციატივით გაიმართა. კრებაზე დისკუსია უნდა გამართულიყო ორიდან ერთი საეკლესიო სწავლების ჭეშმარიტების დადგენაში. ქართვული მხარე გაიმარჯვებდა “სიტყვისგებაში” მაშინ ხომხები შეაჩვენებდნენ თავიანთ რჯულს, ხოლო თუ სომხები გაიმარჯვებდნენ ქართულ ეკლესიას მწვალებლებად არ უნდა შეერაცხათ სომხების სწავლება.
                     დავით მეფემ თავის მხრივ მოიწვია ყველა მეცნიერი და რჯულის მცოდნენი, სომხებმა კი თავიანთი. სიტყვისგებამ დიდხანს გასტანა და იგი იმდენად ჩაიხლართა, რომ უკვე “ცუდ სიტყვათა” პაექრობაში გადავიდა. ბოლოს თავის სიტყვა დავით აღმაშენებელმა აიღო. მან “უსწავლელთა და ლიტონთა და მარტივთა მიერ სიტყვათა” იწყო უბრობა. შემდგომი ეპიზოდიდან სჩანს რომ მემატიანე უშუალოდ იქ იმყოფებოდა მეფის სიტყვას ისმენდა, ვინაიდან იგი მთელი სიცხადით გადმოგვცემს საკუთარ განცდას მეფის გამოსვლის შესახებ: “...იწყო მასთდა მიმართ სიტყვითა თქმად, რომელსა ღმერთი მოსცემდა უეჭუელად პირსა მისსა. ესეოდენითა იგავთა და სახეთა წინადაუდებდა, ახნათა საკვირველთა იქნა ვითარცა..”. დარცხვენილმა და უღონოდ ქმნილმა სომეხმა სასულიერო პირებმა ერთხმად აღიარეს ქართველთა სწავლების ჭეშმარიტება. 
                  აი ამ მცირე პასაჟში (ვინაიდან სხვა ცნობა ვერ ვნახე ტექსტში) კარგად იკვეთება მეფის დამოკიდებულება განსხვავებულად მორწმუნეთა მიმართ. იგი მოწოდებულია მათი სწავლების გონიერად, სიბრძნით განსჯისათვის. თუმცა მეფის ასეთი თვისება სრულიადაც არ ნიშნავს საყოველთაო შემწყნარებლობას და მტრის მახვილისათვის კისრის მიშვერას.დავითის სისასტიკე ცნობილი იყო მთელს აღმოსავლეთ მუსულმანურ სამყაროში. 
                   თუნდაც გავიხსენოთ…ანისის აღების ეპიზოდი. 1124 წელს ანისელი სომხები თხოვნით (და არამხოლოდ ამის გამო) დავით მეფემ სელჩუკთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად აიღო ანისის ქალაქი და ციხე. ასევე ქრისტიან_მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც “მისგითად მოეკაზმათ” მუსლმანებს. ხოლო დავით მეფემ “იმუქფა ღმრთის მოყვარემან. დავით აღმაშენებელმან მოლათა და დარიშმანთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყო... “
          შეეძლო კი ღვთისმოყვარე დავით აღმაშენებელს შეეწყნარებინა მუსულმანი სასულიერო პირები?..

    $2. ქართული ეკლესია თამარ მეფის ეპოქაში.

      მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მიქაელ კათალიკოსი შესაძლებელი გახდა, როგორც საეკლსიო ისე აღმასრულებელ ორგანოებში ჩარევა. ვინაიდან მიქაელ კათალიკოსი უდიდესი გავლენით სარგებლობდა სახელწმიფო პოლიტიკაში. თავის მხრივ ოპოზიციურად განწყობილი დიდებულებიც იყენებდნენ მის გავლენას საკუთარი მიზნების მისაღწევად. სწორედ ამ კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი, როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლების მოწესრიგება. თამარ მეფემ მოიწვია საკლესიო კრება, სადაც თანამდებობებზე ღირსეული პირები “განაჩინეს წესისაებრ სახლისა”. დიდი შესაწირავი შესწირა ტაძრებს მეფემ, ხარაჯისა და ბეგარის გადასახადი გაუუქმა_ “თავისუფალ ყვნა”
          სომხეთის ტერიტორიის უშუალო შემოერთების შემდეგ, ქართულ_სომხური ურთიერთობები მეტად გაღრმავდა და გაცხოველდა. ჩვენ ვიცით რომ სომხურმა ეკლესიამ ქრისტიანულ-მონოფიზიტური სწავლება მიიღო და ამით შეგნებულად თუ შეუგნებლად ქართულ მხარესთან სერიოზული კონფლიქტი გამოიწვია. შესაბამისად ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად ეს საკითხი ძალაუნებურად წამოიჭრა. როგორც შემდგომ დავინახავთ საქართველოს კათალიკოსს ეს საკითხი მეტად აღელვებდა.
           ყველაფერი კი ასე დაიწყო_სარგის მხარგრძელის ძენი _ ივანე და ზაქარია მსახურთუხუცესისა და ამირსპასალარის თანამდებობზე დაინიშნენ. გაიმართა სამეფო წვეულება, სადაც წარჩინებული სამღვდელობაც მონაწილეობდა. წესისაებრ კათალიკოსს უნდა შეესრულებინა უსისხლო მსხვერპლშეწირვის რიტუალი. წმინდა სეფისკვერი მიიღეს “ყოველთა წარჩინებულთა”, ხოლო ივანემ არ მიიღო იგი ვინაიდან მონონფიზიტი იყო, მაგრამ უეცრად “ზაქარია იკადრა აღტაცებად სეფისკვერისა და შეჭმად”. კათალიკოსისთვის ეს უკვე საკმარისი იყო_ “ცეცხლებრ აღტყინებული, ძლიერად ამხილებდა და ესრეთ ეტყოდა...” საბოლოოდ საქმე სწავლულთა მოწვევით დასრულდა და ვანში გაიმართა “სიტყვისგება”. ქართველთა მხრიდან კრებას ესწრებოდა დედოფალთ-დედოფალი(=მეფე), დავით მეფე (სოსლანი) და ყოველი წარჩინებულნი. თავის მხრივ სომხებს თავიანთი სწავლულები ჰყავდათ წარმოდგენილი. სიტყვისგება მიმწუხრამდე გაგრძელდა. ბოლოს სიტყვით გამოვიდა კათალიკოსი და “სახლით თარგამოსთ” მიმართა. თავის სიტყვაში მან პურის ქრისტეს ხორცად გარდაქცევის არგუმენტები მოიყვანა სახარებიდან და ამ დოგმატის საქმით დამტკიცება განიზრახა_ მათ უწმინდური ძაღლები, რომლიც არ ეკარება ნაღვთისმსახურევ მსხვერპლს, უნდა გაეცვალათ ერთმანეთს და სამი დღე უჭმელად ემყოფათ, ამ სამი დღის განმავლობაში კი ორივეს თავისი წესით შეეწირათ უსისხლო მსხვერპლი, ხოლო რომლის სეფიკვერსაც მიეკარებოდა ძაღლი, მისი სწავლება მტყუანი იქნებოდა ღვთის წინაშე. კათალიკოსის ნათქვამმა ძლიერ გააკვირვა და შეაშფოთა მეფე და იქ დამსწრე ქართული საზოგადოება. იოანე კათალიკოსმა კი მიუგო მეფეს: “მეფეო, შემეწიე შენ და ყოველნი ქართველნი, დიდი და მცირე.”
                 მოახლოვდა დამოწმების დღე. კათალიკოსი იოანე მოლოცვით მოდიოდა... სომხებმა მიუგეს_შენივე წამოწყებულია და პირელი თქვენგან ვნახოთ ჭეშმარიტია თუ არა თქვენი მოწმობაო. პასუხი იყო: ”მე ვყო”. მემატიანის თქმით იგი “დგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, ტურფად აღშენებული...” მივიდა ძაღლი სეფისკვერთან და როდესაც მიეახლა შეჰყეფა ძაღლმა და ვერ შეეხო მას. ყველას გაუკვირდა ამ სასწაულის დანახივსას, სომხები კი შერცხვნენ. მათ იხილეს საკუთარი რწმენის სიმცდარე. ივანე და ზაქარიას გადაწყვეტილება სხვადასხვა იყო. ზაქარიასათვის “ქართველთა სჯული” მაინც მწვალებლობად დარჩა. ხოლო ივანემ “ნათელ-იღო” და “მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად”.

    განხილვა, შენიშვნები:

    Wednesday, January 6, 2010

    ჟურნალისტური კრედო

     როგორც ყველა მეცნიერებას (მაგალითად მედიცინას ჰიპოკრატეს ფიცი, ეკონომიკას მენქიუს  ათი პრინციპი, ასევე ჟურნალისტიკასაც გააჩნია თავისი პრინციპები და ნორმები:

     ჟურნალისტის 9 პრინციპი.

    1. ჟურნალისტიკა უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს სიმართლეს
    2. ჟურნალისტი პირველ რიგში მოქალქეების ერთგული უნდა იყოს.
    3. ჟურნალისტიკის არსი არის ინფორმაციის მუდმივი გადამოწმება
    4. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა მათგან ვისაც აშუქებს
    5. ჟურნალისტი უნდა მოქმედებდეს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი.
    6. ჟურნალისტიკა ხალხს საჯარო კრიტიკის და მსჯელობის საშUალება უნდა აძლევდეს.
    7. ჟურნალისტმა რაც მნიშვნელოვანია საინტერესოდ და ადეკვატურად უნდა წარმოადგინოს.
    8. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს ინფომრაციის პოპულარობა და ეს ინფორმაცია ყოველმხრივ გაავრცელოს.ჟურნალისტი პასუხებს აგებს სინდისის წინაშე.  
     წყარო: ლექციაზე ჩაგვაწერინეს


    ჟურნალისტური კრედო



    • მე მჯერა, რომ საზოგადოებრივი გაზეთი საზოგადო ტრესტია; რომ მის მომზადებაში ჩართული ყველა პირი საზოგადოების რწმუნებულებს წარმოადგენენ; რომ საზოგადო სამსახურზე ნაკლები სამსახურის განხორციელება ამ ნდობის დარღვევას ნიშნავს.
    • მე მჯერა, რომ ნათელი აზროვნება და ნათელი განცხადება, სიზუსტე და სამართლიანობა კარგი ჟურნალისტიკის საფუძვლებია.
    • მე მჯერა, რომ ჟურნალისტმა მხოლოდ ის უნდა წეროს რაც, მისი აზრით, სიმართლეს წარმოადგენს.
    • მე მჯერა, რომ ნებისმიერი მოვლენის დამალვა, თუ ამას საზოგადოების უსაფრთხოება არ მოითხოვს, დაუშვებელია.
    • მე მჯერა, რომ არავინ უნდა დაწეროს ისეთი რამ, რასაც ის, როგორც ჯენტლმენი, ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იტყოდა; რომ ქრთამის გაცემას ყველანაირად უნდა მოვერიდოთ; რომ პიროვნებას პასუხისგებლობის თავიდან აცილება სხვისი ინსტრუქციების და დავალებების მოშველიებით არ შეუძლია.
    • მე მჯერა, რომ რეკლამა, ახალი ამბები და რედაქტორის სვეტი მკითხველთა ინტერესებს უნდა პასუხობდეს; რომ სარგებლის მომტანი სიმართლის და "სისუფთავის" ერთიანი სტანდარტები ყველასათვის საზიარო უნდა იყოს; რომ კარგი ჟურნალისტიკის ყველაზე საუკეთესო შეფასება მის მიერ საზოგადოებისთვის გაწეული სამსახურის ხარისხით შეიძლება. 
    • მე მჯერა, რომ ის ჟურნალისტიკაა ყველაზე წარმატებული (და ყველაზე მეტად იმსახურებს წარმატებას), რომელსაც ღმერთის ეშიანია და ადამიანს სცემს პატივს; მდგრადად დამოუკიდებელია, აზრის ან ძალაუფლების ზეგავლენას არ განიცდის, კონსტრუქციულია, ტოლერანტულია, მაგრამ არა უდარდელი, თვითკონტროლირებადია, მომთმენია, ყოველთვის პატივს სცემს საკუთარ მკითხველს, მაგრამ არ ეშიანია მათი, უსამართლობა აღშფოთებს, პრივილეგირებულთა მოთხოვნებს ან ბრბოს ხმაურს არ ემორჩილება, ყველასთვის შანსის მიცემას ცდილობს და რამდენადაც კანონი, პატიოსანი ხელფასის ოდენობა და ადამიანთა ძმობის აღიარება ამის საშუალებას იძლევა - ყველასათვის თანაბარ შანსს გვთავაზობს; ღრმად პატრიოტულია, მაგრამ ამავე დროს საერთაშორისო კეთილდღეობას უწყობს ხელს და მსოფლიო ხალხთა მეგობრობისთვის იღწვის; დღევანდელი მსოფლიოს კაცობრიობის ჟურნალისტიკაა და მისთვის არსებობს.

    უოლტერ უილიამსი დეკანი,
    ჟურნალისტიკის სკოლა, მისურის უნივერსიტეტი, 1908-1935 წწ


    წყარო: http://media.ge/geo/page.php?m=library 

    მაგალითი # 1- სადისკუსიო თემა

    ახალგაზრდული უმუშევრობის პრობლემა საქართველოში


     

    შენიშვნები:

          როგორც ეს სადისკუსიო გეგმა გვეჩვენებს, კითხვების ფორმულირება არ არის მკაცრი, არამედ შესაძლებელია გქოდნეს ერთი და იგივე შეკითხვის რამდენიმე ვერსია. გარდა ამისა, სადისკუსიო გეგმა შეიძლება შეიცავდეს პასუხის მოსალოდნელ ვარიანტებს – აქ ყველაზე ხშირად გვხვდება ვარიანტები, რომლებიც მნიშვნელოვანია კვლევითი ამოცანებიდან გამომდინარე.


          თუ ინტერვიუერი ამას საჭიროდ მიიჩნევს, მას შეუძლია შეიტანოს სადისკუსიო გეგმაში გარკვეული ცვლილებები, მონიშნოს, რა კითხვა მიაჩნია ყველაზე მიზანშეწონილად ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების მიზნით, როგორ გააგრძელოს დისკუსია ამა თუ იმ პასუხის მიღების შემთხევაში. სავსებით დასაშვებია და მოსალოდნელიც არის, რომ სადისკუსიო გეგმამ ცვლილებები განიცადოს ინტერვიუერის ჩატარების შედეგად, იმის მიხედვით, თუ რა დამატებით ცოდნას მიიღებს ინტერვიუერი შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით.



    [შესავალში გააცანით რესპონდეტს ინტერვიუს მიზანი, ამოცანები, დაარმწუნეთ მისი პასუხების ანონიმურობაში.]



    ვინ ბრძანდებით? გთხოვთ მოკლედ მომიყვეთ თქვენი თავის შესახებ. (ასაკი, ოჯახი, პირველადი იდენტიფიკაცია)


    რას სამიანობდით სკოლის დამთავრების შედმეგ? (რაც შეიძლება დაწვრილებით; სკოლის დამთავრების შემდეგ გასული მთელი დროის მანძილზე)


    რა განათლება გაქვთ მიღებული? სად სწავლობდით? როდის დაამთავრეთ სწავლა?


    (თუ რესპონდენტი არ სწავლობს და არც უსწვლია სკოლის შემდეგჟ რატომ არ სწავლობთ? (აბარებდა, მაგრამ ვერ ჩააბარა; არც უცდია; სხვა)


    რატომ აირჩიეთ ეს სპეციალობა (ნანობს?) რომელიმე სხვა სპეციალობაზეთუ ფიქრობდით?


    დღეს რომ ირჩევდეთ სპეციალობას, რას აირჩევდით? იგივეს თუ სხვას? რატომ?


    რამდენად კმაყოფილი ხართ მიღებული განათლებით? რატომ?


    როგორ სწავლობდით? როგორ დაამთავრეთ უმაღლესი სასწავლებელი?


    რას საქმიანობთ ამჟამად? (რაც შეიძლება დაწვრიელბით)


    რამდენად გადგებათ მიღებული განათლება?


    ვისთან ერთად ცხოვრობთ ამჟამად? ( ოჯახური მდგომარეობა)


    ვინ მუშაობს ოჯახში? როგორ შეაფასებდით თქვენი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას? ვინ არჩენს ოჯახს ძირითადად?


    პ.ს. ეს სადისკუსიო გეგმა შედგენილი იქნა თესაუ სოციოლოგიის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტების მიერ 2003 წელს და გამოყენებული ქინა სასწავლო სიღმრისეული ინტერვიუს ჩატარებისას.